Jump to content
Planeta.Ge

proletari

პლანეტელი
  • პოსტები

    914
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    2

ყველა პოსტი proletari

  1. სურათებს მალე დადებ რომ უფრო კარგად მივხდეთ რა კეთილ საქმეს აკეთებთ
  2. კი კაცო, სულ ძალით ვაჟკაცობენ და ალბათ მალე იტყვიან ჩვენ ვდგევართ ამის უკანო.. არ გაუჭირდებათ.. და მერე დააყოლებენ ჰოდა უნდა გადაიდოს სოჭის ოლიმპიადაო, თორემ ხომ ხედავთ რა შეგვიძლიაო კი პროფესიონალი იყო ხალხის სასამართლოსა და გამოძიების გარეშე დახვრეტაში. არ მიკვირს რომ აფასებ მის ამ მხარეს. გვარიც ცხადია უკეთესად უნდა იცოდე, მე მაპატიე თუკი გაწყენინე ამ პროფესიონალის გვარის დამახინჯებით
  3. რამიშვილის წესებიტ ცხოვრება არ გინდათ? აი ახალი საკამათო ტოპიკი ჭანოსა და კომპანიისათვის. რას ნიშნავს არ გინდათ? გეშინიათ? და ასე შემდეგ
  4. არ მჯერა. რუსებს არ სძინავთ! ბი ბი სი მათი ჯიბის ტელევიზიაა!!! ნაც-ბოლშევიკები არასდროს იტყუილებიან, მითუმეტეს ინგლისურ ენაზე
  5. 1) გაერო უმაქნისი ორგანიზაციაა 2) გაეროს რუსეთი აფინანსებს 3) არჩვენებზე ყველანი ჩამოდიან ხოლმე რომ მხარი დაუჭირონ ახალგაზრდა პრეზიდენტის ახალგაზრდა გუნდს 4) დაველოდოთ რას იტყვის სატურნი და ფრიდრიხი. მე მათი იმედია მაქსვ რომ გააქარწ####ბენ ამ დეზინფორმაციას. ნუ თუნდაც სურათებით სამშობიაროებიდან
  6. არც არის გასაკვირი. რად უნდაოდა ამას ამდენი ახსნა. ჯერჟინსკის მიმდევრისგან სხვას რას უნდა ელოდე აბა? გამოვლენო? გამოვლენ კი არა და ამ მშიშრებმა, ფორუმს რომ არიან ამოფარებული და ვაჯკაცობაზე დებენ თავს, მგონებ ისეც გადაწყვიტეს რომ დაიბრალონ გაკეთებული და ასე დაიკმაყოფილონ თავიანთი კომპლექსი. ნახეთ რა ხდება ფორუმ ჯე ზე. რა დღეში არიან ნაციონალები, ამ დროს პირველები რომ გაიქცევიან რამე რომ მოხდეს
  7. რუსეთს გავეყარეთ არა..... უფორ მაგრა შეტენა მიშიკომ, ჰა ჰა პრეზერვატივი და საპოხი მასალა გამოცვალა და ამერიკულზე გადავიდა, რომ აქტის როს ნაკლებად დაზიანებულიყო, მარგამ ეგეც ვერ მოახერხა წესიერად
  8. ესეიგი პადოშა ტიტანური ენერგიის პატრონი ყოფილა? და გამართლება ეგ როგორ? დუშაში უნდა დაჯდეს? ისე რამდენი აგენტი დაიჭირეთ და რომელიმს დაუმტკიცა გამოძიებამ რაიმე? თუნდაც იმ საცოდავს, რუსულ გაზეთებს კითხულობდაო
  9. კარგი სტატიაა. უკომენტაროდ კიდევ ერთი დასტური ნამდვილი ნაც.ბოლშევიკური პატრიოტიზმისა [კვირის პალიტრა] http://www.presa.ge/index.php?text=news&i=9944 ქართულ ფეხბურთს ბევრი რამ ახსოვს - ჩაწყობილი თამაშებიც, არბიტრთა მოსყიდვის ფაქტებიც, მათი ცემა-ტყეპაც და ფეხბურთელთა მიერ საკუთარი გუნდის (მათ შორის - ეროვნული ნაკრების) წაგებაზე დადებული ფსონებიც კი... თუმცა, როგორც ჩანს, საზღვარი არც ადამიანის ფანტაზიას აქვს და არც მის სულმდაბლობას. ყოველ შემთხვევაში, ძნელია, სხვაგვარი შეფასება მისცე ფაქტს, რომლის შესახებაც გასული კვირის მიწურულს გახდა ცნობილი და რომელიც ქვემო ქართლის გუბერნატორმა - დავით კირკიტაძემ პირდაპირ ეთერში გვამცნო. შაბათს რადიო პალიტრის ეთერში დიმიტრი ობოლაძის საავტორო გადაცემაში სტუმრად მყოფმა გუბერნატორმა სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, 2010 წლის 3 მარტს გამართული საქართველო-ესტონეთის ამხანაგური მატჩის დაწყებამდე, რომელიც ნაკრების ახალი მწვრთნელის - თემურ ქეცბაიასთვის სადებიუტო გახლდათ, შეხვედრის მოლდაველ მსაჯებთან მავანი ქართველი (დაუზუსტებელი ინფორმაციით, ლაპარაკია სფფ-ის ყოფილ ჩინოვნიკზე) მივიდა და არბიტრების მოსყიდვა სცადა, რათა მათ საქართველოს წინააღმდეგ ემსაჯათ(?!) და ქეცბაიასთვის დებიუტი ჩაემწარებინათ(!!!). ძნელი სავარაუდოა, რა მიზანი ამოძრავებდა ამ პერსონას (თუ პერსონებს) - რევანშის, ქეცბაიას გაფუჭების თუ ფულის მოგების წყურვილი, თუმცა, როგორც უნდა ყოფილიყო, ასეთ საქციელს გამართლება არა აქვს. ნუთუ სკამის დაკარგვით გამოწვეულმა ბოღმამ ისე დაუბრმავათ თვალი, რომ ვეღარ გაურკვევიათ, ამით მწვრთნელის ან ნაკრების კი არა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ რომ იბრძვიან? ფაქტის გადასამოწმებლად მატჩის მოლდაველ არბიტრებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა, იმის გამო, რომ დასვენების დღეები დაემთხვა, მათგან კომენტარის მოპოვება ვერ შევძელით. სამაგიეროდ, გთავაზობთ სკანდალური განცხადების ავტორის კომენტარს. მანამდე კი ჟურნალისტ დიმიტრი ობოლაძეს მოვუსმინოთ. დიმიტრი ობოლაძე: - რადიოს პირდაპირ ეთერში ისეთი შოკი მივიღე, კარგა ხნის განმავლობაში ვერც მოვიფიქრე, როგორ გამეგრძელებინა გადაცემა. დავით კირკიტაძემ ისეთი განცხადება გააკეთა, მეც და ალბათ, გადაცემის მსმენელებიც შოკირებულები აღმოვჩნდით. ქვემო ქართლის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ საქართველო-ესტონეთის მატჩის წინ, ვიღაც პირები, რომელთა ვინაობაც კირკიტაძემ არ დაასახელა, მივიდნენ მსაჯებთან და სთხოვეს ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა საქართველოს ნაკრებს არ მოეგო. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, დავით კირკიტაძემ დაწვრილებით აღარაფერი თქვა... მიუხედავად ამისა, ძნელი წარმოსადგენია, თანამდებობის პირს დასაბუთებული ფაქტების გარეშე, ასეთი ხმაურიანი განცხადება გაეკეთებინა... - როდესაც პრეზიდენტის რწმუნებული პირდაპირ ეთერში ასეთ რამეს ამბობს, გამორიცხულია, დარწმუნებული არ იყოს საკუთარ სიტყვებში და ზურგს კონკრეტული ფაქტები არ უმაგრებდეს. ეს ისეთი თემაა, რომელზეც აუცილებლად უნდა ჩატარდეს ჟურნალისტური გამოძიება. საქმე ხომ ეროვნულ ნაკრებს ეხება და როგორ შეიძლება კაცმა ასეთი სულმდაბლობა იკადრო? პირიქით, ესტონეთთან მატჩის შემდეგ, ბევრმა აღნიშნა - არბიტრი ჩვენ მიმართ კეთილგანწყობილი იყოო და თურმე, ზოგიერთებს საწინააღმდეგო ზრახვა ჰქონიათ... როგორ ფიქრობთ, რა იყო შეთქმულთა მიზანი? და თუ ითქვა, რის სანაცვლოდ უნდა შეეშალათ ხელი საქართველოს ნაკრებისთვის? - ვერ გეტყვით, რა ჰქონდათ ჩაფიქრებული მათ - ქეცბაიას ან ახალი ფედერაციის დისკრედიტაცია თუ ესტონელთა მოგებაზე ტოტალიზატორში ფულის დადება. დავით კირკიტაძეს არც კონკრეტულ შეთავაზებაზე ულაპარაკია. თუმცა, ჩემი, როგორც ქართველის პოზიცია ასეთია - თუ ასეთ ფაქტს მართლაც ჰქონდა ადგილი, ეს არის ნაძირალობის უმაღლესი გამოხატულება! აუცილებლად უნდა გამოიძიონ, თუმცა, ეჭვი მეპარება, ვინმემ კონკრეტული პირები დაასახელოს... დავით კირკიტაძე: - შეგნებულად არ ვასახელებ იმ პირთა ვინაობას, ვის გასაგონად და გასაფრთხილებლადაც გავახმაურე საქართველო-ესტონეთის მატჩის წინ მომხდარი ფაქტი. ნაკრები ახალ შესარჩევ ციკლს იწყებს ახალი მთავარი მწვრთნელის თავკაცობით და მინდა, ყველა გავაფრთხილო - ნურავინ დააპირებს ბინძური ხერხებით შეუშალოს ხელი თემურ ქეცბაიას და საქართველოს ნაკრებს! ამჯერად თავს ვიკავებ დაკონკრეტებისგან, მაგრამ ნამდვილად მაქვს ინფორმაცია ამ სამწუხარო ფაქტის შესახებ. პირთა დასახელებას არც გთხოვთ, უბრალოდ, უფრო კონკრეტულად გვითხარით, რა მოხდა... - საქართველოსა და ესტონეთის მატჩის წინ იყო არბიტრებზე გასვლის მცდელობა, რათა მათ საქართველოს ნაკრებისთვის გამარჯვებაში ხელი შეეშალათ(!). ეს პირები უშუალოდ არბიტრს ესაუბრნენ თუ მასთან შედეგის მიღწევა ვერ მოახერხეს? - თუ საჭიროდ ჩათვლის, ამაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ილაპარაკებს... ანუ, თქვენ ამბობთ, რომ ზვიად სიჭინავას აქვს ინფორმაცია ამ ფაქტთან დაკავშირებით? - როგორც ჩემთვის ცნობილია, აქვს... ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს ვიტყვი. უბრალოდ, ყველას შევახსენებ, რომ ამქვეყნად არაფერი იმალება და თუ მსგავსი რამ კიდევ განმეორდა, მას სათანადო რეაგირება მოჰყვება... ის მაინც გვითხარით, ის კაცი ნოდარ ახალკაცი-უმცროსის კადრი იყო? - მნიშვნელობა არა აქვს, როდინდელი და ვისი კადრი იყო, თუმცა, ის იყო და დღესაც არის ფეხბურთში... მომხდარის შესახებ თქვენ როდის შეიტყვეთ? - ამ სამწუხარო ფაქტიდან საკმაოდ მალე... თუმცა, მიმაჩნია, რომ სწორედ ახლა უნდა გამეხმაურებინა. გულშემატკივარი იმედით ელის ახალ შესარჩევ ციკლს, ახალი მწვრთნელისა ეიმედება და არავის აქვს უფლება, თავისი მერკანტილური მიზნებისთვის საქართველოს ნაკრების წინაღმდეგ იბრძოლოს... თქვენი აზრით, რისი მცდელობა იყო ეს - რევანშის წყურვილი, თუ თემურ ქეცბაიას წინააღმდეგ მიმართული ქმედება? - ეს იყო მტრობა ქართული ფეხბურთისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც ქართულ ფეხბურთს გულშემატკივრობს. კომენტარი ვთხოვეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსაც. ზვიად სიჭინავა: - ასეთ რამეს თუ მართლაც ჰქონდა ადგილი, მაშინ ეს სხვა არაფერია, თუ არა სამშობლოს ღალატი. ეროვნული ნაკრები მთელი ქვეყნის საკუთრებაა, ჩვენი სახეა, სახელია და თუ ვინმე ამ სახელის შებღალვას ცდილობს, არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა ასეთ ადამიანზე... დავით კირკიტაძის თქმით, ფედერაციის ხელმძღვანელობამ იცის, ვინ ცდილობდა მსაჯების მოსყიდვას... - ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ის ვიცი, რომ ესტონეთთან მატჩის შემდეგ იმუქრებოდნენ - გიჩივლებთო... ჩივილით მატჩის არბიტრები იმუქრებოდნენ? - ისრაელიდან წუხელ დავბრუნდი და ჯერ ვერაფერი გავარკვიე. უახლოეს მომავალში შემეძლება კომენტარის გაკეთება იმ ყოველივეზე, რაც ხდება და რაც მოხდა. გასაგებია, რომ წუხელ ჩამოხვედით, მაგრამ ესტონეთთან მატჩი მარტის დასაწყისში იყო და ნუთუ არაფერი გაგიგიათ მსაჯებთან დაკავშირებული სკანდალის შესახებ? - ჭორის დონეზე გავიგე, მაგრამ როგორც ახლა ამბობენ, უკვე დაზუსტებული ყოფილა. ვიმეორებ - მალე გავაკეთებ კომენტარს ამასთან დაკავშირებით.
  10. სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ რაღაც ფორმით ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას მოახერხებს. საქართველოს პრეზიდენტი საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტთან საუბრობს. ეს ინტერვიუ კი, ავთანდილ დემეტრაშივლის განმარტებით, "კომერსანტმა" გამოაქვეყნა. ამის შესახებ ავთანდილ დემეტრაშვილმა ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრისას ისაუბრა. მთავარი კი ის არის, რომ პრეზიდენტის პოზიცია ცნობილია. ამ ინტერვიუში პრეზიდენტი ამბობს, რომ ვადის გასვლის შემდეგ იგი აქტიურ პოლიტიკას არ ჩამოშორდება და იმედოვნებს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნებას მოახერხებს. საინტერესო კი ის არის, რომ სააკაშვილი ამავე ინტერვიუში აცხადებს, რომ პირადად იგი საპარლამენტო რესპუბლიკის მომხრე არ არის და, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ევროპული მოდელის კონსტიტუციის მიღება აქვს დეკლარირებული, დიდი ალბათობით სავარაუდოა, რომ ახალი კონსტიტუცია შერეული მოდელის მიხედვით შეიქმნება. მაგრამ, აქ უკვე მნიშვნელოვანია, ვისი ფუნქციები იქნება დომინანტური და როგორ მოხდება პრეზიდენტის და მთავრობის ფუნქციების გამიჯვნა. ჯერჯერობთი კი ამაზე საუბარიც კი შეუძლებელია. საქმე ისაა, რომ საკონსტიტუციო კომისია დღემდე ვერ ახერხებს სახელმწიფო მმართველობის მოდელზე შეჯერებას. სახელისუფლებო გუნდმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტი დაიწუნა და მის ალტერნატივად, ახალი პროექტის შემუშავებას გეგმავს. არაოფიციალური ინფორმაციით, აქამდეც იყო ცნობილი, რომ საკონსტიტუციო კომისიის ბოლო სხდომაზე უმრავლესობის წარმომადგენელმა პავლე კუბლაშვილმა კომისიის ხელმძღვანელობის მიერ შემუშავებული პროექტის სამუშაო ვარიანტზე კატეგორიული წინააღმდეგობა გამოხატა და კომისიის ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ ხელისუფლების მოსაზრების მიხედვით პროექტის ვარიანტს ვასილ გონაშვილი შეიმუშავებს. ამის შესახებ ოფიციალურად არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. მაგრამ "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრისას ითქვა, რომ გონაშვილი ნამდვილად მუშაობს ხელისუფლების მოსაზრებების კანონპროექტის სახით ჩამოყალიბებაზე. პრობლემა კი ის არის, რომ 56 წევრიანი კომისიიდან გადაწყვეტილება 2/3-ით მიიღება. ეს ორი მესამედი კი ყოველთვის, რატომღაც, ხელისუფლების პოზიციების დამცველია. რაც შეეხება სასამართლო ხელისუფლების ნაწილს, ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტიც ცხადყოფს, თუ ხელისუფლებას რა პოზიცია გააჩნია. საქმე ის არის, რომ საკონსტიტუციის კომისიის ხელმძღვანელობის მიერ მომზადებული პროექტის სამუშაო ვარიანტიდან გავრცელდა ერთი საკითხი, რომ მოსამართლეთა მინიმალური ასაკი ორი წლით გაიზრდებოდა. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე კი ნაცმოძრაობის პრესსამსახურმა ყველა ჟურნალისტს დაურეკა და უთხრა, ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, ხელისუფლება ასაკის აწევას არ აპირებს და ამის უარყოფის შესახებ განცხადებას თავად კომისიის ხელმძღვანელობა გააკეთებსო. მოგვიანებით ეს განცხადება კი გაკეთდა, მაგრამ მაშინ ითქვა, რომ ეს საკითხი კომისიის სამუშაო ვარიანტში იყო გათვალისწინებული ისევე როგორც ბევრი ისეთი საკითხი, როგორიცაა საკონსტიტუციო კომიის ფუნქციის გაძლიერება, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის საკითხი და მოსამართლეთა დანიშვნის და მოხსნის უფლების მინიჭება პარლამენტისთვის, საკონსტიტუციო კომისიისთვის საერთო სასამართლოების გადაწყვეტილების გადასინჯვის საკითხი და ასევე მოსამართლეების კარიერული პრინციპით დანიშვნა. კერძოდ, კომისიაში მომზადებული პროექტის სამუშაო ვარიანტით, მაღალი ინსტანციის მოსამართლეები გარკვეული გამოცდილების და პრაქტიკის გარეშე ვერ დაინიშნებიან. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეფორმა საკმაოდ მნიშვნელოვანი უნდა იყოს, ხელისუფლების საბოლოო პოზიცია უცნობია. როგორც კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, "კომისიას ამ მიმართულებით სიღრმისეული რეფორმის გატარება სურს და არა ფასადურის." თავად დემეტრაშვილი კომისიის უახლოეს სხდომაზე ორპალატიანი პარლამენტის იდეას წარადგენს. მისი თქმით, იგი წარადგენს მის არგუმენტებს ორპალატიანი პარლამენტის საჭიროებასთან დაკავშირებით, თუმცა, დემეტრაშვილს მისი იდეის გასვლის იმედი ნაკლებად აქვს. ამასთან, დემეტრაშვილი შიშობს, რომ შესაძლოა შემდეგში ყურადღება ორპალატიანი პარლამენტის საკითხზე გადაიტანონ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა დატოვონ ან საერთოდ უარი თქვან მათზე. ზოგადად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას სიღრმისეული საკონსტიტუციო რეფორმის გატარება არ სურს და კონსტიტუციის მხოლოდ 2-3 მუხლის შეცვლის ნება ჰქონდეს. ასეთი მიდგომით კი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობის და ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" აზრითაც, იმედგაცრუებული დარჩება როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო საზოგადოებაც, რომელთაც საკონსტიტუციო რეფორმის საკმაოდ დიდი მოლოდინები აქვთ. როგორც ჩანს, კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით გადამწყვეტი როლის შესრულება პოლიტიკურ ძალებს და საზოგადოებას მოუწევს. საინტერესოა, რომ კომისიის შექმნისას დემეტრაშვილის მხრიდან გადაწყვეტილების მისაღებად საკითხის პლებისციტზე გატანის იდეაც დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ პლებისციტი არც პარლამენტისთვის და არც პრეზიდენტისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის და მხოლოდ საზოაგდოების განწყობის გამომხატველია, ხელისუფლების მხრიდან უკვე კატეგორიული წინააღმდეგობა ფიქსირდება და ეს პოზიცია პოლიტიკური თვალსაზრისით გასაგებიც არის. სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო კომისიამ პოლიტიკურ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრები დაიწყო და პირველი შეხვედრა პარლამენტში, ფრაქცია "ქრისტიან/დემოკრატების" წევრებთან გაიმართა. როგორც შეხვედრაზე კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, საკონსტიტუციო რეფორმა პოლიტიკურ პარტიებთან განსაზღვრული კონსენსუსის საფუძველზე, მოსახლეობის ფართო ფენების აზრის გათვალისწინებით უნდა მოხდეს და ამიტომ დღეიდან შეხვდებიან ყველას, ვისაც კონსტიტუციური რეფორმის განხორციელებაში მონაწილეობის სურვილი აქვს. კომისიის თავმჯდომარეს არ ესმის, რატომ ხდება ამ პროცესის იგნორირება არასაპარლამენტო ოპოზიციის მიერ და რატომ არ არიან დაინტერესებულები. რაც შეეხება კომისიაში წარმოდგენილ სხვა პარტიებს, კომისიის მდივან თენგიზ შარმანაშვილს მათი პოზიციის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია არ აქვს და, შესაბამისად, მათთან შეხვედრები ამ მიზნითაც სურს. თავად დემეტრაშვილი კომისიის უახლოეს სხდომაზე ორპალატიანი პარლამენტის იდეას წარადგენს. მისი თქმით, იგი წარადგენს მის არგუმენტებს ორპალატიანი პარლამენტის საჭიროებასთან დაკავშირებით, თუმცა, დემეტრაშვილს მისი იდეის გასვლის იმედი ნაკლებად აქვს. ამასთან, დემეტრაშვილი შიშობს, რომ შესაძლოა შემდეგში ყურადღება ორპალატიანი პარლამენტის საკითხზე გადაიტანონ და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები ყურადღების მიღმა დატოვონ ან საერთოდ უარი თქვან მათზე. ზოგადად, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებას სიღრმისეული საკონსტიტუციო რეფორმის გატარება არ სურს და კონსტიტუციის მხოლოდ 2-3 მუხლის შეცვლის ნება ჰქონდეს. ასეთი მიდგომით კი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელობის და ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" აზრითაც, იმედგაცრუებული დარჩება როგორც ქართული საზოგადოება, ისე საერთაშორისო საზოგადოებაც, რომელთაც საკონსტიტუციო რეფორმის საკმაოდ დიდი მოლოდინები აქვთ. რუსიკო მაჩაიძე გაზეთი ”რეზონანსი” http://www.ambebi.ge/politika/ აბა რა გვინდაო, სტატიის ავტორმა?
  11. ვცდილობ არა...დიდი წარმოდგენა გქონია საკუთარ თავზე ეგ იარლიყი დიდი ხანია წავიკითხე, ახლა უბრალოდ ვხალისობ როგორ მოგაქვს თავი ბანაკის პიონერს. დაგუგვლა არ დაგავიწყდეს.. კიდევ ბევრ ბრძნულ აზრს ამოიკითხავ თუმცა პასუხს რატომ განიცდი რომ საქართველოში არ არის დაკანონებული ჰომოსექსუალური ქორწინება იქ ვერ ამოიკითხავ და ამიტომაც გაურბიხარ სრულიად უაზრო რეპლიკებით. ისე მემგონი არც გერმანიაში უნდა იყოს ეგ დაკანონებული და არ გიჭირს მაქ გაჩერება?
  12. და შენ საიდან იცი რომ არ არის უტყუარი? თეამ გითხრა?
  13. ეს არის კაცი ლეგენდა კაცი ქართული ღვინო კაცი მარშრუტკა და საერთოდ კაცური კაცია
  14. ყველაფერი გასაგებია მიდი მიდი სტიპენდიას კი სჭირდება მუშაობა დაუღალავი. ისე ხომ აღარ დაგაფინასებენ
  15. არ მგონია რომ მე და მიხეილის მომხრეებს საერთო მიზანი გვქონდეს. და ვერც ვერავინ დამიმტკიცებს რომ მათი მიზანი რუსეთისათვის მუშაობა არ არის. ამიტომაც ვამბობ ღმერთმა დამიფაროს მათი მიზნები მქონდეს საქართველოსთვის
  16. არ დაიღალე ამ უაზრო კითხვების რეჯიმში რომ გიყვარს ყველაფრის გადატანა კიდევ ერთხელ გკითხავ და თუ ვერ მიხვდი, მაშიIნ გარკვეულ გონებრივ პრობლემებთან გვქონია საქმე შენ რა გაწუხებს კონკრეტულად რომ ეს ქორინება არ არის დაკანონებული საქართველოში?
  17. რა იყო გრცხვენია პასუხის გაცემა? არ გსურს ამ თემაზე საუბარი? გიტყდება?
  18. ამ ფორუმზე რატომ არ არის რწყევის სმაილიკი?
  19. და არ შეცვლა რა პრობლემას წარმოადგენს შენთვის კონკრეტულად?
  20. დაგარდაცვლილი პატიმრების სურათებს როდის დადებთ? ან დატერორებული წვრილი ბიზნემსმენების?
  21. თუთიყუშებიც მომრავლებულა ამ ფორუმზე?
  22. არა, მაგრამ მაგალითად იმედმა დანერგა ქვეყნის დაკიდება და ეგრეთ წოდებული მოდელირებული რეპორტაჟების გაკეთება. ხოდა აინტერესებთ ამერიკელ კოლეგებს, როგორ გააკეთონ მოდელირებული სი-ენ-ენი, და მერე დაიკიდონ მთელი ამერიკის მოსახლეობა ნანო ტექნოლოგიებს კი ალბატ ვნერგავთ, შშს-ში და მიშიკოს სიზმრებში არაუშვა, მთავრია თქვენ გიხარიათ რომ რუსულად საუბრობთ და საყვარელ პუტინს უგებთ. მე მკიდია ეგ რუსულიც და ეგ თქვენი პუტინიც
  23. და ვინ მისცა ამ სატურსნ უფელაბ ჩემი სეკითხვა კონტექსტიდან ამოეგლიჯა და მისი ჭკუით სარკასტული თემა გაეხსნა? ვინ მისაც მას უფელაბ ჩემს მაგივრად ისაუბროს და დასვას შეკითხევბი? ამ ფორუმს არ ჰყავს პატრონი? დამცინი და კიდევ მე მაფრთხილებ? სულ დაკარდუვდა ეს ფორუმი
  24. და ამდრო სოჭის ოლიმპიადის ჩაშლას ანხორციელებ
  25. მტერი რომ 40 კილომეტრში დგას და შენ მაინც გამარჯვებული ხარ მოსახლეობის ნახევარი რომ გაქცეულია და შენი საარჩევნო სიები იზრდება დემოკრატიული ფორუმი რომ არის და შშს რეკლამირებას აკეთებს
×
×
  • შექმენი...