მიხეილ სააკაშვილი ბარაკ ობამას არ შეხვდება 12:45 - 12.04.2010 საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას არ შეხვდება. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მათთვის წინასწარვე იყო ცნობილი, რომ სააკაშვილისა და ობამას შეხვედრა აშშ-ში არ გაიმართებოდა. ამასთან, კალანდაძის თქმით, “ობამასა და სააკაშვილის საუბარი სწორედ იმას უკავშირდებოდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათი შეხვედრა არ გაიმართებოდა, აშშ საქართველოს მხარს კვლავ აქტიურად უჭერს". შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობასთან დაკავშირებული სამიტი იმართება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილიც მონაწილეობს. http://pirweli.com.ge/index.php?option=com...44&Itemid=1 ესენი არ ამბობდნენ აპრილში შეხვდებაო,ეხლა თურმე თავიდანვე იცოდნენ რომ არ შეხვდებოდა..