Jump to content
Planeta.Ge

georgekh13

პლანეტელი
  • პოსტები

    2.731
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    15

ყველა პოსტი georgekh13

  1. რატომ საქართველო? მიშა და მისთანანი... რატომ გგონია რომ ამერიკას ვერ დააგოიმებდნენ? ფაქტი ერთია, რუსეთმა თავისი გააკეთა. ნატო არ მიუშვა თავის საზღვრებთან, ეს იყო მთელი მათი მიზანი 2008-ში... პს. სპესცამსახურების ომი მიდის ამერიკას და რუსეთს შორის... ხან ამერიკა იგებს, ხან რუსეთი... ამ შემთხვევაში რუსეთმა მოიგო...
  2. უკარიანას თავისი პრობლემა აქვს ევროპასთან ტიმოშენკოს გამო და ახლა ა#######ებს... საჯდომს აქიცინებს იანუკოვიჩი... რუსეთს ევაჭრება და მეორე მხარეს ევროპას... ორ სკამზე ცდილობს დაჯდომას... ვნახოთ თუ გამოუვა...
  3. არაფერ დაგოიმებას არ ჰქონია ადგილი... გაურიგდნენ რუსებს... ამიტომ იყო, უბრძოლველად რომ ჩააბარეს კოდორი, არც სამაჩაბლოში ყოფილა დიდი ბრძოლა... ჯარი შეიყვანეს და მიატოვეს იქ... მე დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობაში დიდი თანამდებობის ადამიანი იყო რუსების კაცი... არ ვგულისხმობ ვაშაძეს... უფრო მნიშვნელოვანი ადამიანი... მე ეჭვი ერთ პიროვნებაზე მაქვს... ბევრი ამბობს, მიშა ამერიკელების კაცია, ისინი ეხმარებიანო და ა.შ. არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ რუსების საქმეს კი აკეთებს და ...
  4. ბანკ "ქართუში" ბოლო სამი დღის განმავლობაში ანაბარი და ანგარიში 30000-მდე ადამიანმა გახსნა. ამის შესახებ "პირWელს" "ქართუ ჯგუფის" პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ელზა ნაბატხეველმა განუცხადა. ნუკრიკო, აი, 30 000 პადხალიმი გავჩითე
  5. რას მებრდღვენი ახლა მე? რა ვთქვი ისეთი? და საერთოდ, რატომ ხარ ასეთი აგრესიული ჩემ მიმართ? მე შენ მხარეზე ვარ და შენ კიდევ ეშმაკისკენ? პს. პრესა, რომელ პრესას კითხულობ? ასავალ-დასავალს, თუ შოკოლადს? ალიას? შემოდი უფრო ხშირად ფორუმზე და ეგებ კარგიც გაიგო რამე... და საერთოდ, გირჩევ რასაც წაიკითხავ, ეცადო გაგიგო თუ რა უნდოდა წერილის ავტორს... და საერთოდ, გთხოვთ პატივი ვცეთ ერთმანეთს და ქართულად ვისაუბროთ გამართული ღრამატიკით...
  6. იმდენი ზიზღი დაგროვდა ნაციკების, ნეო-ბოლშევიკების მიმართ, რომ ხალხი ეშმაკსაც კი შეეკვრება, მათ მოსაშორებლად... არ გახსოვთ, რა მდგომარეობა იყო 90-იან წლებში? ოღონდ კომუნისტები გადაშენებულიყვნენ და ხალხი ისე მიყვებოდა ე.წ. ლიდერებს, არ კი ეკითხებოდა ვინ იყვნენ და რა უნდოდათ... შედეგი კი ვიცით, მაგრამ ასეა... ზიზღმა დაბრმავება იცის... არ ვიცი მე ივანიშვილს რა უდევს გულში, და ვერც ვერავინ გაიგებს, რადგან ადამიანი რომელმაც ეკონომიკურ ჯუნგლებში მილიარდები იშოვა, არ არის ასე ადვილი გასაცნობი (აქ ერთმა დაწერა, ძალიან გულუბრყვილო და ცოდა მოშტერო ჩანსო ... მაგრამ იმხერა ზიზღია კოდუების/ვანოების და მისთანანის მიმართ, რომ სულ ცოტა შუქის გამოჩენაც კი ახარებს ხალხს... ა ვდრუგ, მართლა კაი კაცია ივანიშვილი... არ შეიძლება? ნუკრიკო, შეიძლება რამდენიმე ადამიანი, ვისაც იცნობს საზოგადოება კი პადხალიმობს, მაგრამ დანარჩენი, ვინც მიდის და ვისაც არავინ იცნობს და ვერც ვერასოდეს გაიცნობს, რომ ივანიშვილმა ფული მისცეს ანდა თანამდებობა, ისიც პადხალომობს? აი, ესენი მაგალითად... რიგითი მოქალაქეები ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ "ბანკ ქართუში" ანგარიშებსა და დეპოზიტებს ხსნიან. ბანკის ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში უკვე გახსნილია 4 ათასი ანგარიში
  7. არ არის ეგ ბანკის სოლიდარობა... ეგ სწორედ უსამართლობის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტია... პს. აჰმადენიჯადი რას ამბობს სოლიდარობასთან დაკავშირებით?
  8. დიდი ხნის წინ, 90-იან წლებში, თბილისში ჩაატარეს სილამაზის კონკურსი... როცა საცურაო კოსტუმებში ჩაცმული მოდელები გამოვიდნენ სცენაზე, სცენაზე აცვივდა ხალხი, და ვერ ჩამოყარეს ძირს და ისე მიდიოდა კონკურსი...
  9. კი, ქურდები ქუჩიდან პარლამენტში გადაიყვანა... გვარები გინდა? შეშურდათ მე მგონი
  10. თუ ხედავ რომ კაცს კლავენ და არ ეხმარები (არ არის აუცილებელი მივარდე და დანის წართმევა სცადო, სულ მცირე პოლიციაში უნდა დარეკო), მაშინ დაისჯები რა თქმა უნდა უმოქმედობისთვის... ზუსტად არ მახსოვს როგორაა კანონში, მაგრამ რომ არის ვიცი... პს. რა თქმა უნდა რუსებმა დაგვბომბეს თავიანთი ინტერესების გამო... რასაც ვერ ვიტყი ნატოზე და ლიბიაზე... ამერიკას ნამეტანი აწყობდა კადაფი და ევროპას კიდევ... უბრალოდ კადაფი გადავიდა იმ საზღვრებს, რის შემდეგ უკვე მოთმენა აღარ შეიძლებოდა... დაბომბვა მაქვს მხედველობაში მის მიერ...
  11. რა თქმა უნდა, მაგრამ ეგ არ არის მნიშვნელოვანი... რუსებს თავიანთი 'სამშვიდობოები' სჭირდებოდათ ჯარის შემოყვანის გასაპრავებლად... მთავარი ისაა, რომ როცა მეზობელი ქვეყანა ხედავს, რომ პრეზიდენტი საკუთარ ქალაქს გრადებს უშენს, შეიძლება შემოიყვანოს ჯარი, ოღონდ წინასწარ აიღებს თანხმობას გაეროს უშიშროების კომისიიდან და როცა გრადებია საქმეში, ამ თანხმობის მიღება არ გაჭირდებოდა... იხილეთ, ლიბია და კადაფი...
  12. სატურნ, მე ახლავე გეტყვი რას ვფიქრობ, და როგორც არ უნდა ჩამოიშალოს რუსეთი (დედა მოსტ..ნია, ასე უქნია ხვალვე დაშლილა) ამასვე გავიმეორებ მაშინაც: რა თქმა უნდა რუსეთი აგვახევდა ამ ტერიტორიებს, რა ჭკვიანური პოლიტიკაც არ უნდა გვქონოდა, მაგრამ ჩვენ ხელი შევუწყვეთ მას ამაში... რუსებმა კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია ჩაატარეს და ჩვენ პოლიტიკოსები რა როლს ასრულებდნენ ამაში, ამას ისტორია აჩვენებს. თუმცა მე ვარ დარწმუნებული, რომ რუსებმა რაც მოახერხეს, ის იყო ჩვენი ე.წ. პოლიტიკოსების დახმარებით... კი, მე მაქვს ნანახი, როგორ ვუშენდით გრადებს ცხინვალს... რაც მიმაჩნია დიდ შეცდომად, და ასე ვიფიქრებ 10 წლის მერეც, თუ ვიქენი რა თქმა უნდა ცოცხალი... კარლა?
  13. რა ვიცი, სატურნ, დააწყვეტინეს ნაციკებმა ხალხს ხმის იოგები სარკოს ყვირილით და ახლაა აღარაა სარკო ის სარკო? ეკითხებათ და არა მარტო რუსებს... იხ. კადაფი და ნატო... მე რომ ცოლს ყელს ვჭრიდე ჩემ სახლში, არ ეკითხება ეს მეზობელს?
  14. სატურნ, ესტონელი თანამდებობის პირი ეტალონად ვერ გამოდგება... ის დაინტერესებულია, მას სძულს რუსეთი და სამართლიანადაც... მე მესმის რომ რუსებმა ყველაფერი გააკეთეს რომ ომი დაწყებულიყო და ჩვენ დაგვბრალებოდა ამ ომის დაწყება... და ასეც მოხდა, იმიტომ რომ მათ უფრო მეტი რესურსები აქვთ როგორც სამხედორ, ისე პოლიტიკური... ჩვენ რა, ჩვენ რუსი მოქალაქე გვყავდა საგარეო საქმეთა მინისტრად და ომის დაწყების დღეს ეკონომიკის სამინისტრო ყიდვა-გაყიდვაში იყო (ჩემი თვალით მაქვს ნანახი მათ ვებ.გვერდზე აქტები)... ჩვენ რომც არ დაგვეწყო, და არ შევსულიყავით, რუსეთი მაინც მონახავდა გზას შემოსვლისა, მაგრამ მათ მოახერხეს და დარწმუნებული ვარ ჩვენი (მოღალატე პოლიტიკოსების) დახმარებით, რომ ომის დაწყება ჩვენ დაგვბრალებოდა, თუ არა 100 პროცენტით, მეტი ბრალით მაინც... პს. რაც შეეხება ცხოვრება არ ცხოვრებას, ინფორმაციის მიღება მაინც შეიძლება, სადაც არ უნდა იყო და ვიცი რომ ისე იყო როგორც ამბობ, მაგრამ ეს რომ პროვოკაცია იყო, ამის თქმა მინდა მე... და იმის მაგივრად რომ ხალხი გამოეყვანათ, იმ ტერიტორიებიდან, ჯარი შეიყვანეს და მერე მიატოვეს იქ...
  15. რა გულისხმობ? იმას რომ შენ მოქალაქეებს (ხომ ვამბობთ, რომ ცხინვალი ჩვენია და იქ მცხოვრები ხალხი ჩვენი მოქალაქეები) გრადები დაუშინო?
  16. და საერთოდ, "მე" რას მიმტკიცებ თუ ვინ დაიწყო ომი... მე საქართველოს გამოადგეს და მზად ვარ ტყუილიც დავიჯერო... თუ მაგარი ბიჭი ხარ, უცხოელები დააჯერე, რომ ჩვენ არ დავიწყეთ ომი... საზოგადოება და არა ესა თუ ისე პოლიტიკოსი... ბევრჯერ ვცადე დამტკიცება აქაურებისთვის, რომ რუსეთმა დაიწყო ომი და ყოველთვის ღიმილი დამხვდა წინ, რაც ნიშნავდა, კი მესმის შენი, ქართველი ხარ და ამართლებო, მაგრამ არ მჯერავსო, გრადებს მახსენებდა ყველა, ის რა იყოო ...
  17. სატურნ, მეორე მსოფლიო ომი როგორ დაიწყო, გეცოდინება... ორი კვირით მოიცადა სტალინმა, და მერე შეუტია პოლონეთს და ვის შეეტენა მეორე მსოფლიო ომის გაჩაღება? რა თქმა უნდა ჰიტლერს... ასე იცის დღეს მსოფლიომ... სინამდვილეში კი, ორივე შეთანხმებული იყო, პოლონეთის გაყოფაზე, და მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებაში, სტალინს, საბჭოთა კავშირს ისეთივე წვლილი მიუძღვის, როგორც გერმანიას... ასეა, მე კარგად მახსოვს, სიენენი როგორ აჩვენებდა გრადებს (ჩვენსას, თუ არა ჩვენსას) რომლებიც ბომბავდნენ ცხინვალს... მოიცადა რუსეთმა, რამდენიმე საათი, დავიწყეთ და დაგვცხო მერე... ახლა ჩვენ ვართ "ცუდი ბიჭები" მსოფლიოს თვალში და რაც არ უნდა ვუმტკიცოთ ერთმანეთს ომი რუსეთმა დაიწყოო, ამით ვერავის დავარწმუნებთ, ჩვენ თავსაც კი...
  18. მართალი ხარ... ისე ლაპარაკობს ზოგიერთი, თითქოს ომი 2008 -ში კი არა, 1008-ში მოხდა და არავის ემახსოვრება რა ხდებოდა...
  19. ექ ყოლიფერი კარქი, მარა რატომ ჩემეთ ქუთაისლებმა ბლანჟეიანი ფოტოგრაფი? ტყვილა გიწოდათ მიშიკომ ევროპის ევროპა?
  20. არ იყო ეგ პროვოკაციაზე წამოგება... ეგ წინასწარ დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო გრუ-ს მიერ ჩატარებული ჩვენი მთავრობის დახმარებით...
  21. ერთადერთი რაც ვერ იყიდეს რუსებმა, ნაციკობაა, ხომ სატურნ? "ყველანი არიან დანმაშავე ჩვენ წინაშე"
  22. ჯერ მიშას ტომეულები უნდა შევიძინო. შენ რომ დაალაგე სახლში, სხვასაც ქე უნდა აპა მარსიდან ხომ არ მოვიწვევთ ხალხს? რაც გვყავს, ესაა და...
  23. რა თქმა უნდა ხდება პრობლემის დაკონსერვება... შეიძლება ათწლეულები გავიდეს სანამ რამე მოხდება ამ მიმართულებით... სამწუხაროთ, 2008-ში მოხდა პრობლემის გადაჭრა და არა საქართველოს სასარგებლოდ...
×
×
  • შექმენი...