kisa ეჭვი მებადება, რომ გამიზნულად არ გინდა გაიგო რა ვთქვი... ან სხვანაირად თუ ვიტყვით, მომაწერ იმას, რაც არ მითქვამს, რათა მეკამათო... ვაკოპირებ ჩემი პოსტებიდან. ყაზახებისაა... მსგავსი ხმებია, რომ "ვანო რამდენიმე ბანკს აკონტროლებს" ... მათ შორის სახელდება ერთი ბანკი, რომელშიც მერაბიშვილის წილი 2*2=4 -ის დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ მოგონილია... მერაბიშვილის დასაცავად არ ვამბობ... ზოგადად, ყველას ეყოფა თავისი ცოდვები... უბრალოდ ბევრი ტყუილად მიეწერებათ... ნუ თუმცა ამასაც აქვს ახსნა- რატომ... მაინცდამაინც ყასტრანსგაზის მფლობელობით (თუნდაც პაპალამ) არ არის გამდიდრებული მერაბიშვილი თქო- ვთქვი მე, ვინაიდან ეს ინფორმაცია მცდარია, გამოგონიალია... არსებობს მისი სიმდიდრის ნამდვილი, რეალური, არაგამოგონილი წყაროები... ყასტრანსგაზში და ბანკებში წილები ტყუილია. იმედია ამჯერზე მაინც გასაგებად ვთქვი... თუ თვითმიზანია რომ ყასტრანგაზს დაბრალდეს მისი გამდიდრება... ანუ "შევებრძოლე" მცდარ ინფორმაციას და არ მიცდია მერაბიშვილის და სხვების უკანონო გამდიდრების უარყოფა. მშვენივრად მახსოვს ამ ფორუმზე თემა რომ მიეძღვნა შოუმენ ვანო ჯავახიშვილისთვის მერაბიშვილის მიერ მანქანის ჩუქების ფაქტს. აღმოჩნდა მართალი? რაკი ბევრი ცოდვები აქვთ, ჩვენგან ვარაუდებში შეცდომების დაშვება და თუნდაც ჭორაობა, არ არის მძიმე დანაშაული, წინასწარ დაგეთანხმებით, მაგრამ თუ შეიძლება ვიცოდეთ, რომ კონკრეტული ფაქტი ტყუილია, რაკი საინტერესოდ ჟღერს, სიმართლედ ვასაღოთ? სულ ეს იყო, რატომაც ვთქვი ტყუილია თქო და მოვრჩი ამაზე განმარტებებს.