-
პოსტები
256 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
1
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი utilizatori
-
გამოდის ნევროზის დიაგნოზი დაგისვეს
-
ნამდვილად შეიძლება მე აქ აშკარად ექიმების მხარეს ვარ სხვათაშორის ბოლო სურათზე მინდა გავაკეთო კომენტარი სამედიცინო მაკრატელი რომ ჩანს სურათზე ეგ მაკრატელი გულმკერდში არ არის პაციენტის ზურგს უკან არის და შეიძლება დადგმული სურათიც არის მუცელში რომ ყოფილიყო კიდევ უფრო დავიჯერებდი მაგხელა უცხო სხეული გულმკერდის ღრუში რომელიც შუასაყარს ებჯინება ?! და არანაირ ანთებით რეაქციას არ იწვევს?! მინდა გითხრათ რომ უსინდისოდ გატყუებენ ყველაზე ცოტა გამონადენი იქნებოდა პლევრის ღრუში თუ ფილტვის ატელექტაზი არა არადა რენტგენოლოგიურად აბსოლუტურად ნორმალურია ფილტვი გაშლილი და არც რამე ანტება ჩანს მუცლის ღრუ რომ ყოფილიყო კიდევ დავიჯერებდი მაგას ეს ერთი მხარე და მეორე სამედიცინო იარაღს საოპერაციოს ექთანი ითვლის რომ არაფერი დარჩეს მუცელში ექიმი მაგ დროს სხვა რამეზე ფიქრობს და ზაჟიმების და მაკრატელების რაოდენობისთვის არ სცალია
-
კი უამრავი მაგალითად შვილმა მიაგდო პაციენტი... ნუ ალბათ შვილი ექიმი იყო სხვა ვარიანტი არ არსებობს ესეთი საუბარით სამედიცინო შეცდომები კი არ გაქრება ექიმები გაქრებიან საქართველოდან უკვე საკმაოდ დაეცა ექიმის ავტორიტეტი და ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მედიცინაზე უარს ამბობს ჯერ ერთი სასაცილო ხელფასები აქვთ და მეორეც ყველა ექიმს აძაგებს
-
აღზრდის შეცდომებზე რას იტყვი? მასეთი შეცდომების გამოსწორება შეიძლება? საქართველოში მოდაშია ექიმის დანაშაულება ნებისმიერ შემთხვევაში ზოგჯერ "წარმოუდგენელია" როგორ უნდა მოკვდეს პაციენტი ადამიანი ხომ უკვდავია და რომ არა ექიმის შეცდომა გადარჩებოდა... საერთოდ მედიცინა ზუსტი მეცნიერება არ არის რომ აწონო, გაზომო ან სწორად დათვალო თუ რამე შეცდომა ხდება მაგას სამედიცინო კოლეგია უნდა ადგენდეს და არა რომელიმე ფორუმი ექიმების მიერ გადარჩენილ პაციენტებს არავინ ითვლის თუ პაციენტი გადარჩა ღვთის წყალობაა და თუ ვერ გადარჩა ექიმის ბრალი ცოტა არ იყოს უსამართლო ლოგიკაა ესეთი თემები მინიმუმ უნდა იხურებოდეს გახსნისთანავე ექიმების დისკრიმინაციის გარდა არაფერი მოაქვს სასიკეთო თითქოს საქართველოში ჯანდაცვის გარდა ყველგან პროფესინალები არიან და არაფერი ეშლებათ...
-
მიგრენი იგივეა რაც შაკიკი http://en.wikipedia.org/wiki/Migraine http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9C%D0%B8%...%B5%D0%BD%D1%8C საერთოდ თავის ტკივილი მთელი ფილოსოფიაა ნევროზიდან დაწყებული ინტრაკრანიალური წნევის მატებით დამთავრებული ბევრი მიზეზი შეიძლება ქონდეს ისევ ჯობია ნევროლოგს ეჩვენო წნევის მატებასთან ხომ არ აქვს კავშირი თავის ტკივილს?
-
B ვიტამინები ანტიოქსიდანტების ჯგუფში გადიან უცხიმო და უმრაილო კვება მართლაც ძალიან კარგია :ravic: და სოციალურ ურთიერთობებს რაც შეეხება მაგაზე შეგვიძლია არც ვიოცნებოთ საქართველოში :
-
კი :ravic: კი პრინციპი ეგ არის მაგრამ ჩანაცვლება მსუბუქი ვარჯიშითაც შეიძლება ეს ჩვენ გავზარმაცდით და ადგომა გვეზარება თორემ მანდ რეკლამაში რაც ტანებია მასეთი ტანის პატრონს ეგ საშუალება არ სჭირდება :ravic:
-
კუჭის წყლული სწორი მკურნალობით დიდი ხანია აღარ არის პრობლემა საქართველოშია რომ ოპერაციებს აკეთებენ თორემ საზღვარგარეთ "ერთი აბით" არჩენენ წყლულს :ravic: ნუ პრინციპში პრეპარატების კომბინაციაა მაგრამ მაინც კუჭის წყლული არასწორი ტერმინია უფრო სწორია პეპტიკური წყული რადგან წყლული შეიძლება იყოს თორმეტგოჯა ნაწლავში მარტო ან მარტო კუჭში ან ორივე ორგანოში დაახლოებით ასე ვითარდება გასტრიტი - > ეროზიული გასტრიტი - > და ბოლოს წყლული რომელმაც შემდგომში მალიგნიზაცია შეიძლება განიცადოს და კიბოში გადაიზარდოს თუმცა ხშირად არ ხდება ასე. 80% შემთხვევაში Helicobacter pylori-სთან არის ასოცირებული ამიტომ როცა ამ ბაქტერიის არსებობა დასტურდება ანტიბიოტიკის ჩართვა ხდება საჭირო გამომწვევი მიზეზები: ძირითადი მიზეზია როცა ორგანიზმი ჰელიკო ბაქტერიას ვერ უმკლავდება რასაც წყლულამდე მივყავართ ასევე გამომწვევია ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდები, ასპირინი, დიკლოფენაკი და სხვა ამ ჯგუფის პრეაპარატები სიგარეტის წევა ცხარე, მჟავე ხშირი სმა ზოგადად არასწორი კვება ასევე ე.წ. ცოლინგე ედისონის სინდრომი, რომელიც პანკრეასის (კუჭუქვეშა ჯირკვალი) დაავადება რაც იწვევს გასტრინის გაძლიერებულ პროდუქციას და მჟავიანობის მომატებას კუჭში ასევე სტრესი: ვითომ არაფერი მაგრამ უბრალო სტრესის ფონზე განვითარებული წყლული ძალიან ბევრი მინახავს მე პირადად. ძირითადი მექანიზმია სტრესის ფონზე კუჭნაწლავის ტრაქტის ლორწოვანის ჰიპოქსია და შიმშილი და ამ ფონზე მისი ნეკროზი და წყლულების განვითარება. დიაგნოზის დასმა მარტივად შეიძლება კონტრასტული რენტგენოგრაფიით, ბარიუმის ფაფით ან უფრო უპრიანია გასტროსკოპია. სიმპტომები: ტკივილი. საჭმლის მიღებიდან 3 საათში მაგრამ განსხვავება არის კუჭის წყლულმა საჭმლის მიღებისგან დამუკიდებლად იცის ტკივილი, მაშინ როცა თორმეტგოჯას წყლულმა საჭმლის მიღების შემდეგ იცის ტკივილი. გულძმარვა (იზჟოგა) ზოგჯერ გულისრევა და პირღებინება მადის და წონის დაკარგვა სისხლიანი ღებინება ყავის ნახარშის ფერი (coffee და არა ყავისფერი) გართულების შემთხვევაში (აქამდე არ უნდა მიიყვანო თავი) მელენა - კუპრისფერი, შავი განავალი თუ პერფორაცია მოხდა ტკივილი აუტანელია, მუცელი დაჭიმული და ფარისავით გამარგებულია და სასწრაფო ოპერაციას საჭიროებს. გართულებები: გასტროდუოდენური სისხლდენა რომელიც გამოვლინდება ან სისხლიანი პირღებინებით (ყავის ნახარშის მაგვარი პირნაღები მასები, ალსიფერი სისხლი პირიდნა ფილტევის ამბავია და არა კუჭის) პერფორაცია - ანუ ე.წ. კუჭის გასკდომა საჭიროებს სასწრაფო ოპერაციას მალიგნიზაცია - წყლულის სიმსივნური გადაგვარება პენეტრაცაი - როცა წყლული ჩაიზრდება რომელიმე სხვა ორგანოში მაგალითად პანკრეასში და მასაც აზიანებს პილორუსის სტენოზი - ვიწროვდება თორმეტგოჯა და კუჭის დამაკავშირებელი გასასვლელი პლორუსი და საკვები აღარ გადადის კუჭიდან ნაწლავში ასევე მოითხოვს ოპერაციას. მკურნალობა ძირითადად მედიკამენტოზურია ოპერაცია მხოლოდ გართულებების შემთხვევაში: პენეტრცაია, პერფორაცია, მალიგნიზაცია და ა.შ. მედიკამენტური მკურნალობა პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორები - ომეპრაზოლი, პანტოპრაზოლი და ყველანაირი პრაზოლები H2 ანტაგონისტები - ზანტაკი, ქუამატელი, რანიტიდინის მაგვარნი და სხვა მრავალი ალუმინის და მაგნიუმის სულაფატის სუსპენზიები - ალმაგელი, სიმალგელი და ასე შემდეგ ასევე ჰელიკობაქტერია პილორის წინააღმდეგ ანტიბიოტიკოთერაპია ყველაზე ეფექტურია ამოწსაცილი + მეტრონიდაზოლი და + რომელიმე პროტონის ტუმბოს ინჰიბიტორი მაგალითად პანტოპრაზოლი როცა დადგენილია ჰელიკობაქტერია პილორის არსებობა თუ არ არის ჰელიკობაქტერია საკმარიასისა ომეპრაზოლი (ორჯერ დღეში) ან პანტოპრაზოლი ერთხელ დღეში ასევე აუცლიებელია დიეტა ცხარე მჟავე და ეგეთების აკრძალვა კარგია ჰერკულესი, წიწიბურა (გრეჩიხა) მოკლედ დაახლოებით ეს არის კუჭის წყლულზე რაც შემიძლია ვთქვა :ravic:
-
წარმოდგენა არა მაქვს ეს რამე ულტიმეტ ბლენდერის პონტში ხომ არ არის? ჰომეოპათიასაც აქებს ბევრი და იყენებს და ასევე აკუპუნქტურას თუმცა მე დიდად არ მჯერა მკურნალობის ეგეთი მეთოდების Kinesio Taping-ზე შემიძლია ვთქვა რომ თავისუფლად ჩაანაცვლებს მაგას დილის გამამხნევებელი ვარჯიშები მსუბუქი ვარჯიში და არა 150 კილოიანი სიმძიმეების აწევა 20 ჯერ
-
რა უნდა ვთქვათ საჭიროა ტონზილები ძალიან მაგრამ როცა ამოსაჭრელია უნდა ამოაჭრა ყელში გამოავლე ხოლმე თბილი წყალი ჭამის შემდეგ ბევრნაირი სავლები საშუალება არსებობს ყელისთვის აფთიქაში იკითხე
-
მემგონი ბრინჯია სიცოცხლის ელექსირი ეგენი ხო ბრინჯს ბლომად ჭამენ ნუ ბრინჯში კიდე B ვიტამინების მთელი კომპლექტია განსაკუთრებით მის ქერქში სიცოცხლის ელექსირად შეიძლება ჩაითვალოს ანტიქოსიდანტები ადრე ეგონათ რომ დაბერება გენეტიკურად არის განპირობებული მაგრამ ეხლა უკვე თვლიან რომ არასწორი შეხედულებაა. ორგანიზმი არათანაბრად ბერდება ანუ მარჯვენა ხელი შეიძLება უფრო ხანდაზმული იყოს ვიდრე მარცხენა დაბერების მიზეზი მარტივია, ორგანიზმი მთელი ცხოვრების მანძილზე ცდილობს დაზიანებების შეკეთებას, ანუ ხდება ქსოვილების დაზიანება და ორგანიზმი აღადგენს ამ დაზიანებეს. თანდათან დაზიანებების რიცხვი მატულობს (მიკრო დაზიანებებზეა საუბარი უჯრედულ დონეზე) და ორგანიზმი ვეღარ ასწრებს მათ "შეკეთებას", უჯრედები კვდებიან და თანდათან ორგანიზმი ბერდება. დაზიანების ძირითადი მიზეზებია თავისუფალი რადიაკლები და არასრული დაჟანგვის პროდუქტები. დაი აი მივედით ანტოქსიდანტებამდეც ანტიქოსიდანტები სწორედ არასრული წვის პროდუქეტბის და თავისუფალი რადიკალების წინაარმდეგ არის გამოგონილი. და ტეორიულად სიცოცხლის ელექსირად შეიძლება ჩაითვალოს მაგრამ პრაქტიკაზე ეს თითქმის არასდროს ხდება ეტყობა არ გვივარგა ჯერ ანტიქოსიდანტები ესაა ჩემი კომენტარი...
-
ლიდოკაინის სპრეიზე იძახი შენ ეგ თუ არ აყუჩებს მაშინ ჯობია ექიმთან მიხვიდე სხვანაირად არ გამოვა
-
არა ხორცი და ცილები ძირითადად საშენი მასალაა ენერგიის წყაროდ ორგანიზმი იყენებს ძირითადად ნახშირწლებს ტვინი მაგალითად მარტო გლუკოზით "იკვებება" ცხიმები კიდევ ძირითადად მარაგის ფუნქციას ასრულებენ
-
ცილების და შეუცვლელი ამინომჟავების გამო ზუსტად არ ვიცი მცენარეულ საკვებში თუ არის ყველა შეუცვლელი ამინომჟავა
-
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
utilizatori replied to polter's თემა in მედიცინა და ჯანმრთელობა
ხო დამზნეყვე ეხლა მე რა ვიცი რამდენი წლის არის ხო ფაქტიურად ერთი და იგივეა უბრალოდ სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა სახელი ქონდათ : -
mbc.ge საიტზე აქვთ უმარავი კაბელი ტელევიზორთან რომ შეაერთო მაგ კაბელით ვიდეო კარტასაც უნდა ქონდეს HDMI გამოსასვლელი და ტელევიზორსაც შესაბამისი შესაერთებელი ან გადამყვანები გინდა მაღაზიებში ექნებათ HDMI იდეაში იგივე ხარისხია რაც DVI-I Dual link და შეუძლია გამოსახულების გადაცემა 2560×1600 გაფართოებით პლუს ხმა DVI-ს ხმას არ გადასცემს HDMI უნდა იყოს 1.3 ვერსია 1.0 ვერსიას მაქსიმუმ 1920×1200 ხარისხს გადასცემს კიდე გამოდის ეხლა HDMI 1.4 ვერსია ზომით პატარაა უფრო კიდე კონექტორებშია სხვაობა არის Type A კონექტორი თავსებადია single-link DVI-D ცოტა დაბალი ხარისხია 19 პინიანი Type B ეს უკვე თავსებადი dual-link DVI-D 29 პინი აქვს და ფაქტიურად გაორმაგებული ხარისხი A-სთან შედარებით გამოსახულებსი გადაცემა 3840 × 2400 ასეთი ხარისხით შეუძლია მაგრამ მარტო 33 Hz სიხშირით, 2560 × 1600 გარჩევადობაზე უკვე 60 Hz სიხშირით გადასცემს გამსოახულებას Type C ეს პატარა ზომის კონექტორია HDMI 1.3 მახასიათებლებით ამასაც 19 პინი აქვს და A-ს ხარისხით გადასცემს მაგრამ ზომით პატარაა http://media.obsessable.com/media/2008/10/09/hdmi-type-a-c.jpg Type D კონექტორი HDMI 1.4 ვერსია 19 პინი აქვს A და C-ს მსგავსად მაგრამ ბევრად პატარაა ზომით მიკრო USB კონექტორზე პატარა
-
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
utilizatori replied to polter's თემა in მედიცინა და ჯანმრთელობა
არა მგონია 99 წლის იყოს ისე საინტერესოა მართლა რამდენი წლის არის საერთოდ ინფარქტის ასაკი გაახალგაზრდავდა -
მეტ ოპერატიულთან მიართვის საშუალებაა მხოლოდ გაზრდილი ბიტების რაოდენობა 64-იანს 32-იანთან შედარებით რეალურად მეტი უპირატესობა არა აქვს ბევრს უყენია 64 ბიტიანი და მხოლოდ ოპერატიულის გამო არც ერტ ტესტში უპირატესობას არ აჩვენებს 3D მარკები და PC მარკები ეგ 128-ბიტიანიც სუპერკომპიუტერებისთვის იქნება საჭირო დიდ ხანს ვერ ამოვწურავთ 64 ბიტიანის შესაძლებლობებს და ეხლა რაც ვინდოუსებია იმათ 128 გბ-ის მხარდაჭერა აქვთ მაქსიმუმ მე რაც ვიცი მიუხედავს 64 ბიტისა
-
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები
utilizatori replied to polter's თემა in მედიცინა და ჯანმრთელობა
შუნტირება ანუ ძალიან ცუდი რამდენი წლის ხარ? ახალგაზრდა ასაკში შუნტირება რატო დაგჭირდა? -
მაგაზე არ არის მუღამი გაქვს თუ არა უბრალოდ 32 ბიტიანი სიტემა ფიზიკურად ვერ მიმართავს მეტ ოპერატიულს წარმოუდგენელია მისამართების სალტის პრობლემაა 2 ხარისხად 32 მაქსიმუმ 2 ხარისხად 64 ანუ 64 ბიტიანი უნდა იყოს რო დაინახოს და ხედავს მილიონობით ტერაბატიების ფარგლებში 2 ხარისხად 64 ძალიან ბევრია
-
ლოლ ნაღდად არ ვიცოდი 4 GB და 8 GB-იანი მოდულები თუ არსებობდა DDR2-ზე მარა შემოთავაზება ძალაში რჩება მაინტერესებს როგორ უნდა დააყენო თუნდაც 4 გბ 1.8 სელერონზე 32 ბიტიან ვინდოუსზე და ზოგადად ოპერაციულ სისტემაზე თეორიულადაც წარმოუდგენელია 4გბ-ზე მეტი მეხსიერების დანახება 32 ბიტიანს შეუძლია მიმართოს მაქსიმუმ 2 ხარისხად 32 ოპერციულ მეხსიერებას 4გბზე მეტი რო დაინახო მაგისთვის 64 ბიტიანი ვინდოუსი გინდა
-
: სად გინა ხავს საინტერესოა 8GB-იანი ან 4GB-იანი ოპერები DDR2-ზე :
-
fashisti ნახალკებს მტენი? : საიდან მოიტანე ეგ პოსტი ეგ ჩემი დაწერილი არ არის : zeppelina 478 სოკეტზე ჩიპსეტი არ არსებობს რომელსაც 8 GB ოპერატიულის მხარდაჭერა აქვს მაქსიმალური 4 GB-ია 775 სოკეტზე 1.8-იანი ორი სელერონი არსებობს სულ ორი Celeron 430 და Celeron 445 (იდეაში ეს 1867 MHz სიხშირეზეა და არა 1.8-ზე) ინტელს სულ სამი ჩიპსეტი აქვს რომლეზეც 65 ნანომეტრული პროცესორები და 8 GB ოპერატიული მიდის 955X 975X და G965 არცერთზე ოფიციალურად სელერონი არ მიდის საინტერესოა როგორ დააყენებ 1.8.იან სელერონზე 8 GB-ს
-
აუ ნევროზი მთელი ფილოსოფიაა თამამად შეიძლება ითქვას ნევროზი ყველა ადამიანს აქვს გარკვეული დონით ძალიან ბევრი გამოვლინება აქვს ნევროზს და ბევრი ფორმა, ელემენტარულად ტიკები (წიკებს რო ეძახიან) ნევროზის გამოხატულებაა, ხელის ან ფეხის ნერვიული, ან სპონტანური მოძრაობა, ქუთუთოს ხამხამიც შეიძლება ნევროზის გამოვლინება იყოს გააჩნია როდის და როგორ მოკლედ ბევრი გამოვლინება და ფორმა აქვს ნევროზს ფსიქიკური დარღვევების კომპლექსური სახელია რომლებსაც როგორც წესი ხანგრძლივი მიმდინარეობა აქვს, გამოვლინებებია დაწყებული ასეთენიით, უხასიათობით, დამთავრებული მომაბეზრებელი საქციელით და ისტერიამდეც კი მიდის ბევრი (ეს ძალიან მძიმე შემთხვევებში), ისტერიის დროს შეიძლება გონებაც ჩაეკეტოს ადამიანს. მიზეზი ყოველთვის კონფლიქტია, შინაგანი თუ გარემოს მიმართ, ზოგადად ცხოვრების მშვიდმა წესმაც და ერთფეროვნებამაც შეიძლება მიგვიყვანოს ნევროზამდე. თაგვებზე ჩაატარეს ცდები ნევროზის გამოწვევა უნდოდათ და მარტივად მიაღწიეს, განმეორებით უქრობდნენ და უნთებდნენ შუქს და ასე მიყავდათ ნევროზამდე : ხო წარმოგიდგენიათ ჯერ კიდევ როდის ატარებდნენ ჩვენზე ეგეთ ცდებს : განსაზღვრება არ არსებობს დღემდე, იმდენჯერ გადამუშავდა და შეიცვალა მაგრამ მაინც ვერ დაარქვეს საბოლოო სახელი. ასე შეიძლება განიმარტოს, უმაღლესი ნერვული სისტემის, ფუნქციონალური დარღვევა. თუმცა ამ დარრვევას რა გამოხატულება ექნება ძნელი სათქმელია, დიაპაზონი საკამოდ დიდია როგორც ვთქვი ისტერიამდე. მენტალური სიმპტომები ასეთია: ადვილად გაღიზიანებადობა, ასე ვთქვათ "უმიზეზოდ" ხასიათის ცვალებადობა, ხან კარგ ხასიათზე ხარ, ხან უმიზეზოდ "იგრუზები" შეიძლება ქონდეს ადამიანებთან ურთიერთობის პრობლემები თვითშეფასება არაადექვატურად მაღალი ან პირიქით დაბალი (დეპრესიულ ტიპებში) შეიძლება ქონდეს ფობიები, შიში რაღაცის მიმართ, თუნდაც ჩაკეტილი სივრცის ან გაშლილის სივრცის მოკლედ ფობიები, და რთულ შემთხვევებში პანიკურ შეტევებამდე შეიძლება მივიდეს შიში რადიკალურად განსხვავებული შეფასება და მიდგომა საგნებისადმი და პიროვნებების მიმართ, მიდგომა ცხოვრების მიმართ, საკუთარი თავის მიამართ, ტიპიურია ცინიზმი (აქ ჩემი თავი ვიცანი ასევე ზოგჯერ არის გადაწვყვეტილების მიღება უჭირს შეიძლება მოითხოვოს ახლობლებისგან ძალიან ბევრი და გადაჭარბებულ ყურადღებას ითხოვს ფიზიკური გამოვლინებებზე დავწერე ზევით მაგრამ კიდევ არის თავის ტკივილი, გულის ტკივილი ჩხვლეტას გრძნობს გულის არეში (ამ დროს გული სრულად ჯანმრთელია) ან მკერდის არეში ტკივილი თავბრუსხვევები, წონასწორობის დაკარგვა თვალების დაბნელება, მადის გაუკუღმართება უფრო ხშირად ზედმეტს ჭამენ, იშვიათად შეიძლება პირიქით შიმშილობდეს, ბულემია რა თქმა უნდა ძილის დარღვევები ღამე არ ეძინება, დაღლილობის შეგრძნება ძილის შემდეგაც (ისევ მე ტკივილის გაუკუღმართებული შეგრძნება, მაგალითად თითზე ნაჩხვლეტის ტრაგიკული განცდა ასევე შეიძლება იყოს ჰიპერესთეზია მცირე შეხებაზე მწვავე რეაქცია ასევე ტიკები, ხელს ატამაშებ უაზროდ ან თითს ან წარბს მოკლედ ტოპოლოგიას დიდი მნიშვნელობა არა აქვს ფაქტია რომ ეს შეუგნებლად კეთდება ყველაზე რთული გამოვლინებებია პანიკის შეტევები ფობიები ისტერია დეპრესია ნევრასთენია მოკლედ ნევროზის დიაგნოზის დასმა ადვილია ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია მიუყენო ამ სიმპტომებიდან რამოდენიმე და ნევროზის დიაგნოზი ხელში გაქვს : განმარტებაზე უფრო რთული მკურნალობაა პანიკური შეტევებისას და ისტერიისას დამამაშვიდებლები და ანტიდეპრესანტები შეიძლება გამოიყენო ზოგჯერ ტრანკვილიზატორებიც ხდება საჭირო და ზოგჯერ შემოლაწუნება ყველაზე კარგი და ჯანსაღი ხერხია მაგრამ მედიკამენტები მხოლოდ ხანმოკლე ეფექტისთვის ვარგა ან მთელი ცხოვრება ანტიდეპრესანტებზე უნდა იყო და გამოშტერდე საბოლოოდ ან უფრო ძნელია მაგრამ ეფექტური ფსიქოტერაპია ამერიკულ ფილმებში რომ ყოველი მეორე ფსიქიატრთან დადის ნევროზს მკურნალობენ მეტს კი არაფერს თუ დააკვირდებით თითქმის ყველა ფსიქიატრთან მკურნალობს ჩვენ ქართველებს მაგის ფული არა გვაქვს თორემ ნამდვილად გვჭირდება : მოკლედ ნევროზის მკურნალობისთვის კარგია საკუთარი თავის ხელში აყვანა ასე ვთქვათ თვით-ფსიქოთერაპია თავს უნდა შეუძახო კარგია განტვირთვები მცირედი სპორტი ბუნებაში გასვლა მეგობრებრებთან ერთად გასეირნება სხვათაშორის დალევაც კაი მეთოდია უბრალოდ ლოთობაში არ უნდა გადაიზარდოს : ყოველდღიურობას და რუტინას მოშორება ნებისმიერი ჰობი ძალიან კარგია ერთი საინტერესო ფაქტი ძალიან მოიმატა გულის დაავადებებმა განვითარებულ ქვეყნებში უეცარი ინფარქტები და სიკვდილები გადაცემა მაქვს ნანახი რომელიღაც ტომი აღმოუჩენიათ სად და როგორ ნამდვილად არ მახსოვს უბრალოდ მახსოვს რომ ადამიანები იმ ტომში ბედნიერები იყვნენ არაფერი აწუხებდათ და არც გულის დაავადებები მოკლედ გაირკვა რომ არ ქონდათ ისეთი პრობლემები როგორიც არის რაღაცაზე ფულის არ ყოფნა, სამსახურის პრობლემები, პოლიტიკა და ასეთი სისულელები შიშვლები დარბოდნენ და არაფერი ქონდათ დასაკრგი და არც არაფერი იმაზე მეტი მოსაპოვებელი ვიდრე უკვე ქონდათ ერთადერთი საზრუნავი საჭმელი ქონდათ და იმ კონკრეტულ ჯუნგლებში მაგის პრობლემაც არ იყო მოკლედ მე როგორც ვატყობ ნევროზი ცივილიზაციის და ურბანიზაციის მიერ მოტანილი პათოლოგიაა განუვითარებელ ქვეყნებში მაგის პრობლემა ბევრად ნაკლებია აუ რამდენი ვბეჭდე
-
რატო კაცო ხორცი კარგია მოხარშული, უცხიმო შემწვარ-მოხრაკულ-ჩაშუშულ-ჩაკაზმული არ ვარგა