Jump to content
Planeta.Ge

utilizatori

პლანეტელი
  • პოსტები

    256
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    1

ყველა პოსტი utilizatori

  1. საერთოდ არ ვიყენებ ანტივირუსს მაგრამ არსებობს ძალიან კარგი და უფასო ვარიანტი microsoft-ის security essentials უბრალოდ ვინდოუსის აქტივაცია გინდა და პირდაპირ ოფიციალური საიტიდან აინსტალებ ძალიან კარგად მუშაობს იდეალურია ჩემის აზრით
  2. ფობიებსაც სიკვდილის შიშამდე მივყავართ ჩემის აზრით მე ჩემს თავზე ერთი რამეს დავაკვირდი როცა გავიაზრე რომ უნდა მოვკვდე და რომ ეს გარდაუვლია და რომ პრინციპში აზრი არა აქვს როდის და რამდენ ხანში ყველა ნაირი შიში გაქრა ანუ აღარაფრის გეშინია იცი რომ სიკვდილი მოვა და საერთოდ ყველაფერს გააქრობს და ასე ვთქვათ აზრს დააკარგვინებს ნებისმიერ პრობლემას თუ ფობიას სამაგიეროდ მაგის გააზრების შემდეგ პანიკური შიში გამიჩნდა მხოლოდ სიკვდილის ხოდა ეხლა ეს შიში თუ არ იზრდება არც მცირდება და მემგონი არც წავა არსად მომიწევს მასთან ერთად ცხოვრება ცუდია შიშის გარეშე ცხოვრება შეიძლება საერთოდ ყველაფერი დაიკიდო ცხოვრებაში ფაქტიურად აღარაფერი გადარდებს ! სამსახურში გაქვს პრობლემა? დაიკიდე, მალე მოკვდები და ეს შენი პრობლემა საერთოდ არაფერი იქნება კარიერაში გინდა წინსვლა და რაღაც რაღაცეების გეშინია? დაიკიდე, მალე მოკვდები და მთელი შენი ნაწვალები, ნაგროვები და მოხვეჭილი სახელი და ქონება ქარს გაყვება და ა.შ. მოკლედ შიშის გარეშე და მარტო სიკვდილის შიშით ცხოვრება სახიფათოა ადამიანის სოციალური მდგომარეობისთვის
  3. ფაქტია რომ მე მათი მშურს და მაგიტომ ნეტარ არიან მორწმუნენი
  4. ჰეპარინის ანალოგია ჰირუდინი ჰეპარინი კიდევ საკმაოდ აქტიურად გამოიყენება მედიცინაში ასევე გამოიყენება ფრაქცინირებული ჰეპარინები (ფრაქსიპარინი, კლექსანი, არიქსტრა) წურბელებს როგორც ვიცი არ ყრიან "გამოყენების" შემდეგ რატო კლავდა ვერ გავიგე უპრობლემოდ შეიძლება ხელმეორედ გამოყენება ესეც ფოტო განწყობისათვის http://3.bp.blogspot.com/_EYWpBnXYtJ0/S-TYCcwHjGI/AAAAAAAAAAM/agNVBixCocc/s1600/ASM1Ljpg.jpg
  5. მემგონი ქალი ზემოდან საკმაოდ სასიამოვნოა სულელი ყოფილა ადამი
  6. ნეტარ არიან მორწმუნენი...
  7. დეჟავუ ალბათ ყოველდღიური რუტინისგან და ერთფეროვნებისგან მოდის - IMHO ანუ ჩემის აზრით გეჩენება რომ რაღაც მეორდება იმიტომ რომ მართლა მეორდება ელემენტარულად ყველა დღე ერთი და იგივეს აკეთებ თითქმის ესაა დეჟავუს ჩემი ახსნა და ზოგადად ვეთახმები ბატონ თოლიას ამ თემის ადგილი ფსიქოლოგიაში არ არის
  8. იქნებ ბეტელჰეიზე აფეთქდა უკვე 600+ სინათლის წლის უკან... და 2012 წელს ჩვენამდეც მოვა იქიდან ნათება... ჰა?
  9. ძალიან დიდი გავლენა აქვს სოციალურ გარემოს ჯანმრთელობაზე ჯანმრთელობის განმარტებას მოვიყვან საერთოდ ჯანმრთელობის დეფინიციის ჩამოყალიბებაზე ბევრია ნაფიქრი, ანუ რა არის ჯანმრთელობა და რა ავადმყოფობა ხშირად ძნელი გასაცალკევებელია საბოლოო ჯამში ასეთ განმარტებამდე მივიდნენ ჯანმრთელობა ეს არის ფიზიკური, სულიერი და სოციალური კეთილდღეობა ანუ ფიზიკურად რომ უნდა იყოს ჯანმრთელი ეს ნაწილი ადვილია თუმცა აქაც არის გარკვეული სირთულე უამრავი დაავადებაა რომლიც უსიმპტომოდ მიმდინარეობს და რეალურად ადამიანი ავად არის მაგრამ არაფერი აწუხებს და შესაბამისად იქმნება ფიზიკური ჯანმრთელობის ილუზია თუმცა საბოლოოო ჯამში ყველა დაავადება განიცდის პროგრესს და სიმპტომები გამოიხატება სულიერი ჯანმრთელობაც მეტ ნაკლებად გასაგებია ანუ მარტივად რომ ვთქვათ გიჟი არ უნდა იყოს თუმცა შიზოფრენიას და აბსოლუტურ სულიერ ჯანმრთელობას შორის უამრავი პათოლოგია არსებობს ნევროზი, დეპრესია, აპათია, მელანქოლია რა ვიცი უამრავი დარღვევა რომელიც რეალურია და მკურნალობასაც მოითხოვს ან ნევროლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან (აი აქ მართლა ძალიან უკან ვართ ქართველები) ფსიქოლოგიური პრობლემები საბოლოო ჯამში ფიზიკურ პრობლემებშიც შეიძლება გადაიზარდოს აი აქ გარკვეულად საზღვარი იშლება სულიერ და სოციალურ ჯანმრთელობას შორის ნუ სოციალურ კეთილდღეობაში რა იგულისხმება - რომ გაქვს საჭმელი, სასმელი, გარკვეული ადგილი გიკავია საზოგადოებაში არ ხარ ლოთი, უსახლკარო (ბომჟი) და რა ვიცი უამრავი სოციალური პრობლემები არსებობს სულიერ და სოციალურ კეთილდღეობის ნაკლებობას სერიოზულ დაღვევებამდე მივყავართ ხოლმე ნუ აქ შიმშილს არ მოვიყვან მაგალითად ფაქტია რომ შიმშილი საბოლოო ჯამში აზიანებს ჯანმრთელობას ნევროზი, დაძაბულობა, სტრესი საკმაოდ მძიმე გართულებებს იძლევიან ელემენტარულად სტრესმა შეიძლება იზეთი პათოლოგია გამოიწვიოს როგორიც არის კუჭის წყლული, შაქრიანი დიაბეტი უამრავი შემთხვევა არსებობს როცა სტრესი (შიში, ტკივილი, ხმაური, არაკომფორტული სამუშაო გარემო მოკლედ ბევრი რამ) იწვევს ე.წ. სტრესული წყლულის და თუნდაც დიაბეტის ჩამოყალიბებას უზნაძეს მუშაობდა მაგ საკითხზე და მისი ”განწყობის თეორია” მსოფლიო მაშტაბით არის აღიარებული (D.N. Uznadze, "The Psychology of Set", New York, 1966). http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%93%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A3%E1%83%96%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94 ამისთანა გენიოსის შთამომავალ ქვეყანაში მედიცინა ამ მხრივ საკმაოდ უკან არის (თუმცა არა მარტო მაგ მხრივ...)
  10. ყველა შიში საბოლოო ჯამში სიკვდილის შიშამდე დაიყვანება ნებისმიერი შიში თვითგადანრჩენის ინსტინქტიდან გამომდინარეობს IMHO
  11. მართალი ხარ ბრძოლა დასაწყისშივე წაგებული გვაქვს წავედი განცხადება დავწერო სამსახურიდან წასვლაზე
  12. რაც მე ვიცი არ არსებობს C ჰეპატიტზე აცრა რამოდენიმე ვარიანტი არის რომელიც არ არის ბოლომდე დამუშავებული და შესაბამისად არც მიღებული ელემენტარულად შესაძლოა ეფექტურიც არ იყოს B ჰეპატიტზე გამიკეთეს მე აცრა სხვათაშორის უნდა გაითვალისწინოთ რომ აცრის შემდეგ სისხლის ანალიზში სეროლოგიაზე მოდის დადებითი პასუხი ჰეპატიტ B-ზე (ცრუ დადებითი) ასე რომ საბუთი რომ აცრილი ხარ უნდა შეინახო რათა გაუგებრობა არ მოხდეს
  13. A ჰეპატიტზე და B ჰეპატიტზე არსებობს აცრა და საკმაოდ ეფექტურია ინფექციურ საავადმყოფოში შეგიძლია მიხვიდე და იქ გეტყვიან რა და როგორ B ჰეპატიტის აცრა სამი ინექციაა გარკვეული ინტერვალებით ~1 თვე თითო ნემსს შორის და არ შეიძლება არც ერთის ჩაგდება C ჰეპატიტზე აცრა არ არსებობს ჯერ-ჯერობით
  14. ხოდა რომ არ არის ეგრე მაინტრესებს მეც როგორ არის რუსულად მაინც არ არის სადმე? კოკრეტულად ერთი რეპორტაჟი ვნახე ეხლახანს და ვხოცავთ თურმე ექიმები პაციენტებს ხოდა იდეა მაქვს პაციენტები პირდაპირ ტელევიზიაში მივიყვანოთ ხოლმე ჟურნალისტებმა უკეთ იციან როგორ უნდა სწორი მკურნალობა
  15. რუსულად სად ნახე ეგ წიგნი მაინტერესებს ბრბოს აზროვნების შეცვლა ძალიან ადვილია და ეხლა ჩვენთან მასმედია აშკარად ექიმების წინააღმდეგ მიამრთავს ამ აზროვნებას ქართველი ექიმები არ ვარგიან და ნებისმიერი სხვა ქვეყნის ექიმები უკეთესნი არიან საქმე იქამდეც მივიდა რომ როცა უცხოლი ექიმებიც აქ იყვნენ პაციენტი ჩიოდა აღმოჩნდა რომ უცხოელი ექიმებიც ქართველებმა შეიყვანეს შეცდომაში ჯერ შეცდომა იყო თუ არა ეგ სხვა საკითხია მაგრამ ის ფაქტია რომ აქ თუ უცხოლეს შეეშალა ისიც ქართველის ბრალია მერე კიდევ ბრბოს მეტი რა უნდა...
  16. პლუს მაგასი იმის თქმაც მინდოდა რომ შიზოფრენია არ არის დასაცინი დიაგნოზი ისევე როგორც კუჭის წყლული არ არის დასაცინი დიაგნოზი თუმცა საზოგადოება ხშირად მაგ კუთხით უყურებს მაგ დაავადების მქონე პაციენტებს
  17. ანუ ჩემი მოყვანილი მაგალითები არ ადასტურებს რომ ორგანული საფუძველი აქვს შიზოფრენიას მაგრამ ჩემის აზრით არ არის გამორიცხული ეგრეც იყოს ყოველ შემთხვევაში იმის ნამდვილად არ მჯერა რომ ვარსკვლავების ერთ რიგზე დგომით ან ცუდი კარმით და აურით არის განპირობებული შიზოფრენია
  18. ჩათვალე ოპტიმისტი ვარ მე მაინც მგონია რომ ნებისმიერი დაავადების განკურნება შეიძლება თუ ეტიოლოგია იცი ის რომ ბობოლა ფსიქიატრებს შიზოფრენიკად შეურაცხავთ იმას ნიშნავს რომ დიაგნოსტიკის კრიტერიუმებია გადასახედი და არა იმას რომ ორგანული საფუძველი არა აქვს შიზოფრენიას
  19. ე.წ. ბოტკინის დაავადება არის მხოლოდ A ჰეპატიტი არსებობს B ჰეპატიტი C ჰეპატიტი D ჰეპატიტი რომელიც მხოლოდ B-ს არსებობის შემთხვევაში ჩნდება და კიდევ უამრავი ჰეპატიტი არსებობს და ყველა აბსოლუტურად სხვადასხვა ვირუსით არის გამოწვეული A ჰეპატიტი ყველაზე ადვილად იკურნება B-ც იკურნება თუმცა უფრო მძიმე პათოლოგიაა ვიდრე A ჰეპატიტი და შესაძლოა სიყვითლე საერთოდ არ იყოს გამოხატული ყველაზე ცუდია C ჰეპატიტი რომელიც არ იკურნება და მე ბევრი მინახავს სიყვითლის გარეშე მოკლედ გააჩნია რა ფორმის ჰეპატიტია და დაავადების რა სტადიაშია სიყვითლე აუცილებელი სიმპტომი არ არის და ზუსტი დიაგნოზი სისხლის სპეციფიური სეროლოგიური ანალიზით დგინდება კონკრეტული ჰეპატიტის ვირუსზე
  20. საერთოდ შიზოფრენია ყველამ იცის რომ ძალიან საინტერესო პათოლოგიაა მაგრამ მე ჩემი საინტერესო მიდგომა მაქვს მაგ დაავადების მიმართ მე ასეთი მიდგომა არსად წამიკითხავს მაგრამ ვიღაცა სხვასაც უნდა გამოთქვა ასეთი მოსაზრება დარწმუნებული ვარ ანუ ჩემის აზრით შიზოფრენია ისეთივე დაავადებაა როგორც ჩვეულებრივ სიტყვაზე კუჭის წყლული ანუ შიზოფრენიასაც აქვს ორგანული საფუძველი უბრალოდ ჩვენ არ ვიცით სად და როგორ ვეძებოთ ეს საფუძველი (რომ გვცოდნოდა განკურნებასაც შევძლებდით) ეხლა როგორ ვაიგივებ სხვა დაავადებებთან რა თქმა უნდა შიზოფრენია კუჭის წყლული არ არის და არ იწვევს გულძმარვას პარალელი რომ გავავლოთ კუჭის წყლული კუჭნაწლავის სიტემის პათოლოგიაა და გამოხატულება მაგ სისტემის ფუნქციების დარღვევით გამოიხატება ანალოგიურად გული აკონტროლებს სისხლის მიმოქცევას და გულის პათოლოგიები გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევებით გამოვლინდება იმის გამო, რომ ტვინი გარდა იმისა რომ ყველა ორგანოს ფუნქციას აკონტროლებს ასევე ტვინი აკონტროლებს ცნობიერებასაც ანუ ტვინის დაზიანების დონის და უბნის მიხედვით რა უბანია დაზიანებული შეიძლება დაირღვას ნებისმიერი ორგანოს ფუნქცია მათ შორის სუნთქვისაც და გულსისხლძარღვთაც ინსულტების დროს (იშემიური - თ.ტ. ინფარქტი ან ჰემორგაიული - სიხლჩაქცევა) ხშირად არის სუნთქვის გაჩერება ან გულის გაჩერება ასევე იმის მიხედვით რა უბანია დაზიანებული შეიძლება შეიცვალოს მენტალიტეტიც და ცნობიერებაც ქალა ტვინის ტრამვების დროს თუ ზიანდება შუბლის წილი ადამიანის ცნობიერება და ინტელექტი იცვლება მე მინახავს "შიზოფრენია" რომლის მიზეზიც ქალა ტვინის ტრამვა იყო შუბლის წილის დაზიანებით პაციენტი რომელიც ზუსტად ისევე "უბერავს" როგორც შიზოფრენიკი ერთი პაციენტის ქცევებს მოგიყვებით მაგალითად : წამოჯდება ლოგინში და გასძახებს ექთან: აუ ჩვენი ძმა ერთი ეგ ჭიქა მომაწოდე სადღეგრძელო უნდა დავლიო გადახედავს გვერდით მწოლ პაციენტებს (უმძიმესი კომაში მყოფი პაციენტები): აუ ამათ რამდენი დაულევიათ კაცურად აღარ დაალევინოთ იგივე პაციენტი მეორე დღეს: სად არის პილოტი რამდენი საათია მივფრინავთ უკვე და ა.შ. შემდეგ როცა ტრამვის გამო სისხლჩაქცევა ალაგდა პაციენტი გახდა სრულად ადექვატური ყოველგვარი შიზოფრენიის გარეშე (ანუ განიკურნა) ანუ ზოგადად საზოგადოებაშია ცუდი ტონი და ცუდად მიღებული დაავადება შიზოფრენია მაგრამ ეგეც უბრალო და სავარუდოდ ორგანული დაავადებაა (თუმცა შეიძლება ვცდები და არ არის ეგრე მარტივად ) და ქალა ტვინის ტრამვის დროს ჩვენ უბრალოდ მიზეზი ვიცით და ადვილად ვმკურნალობთ შიზოფრენიის დროს ეს მიზეზი არ ვიცით მაგრამ თუ ვიპოვეთ ორგანული საფუძველი შესაძლოა ვიპოვოთ შიზოფრენიის განკურნების გზაც ან ვერ ვიპოვოთ თუ ალცჰეიმერის დაავადებასავით ან პარკინსონის დაავდებასავით ვიცით მიზეზი მაგრამ დაზიანების მექანიზმი ისეთია რომ თანამედროვე მედიცინა ვერ უმკლავდება.
  21. საინტერესოა გამოდის წერისას შენი მეორე მე "წერს" ხოლო მერე შენ (ანუ პირველი მე) იმას "კითხულობ" ფრიად საინტერესოა სხვათაშორის მაგ დროს ყველაზე ძნელი გასარკვევი ის არის რომელია პირველი მე და რომელი მეორე
  22. საკუთარ თავთან ყველა ლაპარაკობს მთავარია ეს საუარი დიალოგში არ გადაიზარდოს ანუ პიროვნების გაორება არ დაგემართოს და არ გაჩნდეს შენი მეორე მე
  23. ერთი ანალიზის ჩაბარებით დიაბეტის დადგენა არ დადგენა ძნელია ყოველთვის საჭიროა დინამიკაში რამოდენიმე ანალიზის ჩატარება გააჩნია ასევე სისხლში შაქრის დონეს ჭამამდე და ჭამის შემდეგ თვითონ შაქრიანი (უშაქროც არსებობს) დიაბეტი პანკრეასის პათოლოგიით არის გამოწვეული და არ იკურნება ცხოვრების ბოლომდე ჰორმონებზე დამოკიდებული რჩება პაციენტი ცუდი პათოლოგიაა, ცუდი გართულებებით და დიდ ყურადღებას მოითხოვს მხოლოდ ბევრი წყლის სმა მართლა არ ნიშნავს დიაბეტს
×
×
  • შექმენი...