კარქი, ახლა ჩემი აზრი... 1) არ მგონია, რომ მეტი ჰქონდეს გაკეთებული... მან რაც იშოვა ერთხელ ეს იყო და ეს... მერე როგორც დიდი, აქტიური ბიზნესმენი რუსეთში ივანიშვილი არ იყო... 2) რა თქმა უნდა გეთახნმები, მაგრამ ჩვენ ხომ იმაზე ვმჯელობთ ახლა, რას გააკეთებს პოლიტიკოსი ივანიშვილი საქართველოსთვის... თორემ ვადარებთ მსხალს და ვაშლს... "პოლიტიკოს" სააკაშვილს და "ბიზნესმენ" ივანიშვილს და ეს კატეგორიები არ არის შედარებითი... 3) მართალია, არ გვჯერა, იმიტომ რომ ბევრჯერ დაგვაკვრევინეს ცხვირი... არ მოვყვები ახლა, ვინ და როდის... მე ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ივანიშვილმა იმიტომ იშოვა მილიარდები, რომ ჭორვილაში უნდოდა ცხოვრება, რასაც აკეთებდა ბოლო წლების განმავლობაში... აქ სხვა რამეშია საქმე და ეს მიჩენს ეჭვს, რომ ის არ არის გულწრფელი... თუ დიდი ბიზნესმენია, და ადამიანების ცნობა კარგად იცის, რაც აუცილებელია მის საქმიანობაში, რატომ დასჭირდა მას წლები იმისთვის, რომ გაეგო თუ ვინ არიან ნაციკები და ვინ არის სააკაშვილი?