კანონმდებლობის ეს მოთხოვნები არსებითადაა დარღვეული აღნიშნულ საქმეში: • საქმეში არსებულ მტკიცებულებებს შორის არსებითი წინააღმდეგობებია, რაც სასამართლოს განხილვის შედეგად არ აღმოფხვრილა, სასამართლომ უარყო ერთი და მიიღო მეორე მტკიცებულება, ისე რომ თავისი ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზი არ დაუსაბუთებია (მაგალითად მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებენ არ იქნა გაზიარებული, ხოლო იმ ადამიანთა ჩვენებიბებ, რომლებიც არ იყვნენ ფატის თვითმხილველები, თუმცა ყუფარაძის წინაღდმეგ მისცეს ჩვენება, გათვალისწინებული იქნა); • განსასჯელის დამნაშავედ ცნობის შესახებ სასამართლოს დასკვნა არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან, უფრო მეტიც, არსებობს მტკიცებულებები, რომლებიც ყუფარაძის უდანაშაულობას ადასტურებს (მაგალითად, დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები, თუმცა სასამართლოს ისინი არ განუხილავს და არც მათი გაუთვალისწინებლობის მიზეზები დაუსაბუთებია; არსებითია, რომ ალტერნატიული კომპლექსური სასამართლო-სამედიცინო და ტრასოლოგიური ექსპერტიზების დასკვნებით უტყუარად დადგინდა, რომ თ. ტყემალაძის დაჭრაში უშუალოდ მონაწილეობდა ორი ადამიანი, რომლებიც ურტყამდნენ დაზარალებულს ორ სხვადასხვა ზომის დანას). • სასამართლოს პასუხგაუცემელი დარჩა მნიშვნელოვანი კითხვები (მაგალითად - დანაშაულის მოტივი, რომელიც ვერც გამოძიებამ და ვერც სასამართლომ ვერ დაადგინა. საქმის მასალებით კი დადგენილია, რომ მათ ერთმანეთში, როგორც თანაკლასელებს, ჰქონდათ კარგი მეგობრული ურთიერთობა;) • სასამართლო განხილვა არ ყოფილა სრული და ყოველმხრივი ( მაგალითად, სასამართლოს არ შეუფასებია შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, არ შემოწმებულა დაცვის მხარის მიერ ბრალდების გასაბათილებლად გამოთქმული მოსაზრებები და მტკიცებულებები, მაგალითად ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნები და სხვ. ამასთან, მსჯავრდებული გ. ყუფარაძე კატეგორიულად უარყოფს რა მის მიერ დანაშაულის ჩადენას).