მიხეილ სააკაშვილმა ამერიკული რადიოს ეთერში მოდელირებულ "ქრონიკაზე” ისაუბრა “ამის შესახებ ყველამ იცოდა, რადგან ტელეკომპანია გადაცემას რეკლამირებას მთელი კვირის განმავლობაში უკეთებდა. გიჟი უნდა ვყოფილიყავი, რომ მის გაშვებაზე თანხმობა მიმეცა. გადაცემაში მთავარი, რაც ხდება, არის ის, რომ ქართული ჯარი ღალატს ჩადის და მე მკლავენ... ნებისმიერი მთავრობა გიჟი უნდა იყოს, ეს ორი რამ გაუხარდეს”, - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ს საზოგადოებრივი რადიოსთვის მიცემულ ინტერვიუში მას შემდეგ გააკეთა, როცა ჟურნალისტმა ჰკითხა, იცოდა თუ არა წინასწარ იმის შესახებ, რომ “იმედი” მოდელირებული “ქრონიკის” გაშვებას აპირებდა. "ეს ყველაფერი სარეკლამო ფულისთვის ხდება. ეს არის ის, რაზეც დღეს თავისუფალი ტელეარხები მუშაობენ. იყო გამომწვევი, ზოგჯერ - ზედმეტად გამომწვევი; იყო აღმაშფოთებელი, ზოგჯერ - ძალიან აღმაშფოთებელი; ჩვენ ასეთ ცხოვრებასთან შეგუება გვიწევს," - აღნიშნა პრეზიდენტმა. http://www.factnews.ge/index.php?lang_id=G...6902&act=ns