-
პოსტები
5.308 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
9
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი FRIDRIX
-
http://www.youtube.com/watch?v=RK4tYxHCwnc&feature=related
-
ინგლისური დედოფალი მერის ჩაძირვა
-
აუცილებლად გამაგებინე ფრთების ამოსვლა რო დაეწყება ზურგზე ნებისმიერი ფიგურა რომელიც რუსეთთან არის დაკავშირებული ვერ მოიპოვებს საქართველოში რაიმე სერიოზულ პოლიტიკურ წონას ხოლო რუსებს შეუძლიათ მას დაეყრდნონ დღეს ყველა ოპოზიციურ "ლიდერს" ვასაძე ჯობია მაგრამ ძნელია შემდეგ ვასაძემ ხალხის ნდობა მოიპოვოს არჩევნებისთვის
-
ეხლაც ჩიტია ოღონდ ესეთი
-
ვიდრე მთავარ სათქმელზე გადავალ, მოკლედ ვიტყვი: ხელისუფლებას გოგა ხაინდრავას დარი „პოლიტიკოსები“ ოპოზიციაში „ნასედკებად“ ჰყავს შეგზავნილი და ამას უკვე ოპოზიციის ლიდერებიც აღიარებენ – შარშან, 9 აპრილის აქციისას, ჩვენგან ინფორმაცია ჟონავდაო. ოპოზიციის ოციოდე ლიდერს ერთმანეთი ვერ გაუკონტროლებია და ქვეყნის მართვის სადავეები ჩაგვაბარეთ, ქვეყანა უნდა გავაკონტროლოთო – იქაჩებიან. ახლა ხაინდრავას დავუბრუნდეთ, რომელმაც თავადვე აღიარა პრესით, ყველა სახის ნარკოტიკი გამისინჯავსო. ნარკომანი ან კრიმინალია, ან ავადმყოფი, შუალედი არ არსებობს, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასეა – ნარკომანებს ან მკურნალობენ, ან იჭერენ. გოგა ხაინდრავა ორჯერ დაიჭირეს „კაიფში“ და ორჯერვე იუარა ნარკოტესტის გავლა – 500 და 1000-ლარიანი ჯარიმები გადაიხადა. თან ეს იმ დროს, როცა ოპოზიცია გაგანია ჩალიჩში იყო – სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა ბადრი პატარკაციშვილის მეთაურობით. ოპოზიციის არცერთ ლიდერს არ გაუპროტესტებია ხაინდრავას უარი ნარკო-ტესტის გავლაზე. მეტიც, ერთ-ერთ ლიდერად გაიხადეს და ნელ-ნელა ჭკუის საკითხავი კაციც გახდა. მეტიც, ბადრი პატარკაციშვილის ერთ-ერთი ყველაზე უახლოესი პოლიტ-პარტნიორი იყო. ახლა კითხულობენ, რატომ ვერ მიაღწია პატარკაციშვილმა საწადელს, რატომ ვერ აჯობა სააკაშვილს და ვერ მოიშორაო. ხაინდრავასნაირებს რომ დაეყრდნობი, პოლიტპარტნიორად გაიხდი და მეტიც – ლონდონიდან გამოგზავნილი მილიონის გადანაწილებას რომ დაავალებ, რა ხეირს ნახავ კაცი? ამბობენ, ხაინდრავამ ცხონებულ ბადრის გვარიანი ფული მოუტეხა. 2007 წლის ნოემბრის აქციებზე, ხალხის ნაწილისთვის, აქციებზე სიარულის საფასურად, დღიურად 50 ლარი უნდა გადაეხადა გოგას და 30 ლარს უხდიდა, დანარჩენი კი მავანის ვენებში მიდიოდაო, ბადრის ფულზე მოგახსენებთ, ცხადია. აი, ეგეთი „ვაჟკაცია“ გოგა ხაინდრავა. ახლა ერთ პატარა ისტორიას შეგახსენებთ, რომლის უტყუარობაზეც კარგა ხანია აღარავინ დაობს. და მერე განვსაჯოთ, პატივცემულო მკითხველო, ვინ არის „პუტანკა“. 2003 წელს, საპარლამენტო არჩევნებისას, ხაინდრავამ ბევრი იჩალიჩა და შევარდნაძის კარზე დაკარგული ნდობა ისევ მოიპოვა. შევარდნაძემ ხაინდრავა თავის საპარლამენტო სიაში ჩასვა, თანაც პირველ ოცეულში. დეპუტატობა გავინაღდეო, იფიქრა ხაინდრავამ და შევარდნაძის ბლოკის მაჟორიტარის, ზურაბ ბიბილეიშვილის შტაბის უფროსობაც ითავა – ბიბილეიშვილი მთაწმინდაზე იყრიდა კენჭს. მოულოდნელად, ზურაბ ჟვანიამ დაურეკა და შეხვედრა სთხოვა ხაინდრავას. ჟვანიამ თვალი აუხილა – რა დროს შევარდნაძეა, წასულია მაგის საქმე და მე დამიდექი, ჩემს ბლოკს – „ბურჯანაძე-დემოკრატებს“ დაეხმარეო. ცოტა მეტს დაჰპირდა, ვიდრე უბრალო დეპუტატობაა და ხაინდრავამაც მეორე დღესვე უკრა წიხლი შევარდნაძის ბლოკის საპარლამენტო სიას. ბიბილეიშვილის შტაბი ისე მიატოვა, არც გაუფრთხილებია კაცი და შევარდნაძის მაქებარი და მეხოტბე ოპოზიციაში გადაბარგდა. შევარდნაძისა და მისი გუნდის ლანძღვაში სააკაშვილს, ბოკერიას, ოქრუაშვილსა და თინა ხიდაშელს ეჯიბრებოდა. მიიღო კიდეც საფასური. რევოლუციის მერე კონფლიქტების მინისტრად დაინიშნა. აი, ხაინდრავას ეს საქციელია სწორედ „პოლიტიკური პროსტიტუციის“ კლასიკური ნიმუში. მისი მინისტრობისას ჯერ ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდა ხაინდრავას დაჭერას, მერე მერაბიშვილი, მაგრამ ჟვანია ორივეს აჩერებდა. ამბობენ, ოქრუაშვილს უტყუარი მტკიცებულებები გააჩნდა, რომ ხაინდრავა ცხინვალიდან „სუბოტექსს“ ეზიდებოდა, დიპლომატიური ხელშეუხებლობით სარგებლობდა (შერეული საკონტროლო კომისიის სხდომებზე სწორედ მინისტრი – დიპლომატის სტატუსით ჩადიოდა ცხინვალსა და ვლადიკავკაზში) და არც რუსი „სამშვიდობოები“ და არც ქართულ-ოსური პოსტების ჯარისკაცები არ აჩერებდნენ და არ ჩხრეკდნენო. იმასაც ამბობენ, ნარკოტიკების რეალიზაციით ბლომად ფული იშოვა ხაინდრავამო. ისევ ოქრუაშვილმა შეიწირა, სისხლის სამართლის საქმე სულ სხვა საქმეზე აღუძრა და ვიდრე დაიჭერდნენ, გამოასწრო ხაინდრავამ ოპოზიციაში. პატრიოტობაზე დებს ხაინდრავა თავს, მაგრამ რაც პარიზში იკადრა, რა ჰქვია, მკითხველმა განსაჯოს. პარიზში, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ეგიდით და დაფინანსებით, ფოტოგამოფენა გაიმართა. აღნიშნული ფოტოგამოფენა ეთნო და სხვა სახის კონფლიქტების თემას ეძღვნებოდა, ცხადია, ამ კონფლიქტების მსხვერპლთ – დაზარალებულ და დახოცილ მოსახლეობას. ხაინდრავამაც მიიღო მონაწილეობა, გამოფინა თავისი ფოტონამუშევრები და არ იცით, რა იკადრა? ოსების მიერ დიდი ლიახვის სოფლებიდან დევნილი ქართველი მოსახლეობა ოსებად, ოსებისა და დაქირავებული რუსი მებრძოლების მიერ 90-იანი წლების დასაწყისში ჩახოცილი ქართველი ვაჟკაცები, მათი დამწვარ-გადაბუგული სახლები ქართველების მიერ დახოცილ ოსებად გაასაღა, ქართველების გადამწვარი – ოსების ნასახლარად გაასაღა და მთელი ევროპა ააქვითინა ოსების საცოდაობით, ქართველებს კი სულ ბარბაროსებსა და კაციჭამიებს ეძახდნენ ამ გამოფენის დამთვალიერებლები და ჟურნალისტები. სხვათა შორის, ფართოდ გაშუქდა ეს გამოფენა ევროპულ მედიაში და დღეს, თუ ვინმეს ევროპაში ოსებთან ქართველები მტყუანი ჰგონია, ამაში ხაინდრავამ დიდი წვლილი შეიტანა თავის დროზე. ფეხებზე არ ეკიდა საქართველოს იმიჯი – ჰონორარი ჩაიჯიბა და წამოვიდა. მერე სწყინს, რუსეთის აგენტს რატომ მეძახიანო. გოგა ხაინდრავა ხალხს ხომ ატყუებს და ატყუებს და, არც მეტი, არც ნაკლები, პატრიარქიც მოატყუა. 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, – „გაერთიანებული ოპოზიცია – ეროვნული საბჭოს“ ლიდერები პარლამენტის წინ შიმშილობდნენ, „ახალი მემარჯვენეები“ – პარლამენტში. შიმშილობის დაწყებისთანავე პატრიარქმა მოუწოდა მათ – შიმშილობა არ არის ქრისტიანული გზა და საშუალება პრობლემის გადაჭრისა და შეწყვიტეთო, მაგრამ ყური არ უგდეს უწმინდესს. ბოლოს, როცა მიხვდნენ, რომ ხელისუფლება არაფერს თმობდა და შიმშილობით ვერაფერს მიაღწიეს, ერთადერთი გამოსავალიღა რჩებოდა – როგორმე ღირსეულად უნდა შეეწყვიტათ შიმშილობა, რათა ხალხის თვალში ღირსება საერთოდ არ დაეკარგათ. ეროვნული საბჭოს კრებაზე გადაწყდა, რომ პატრიარქისთვის მიემართათ. პატრიარქი მოუწოდებდა მათ შიმშილობის შეწყვეტისკენ, ისინიც შეწყვეტდნენ და იტყოდნენ – რაღა უნდა გვექნა – უწმინდესის ნებას წინ ვერ აღვუდექითო (არადა, შიმშილობის დაწყებისას პატრიარქის ნება და მოწოდება არაფრად ჩააგდეს. ამათთვის ეკლესია, რელიგია, მღვდელმთავრებიც და პატრიარქიც საშუალებაა მიზნის მისაღწევად). მოკლედ, ფარსი უნდა გაეთამაშებინათ. კრებაზე გადაწყდა, რომ პატრიარქს გოგა ხაინდრავა და ფიქრია ჩიხრაძე უნდა ხლებოდნენ. მეორე დღეს, დილის 9 საათზე ეახლნენ ორივენი უწმინდესს საპატრიარქოში, უამბეს თავიანთი თუ სხვათა გასაჭირზე და სთხოვეს, სხვა გზა არ არის, ამ უხერხული სიტუაციიდან თქვენ უნდა გამოგვიყვანოთო. საქმე ადამიანების გაუარესებულ ჯანმრთელობას ეხებოდა, იქნებ, სიცოცხლესაც (პოლიტლიდერების გარდა, მთავრობის სახლის წინ ოპოზიციის ათეულობით მხარდამჭერიც შიმშილობდა). უწმინდესმა უთხრა, ოღონდ შეწყვიტეთ შიმშილობა, ახლავე წამოვალო და ყველას მოვუწოდებ ამისკენო. ჩიხრაძემ და ხაინდრავამ სთხოვეს – საღამოს მობრძანდით და საქვეყნოდ მოგვიწოდეთ, ტელეკამერებიც იქნება და ხალხი გაიგებს, რომ თქვენს სურვილს დავემორჩილეთ და ჩვენი ღირსება და პოლიტიკური კაპიტალიც გადარჩებაო. ილია II უთხრა, რომ საღამოს 6 საათზე მივიდოდა მთავრობის სახლთან. ჩიხრაძე და ხაიდრავა დაბრუნდნენ მოშიმშილეებთან და უამბეს ყველაფერი. ამ დროს, ოპოზიციის ყველა მოშიმშილე და არამოშიმშილე ლიდერმა იცოდა, რომ 6 საათისათვის აქცია შეწყდებოდა. სადღაც 3 საათი იქნებოდა, ზვიად ძიძიგური რომ ცუდად გახდა და საავადმყოფოში გააქანეს. ამ დროს ტრიბუნაზე ხაინდრავა ავიდა, მიკროფონი დაითრია და ხალხს ომახიანად მიმართა – ზვიადმა ვაჟკაცურად იშიმშილა, მაგრამ მისი კარავი ცარიელი არ იქნება, მე ჩავენაცვლები ძიძიგურს, მე ვიწყებ ახლა შიმშილობასო. მართლაც, გოგა ხაინდრავა შევიდა ძიძიგურის კარავში და „შიმშილობა“ დაიწყო. 6 საათზე მობრძანდა მისი უწმინდესობა, მოშიმშილეებს აქციის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ყველა მოშიმშილესთან მივიდა და საკუთარი ხელით სეფისკვერი უწილადა. არ გაინტერესებთ, პირველი ვინ მიეახლა პატრიარქს? – გოგა ხაინდრავა! დილით საპატრიარქოში იყო და შიმშილობის აქციის ღირსეულად შეწყვეტა სთხოვა უწმინდესს, საღამოს – მოშიმშილედ დახვდა. არადა, 3 საათი „იშიმშილა“. ეს იმაზე ნაკლები დროა, ვიდრე სადილობიდან ვახშმამდე – ასე, ყოველდღე შიმშილობს ხალხი. აი, ასეთი ფარისეველია გოგა ხაინდრავა. ცხინვალში, მინისტრობის დროს, კონფლიქტის თაობაზე „მოსალაპარაკებლად“ ჩასულ ხაინდრავას ბორის ჩოჩიევის კაბინეტში „პერედოზიროვკა“ რომ დაემართა და დუჟმორეული... ორმაგი დოზით, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვის მინისტრმა სიკვდილს გადაარჩინა, ეს ამბავი საქვეყნოდაა ცნობილი, ერგნეთის საგუშაგოსთან, რუსმა „სამშვიდობოებმა“ 700 აბი სუბოტექსით რომ დაიჭირეს ცხინვალიდან მომავალი და ზურაბ ჟვანიამ გააშვებინა, ამაზე „დრონი.ჯი“ უკვე წერდა, ამიტომ ამ შემზარავ ისტორიებზე ყურადღება აღარ გავამახვილეთ. აი, ვინ იჩემებს ოპოზიციის ლიდერობას, ვინ გვყავდა ორგზის მინისტრად და ვინ ეშურება ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად. მერე უკვირთ, ოპოზიცია რად გაფარჩაკდაო.
-
http://b.pix.ge/d/uefzx.jpg ორჯონიკიძე ღორმა ვინც არ იცის თავი მოიკლა უფრო სწორად თავი მოაკვლევინეს ესეთ დასასრულს ვუსურვებ ყველა მოღალატეს ქართული ოპოზიცია ჯერ კიდევ ცხელი ზაფხულის დღეებში იმუქრებოდა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას პოლიტიკურად ცხელ შემოდგომას შესთავაზებდა. შემოდგომის დასაწყისშივე ირკვევა, რომ ცხელ შემოდგომას საქართველოში რუსული ძალები დაგეგმავენ, ქართველი ოპოზიციონერები კი მხოლოდ შემსრულებლის როლში წარმოგვიდგებიან. საქართველოში, უახლოეს მომავალში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებს, ქვეყნის უახლოესი მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისთვის გაცილებით დიდი მნიშვნელობა ექნება, ვიდრე 2013 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს. სწორედ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების გამო, აფორიაქებულია რუსეთის ხელისუფლება და მათთან ერთად ის ქართველები, რომლებიც უკვე მერამდენე წელია საქართველოში „რევოლუციაზე“ ოცნებობენ. სწორედ ამის გამო, რუსეთის კარზე ქართველ მოღალატეთა კასტინგი უკვე გამოცხადდა. მას შემდეგ, რაც რუსეთმა ბურჯანაძე–ნოღაიდელის დუეტზე დადო ფსონი და წააგო, ახლა ჩრდილოელი მეზობელი ახალ პერსონებს ეძებს. ისეთებს, ვისაც საქართველოში მხარდამჭერთა მცირე ელექტორატი მაინც ეყოლება. ქართველი მოსკოველი ბიზნესმენები და სხვა მრავალი ცნობილი პირი სრულ მზადყოფნაშია ახლაც, რომ თბილისის შემოსასვლელთან, აღმაშენებლის ძეგლის მიდამოებში, ოვაციებით დახვედეს რუსეთის ჯარს. თუ არ დახვდება, შემოჰყვეს მაინც მტერს ქვეყნის დედაქალაქში. ახლახან, ამბიციებგაჩენილმა მინდია გულუამ, რომელიც გეგმავდა, რომ სექტემბრის ბოლოს პარტია დაეფუძნებინა, ეს პროცესი ოქტომბრისთვის გადადო. გულუას სურდა, „ეროვნული ფორუმის“ მარშისთვის შეეხედა, დაენახა ძალები და მიეღო გადაწყვეტილება ღირდა თუ არა ფულის ტომარისთვის თავის მოხსნა. ჩაშლილი მარშის შემდეგ, უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს გულუა, თუმცა პარტიას რომ დააფუძნებს და მისი მთავარი დამფინანსებელიც იქნება, ეს ჟურნალისტებთან საუბრისას არ დაუმალავს. მინდია გულუას გეგმების პარალელურად, არეულობის სცენარს წერს საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ოცნებაში ჩარჩენილი ალექსანდრე ებრალიძე. თუ მინდია გულუა ნინო ბურჯანაძესთან და „ეროვნულ ფორუმთან“ გეგმავს თანამშრომლობას, ებრალიძეს ფალავნებად სოზარ სუბარი და ეროსი კიწმარიშვილი გამოჰყავს. ერასტი კიწმარიშვილს, ებრალიძის პოლიტიკურ ზრახვებში ჩართვის შემთხვევაში, „ქართული პარტიის“ დატოვება მოუწევს. რუსული ძალების გააქტიურება იმაშიც გამოიხატება, რომ ერთი შეხედვით არჩევნების მომხრე პარტიები, ახლა რევოლუციაზე ოცნებობენ. „ეროვნულმა ფორუმმა“ ქართველთა მარში შემდეგნაირად დააანონსა. ეს იქნებოდა ძალების მოსინჯვა და ერთდღიანი აქცია. მოგვიანებით, ფორუმელებმა ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ ისინი აქციებს კიდევ გამართავენ, ოქტომბერში. ოქტობერშივე გეგმავს აქციებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც. ამ თვეში ფუძნდება მინდია გულუას პოლიტიკური პარტიაც, რაც ობიექტურ ეჭვს იწვევს, რომ ეს ძალები ცალ–ცალკე , მაგრამ ერთ დროსა და ერთი მიზნისთვის მოქმედებენ. ამასთან, თუ მინდია გულუას მიერ ნინო ბურჯანაძის აქციების დაფინანსებას გავიხსენებთ, რთული გამოსაცნობი არ არის, ვის ხარჯზე შეჭამენ მომიტინგეები ჰამბურგერებს. ყველასთვის მოულოდნელად კი, სამომავლოდ, საქართველოს პრეზიდენტობაზე მოსკოველმა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემაც განაცხადა პრეტენზია. ვასაძე შეწუხებულია იმით, რომ საქართველოში გაჭირვებული ადამიანები დღემდე არსებობენ და მიაჩნია, რომ „ქვეყანა იღუპება“. ამის გამო, მოსკოველმა ბიზნესმენმა გადაწყვიტა ერისკაცობა ითავოს, თუმცა ჯერ გაურკვეველია ვასაძემ ეს თავისით მოიფიქრა, თუ ვინმე დაეხმარა. კრემლში, 2006 წელს RosBusinessConsulting–ის მიერ რუსეთის აღმასრულებელ დირექტორთა ტოპ–ასეულში აღიარებულ წლის პიროვნებას, ჯერ არ გადაუწყვეტია, როდიდან ჩაერთვება აქტიურად ქართულ პოლიტიკაში, თუმცა პრეზიდენტობა რომ სურს, ამას უკვე მიხვდა. როგორც ჩანს, ლევან ვასაძემ ლექსების წერას თავი დაანება და ახლა რუსულ ზღაპრებს მოგვიყვება იმის შესახებ, თუ როგორ "ააყვავებს" საქართველოს... ცნობილია ისიც, რომ ლევან ვასაძეს ჰყავს მეგობრები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში აქტიურად არიან ჩართულები. რაც შეეხება ვასაძის „ზურგს“ მოსკოვში. მის გვერდით დგას რუსეთში მოღვაწე კიდევ ერთი ქართველი, მოქანდაკე ზურაბ წერეთელი. ამასთან, ლევან ვასაძე, თავის დროზე, მისაღები კანდიდატურა იყო იური ლუჟკოვისთვისაც, რომელიც პერმანენტულად სთავაზობდა ვასაძეს ქართულ პოლიტიკაში ჩართვას. ფაქტია, რომ ნებისმიერი კანდიდატი, რომელიც ქართველებისთვის მოღალატე იქნება, რუსებისთვის კი პოლიტიკური ფალავანი, თავისი შესაძლებლობებით ვერ მოვა ხელისუფლებაში. მათ ხელისუფლების შეცვლა რუსეთის უშუალო ჩარევით და რუსული იარაღით უნდა სცადონ. ქართველ პოლიტიკოსთა მსგავს რამდენიმე მცდელობას, მათი პოლიტიკური გარდაცვალება მოჰყვა. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ არიან მოსკოვში ქართველები, ვინც თანახმაა, საკუთარი სურვილით დათანხმდნენ „პოლიტიკურ თვითმკვლელობას“.
-
ქველმოქედებისთვის ფულს ორი მიზეზით ხარჯავენ 1.როცა პოპულარობის მომატება სურს პერსონას 2.როცა სამოთხეში მოხვედრის იმედი აქვს კახას ერთიც კიდია დ ამეორეც ქველმოქმედება უაზროდ გადაყრილი ფულია ადამიანი უმადური არსებაა და ის 10 კარგიდან 1 ცუდს იმახსოვრებს და 9 კარგს ივიწყებს კახა კიდე იმის ჩიტი არ არის უმადურ ქართველებს ფული ახარჯოს ქველმოქმედება დაერქმევა თუ სხვა რამე სხვა "ქველმოქმედმა" ქართველებმა პატარკაციშვილი თოფაზე ივანიშვილი ჩხარტიშვილი და ბევრი სხვა ქველმოქმედებას გულის აჩუყებით არ აკეთებენ არამედ თავისი მიზნებვისთვის სულ არ ადარდებთ უპატრონო ბავშვები და ბევრი სხვა პრობლემა რომლებითავ ვითომ ინტერსდებიან და ზრუნავენ ღარიბებზე კარგი ანდაზაა "ჭკვიან" ქართველებზე ნათქვამი
-
ბანდიტია აბა რაც არუნდა ბოსის 5.000 ევროიანი შარვალ კოსტუმი ჩაიცვა და თმები ლამაზად დაივარცხნო რასაც ლევანა აკეთებს ძველ წარსულს ვერ გადამალავ მაგითი
-
12 - 13 საუკუნეებში ტერმინს - აფხაზი 3 მნიშვნელობა ჰქონდა
FRIDRIX replied to mrgogi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
რუსები არ დახმარებოდნენ ნახავდი ცეცხლში დაფერფლილ ცხივნალს და დანრჩენ 9 სოფელს პირველ ომში აფხაზებს რუსები არ დახმარებოდნენ არ დავკარგავდით ოსეთს ხო მითუმეტეს მაგრამ სანამ ქვეყანაში მოქმედებს ძლიერი აგენტურული მოღალატეობრივი ჯგუფები რომლებიც ფინანსდებიან რუსეთის სპეცსამსახურბეიდან ჯერ ოკუპირებული ტერიტორიების განთვაისუფლება ძნელია მაგრამ როცა რუსეთი დასუსტდება და შორეული ოკუპირებული ტერიტორიების სამხედრო ძალით დაცვის თავი აღარ ექნება ყველა ოკუპირებული ტერიტორია იქნება განთავისუფლებული აფხაზეთი ოსეთი მთიანი ყარაბახი ჩეჩნეთი და ბევრი სხვა ამას დრო ჭირდება ისტორია მგონი იცი ისიც გეცოდინება როგორ კარგავდა დასუსტებული იმპერიები ტერიტორიებს სპარსეტისიმპერია ინგლისის იმპერია ესპანეთის იმპერია საფრანგეთის იმპერია როგორ დაკარგა რუსეთის იმპერიამ ტერიტორიები როცა დამპალი კომუნისტებვი მოვიდნენ დ ადაასუსტეს იმპერია ასევე დასუსტდება დღევანდელი რუსეთისიმპერიაც რომელიც დაკარგავს ოკუპირებულ მიწებს და ის ზღაპრები რომ რუსეთი არასდროს არ დაიშლება და არასდროს არ დასუსტდება შეგიძლია მათ მონებს მოუყვე რომელთათვისაც რუსეთი ერთადერთი და გუნუმეორებელი სუპერ სახელმწიფოა საბჭოტ(ა კავშირის დაშლაც წარმოუდგენელი იყო მარა ვერ "გადაკუზეს" ესე გადაკუზავენ დღევანდელ "რუსეთსაც" -
ლევან ვასაძე.. ვინ არის ?! რუსეთში გამდიდრებული ჩკვიანი კაცი
-
12 - 13 საუკუნეებში ტერმინს - აფხაზი 3 მნიშვნელობა ჰქონდა
FRIDRIX replied to mrgogi's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
მაგათ არც შეხებიან იყვნენ ბევრნი ვინც "თავის ძმებს" ეხმარებოდნენ ჩვენს წინააღმდეგ ეს დაამტკიცა პოლიციამ და სხვა შესაბამისმა ორგანოებმა და კიდევაც დასაჯეს ისინი ხოლო ვინც არ ეხმარებოდა სეპარატისტებს და სეპარატიზმს მათ არ შეხებიან დღესაც ბევრი ოსი ცხოვრობს ბაკურიანში მილიონერები გახდნენ ვინ შეეხო მათ ხოლო ბევრი იყო ვინც ცხინვალში მიდიოდა და ფული მიქონდა ოსებეს ბაკურიანელ ოსებს ასევე ბევრი აფხაზი ვინც ეხმარეობდა აფხაზ სეპარატისტებს ინფორმაციით ფულით დაისაჯა და უნდა დასჯილიყვნენ ზვიადის დროს სახელმწიფომ დაიწყო ფუნქციონირება ავად თუ კარგად შესაბამისმა ორგანოებმაც დაიწყეს ფუნქციონირება ასევე სომხებს რომლებიც ჯავახეთში გააკთიურდნენ მოხვდათ "კეფასი" დ აყველა სესე მოხვდება ხოლო ზვიადი დაამხო და მოკლა რუსეთის სპეცსამსახურებმა რომ საქართველოში ჩამოეყვანათ და დაესვათ თავისი კაგებეშნიკი შევარდნაძე რომლეიც შემდეგ მათ გადაცემდა აფხაზეთს და ოსეთს რაც გააკეთა წარმატებით და შეეფერხებინა საქართვცელოს განვითარება იმედია გახსოვს უშუქობები და სხვა ყველა პრობლემა რაც შეეხება ზვიადის ფაშიზმს და გადამეტებულ აგრესიას სხვა ეროვნების მქონე მოქალაქეების მიმართ რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ არის ტყუილი და მისთვის ტალახის სროლის საბაბი სინამდვილეში ზვიადი მოქმედებდა მოღალატეების და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის საფრთხის შემქმნელი პირების მიმართ აგრესიულად მოქმედებდა ისე როგორც ვალდებული იყო ემოქმედა სეპარატიზმი უნდა ჩაახრჩო სეპარატისტების სისხლში და ტერიტორიები რცება მთლიანი ხოლო გულის აჩუყებებით "აგახევენ" ყველაფერს რაც გაგაჩნია აფხაზი იქნება ოსი სომეხი აზერბაიჯანელი თუ ქართველი ნებისმიერი დაისჯება უმკაცრესად ნებისმიერი სეპარატისტული ქმედების გამო -
რობიკო სტურუამ რუსთაველის თეატრის მმართველად დამნიშნეთო
FRIDRIX replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
lasha1997 საკუტარ თავზე რო მიმეღი სხვანაირ პასუხს გაგცემდი ჩემი პოსტის მერე რო დაწერე შენ ჯობდა ჩემი ნიკი დაგეკოპირებინა ხოლო თუ სტურუა ძაან გიყვარს შეგიძლია მოსკოვში ჩახვიდე და მის "არაჩვეულებრივ" თეატრალურ დადგმებს იქ დაესწრო -
რობიკო სტურუამ რუსთაველის თეატრის მმართველად დამნიშნეთო
FRIDRIX replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ალბათ ან სირიკოებისთვის მთავარია კომუნიზმისგან განთავისუფლება -
რობიკო სტურუამ რუსთაველის თეატრის მმართველად დამნიშნეთო
FRIDRIX replied to newstudio's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
სტურუა მოსკოვში მიდის რობერტ სტურუა მალე მოსკოვში გაემგზავრება. რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი თეატრ „ეტ-სეტერასთან“ ხელშეკრულებას ოფიციალურად გააფორმებს. სტურუა მოსკოვში 2 ოქტომბერს გაემგზავრება. რეჟისორი რუსულ თეატრში მუშაობას „ეტ-სეტერას“ ხელმძღვანელის, ალექსანდრე კალიაგინის, მიწვევით დაიწყებს და თეატრის სამხატვრო ხელმძრვანელის თანამდებობას დაიკავებს. რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან 15 აგვისტოს, კულტურის მინისტრ ნიკა რურუას ბრძანების საფუძველზე, გათავისუფლდა. რეჟისორი, ბოლო პერიოდში, ქსენოფობიურ და რასისტულ განცხადებებს აკეთებდა. სწორედ ეს გახდა რურუას გადაწყვეტილების მიზეზი. უცხო22 სექტემბერი, 2011 წელი. 17:25 წასვლა უნდოდა ალბად და მიდის კიდევაც 22 სექტემბერი, 2011 წელი. 17:36 იმის იქეთ წასულა,აბა ბოლომდე ხომ უნდა გამოემჟავებინა რაც გენებში ჰქონდა.წინაპრების გზაზე და იდეების მოსიარულე მოღალატეს.წავა და იქედან დაიწყებს მერე ხმამაღლა ყვირილს არიქა კარგი ვიყავი და შემავიწროვესო.ბოლოს ყვე;ლა მოღალატე იქ იყრის თავს. 22 სექტემბერი, 2011 წელი. 17:57 ცივალი22 სექტემბერი, 2011 წელი. 17:57 რა თქმაუნდა ჩვენთვის ეს დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ თუ წავა არც მაგით დავიქცევით, როგორმე ავიტანთ. 22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:03 პაატა22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:03 რას ერჩით? თავის სულიერ სამშობლოში მიდის კაცი. რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელს რუსთაველი იდიოტიზმად მიაჩნდა და დადგას ახლა ოსტროვსკი და ჩეხოვი. კაცია და ხასიათი.პირველ პრეზიდენს ვერ იტანდა.სამაგიეროდ შევარდნაძესთან ,,დუშა ვ დუშუ'' იყო. რუსეთთან ყოფნა არ ურჩევნია? რა თავში იხლის დამოუკიდებელ საქართველოს. დიდი ამბავი თუ მატუშკა რასია აფხაზეთს და სამაჩაბლოს გვართმევს.იქნება რუსეთში და ორივე მისი არაა? 22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:39 მიდის და წავიდეს ეგ ღორის მოდგმის. ჯანდაბაშიც გზა ჰქონია 22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:40 ეხლა იქ დაანთებს ღვარძლს ეგ დამპალი ეგა. არამც ჩამოსულა არასოდეს 22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:42 ამ ღორს არასოდეს არ უნდოდა ასეთ საქართველოში ცხოვრება და ალბათ დიდი სიამოვნებით მიდის . წავიდეს , ვისაც გული დაგწყდათ - მიყევით . 22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:42 პეტრო22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:42 ახლა ხომ დაიღუპეთ, რაღა გვეშველება 22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:43 ეს კომენტარებიც წააკითხეთ წასვლიას და გზა დაულოცეთ ლიმონათით 22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:43 ირინა22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:43 ძალიან მტკივა გული( რატომ უნდა ცავიდეს ასეტი გენიოსი, ხალხნო რას ამბობთ??ნეტა შეიძლებოდეს რომ როგორმე დავტოვოთ!!! გულგაცივებულ მასას ნუ დავემსგავსებიტ და იმისტვის მაინც ვცეთ პატივი, რაც აქმდე გაუკეტა საქართველოს!!სადაც არ უნდა ცავიდეს, სტურუა არსად დაიკარგება, ჩვენ რომ დაგვაკლდება, მერე რაგა ვქნათ??? სადაც არ უნდა იყოს, მაინც სამშობლოს სამსახურში იქნება, გარცმუნებთ!!! შეუმცდარი არავინაა,ამიტომ პატიებაც უნდა შევძლოტ, ტორემ ყველანი დავიგუპებიტ ხალხნო, გავისრისებიტ და გავიტქვიპებიტ გლობალიზმისგან 22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:49 პეტრო22 სექტემბერი, 2011 წელი. 18:49 რომ არ დავიღუპოთ არ გაუშვა. რომ არ გაფუჭდეს დააკონსერვე 22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:04 ნ.კ.22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:04 ირინა გენიოსსაც არ ეპატიბა ქსენოფობიური გამოხტომები, რას ქვია მეორე ხარისხოვანი ადამიანები, შენზე დაბლა მდგომი რასა? რა უბედურებაა, მონებად მოიაზრებს?, თუ რას უპირებს ამ ხალხს მისი ნება რომ იყოს?, მე მის დასაცავად ენაც არ მიბრუნდება, იმდენად ნაწყენი ვარ, მისით აღფრთოვანებული ვიყავი და გული მწყდება, რომ მწარედ მოვტყუებულვარ, ყველაფერი თურმე მართლა თამაში ყოფილა მისთვის, ადამიანები კი მეორე ხარისხოვანი, უდიდესი სირცხვილია, მას არავინ არსად არ მიიწვეს ცივილიზებულ სამყაროში, აი რუსი ფაშისტები კი გულში ჩაიხუტებენ. მართლა სირცხვილია 22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:57 გიორგი22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:57 ვინ არის გენიოსი და ბრძენი?. ,, ყოვლადბრძენი სრულქმნილია დახატია ცისქვეშეტის. იგი არ კმარობს მხოლოდ თავის მხილველობას: ამიტომ ნათობს კაცთა შორის. მხოლოდ თავის თავს არ თვლის სამართლიანად: ამიტომ ფლობს ჭეშმარიტებას. არ დიდკაცობს: ამიტომ ადიდებენ. განდიდებას არ მიელტვის: ამიტომ მოძღვრობს კაცთა შორის. არ მძლავრობს და უძლეველია ცისქვესეტში."( ლაო- ძი) 22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:59 გიორგიგ22 სექტემბერი, 2011 წელი. 19:59 ჯანდაბაში წასულა, რა გაახურეთ საქმე. ეგ არ არის იმ წონის ქართველი, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ვწეროთ და ვიკითხოთ მასზე. 22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:05 კიდევ ერტი გენიოსი ქარტველი მოინელეს ამერიკელებმა 22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:06 ლაშა22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:06 რაღა გვეშველება ახლა 22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:11 ქარტველებო დიდხანს არ გასტანს ამ მაჯლაჯუნების როკვა 22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:54 მინას სიდედრი22 სექტემბერი, 2011 წელი. 20:54 რა გეშველებათ???????????????? 22 სექტემბერი, 2011 წელი. 21:02 პეტრო22 სექტემბერი, 2011 წელი. 21:02 ოჰ ეს ამერიკელები არ შეჭამეს ეს ტურუა? 22 სექტემბერი, 2011 წელი. 21:07 სადაც უნდა იქ წავიდეს, ქართველებს თავი დაანებოს 22 სექტემბერი, 2011 წელი. 21:08 ოხ, დაიღუპა საქართველო გადაშენდეს იქეთ 22 სექტემბერი, 2011 წელი. 22:32 კი არ მიდის, სამშობლოში ჩადის იქ მელორი ელოდება და კიდევ ერთ ორდენს ჩამოკიდებს გაწეული "გმირობისათვის" მტრის(საქართველოს) ზურგში. 22 სექტემბერი, 2011 წელი. 22:45 გზა მშვიდობისა22 სექტემბერი, 2011 წელი. 22:45 იმედია ჭკუა ისწავლა, და მოსკოვში ჩუმად იჯდება... 22 სექტემბერი, 2011 წელი. 23:43 ერასტი22 სექტემბერი, 2011 წელი. 23:43 ისე ბედის ირონია იყო რუსტაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი იყო მაშინ როცა რუსტაველზე ასეტ რამეებს წერდა....ეხლა მიდის ისევ ის პროცესი რაც მიდიოდა წინა საუკუნის დასაწყისსჰი ...მაშინ თერგდალეულები ილიას თამადობით აუმხედრდენ მამეს რადგან მატი ცოდნა უკვე დაბალი იყო ...ეხლა კი ოკიან გადალეულებმა ვეღარ აიტანეს კომუნისტური მენტალიტეტის უფროსი თაობა..რას იზამ ცხოვრებას და პროგრესს ვერ შეაჩერებ... 23 სექტემბერი, 2011 წელი. 00:01 რამი23 სექტემბერი, 2011 წელი. 00:01 კრიმინალებიდან და ქვეყნის მოღალატეებიდან დაწყებული,ათასი ჯურის ნაძირალების თავშესაფარი, დღეს რუსეთია. სტურუა ქართული პრივილიგენციის(დოდონა კიზირია)თვალსაჩინო წარმომადგენელია და მისი გზა, რა თქმა უნდა,ყოველთვის რუსეთისკენ მიდიოდა. ასე,რომ ახალი არაფერია. 23 სექტემბერი, 2011 წელი. 01:58 ნიკა23 სექტემბერი, 2011 წელი. 01:58 წავიდეს დაბრუნდეს სამშობლოში "პატრონები" დააჯილდოვებენ -
ოპოზიციაში ახლა ისევ გადაჯგუფების პერიოდია. რადიკალები ერთ მწკრივში დგებიან, კონსტრუქციულები მეორეში, არაფრის გამკეთებლები მესამეში, ურეიტინგოები მეოთხეში და ა.შ. ყველასათვის მოულოდნელად კი „ეროვნული ფორუმი“ „დამამხობლების რიგებში“ აღმოჩნდა. არავინ იცის, რცხვენიათ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს რამის, მაგრამ რთულია არ შეგრცხვეს, როდესაც ოპონენტს პოლიტიკურად მსუბუქი ყოფაქცევის ქალს ადარებ, მოგვიანებით კი მის ბანკში „შეძრომაზე“ „ჩალიჩობ“. ვითომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე–მეოცნებე „ეროვნული ფორუმი“, ძალების მოსინჯვას გეგმავს 27 სექტემბერს და ამ საქმეში სანიკიძეს „ნახირი“, ანუ ხალხი სჭირდება. ეს ისევ თავისი სიტყვებიდან გამომდინარე. სანიკიძეს მხარს უბამს ნინო ბურჯანაძეც, სავარაუდოდ, „ქართული პარტიაც“. ოპოზიციონერებს ერთმანეთის კრიტიკა არასდროს ეზარებათ, მეტიც არც გინებას აკლებენ ერთმანეთს. ჩვენ, სწორედ იმ განცხადებებს გავიხსენებთ, რომელსაც ისინი ერთმანეთის მისამართით აკეთებდნენ, ახლა კი უერთმანეთოდ ერთ წუთსაც ვერ ძლებენ. ლევან გაჩეჩილაძე ნინო ბურჯანაძის მისამართით: „ნინო ბურჯანაძის მხრიდან ჩემდამი ბრალდებები უნამუსო საქციელია. იმიტომ არის გამწარებული ბურჯანაძე, რომ მისი „სახალხო კრების“ შექმნას ნიჰილიზმი და დაცინვა მოჰყვა. ახლა ცდილობს ჯავრი სხვებზე იყაროს. შენ ტალახი შეასხი, შენი საკუთარი ხელებით ნეხვი წაუსვი, იქვე გადაიტანე იმიტომ, რომ შენ ყოველთვის მართალი ხარ ხელისუფლებაში და ოპოზიციაში. გამწარებული ქალის წიწინი არ მადარდებს“ – ამბობს გაჩეჩილაძე ბურჯანაძესთან ჩახუტება–ჩაკოცნამდე. გაჩეჩილაძეს არც ბადრი ბიწაძის გალანძღვა დავიწყებია და მას შემდეგ, რაც აეროპორტში გამოიჭირა და წიხლებით შედგა, სატელევიზიო კომენტარებიც არ დაიშურა. „ბადრი ბიწაძისნაირ დაპატარავებულ ადამიანებზე“ საუბარი არ მსურს. მას ადრე ხელს არ ართმევდნენ ხოლმე. მიკვირს, თავი კაცი რატომ ჰქონია ყველა შარვლიანს“–აცხადებდა უფროსი „გრეჩიხა“. თავის მხრივ, არც ნინო ბურჯანაძეს დაუკლია ლევან გაჩეჩილაძისთვის კრიტიკა და ცოლ–ქმარი ბურჯანაძე–ბიწაძე ამგვარ განცხადებებს აკეთებდნენ. ნინო ბურჯანაძე: „არანაირი დიალოგი ხელისუფლებასთან, მხოლოდ რევოლუცია, მაგრამ მხოლოდ იმ ძალებთან ერთად, რომლებსაც ვენდობი და არა იმათთან ერთად, რომელთა ინტერესი ბოლის გამოშვებაა“. ნინო „ფქვილოვნასათვის“ ლევან გაჩეჩილაძე „შარვლიანი ჯამბაზი და ტიპიური მექრთამე“ იყო. „უზრდელობაში არავის გავეჯიბრები და ვინ არის სასოწარკვეთილი დიასახლისი და ვინ წიწინებს, ნახავს ყველა“– ამბობს ბურჯანაძე. შეგახსენებთ, რომ 2010 წლის მიწურულს, როდესაც გაჩეჩილაძესა და ბურჯანაძეს შორის გაჩაღებული „ომი“ იყო, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა განაცხადა, რომ ის გაჩეჩილაძესთან ერთად, არასდროს იქნებოდა პოლიტიკური ბრძოლის ერთ ფლანგზე. გარდა ამისა, დაპირისპირება იყო „ეროვნულ ფორუმსა“ და ნინო ბურჯანაძეს შორისაც. თავის დროზე, შარტავა–სანიკიძის დუეტისთვის მიუღებელი იყო „სახალხო კრების“ მუშაობის ფორმატი, რადგან თვლიდნენ, რომ ქუჩის აქციებით მიზნის მიღწევა წარმოუდგენელი იყო და რომ კრება რევანშისტების ჯგუფს წარმოადგენდა. მოგვიანებით, ფორუმმა კრება დატოვა. რა თქმა უნდა, ნინო ბურჯანაძე ამაზე გაბრაზდა, თუმცა სანიკიძის ეს გადაწყვეტილება ღალატად არ ჩაუთვლია. „ძალიან მეწყინა რომ ,,ეროვნულმა ფორუმმა“ ეს განცხადება გაახმოვანა, თუმცა ყველას თავის არჩევანი აქვს“– ამბობდა ნინო. ახლა ის დროა, როცა აღარავის ძველი ცოდვებისა თუ შეურაცხმყოფელი განცხადებების გახსენება აღარ უნდა. ბურჯანაძისთვის მთავარია, ახლა „დიდი გუბაზიც“ რევოლუციაზე ფიქრობს. სანიკიძემ, რომ თავისი ინიციატივთ, მარშთან დაკავშირებით, რადიკალებს მიმართა ნათელია, თუმცა, თუ ირაკლი ოქრუაშვილი და ლევან გაჩეჩილაძე, ასევე ბურჯანაძე და ოქრუაშვილი ასე მალე აღმოჩნდებოდნენ ერთ ფლანგზე, რთულად წარმოსადგენი იყო. „ონკანების რისხვა“, ოქრუაშვილს, „ცალტვინა და 0.01% ტვინის მქონე ნინო ბურჯანაძე“ ახლა პოლიტიკურ პარტნიორად ესახება. ამასთან, რევანშისტი ოქრუაშვილი აღარ არის მოღალატე ჭორიკანა და „ეროვნული ფორუმის“ პოლიტიკურ პარტნიორად გვევლინება. მოკლედ, ოპოზიციაში დიდი გაუგებრობაა, ვინ ვისთან დადგება, ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ფაქტია, რომ ახლა პოლიტიკოსები ერთმანეთს ძველ ცოდვებს არ უხსენებენ, თუმცა ხალხის მორიგი გაბითურების შემდეგ, რომ თითის გაშვერას ერთმანეთისკენ დაიწყებენ, ამას ქვეყნის უკანასკნელი წლების გამოცდილებაც გვიჩვენებს.
-
,,სახალხო ფრონტის“ ლიდერი ნოდარ ნათაძე ფიქრობს, რომ ,,ეროვნული ფორუმის“ მიერ დაანონსებული საპროტესტო მარში, საზოგადოებისთვის არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება, რადგან მოსახლეობა დაიღალა ,,ყალბი“ ოპოზიციის უაზრო აქციებითა და დაპირებებით. მისი თქმით, გუბაზ სანიკიძე არ არის იმ დონისა და წონის პოლიტიკოსი, რომ მის მოწოდებაზე, საზოგადოება ქუჩაში გამოვიდეს. მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და ,,ეროვნული ფორუმის“ მიერ დაანონსებულ მარშზე, ,,პრესა.ჯი“ ნოდარ ნათაძეს ესაუბრა. - როგორ შეაფასებთ ,,ეროვნული ფორუმის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო მარშს და რა შედეგის მომტანი იქნება ის საზოგადოებისთვის? - არანაირი შედეგის მომტანი არ იქნება ეს აქცია. გუბაზ სანიკიძე ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. ვერ გამიგია, რას ნიშნავს, როდესაც ხალხს ეუბნები ქუჩაში გამოდი, ხელისუფლებას პროტესტი უნდა ვაჩვენოთო. შე დალოცვილო, მოსახლეობას ქუჩაში რომ ეძახი, რაღაც მიზანი ხომ უნდა გქონდეს, მარტო პროტესტის საჩვენებლად ხომ არ უნდა გაიყვანო ხალხი ქუჩაში. - როგორ დაახასიათებდით გუბაზ სანიკიძეს, როგორი პოლიტიკოსია ის? - გუბაზ სანიკიძე აბსოლუტურად არასანდო პიროვნებაა და ეს ბევრჯერ მითქვამს და დამიწერია კიდეც. ვაღიარებ იმას, რომ კარგად ლაპარაკობს, მაგრამ მას სერიოზულ პოლიტიკასთან კავშირი ვერ ექნება. რაღაც ინტუიცია მკარნახობს, თუმცა ამის დასაბუთება არ შემიძლია, რომ ეს მარში პიარისთვის ეწყობა, რათა წონა მოიმატოს ხალხში. - ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ გუბაზ სანიკიძეს ხალხში წონა არა აქვს? რა თქმა უნდა, პოლიტიკურ წონას ვგულისხმობ. - რატომღაც მგონია, რომ მას მოსახლეობაში პოლიტიკური წონა არ აქვს. სხვა თუ არაფერი, გუბაზ სანიკიძე უპროგრამო ავტორია, მას არანაირი პროგრამა არ გააჩნია. - ამბობენ, რომ ,,ეროვნული ფორუმი“ რუსეთიდან ფინანსდებაო. გჯერათ ამ ინფორმაციის? - რატომ არ უნდა დავიჯერო, რუსეთიდან არ ფინანსდებოდა 26 მაისის აქციაც. თუმცა, მაშინ რუსეთის გეგმები ჩაიშალა, რადგან მოსახლეობა არ მივიდა. ახლა ლოგიკურია, რომ ეს შემდგომი მცდელობა იყოს. რუსეთს ასეთი ოპერაციის ჩატარება ძალიან სჭირდება, რადგან მისი პრესტიჟი დღეს ჩიხშია. მან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა, მსოფლიო კი ამას არასოდეს აღიარებს. - და როგორ ფიქრობთ, ამ ,, უპროგრამო“ პოლიტიკოსის მარშს მოსახლეობა მაინც შეუერთდება? - არა მგონია ამ მარშზე თუ აქციაზე, ვინმე მივიდეს, რადგან ხალხი დაიღალა უაზრო აქციებითა და საპროტესტო გამოსვლებით. დღეს, ხალხი დაბეჩავებულია, რადგან მხსნელი არსად ჩანს, ხოლო ამ ფუჭმა და უშედეგო აქციებმა საზოგადოებას იმედი გაუცრუა. ჩვენ თავს ისევ ჩვენ უნდა ვუშველოთ და ეს იმედგაცრუების ჯაჭვი უნდა გავარღვიოთ. - თუმცა ოპოზიცია ამბობს, რომ საქართველოს და ქართველ ერს ჩვენ ვიხსნით სააკაშვილის ,,კლანჭებიდანო.“ - სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს, რაც არსებობს, ის ყალბი ოპოზიციაა. მათ არა აქვთ ხმა, სმენა, ტვინი, გული, კუნთიც კი, ერთი სიტყვით არაფერი არა აქვთ და აქედან გამომდინარე, არც არსებობენ. ისინი მსოფლიოს წინაშე ქმნიან იმის ილუზიას, რომ საქართველოში ოპოზიცია არსებობს, თუმცა პირიქითაა, არც პარლამენტში და არც მის გარეთ, რეალური ოპოზიცია არ არის. - ამას რომ წაიკითხავს, შესაძლოა, ნინო ბურჯანაძე გაგინაწყენდეთ, მას თავი ნომერ პირველ ოპოზიციონერად მიაჩნია. - ერთს ვიტყვი, ის გინდა ოპოზიციის მხარეს იყოს და გინდა ხელისუფლების, დღეს ნინო ბურჯანაძე პოლიტიკური გვამია. - ირაკლი ალასანიაზე რა შეგიძლიათ გვითხრათ? თავიდან, როდესაც ის ოპოზიციაში გამოჩნდა, ბევრი იარლიყი მიაკერეს, ,,ქართველების მხსნელი,“ ,,ოპოზიციის ლიდერი“ და ,,მომავალი პრეზიდენტიც“ კი, თუმცა ალასანიამ საზოგადოების იმედები ვერ გაამართლა. - როდესაც მეუბნებიან, რომ ალასანიას რაღაც მაღალი როლებისთვის ასუქებენ, ეს არ მომწონს, რადგან ამ ადამიანში პერსპექტივას ვერ ვხედავ. მას არა აქვს ის მინიმუმი, რაც დღეს საქართველოში პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს. ალასანიას არა აქვს გამოკვეთილი პოზიცია აფხაზეთთან და ცხინვალთან მიმართებაში. შე დალოცვილო, არც ერთს ამბობ და არც მეორეს, მაშინ რისთვის ხარ საერთოდ და რისი მაქნისი ხარ...