
Tea_Tutberidze
პლანეტელი-
პოსტები
174 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Tea_Tutberidze
-
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
Helena222 ძალიან სასაცილო შეკითხვაა :D :D :D :D თუ მაგ კითხვაზე პასუხი აქამდე ვერ მოგინახავთ, წაბრძანდით ეკლესიაში და იმედი მაქვს რაღაცას მაინც აგიხსნიან Helena222 :D :D :D :D :D :D -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
vitaminC მიმაჩნია რომ ეს კითხვები აქ არაფერ შუაშია, მაგრამ . . . თქვენ, თუ ჩემი ჰაგიოგრაფიული და ისტორიული ცოდნის დონე გაინტერესებთ, მაშინ უფრო ვრცლად გაგცემდით პასუხს სხვა დროს, მაგრამ თუ თქვენ ეს შეკითხვები სხვა მიმართულებით დასვით, მაშინ მეც შევეცდები გულწრფელად გიპასუხოთ. აბო თბილელმა გააკეთა არჩევანი, მიიღო გადაწყვეტილება და ეზიარა იმას, რაც გულით სწამდა. აწამეს იმიტომ, რომ მის საქციელს გადამდები ხასიათი არ ჰქონოდა, იმიტომ, რომ იგი ბევრად ძლიერი, სულით ძლიერი აღმოჩნდა...... ეს იყო მისი მხრიდან ჟესტი, რასაც 21-ე საუკუნეში, ,,ცივილურ" ეპოქაში....... დანარჩენი თავად გააკეთეთ დასკვნები.... ასე, რომ რწმენის თავისუფლება ხომ ხედავთ როგორი მნიშვნელოვანი რამ არის . ისე ბავშვობაში სულ მეცინებოდა, როცა აბო თბილელის ცხოვრებას გმირობად წარმოგვიდგენდნენ. ქრისტიანები რომ გადადიოდნენ და იცვლიდნენ სარწმუნოებას, მათ მოღალატეებად გვასწავლიდნენ და აბო რატომღაც გმირი იყო . აბა არაბებისთვის ეკითხათ :D :D -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
chegesto ცუდი მეხსიერება გქონიათ სამწუხაროდ იქნებ შემახსენოთ მასეთი ფაქტები? მადლობა თქვენ საინტერესო შეკითხვებისთვის -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
chegesto ვთვლი, რომ ვიდეოების დამზადებაზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ეს უფლებამოსილების გადამეტებაა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მხრიდან, ვინაიდან სამართალდამცველების მოქმედება წარმოადგენს სიტყვის, გამოხატვისა და ინტელექტუალური შემოქმედების თავისუფლებაში უკანონო ჩარევას, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებების პრინციპებს. ესაა გამოხატვის თავისუფლება, რომელიც დაცულია ევროკაონვენციით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, ასევე ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით. გამოძიების დაწყება სერიოზულ დარტყმას აყენებს საქართველოში სიტყვის დ გამოხატვის თავისუფლებას. შეუძლებელია სისხლის სამართლის კოდექსში ვიპოვოთ ერთი კონკრეტული მუხლი, რომელიც ადეკვატური და რელევანტური იქნებოდა ვიდეო-რგოლებთან მიმართებაში. დღეს ვერც შსს და ვერც იუსტიციის სამინისტრო ვერ აკეთებენ ოფიციალურ კომენტარს თუ რა მუხლითაა დაწყებული ეს გამოძიება და რის საფიძველზე მოხდა იმ ორი ახალგაზრდის დაკითხვა. არაოფიციალური ინფორმაციით გამოძიება დაწყებულია რელიგიური ღვთისმსახურებისთვის ხელის შეშლის მუხლით, რაც აბსურდია და არანაირად არ მიუდგება ამ ვიდეო რგოლების დამზადებას. ასეთივე წარმატებით ამ ვიდეო რგოლების დამზადებას შეუძლიათ მიუყენონ მაგალითად ტერორიზმის მუხლიც. ისე რა გინდათ, მშვენივრად ჟღერს, შინაგან საქმეთა სამინისტრო და გენერალური პროკურატურა დაეძებს ვინმე “მამა ბუასილს” თურმე ძალიან მნიშვნელოვანი კრიმინალი და დამნაშავე აღმოუჩენიათ “მამა ბუასილის” სახით. აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, გამოძიებამ “გამოავლინა” ორი პირი, რომლებსაც ბრალი მიუძღვის “მამა ბუასილობაში” და იქნებიან მალე ეჭვმიტანილები ტერორისტული აქტების მომზადებაშიც. ყველაზე კარგი კი ის არის, რომ ამოუღიათ თურმე ფაქტობრივი მტკიცებულებები, ვიდეოფაილები და კომპიუტერები ძალიან მაინტერესებს, რა ფაქტობრივი მტკიცებულება ამოიღეს? შეუძლებელია რაიმე სახის ვიდეო რგოლი ამ ორი ადამიანისაგან იყოს ამოღებული, იმიტომ, რომ ეს ორი ადამიანი არ არის ამ ვიდეორგოლის დამამზადებელი. ვიცი ვინც ამზადებს აღნიშნულ ვიდეო რგოლებს, მე უკვე ვვურთიერთობ ამ ადამიანთან თითქმის ყოველდღიურად. შემიძლია მხოლოდ ერთი გითხრათ, ის ამჟამად საქართველოში არ არის, ევროპაში ცხოვრობს. -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
chegesto პირველი, მისიონერობას ნემდვილად ვერ დავიჩემებ , მეორე - ყოველთვის „ბრძოლის“ ყველა მეთოდი არ ამართლებს. ამ მეთოდს, როგორც თქვენ უწოდებთ, თავისი შედეგი უკვე ჰქონდა. აწინ საჭიროა „ბრძოლის“ სხვა მეთოდების გამოყენება . -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
chegesto კითხვის ნიშნით დასვა? მე ვიცოდი რომ ძახილის ნიშნით უნდა დაესვა , რაღაც არა მგონია კითხვის ნიშანი ყოფილიყო მანდ დასმული -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
chegesto მე ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია დისკუსია დავიყვანოთ სწორედ ასეთ პრობლემებზე და არა იმ რაღაც იაფფასიან ვიდეორგოლებზე, როგორც ამას ხელისუფლება და საპატრიარქო დღეს ცდილობენ. დისკუსიები უნდა წარიმართოს იმ პრობლემებზე, რაც რეალურად არსებობს ქართულ ეკლესიაში. ასეთი პრობლემა ძალიან ბევრია. მიმაჩნია, რომ მათ სჭირდება მოგვარება არა ტკივილგამაყუჩებლებით, როგორც ამას ხელისუფლება აკეთებს, არამედ ქირურგიული ჩარევით. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, რუსეთის აგენტი იქნება ოპოზიციაში, იქნება ხელისუფლებაში, თუ იქნება ეკლესიაში, აგენტი იქნება სასულიერო პირი თუ საერო, პასუხი ანტისახელმწიფოებრივი ქმედებისათვის უნდა აგოს ყველამ. თუ რატომ ვერ აკეთებს დღეს ამას ხელისუფლება ეს კიდევ სხვა თემაა და სხვა პრობლემების გამოა ჩემი აზრით. დღეს სამწუხაროდ საზოგადოებრივი თვითშეგნება ძალიან დაბალია, დაბალია განათლების დონე, გვიჭირს ანალიზის გაკეთება და ა.შ. ამიტომ უმეტეს შემთხვევებში მოვლენების არაატეკვატური შეფასება ხდება საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან და აბსოლუტურად არასწორი აღქმა. ჩემი აზრით სწორედ ამის გამო ვერ ახერხებს ხელისუფლება ამ პრობლემების მოგვარებას არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ პოლიტიკურ სპექტრშიდაც. ეს ალბათ ბუნებრივიცაა რაღაც კუთხით, რადგან ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა საბჭოთა იდეოლოგიის მარწუხებიდან. მარტო ყოფილი კომუნისტებით დაკომპლექტებული “ჩოხოსანთა დასი” რად ღირს! -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
maliari იმედია ეს კითხვა ჩემთან არ არის. პირველად გავიგე ამ ფორუმის არსებობის შესახებ. სამწუხაროდ ქართული ფორუმებით არ ვსარგებლობ და დღეს პირველად დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე ონლაინ კონფერენციის გამო. chegesto ამ კითხვაზე პასუხს ცოტა შორინად დავიწყებ . რუსეთის ინტერესი წლების განმავლობაში არსებობდა საქართველოს მიმართ. ჩვენ თუ გადავხედავთ ისტორიას, დავინახავთ, რომ რუსეთს საქართველოს ყველა ხელისუფალთან ჰქონდა კონფლიქტი და არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან. რუსეთს პრობლემები ჰქონდა ზვიად გამსახურდიასთანაც და ყველამ იცის, რომ გამსახურდიას რეჟიმი დაემხო სწორედ რუსეთის მიერ ქართველების ხელით. რუსეთს პრობლემები ჰქონდა თუნდაც მისივე დასმულ კაცთან - შევარდნაძესთან. სწორედ შევარდნაძის დროს დავკარგეთ აფხაზეთი და სამაჩაბლო. ბუნებრივია, არ გამოსდის ურთიერთობა მიხეილ სააკაშვილთან, რომელიც მისი კაცი არ არის. აქედან გამომდინარე პრობლემა ის კი არაა, რომ პუტინს და მედვედევს სააკაშვილი არ მოწონთ, მათი პრობლემაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, პროდასავლური ორიენტაცია და ნატოსკენ სწრაფვაა. რუსეთი ყოველთვის ეცდება გავლენის შენარჩუნებას საქართველოში, მას ეს მცდელობები უკვე ჰქონდა, ეს იყო 2007 წლის ნოემბერში, როცა აქციები მიმდინარეობდა პარლამენტის წინ. მაშინ რუსეთისაგან იყო მცდელობა ეს გამოეყენებინა თავის სასარგებლოდ. სხვათაშორის ამ აქციებზე იყვნენ იგივე სახეები და იყო იგივე მოწოდებები, რაც 90-იან წლებში. სწორედ იგივე ხელწერა, იგივე სიტყვები (აქ რა თქმა უნდა იმ აქციაზე გამოსულ ჩვეულებრივ აქციის მონაწილეები არ იგულისხმება. მათ თავიანთი პრობლემები აწუხებდათ და გააჩნდათ პრეტენზიები ხელისუფლების მიმართ). რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარი მიზნების მიღწევა შეძლოს და ის ყველა გზას იყენებს საქართველოს სახელმწიფოებრიობის მოსაშლელად. მან შეიძლება გამოიყენოს ოპოზიცია, შეიძლება ზოგიერთი ადამიანი ხელისუფლებაშიც კი და ასეთ ხალხს ის მოძებნის ეკლესიაშიც. თუ ვინმეს იმის თქმა სურს, რომ ყველა სასულიერო პირი, ვინც დღეს ეკლესიაშია, ძალიან ღირსეულია და რუსეთი მათში დასაყრდენი არ ყავს ან ვერ მოძებნის, ძალიან შემცდარა. მათ შეუძლიათ ამის სჯეროდეთ და სწამდეთ, ნეტარ არიან მორწმუნენი. მაგრამ მე ამის არ მჯერა, მითუმეტეს მაშინ, როცა არსებობს ისტორიული რეალობა, რომელსაც ვერ გავექცევით. ეკლესიას გამოვლილი აქვს საბჭოთა პერიოდი, როდესაც რუსეთის КГБ-ს წარმომადგენლების მიერ ხდებოდა არა მხოლოდ საერო თანამდებობის პირების შერჩევა და დანიშვნა, არამედ სასულიერო პირებისაც ეკლესიებში ამა თუ იმ იერარქიაზე. ეს ზოგადად ცნობილი ფაქტია და ჩვენ ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. ეს ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში ასე იყო. ეს ადამიანები ისევ არიან ეკლესიაში. დღეს ჩვენ საპატრიარქოს რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს რუსეთის საპატრიარქოსთან ესეც ყველასთვის ცნობილია ფაქტია და თუ ვინმე ფიქრობს, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ისეთ მგრძნობიარე ინსტიტუტს საკუთარი ინტერესებისთვის, როგორიც არის საპატრიარქო და ქართული ეკლესია, ძალიან შემცდარა. რუსეთმა იცის, რომ პატრიარქის სიტყვა ძალიან ბევრს ნიშნავს და ძალიან მგრძნობიარეა საზოგადოება მის მიმართ. მე სწორედ ეს საფრთხე დავინახე პატრიარქის იმ განცხადებაში, რომელიც მან პედაგპოგებთან შეხვედრისას გააკეთა. ვფიქრობ, რუსეთმა შესაძლოა გათვლები ამჯერად ეკლესიაზე გააკეთოს, რადგან ოპოზიციამ ვერ შეძლო იმ მიზნის მიღწევა, რაც მას სურდა და სამწუხაროდ ეს შეიძლება ეკლესიის გამოყენებით გამოვიდეს, რადგან ქართველი ხალხის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ გათავისუფლდა საბჭოთა იდეოლოგიის მარწუხებისგან. -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
FrankEinstein ამხანაგო Frankens†ein, რას უნდა ვაპირებდე? FrankEinstein აი მაგ არ მესახება რეალურად :D :D :D :D :D :D :D -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
vitaminC კარგად ხუმრობა გცოდნიათ :D :D :D ვაფასებ იუმორის ნიჭს :D :D :D -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
vitaminC vitaminC იმედია ხუმრობთ :) :) :D და თუ ხუმრობთ მაშინ გეტყვით, რომ არა მხოლოდ პრეზიდენტობაზე ვაპირებ კენჭისყრას, არამედ პატრიარქობაზედაც ვფიქრობ :D :D :D :D :D :D :D აი ეს ლინკი ნახეთ :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
vitaminC დიახ, დიახ, იმდენად პოპულარული რომ გარეთაც ვეღარ გავდივარ მარტო -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
prologic სიტყვის თავისუფლება ნიშნავს, რომ ადამიანს შეუძლია დასცინოს ნებიმიერი საჯარო პირს, გამოთქვას მასზე ნებისმიერი აზრი და ამისათვის არ დაისაჯოს სახელმწიფოს მიერ, არამედ პირიქით - სახელმწიფომ დაიცვას მისი ეს უფლება. შეიძლება ეს ძალიან უხამსი ან უზრდელი ქცევა იყოს, მაგრამ ეს მაინც ჯდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების საერთაშორისო სტანდარტებში. მაგალითად, -ჩემი facebook-ის Inbox-ში ძალიან ბევრი შეურაცხმყოფელი წერილები იგზავნებოდა ამ ამბების გამო, ეხლაც იგზავნება მგონი . მე მათ facebook-ის ჩემს გვერდზე ღიად ვაქვეყნებდი ყველას და გამოვაქვეყნებ კიდევ. ამ ადამიანებს ამის უფლება ჰქონდათ, რომ ამ ფორმით გამოეხატათ საკუთარი დამოკიდებულება, საკუთარი აზრი და პროტესტი, ისევე როგორც ე.წ. მამა ბუასილს ჰქონდა უფლება დაემზადებინა ის ვიდეო რგოლები პატრიარქზე და ამ ფორმით გამოეხატა საკუთარი პროტესტი საპატრიარქოში არსებული პრობლემების, პატრიარქის და მისი განცხადების მიმართ. მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში იყოს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მაღალი სტანდარტი. ეს ძალიან ღირებულია ჩემთვის. მაგრამ შეურაცხმყოფელ წერილებთან ერთად გამოიგზავნა მაგალითად ბევრი მუქარის წერილი, რომელიც უკვე აღარ ჯდება გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებში და მუქარა უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. prologic გერმანიაში აკრძალულია, ამერიკაში ან ინგლისში არა. გერმანიაში ფიქრობენ, რომ მათი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე ასეთმა ლიტერატურაამ შესაძლოა მაღალი ალბათობით გამოიწვიოს დანაშაული, თანაც მასობრივი ხასიათის. სხვა ქვეყნები, ისევ საკუთარი ისტორიიდან გამომდინარე, თვლიან რომ მათთან ასეთი საფრთხე ნაკლებია და რომ მათ საზოგადოებას აქვს იმუნიტეტი და მსგავს სისულელეს არ აყვება და ებრაელების დარბევას არ დაიწყებს პირველივე მოწოდებისთანავე. ანუ სტანდარტი ერთია სინამდვილეში - მოყვება თუ არა მოწოდებას ძალადობა. prologic მეტ ნაკლებად . თუმცა სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ეს ნაკლებად იგრძნობა -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
prologic ეს ალბათ აჯობებს მოდერატორებს კითხოთ. მათი გადასაწყვეტია ჩემი აზრით თავიანთ საიტზე რა წესებს დააწესებენ -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
მადეირა ჩემი მიზანი დისკუსიის დაწყებაა იმ ტაბუდადებულ თემებზე, რაც დღეს ეკლესიაში ხდება. ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, უნდა მოხდეს ლუსტრაცია ეკლესიაში. ეკლესია და სასულიერო პირები კგბ-ეს კი არა, ღმერთს უნდა ემსახურებოდეს. -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
analgin სხვა კოშმარული სიზმრებიც ხომ არ გესიზმრებათხოლმე? . შემიძლია დაგეხმაროთ და გაგიგოთ კარგი ექმი ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი . -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
analgin კი, სულ მიყრისხოლმე -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
TORNE აქ როგორც ვხედავ არის კითხვებიც და მოსაზრებებიც . შევეცდები გიპასუხოთ . ალბათ არც ამჯერად დაგაკმაყოფილებთ ჩემს მიერ გაცემული პასუხები, მაგრამ არაუშავს . სამწუხაროდ ამ ქვეყანაში იმდენი ვინმე ასრულებს „დაკვეთას“, რომ რთული წარმოსადგენია დღეს ადამიანებისთვის, რომ შეიძლება ვინმე „დაკვეთის“ გარეშედაც, საკუთარი აზრით მოქმედებდეს. მესმის თქვენი და არც ვაპირებ რამე გიმტკიცოთ. ერთი შემიძლია გითხრათ, ეს დისკუსია და ვიდეორგოლები პირადად ჩემი ინიცირებულია. მართალია, ვიდეორგოლები ჩემი პოზიცია არაა, ეს “მამა ბუასილის” პოზიციაა, მაგრამ დისკუსია, რომელიც მე ჩემს გვერდზე წამოვიწყე, არის ჩემი მოსაზრებები. თქვენი უფლებაა დაიჯერებთ თუ არა. ის ვინც კარგად მიცნობს, მათ ეს არა მხოლოდ სჯერად, არამედ იციან. რაც შეეხება პატრიარქის „დადანაშაულებას“ - პატრიარქი შეხვდა პედაგოგებს, სადაც მან შედარება გააკეთა სახელმწიფოსა და სახელმწიფოს მეთაურსა და გემსა და გემის კაპიტანს შორის და ისაუბრა რუსეთ-საქართველოს ომზე. თქვა, რომ ჩვენ შეგვეძლო ეს ომი თავიდან აგვეცილებინა, ჩვენ შეგვეძლო მოგვეძებნა კარი, მაგრამ კარის მოძებნის ნაცვლად კლდეს ვურტყით თავი. მისი თქმით ქართულმა სახელმწიფომ თავიდან არ აიცილა ეს ომი, როცა მას ეს შეეძლო. მე ნამდვილად არ ვაპირებ სააკაშვილის დაცვას, მაგრამ ჩემთვის, როგორც რიგითი მოქალაქისთვის, პატრიარქის ეს განცხადება ნამდვილად იყო ძალიან შეურაცხმყოფელი. მე ვარ ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელსაც კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ძალიან ბევრი მოქალაქე უკავშირდებოდა აგვისტოს ომის წინ (წინა ორი დღის განმავლობაში). მირეკავდნენ და მეუბნებოდნენ, თუ რამდენი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა რუსი “მშვიდობისმყოფელების” და ე.წ. ერთმორწმუნეების ნასროლმა ტყვიებმა და მეკითხებოდნენ, თუ რატომ არ იცავდა ქართული სახელმწიფო კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ საკუთარ მოქალაქეებს რუსული აგრესიისგან. მე ვთვლი, სამწუხაროდ ჩვენს სახელმწიფოს არ ჰქონდა სხვა გამოსავალი. მას უნდა დაეცვა საკუთარი მოქალაქეები. სახელმწიფო ვალდებული იყო დაეცვა საკუთარი მოქალაქეები აგრესორებისგან. თუ პატრიარქი ფიქრობდა, რომ ამ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო და თუ მას ჰქონდა ალტერნატიული გამოსავლის გზები, მაშინ ეს უნდა ეთქვა მანამ, სანამ ხელისუფლება ამ ნაბიჯს გადადგამდა და ჯარს შეიყვანდა კონფლიქტის ზონაში. ეს მას არ გაუკეთებია. დღეს კი, წელიწადნახევრის შემდეგ საუბრობს იმაზე, რომ ხელისუფლების ნაბიჯი არასწორი იყო. მე ვფიქრობ, პატრიარქის ეს გამოსვლა იყო ძალიან შეურაცხმყოფელი როგორც ჩემთვის, ასევე საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და ყველაზე მეტად მათთვის, ვისი ოჯახის წევრებიც რუსი “ერთმორწმუნე მშვიდობისმყოფელების” ტყვიებმა შეიწირეს. პატრიარქი ასეთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს არ უნდა აკეთებდეს. ჩემში პატრიარქის ზემოაღნიშნული გამოსვლა და თუნდაც ის, რომ დღეს იგი რუსეთის პატრიარქს კირილს, რომელიც არის КГБ –ს აგენტი მეტსახელად "მიხაილოვი", თბილისში პატიჟებს ესეც ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს ბადებს. ერთმორწმუნე რომ მტერია ამას არ აქვს მიშვნელობა??? ილია მეორეის და გამსახურდიას შედარება ძალიან არასერიოზულად მიმაჩნია. ვინაც არ იცით, გეტყვით, რომ ილია მეორე 1977 წელს საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტმა (და არა სულიწმინდამ) საქართველოს პატრიარქად დაგნიშნა. იგი ერთგულად ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც რუსეთის ახლა უკვე მოდერნიზებულ იმპერიას. დღეს ქართული ეკლესია, რომელიც მიმაჩნია რომ შორს დგას მართმადიდებლობისაგან, ფსევდოპატრიოტიზმითა და ქართული ტრადიციების ყალბი ერთგულებით ატყუებს მრევლს. სინამდვილეში კი ამკვიდრებთ რელიგიურ ნაციზმს და ცდილობთ შეაფერხოთ ნებისმიერი პროგრესული პროცესი საქართველოში. შეგიძლიათ იხილოთ ეს ვიდეო რგოლი. კარგად დააკვირდით და გაიხსენეთ, ასეთი გაბრწყინებული სახით თუ გინახავთ ილია მეორე ან გამსახურდიას ან სააკაშვილთან მიმართებაში? და ხომ არ დაფიქრდებოდით, ნეტავ რატომ? ზვიად გამსახურდიას რეჟიმი რომ რუსეთის მიერ დაემხო ქართველებისვე ხელით ეს თქვენთვის ახალია? თუ არ გახსოვთ ან არ გაგიგიათ? ისე მაგ დროს ხომ ვერ მეტყვით სად იყო ილია მეორე? ან იმდროს სად იყო ზვიადისტების მშვიდონიან აქციებს რომ ხვრეტდნენ ჯაბა იოსელიანის კრიმინალური ბანდის ე.წ. მხედრიონის წევრები? იქნებ შემახსენოს და მიმითითოს ვინმემ სად გამოვიდა ილია მეორე და სად დაგმო ამ ხალხის ჩახოცვა??? სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ რუსეთის საპატრიარქომ გააკეთა განცხადება, რომ აფხაზეთში ჩვენი მართმადიდებლური ეკლესიები თავის მფარველობის ქვეშ აჰყავთ, რათა ვითომ და დაიცვან მუსულმანებისგან და როცა ამის შესახებ ჩვენს საპატრიარქოს დაუსვეს შეკითხვა, პასუხი იყო, რომ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებდნენ. ამ წუთამდე მათგან მე არავითარი კრიტიკული და პრინციპული პასუხი არ გამიგია და არანაირი მკაცრი შეფასება ამას არ მოჰყოლია ჩვენი საპატრიარქოს მხრიდან. ამ დროს ჩვენი პატრიარქი ჩვენ მოგვიწოდებს, რომ ვიმეგობროთ რუს მართლმადიდებლებთან და მათ ეკლესიასთან. მე ასეთი პატრიარქის არ მწამს. მე ძალიან მიყვარს ჩემი სამშობლო და პირველ რიგში ქვეყნის ინტერესებს, ჩემი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას ვაყენებ. და ბოლოს, რაც შეეხება ისევ ილია მეორეს, სწორად გამიგეთ, მე მას როგორც ადამიანს, როგორც ირაკლი შიოლაშვილ-ღუდუშაურს ვცემ პატივს, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენს, მაგრამ როგორც პატრიარქს, მიყვარს და მუხლმოდრეკით ვცემ პატივს ამბროსი ხელაიას, რომელიც იყო ამ ქვეყნის გმირი, რომელიც რუსეთის აგრესიას გმობდა კატეგორიულად და რაღაც ბაიკებს კი არ ყვებოდა, არამედ აცხადებდა იმას, რომ ერს უგმობენ და ართმევენ მშობლიურ ენას, უბილწავენ ეროვნულ კულტურას და ქართველი ერის სახელით საქართველოდან წითელი ჯარის გაყვანასა და რეფერენდუმის მოწყობას ითხოვდა. ამბროსი ხელაია იყო ადამიანი, რომელიც სიცოცხლეში თავისუფლების სიმბოლო იყო, გარდაცვალების შემდეგ კი ის არის ეროვნული გმირი, რომელიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. აი ასეთი მღვდელმთავარი ეკუთვნის ჩვენს საომარ მდგომარეობაში მყოფ ქვეყანას. მე მინდა, რომ ასეთი პატრიარქი ჰყავდეს დღეს საქართველოს. babuagiorgi პირველ კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ. თქვენი უფლებაა, რაც გნებავთ ის იფიქრეთ. რაც შეეხება მეორე შეკითხვას, გეტყვით, რომ შესანიშნავი . ყველა ადამიანი საკუთარ პირად ცხოვრებას თავად განსაზღვრავს, ყველა ადამიანი თავისუფალია არჩევანში . -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
UTUFURS არა -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
paolo მიმაჩნია, რომ ამ ხელისუფლებას დაუშვია შეცდომები და სამწუხაროდ უშვებს დღესაც. რაც შეეხება პროტესტის გამოთქმას, დიახ გამომითქვამს იმ ნაბიჯებზე, რაც მიმაჩნდა რომ არასწორი იყო. დანაშაულობებში რას გულისხმობთ თუ დააკონკრეტებთ, შევეცდები უფრო კონკრეტული პასუხის გაცემასაც . -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha1997 რა თქმა უნდა არა . მიმაჩნია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს, კანონით დაშვებულ ფარგლებში, აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი ისევე, როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, მოქალაქეთა ჯგუფს, ორგანიზაციას აქვს უფლება გამოხატოს ამ აზრისადმი კრიტიკული დამოკიდებულება დაპროტესტი, ასევე კანონის ფარგლებში. ეს ლიბერალური დემოკრატიის ფუძემდებლური პრინციპი და ყოველდღიური პრაქტიკაა. ვფირობ, რომ ყველა თვალსაზრისი უნდა გაიგოს საზოგადოებამ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად პროვოკაციული ან მიუღებელიც არ უნდა იყოს იგი. შეგვიძლია განსხვავებულ თვალსაზრისს მოვეპრყათ კრიტიკულად, მაგრამ პატივისცემით. -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
dachi2006 რატომ ავრცელებენ ნამდვილად ვერ გეტყვით . მხოლოდ ის შემიძლია გიპასუხოთ რომ არ არის მართალი . შეუძლებელია დღეს ჩვენი კანონმდებლობით იმ ტიპის ვიდეო რგოლების დამზადებითვის და გავრცელებისთვის ვინმეს დაკავება, რაც მე ჩმეს გვერდზე განვათავსე . -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
lasha1997 წუხელ კითხვებს როდესაც გადავხედე, სიმართლე გითხრათ გამეცინა ზოგიერთ მათგანზე. მაგრამ მაინც შევეცდები სერიოზული პასუხები გავცე, რამდენად გამომივა ვნახოთ :-). თუ სიტყვა ”დემოკრატიის” განმარტება გნებავთ, შემიძლია გითხრათ, რომ ეს სიტყვა ბერძნული წარმოშობისაა და შედგება ორი ნაწილისგან: დემოს (ხალხი) და კრატია (ძალაუფლება, ხელისუფლება). ანუ დემოკრატია ნიშნავს ხალხის ძალაუფლებას. ხალხი არჩევნების გზით თავის ძალაუფლებას გადასცემს მის მიერ არჩეულ ადამიანებს. თუმცა მიმაჩნია, რომ ხალხი არა მხოლოდ უნდა გადასცემდეს ძალაუფლებას, არამედ უნდა აკონტროლებდეს მის მიერ არჩეულ ხელისუფალთ. საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას დაიცვას დემოკრატიული ფასეულობები, რომელიც კანონის წინაშე ყველას თანასწორობას გულისხმობს. ჩვენთვის არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, კონკრეტულად ვისი უფლება ირღვევა, რადგან ერთი ადამიანის დაკარგული უფლება, ეს პოტენციურად ყველასათვის დაკარგული უფლებაა. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს დემოკრატიის არასწორი და თავისებური გაგება აქვს. მოსახლეობაში, მათ შორის ახალგაზრდებში აშკარად შეიმჩნევა დემოკრატიის შესახებ ცოდნის სიმწირე. დემოკრატიას აიგივებენ ან კანონის უზენაესთობასთან ან აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან ან მოქმედების სრულ თავისუფლებასთან. მეორე მხრივ, ზოგიერთი დემოკრატიას უკავშირებს ხელისუფლების ნებას ,,მიანიჭოს“ ხალხს თავისუფალებები, მაშინ როდესაც ძირითადი უფლებები და თავისუფლებები ადამიანისაგან განუყოფელი და მისი თანდაყოლილი უფლებებია. თავის მხრივ ხელისუფლება ორიენტირებული უნდა იყოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხალხის უშუალო მონაწილეობის სამართლებრივი გზებზე. დასავლური დემოკრატიის ძირითადი პრინციპებია, მათი მიმართება ხელისუფლებასთან და პიროვნებასთან, მათი მნიშვნელობა სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესში, მათი როლი ეროვნული, რეგიონული თუ გლობალური კონფლიქტების მოგვარების საქმეში. დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლება უნდა ესწრაფვოდეს დაამკვიდროს სამოქალაქო თავისუფლების, აქტიური მოქალაქეობის, საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობისა და თავისუფალი ბაზრის ფასეულობები საზოგადოებრივ ცხოვრებაში, პოლიტიკაში, კანონებსა და საჯარო დაწესებულებებში. -
თეა თუთბერიძე - ორშაბათს 17(ხუთ) საათზე
Tea_Tutberidze replied to newstudio's თემა in მოწვეული სტუმრები
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას და მადლობას ვუხდი planeta.ge-ს ადმინისტრაციას მოწვევისთვის. შევეცდები შეძლებისდაგვარად ამომწურავად ვუპასუხო თქვენს დასმულ შეკითხვებს. სავარაუდოდ ალბათ შეკითხვები ბევრი იქნება. თუ აქ ვერ ჩევძლებ ყველა თქვენს კითხვას სრულყოფილად ვუპასუხო, შემიძლია შემოგთავაზოთ facebook-ის ჩემს გვერდზე დამატება და თქვენთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გაცემა. Facebook-ზე შეგიძლიათ მოძებნოთ Tea TuTberidze.