Jump to content
Planeta.Ge

SSDK

პლანეტელი
  • პოსტები

    443
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

პოსტები დაპოსტილი SSDK -ს მიერ

  1. გავიდა ნახევარი თვე..

    2 გვერდი კითხვებია, მეტი არა..

    არ უნდა ამ კითხვებზე პასუხებს ძალიან დიდი დრო..

     

     

    ადმინისტრაციას:

    ან ჰო გვითხარით, ან არა..

    ეს ფორუმი მომწონს, სიყალბე არაა, ან თუა, იმ ზომით არა, რომ სჩანდეს..

    ნუ გაიფუჭებთ სახელს, ჩემი თხოვნა იქნება..

  2. Gagi 67

    გააგრძელეთ ამგვარი სიტყვათჯალღაობა.. ტვინთ-ჯალღაობას რომ ავლენს ნათლად...

    სერიოზულ საკითხებს სხვებიც მოუვლიან...

    თქვენ კი გაერთეთ ბალღებო ხელთ-მოჯალღავეებოოო.

    .იხელთჯალღავეთ ხელმცთომარეებოო... გაიხარეთ სიტყვათ-ცელქობითა

    ჰმმ..

    ძაან უადგილო იყო ეს აქ..

    უამრავი თემაა ამ ფორუმზეც, სადაც ეს სიტყვები იდეალურად წავიდოდა, მაგრამ რატომღაც ეს თემა აირჩიე.. არ კი ვიცი რატომ..

    დაფიქრდე იქნება სხვა დროს.. და სწორი არჩევანი გააკეთო.. სჭირდება ჩვენს ქვეყანას სწორი არჩევანი დღესდღეისობით..

    lasalexx

    თქვენი არ ვიცი და მე ცუდს ვერაფერს ვხედავ საჰაერო მიმოსვლის აღდგენაში. ძალიან ბევრი ადამიანი წვალობს დღეს საქართველოდან რუსეთში ჩასვლაზე და პირიქით.

    ცუდი ამაში არ უნდა ვეძებოთ მგონია მე.. ცუდი თავზე ხელის გადასმაშია საძებნი, რომელსაც ადრე თუ გვიან მოჰყვება დამორცხვებული ღიმილი ჩვენს ბაგეებზე..

     

    კაცი ბჭობდა..

  3. დეე, დეე დათომ წამომარტყა თავში, ძაან მეტკინა.. რატო ქენი ეგ დათო?. ღირსი იყო.. მაიმუნოო მიძახოდა.. ახლავე მოუხადე ბოდიში, რაც არ უნდა იყოს, არ უნდა წამოარტყა შენზე უმცროსს.. არ მოვუხდი.. ღირსი იყო და წამოვარტყი.. აიკლებს ახლა ეს ტირილით ყველაფერს არ იცი რაცაა? მოუხადე ბოდიში და გაჩუმდება.. არ მოვუხდი.. ვარიანტი არაა.. მარა აღარ იტირებს..

    ....

    ....

    ....

    ....

    ორი დღის წინ ამბობდი აღარ იტირებსო.. ტირის კიდევ.. ზეგ აღარ იტირებს..

    ....

    ჰა შენ გიო "ჟუაჩკა" და 10 ლარიანი, რაც გინდა იყიდე.. ნებისმიერი რამე, რაც კი გაგიხარდება.. გიომ ათლარიანი ჯიბეში იტკუცა და "ჟუაჩკაც" იმწამსვე გააქანა ყბებისაკენ.. და გადაუსვა დათომ გიოს თავზე ხელი..

     

     

     

    ეეეჰ..

  4. ჩინეთი რომ არ იყოს, ბუნდღა აღარ იქნებოდა "ძლიერი რუსეთის"..

    საქართველოს კი არა, დასავლეთს არ აწყობს ზედმეტად სუსტი რუსეთი..

    აცალეს ამ მდგომარეობის მერე ამოქაჩვა..

    ჩვენგან განსხვავებით, დასავლეთს შეუძლია "მომავლის ჭვრეტა"..

  5. newstudio

    თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ ამის პროგნოზირება ხდებოდა...სამწუხაროა რომ ახდა!

     

    ებრალიძის გამოჩენაც ლოგიკურად იხსნება, ანუ შექმნეს ბუა, და ამით სეეცადნენ მიშას "როდასავლურობის" ხაზგასმას და მისი ქმედებების გადაფარვას!

    სამი სვლის გათვლაა ეს..

    ბევრი ერთ სვლასაც ვერ ითვლის..

    ეეეჰ...

  6. newstudio

    ეჭვი მაქვს რომ ჩვენმა ხელისუფლებამ რუსულ ორბიტაზე გადასვლა გადაწყვიტა. !!!

     

    რაღაც მეტისმეტად სინქრონულად მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება და რუსეთი

    უკვე შესამჩნევი ხდება ეს..

  7. newstudio

    ნუ ამ ხელისუფლების ხელში არ მიგულისხმია, აქვს საქართველოს პოტენციალი და დროა ცოტა სხვანაირად შევხედოთ ყველაფერს

     

    რასაა რომ ვამბობ აბა მე?

    არ შეიძლება ასეთები ჯერ..

    თუ არა, საქართველოს რომ პოტენციალი აქვს ვიცი ეგ მე და იმაზე მეტი პოტენციალი აქვს, ჩვენ რომ გვგონია..

    ჩემი ნათქვამი იმის შესახებ, რომ მოცდაა საჭირო, სულაც არ არის ნიჰილიზმის გამოვლინება(რატომღაც მგონია, რომ ასე ჩათვალე), პირიქით, მეტი ფიქრია საჭირო და ჭკვიანური სვლების გაკეთება, ხოლო ამისთვის ჯერ შიდა საქმეების მოგვარებაა საჭირო, რომ ქვეყანა გვერქვას..

  8. shamili

    ერთი გამკვირვებია გუშინწინ სანიკიძემ ფორუმმა ფოთში სასახლესავით შტაბბინა გახსნა და სანიკიძემ კიდევ ათ ქალაქში გავხსნით უახლოეს მომავალშიო და რამდენი აქვტ უკვე გახსნილი და ერთი არავის დააინტერესდება საიდან მაგის ფინანსები , რაღა ყველას ედეპეს გააქტიურება გიკვირთ

    მგელს, ცხვრის მოტაცებისას არა ამართლებს ის, რომ მელაც იტაცებს ქათმებს და თანაც გაცილებით ბევრს..

  9. newstudio

    შესაბამისად მტელი ეს ხალხი პროქარტული ხდება

    არის რაღაც აქ სიმართლის მარცვალი, მაგრამ არ მემეტება ხალხი აფხაზური აწიოკებისთვის, იმის გამო, რომ პროქართული გახდეს, მითუმეტეს თუ ასეთი რამე წინასწარ დაგეგმილი პოლიტიკაა.. პლიუს ამას ადრე თუ გვიან მიხვდება ის ადამიანი, ასეთი რამე რომ გაუკეთა საქართველომ და მერე რა ვქნათ ის თქვი შენ..

     

    ვეღარ დავეხმარეთ ვარიანტი არაა, თუ სახელმწიფო გვქვია

    მეორეჯერ გინდა მათქმევინო ამ თემაში სიტყვა, რომელიც ძალიან არ მიყვარს - გულუბრყვილობა..

     

    ნუთუ ასეთი რთულია იმის მიხვედრა, რომ ქვეყანას, რომელსაც საკუთარი (კონტროლირებადი) ტერიტორიიდან მოტაცებული ბავშვების დაბრუნების თავიც არა აქვს, ვერ დაეხმარება აფხაზეთში "აფხაზეთის მოქალაქეებს"?

     

    კარგით რა ხალხნო, გულზე მჯიღის ცემასაც აქვს თავისი საზღვარი..

  10. newstudio

    ხოდა თუ იქ დაიჩაგრება...ჩვენ უნდა მივხედოთ...იმიტომ რომ ჩვენი ხალხია იქეთაც...

    ვერ ვხვდები ახლა მე, ხუმრობ თუ რაშია საქმე? ასეთ გულუბრყვილო პოსტებს რატომ წერ?

     

    ვიცი, რომ ჩვენი ხალხია, არსად, არც მითქვია და არც მიგულისხმია სადმე მე, რომ ასე არაა, მაგრამ "იმიტომ რომ ჩვენი ხალხია იქეთაც" აი ეს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია(არ ვგულისხმობ რომ სურვილი არ გვაქვს) მათ მივხედოთ..

    კაი და მოხდა მასე, წამოვიდა ის ერთი ადამიანი ამათ პროგრამაზე, რა გამოვა აქედან ვნახოთ აგერ: ააწიოკეს ესეც და მისი ოჯახ/ნათესაობაც იქ (ამის მტკიცება არაა საჭირო მგონი, რომ ასე იქნება).. გავიგო მინდა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ? რით შეგვიძლია ამ ადამიანს ან მის ოჯახ/ნათესაობას დავეხმაროთ აფხაზეთში, როდესაც ჩვენივე ბავშვები ვერ დაგვიბრუნებია კოკითის ოსეთიდან? მე როგორც ვაფასებ სიტუაციას, ვერაფრით(და არა არაფრით)?

    ხოდა, მაინც გამიგრძელდა და აგერ დავწერ ბარემ, რატომ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ჯერ ასეთი რამეები:

    ამის მიზეზია ჯაჭვური უკურეაქცია:

    გავაკეთეთ ჩვენ ეს, დავეხმარეთ იმ ერთ ადამიანს.. მოხდა ის სიტუაცია და ვეღარ დავეხმარეთ მის ოჯახს, ნათესაობას და ვერც თვითონ მას.. ადგება ის კაცი და მიხვდება, რომ არ გამოვიდა აქედან კარგი არაფერი საერთო ჯამში, არც მისთვის და არც მისი ოჯახისთვის.. ეს კიდე არაფერი, უბრალოდ უკურეაქციაა ერთი კაცის.. გაცილებით დიდი პრობლემა ჯაჭვური უკურეაქციაა, დაინახს ხალხი ამ ახალ წამოწყებას, მოეწონოს იქნება კიდეც ბევრს, მაგრამ როდესაც ნახავს, რომ შემდეგ ვერაფრით ვერ ვეხმარებით, იმ იმედსაც ჩაიკლავს რაც აქამდე ჰქონდა..

     

    ეეეჰ, რთული ეს ყველაფერი, და ასე მარტივად ვერ მოხდება ამის გადაწყვეტა.. ფიქრია საჭირო, ბევრი თანაც..

  11. რისი მოცდა?!

     

    და სადამდე?!

    მე მგონი ყველას მოგეხსენაბათ, რომ, "აფხაზეთის მოქალაქე", რომელიც დაამყარებს თბილ ურთიერთობებს საქართველოს მოქალაქეებთან(არ ვგულისხმობ "აფხაზეთის მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს"), წამოვა სერიოზულ კონტაქტზე, საქართველო ხარჯზე სასწავლებლად წავა(დაიწერა ასეთი რამე აქ) ან რაიმე ასეთ საქციელს ჩაიდენს, საშინლად დაიჩაგრება..

     

    ხოლო რაც შეეხება სადამდე, არ ვიცი ამ კითხვაზე პასუხი, რთულია ნემტანი, დავწერდი რომ მცოდნოდა..

  12. გამწარება არაა ქართველების მიზანი, ჩვენ ადამიანები და მართლმადიდებელი ერი ვართ, ჩვენთვის უცხოა შურისგებითი გრძნობები

    აქაური ხალხი მომწონს და აქაურებზე მასე იყოს იქნება, სწორედაც, მარა არ გინახია ეტყობა სხვა ფორუმები..

    რაც შეეხება ამ თემაში შემოთავაზებულ იდეებს არც ერთს არ ვეთანხმებით..

    ჩვენივე "დახმარებით", დათვურ სამსახურს გავუწევთ ნებისმიერ "აფხაზეთის მოქალაქეს". მოცდაა საჭირო მგონია ჯერ..

  13. ცუდად არ გამიგოს არავინ, არ ვამბობ ეშმაკურად და ქვეტექსტებით, მარა ასე მგონია, რომ ფული შევიდა რაღაც ამ ბოლო დროს ედპში და შესაბამისად, ამუშავდა პარტია/პარტიული აგიტაცია, ხოლო ეს კარგია..

    ხმა არ ამოუღია ამ პარტიას 2-3 წელია, მე როგორც მახსოვს..

     

    ხოლო რაც შეეხება შაშოს, სწორად თქვა აქ ყველაფერი, მაგრამ ნუ "შეგიყვარდებათ" მაინცდამაინც ამის გულისთვის.. არაა შესაყვარებელი და სანდო ადამიანი.. ვიცი მე ეს..

  14. გამარჯობა ბატონო ირაკლი!

    რამოდენიმე კითხვა მაქვს და დამისვავს სხვა პოლიტიკოსებისთვის თუ მოაზროვნე ხალხისთვისაც, პასუხი თითქმის, ყოველთვის ერთნაირი იყო, დიდი თემაა და სხვა დროს იყოსო.. ძალიან გთხოვთ იგივენაირად არ გამისტუმროთ თქვენც..

     

    1) როგორ შეაფასებდით დღეს ქართველი ხალხის სახელმწიფოებრივ აზროვნებას?

    2) 1 შეკითხვაზე "არადამაკმაყოფილებელი" პასუხის შემთხვევაში:

    როგორ წარმოგიდგენიათ ამ პრობლემის გადაჭრა? ნაციონალურმა(ვიწრო გაგებით) პოლიტიკამ არ გაამართლა როგორც ვხედავთ..

    3) ფიქრობთ თუ არა, რომ დღეს, საჭიროა ხალხში კანონის უზენაესობის პოლიტიკის გატარება არა მარტო კანონით, "შიშზე დაფუძნებული სიყვარული"ს მეთოდით (ანუ დანაშაულზე - ას პროცენტიანი დასჯის აგიტაცია) არამედ, ამასთანავე მორალურ-ზნეობრივი პოლიტიკის გატარებითაც (სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ/წამოწყებული ტელე-რადიო-პროპაგანდა, პროგრამული პროპაგანდა და ა.შ.)

    4) ჩემთვის ძალინ მნიშვნელოვანი კითხვა:

    ა) პოლიტიკაში უახლოესი და მომავალი წარმატებების შემთხვევაში (რასაც გულწრფელად გისურვებთ), დაიყენებთ თუ არა გვერდით(ან მნიშვნელოვან თანამდებობებზე) ლიცემერებს, მედროვეებს, თუ ისინი კარგი სპეციალისტები არიან თავიანთ დარგებში, მაგრამ ამავდროულად, თქვენთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას "თვალებში შემოგციცინებენ".

    ბ) თუ ადამიანში შეატყობთ ამ თვისებებს გვერდზე დაყენების(ან დანიშვნის) შემდეგ, როგორი იქნება თქვენი რეაქცია ამ ადამიანის მიმართ(რათქმაუნდა პროფესიულ ასპექტში და არა პირადულში)?

    5) დამეთანხმებით ალბათ, რომ დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ მის აღდგენამდე, საკმაოდ დაეცა ქართველების(საქართველოს მოქალაქეების) ზნეობა, როგორც ასეთი.. თუ გაქვთ ამ პრობლემის გადაჭრაზე თქვენი შეხედულება და შესაბამისად, შეიძლება თუ არა თქვენი ალიანსისგან ველოდოთ, ამ პრობლემის შესწავლის დაწყებას და გადაჭრის ხერხების ძიებას, რამეთუ, ამ პრობლემის გადაჭრას 10 და 20 წელი არ ჰყოფნის და მიუხედავად იმისა, რომ მისი გადაჭრის დამწყები, დიდი ალბათობით, შედეგს თავისი პოლიტაქტიურობის პროცესში ვერ მოესწრება, მაინც აუცილებლად მიმაჩნია მისი გადაჭრის დაწყება..

     

    გმადლობთ!

×
×
  • შექმენი...