-
პოსტები
1.888 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
23
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი ტაშიი
-
ხოდა თუ არ მიცნობ საიდან ასკვნი ერთი ჩემი პოსტით ვინ ვარ და განაჩენი გამოგაქვს. რატომ ფიქრობ რომ შენ ხარ აპრიორში მართალი და თემას რომ ხსნი პირდაპირ განაჩენი გამოგაქვს ბოლოს ვინც არ მეთანხმებით მოღალატეები ხართო და თან კითხვას სვამ რას ფიქრობთო. იმ ფორუმზე ლაწირაკი ბავშვებია ბევრი და აღტაცებულები მახმუდი, მახმუდიო გაყვირიან შენი გამოჩენის თანავე და აქ არ გამოგივიდა და ამის გამო ლანძღავ ყველას. შევიხედე იქით ფორუმზე და მაგრად ილანძღები, თანაც უცნობ ადამიანებს ლანძღავ. არ ეკადრება შენი ასაკის კაცს ესეთი საქციელი. ეხლაც ორჯონიკიძე და რაღაც იარლიყებს მაკერებ. რატომ ტაშს, რომ არ გიკრავ. გეუბნები უაზრობაა ეგ ღრიანცელი და არაფრის მომტანი საქართველოსთვის. თუ ვცდები მითხარი რას ვსარგებლობთ იმ ბავშვების დაწვით? ამის გამო პირდაპირ მოღალატეს მეძახი. მართალი გითხრა არ ვიცი რა გიპასუხო. ლანძღვა არ მჩვევია ვირტუალურ სამყაროში ვინაიდან შანსი არ გაქვს ღირსეული პასუხი გამცე, თუმცა, თუ შევხვდებით ოდესმე აუცილებლად პასუხს მოგთხოვ მაგ ორჯონიკიძეს ძახებისთვის.
-
ეხლა სისენენს ვუყურებ და ცნობილი მომღერალი ვაიკლიფ ჯინი ყავთ და გადაწყდა, რომ ჰაიტის პრეზიდენტად იყრის კენჭს. კამპანია უკვე დაწყებული აქვს. როგორ ფიქრობთ, იქნება თუ არა მისი გამარჯვება სიგნალი ნუგზარ ერგემლიძისთვის? მითუმეტეს, რომ ვაიკლიფისგან განსხვავებით ბატონ ნუგზარს დიდი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში. რატომაც არა, ჰიმნად თუთიყუში მარჩელო გვექნება.
-
Saturn აღარ ღირს გაქექვა მგონი, ეყოფა რაც ემოციები დახარჯეს. ახლიდან არ დაიწყოს.
-
მგონი აჭარაში ნუდისტურ პლაჟს ხსნიანო და მაგას მიშა არ გამაზავს, ეგ გახსნის და პირველ ეგ გატანტალდება.
-
ძუკუ ცოტას შევესწარი და გაწევ გამოწევა იყო და ისე თემა წაშალეს, იმიტო ვერ ხედავ.
-
ძუკუ აქაც გაწევ გამოწევა იყო და ფორუმგეიზე ხო ღლიცინებდნენ ორი დღე რუსები იწვებიანო და ამ ფორუმელებს გვლანძღავდნენ არ უხარიათ მოღალატეები არიანო. ------- კარგი ვაშკაცობა სამარცხვინო გახადეს საქართველოში, თან ყველას ვერ მოთხოვ ამას, მაგრამ ვეფხვი და მოყმის ლექსი მაინც არ წაგიკითხავთ ამის დედა ვატირე. როგორ უნდა გიხაროდეს მტრის ბავშვების დაწვა იმის გამო რომ შენ ტრაკი არ გაქვს. ცოტა ღირსება ხო უნდა გქონდეს. ეგრე როგორ უნდა აგიტანოს შიშმა, რომ მეტეორების იმედად იყო.
-
დილიდან მესმის რუსოფილი. და ჩემ თავზეც მივიღე. ვინც შემოვა და რუსების დედა მოვდღანო იტყვის მერე იმას ეუბნება ლიცი არა შენზე არ მიგულისხმიაო. რა დავაშავე რახან არ ვწყევლი ცეცხლში მოყოლილ რუსებს და ცუნამიზე და მეტეორზე არ ვლოცულობ იმიტომ რუსოფილი ვარ? ანალგინმა კარგად ახსნა რატომაც არ მიხარია ეგ უბედურება. საქმე საქმეზე რომ მიდგება ჩემნაირი კაცი თავს შეწირავს მტერს და ქალივით რომ იწყევლება დღე და ღამე და მეტეორებს ნატრობს თავისი უტრაკობის გამო ისეთი კაცი დაიმალება და წყევლას განაგრძობს. მე ნაღდად მჯერა ამის. ისე ყველამ დავფიქრდეთ აჯობებს და იარლიყების მიკერებას თავი დავანებოთ. ერთი ქვეყანა გვაქვს და თუ ვინმეს განსხვავებული აზრი აქვს რამეზე ეგრევე მოღალატედ ნუ გამოვაცხადებთ.
-
რა ყველაფერი დასწრებაზეა რა
-
შე ძაან ჭკვიანო. თუ ვერ იგებ რას გეუბნებიან დაგიმარცვლავ. სირობა კინოს რომ უყურე და იქ ზანგი რაღაცას აფუჭებდა, ამის გამო ზანგი რო ცუდი გგონია. როგორც რუსები ლიცო კავკასკოი ნაციონალნოსტიო გაიძახდნენ ეგრე ზანგი ზანგიო რომ ამბობ. აი მაგის გამო ვცადე ამეხსნა, რომ დანაშაული ეროვნების ან რასის დამახასიათებელი თვისება არ არის და ამის გამო მოვიყვანე მაგალითად ქართველის ჩადენილი დანაშაული. იმედია როგორც მაგარი ჭკვიანი, ნუ ძაან და არა ჩემნაირი "ტიპიური უტვინო" ეხლა მაინც მიხვდები რა ვთქვი.
-
fashisti და ადგილობრივმა კარინნოი ქართველმა რომ აქ ხალხი მოკლას პოლიციას ესროლოს და რუსთაველზე მანქანები დაწვას ეგ გიონდა? არც ეგ გინდა ხო? იქნებ ქართველებიც გავასახლოთ ეგ რომ არ მოხდეს.
-
DonCaredo შენც სტერეოტიპები გაქვს უარყოფითი. არ ხარ მართალი. მიამიტები არიან მაგრამ ამით მხოლოდ თავის თავი შეიძლება აზარალონ. აბა ჩვენი ძმა მთელი დღე რო ჭუჭუს წელავს ქუჩაში და მინისტრობაზე ოცნებობს, რო მაგრად გაგპარსოს ის სჯობს? კარგია ქართველის ესეთი სტერეოტიპი ? ასევე არ შეიძლება ზოგადად ამერიკელზე საუბარი.
-
lasha1997 ხო კიდე ტეხასურ მწვადზე შენ ილაპარაკე, მე ნერწყვი მდის რო ვწერ მაგაზე . სასაუზმოდაც სამწვადეში დავდივარ ისე მიყვარს ნეკნები იიიიშშ, წავედი საჭმელად ....http://joesbarbequecompany.com/catalog/images/texas-bbq.jpg
-
ეხლა რასაც ვიტყვი, ამას დიტო გამიგებს ყველაზე კარგად ალბათ. მაოცებს ამერიკელების მიდგომა თავისი საქმისადმი. ჯერ ერთი სათაკილო პროფესია არ არსებობს და ამას 100% ვეთანხმები. ჩვენთან ხო მარტო იმას სცემენ პატივს ვინც მთავრობაშია და ბევრს იპარავს. უნდა განახათ როგორ უდგებიან სამქეს განსაკუთრებით ასაკიანი ადამიანები. მაგალითად რამეს თუ ყიდულობ და გემსახურება 60-70 წლის ადამიანი დაიშოკები. რა დონეზე აქვს აყვანილი საქმე. როგორი სიყვარულით უდგება თავის პროფესიას. ევროპაში ესე ნამდვილად არ არის. ამერიკაში კაცი ეძებს სამუშაოს გამგელებული და ევროპაში კიდე რითი აირიდონ სამუშაო იმაზე ფიქრობენ. ამის მაგალითია აერობუსის პრობლემები, მრავალმილიარდიანი შეკლვეთები აქვთ, მაგრამ მოკლე სამუშაო დღის გამო, ვადებში ვერ ეტევიან და ვერ ასრულებენ და მუდმივად გაკოტრების წინაშე არიან. ამერიკაში რო შეკვეთა აქვს ადამიანს დღე და ღამე იმუშავებს და გააკეთებს. ამიტომ მიუხედავად ჩემი მემარცხენე ლიბერალობისა ვაღიარებ, რომ ზედმეტი სოციალიზმი აფუჭებს საქმეს. დაბალანსება უნდა ყველაფერს
-
არა ოქროს მთები ნაღდად არსად არ დაგვხდება და ესე არ უნდა გაიგოს არავინ, მაგაში გეთანხმები ნამდვილად. იოლი ერთი ადგილის ფხანაა მარტო, ისიც ხანდახან ისე ღლის რო . ---- პოლიტკორექტულობაც ცოტა აუტანელია აშშ-ში, მაგრამ ეს ევროპაშიც არის, თუმცა აქ ნამეტანია მე მგონი. დღეს სიენენზე ყავდათ მეკურტუმე წყვილი, რომელიც ჰომოების ქორწინების ლეგალიზებას ითხოვს. ჩემი საქმე არ არის მაგათი კურტუმები, თუმცა ერთმა ამბავმა გამაბრაზა. მთელი ინტერვიუს მანძილზე ერთს მეორის ფეხზე ედო ხელი. მაგის დედა ვატირე მე რომ ჩემ ქალთან ერთად სიენენზე გამოვიდე და ფეხზე ხელი დავადო სექსისტი ხარო და ყოფას მიტირებენ და ამ ჩემისებს კიდე ალბათ მალე საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მისცემენ დღნაურის უფლებას. მე რა უფლებები არ მაქ რახან ქალები მიყვარს?
-
მე რომ 26 წლის ვიყავი მაგაზე დიდი გამოცდილება და განათლება მქონდა მაგრამ ეხლა ვხვდები, რომ მაშინ არ ვიყავი მზად ესეთი საპასუხისმგებლო თანამდებობისთვის. კინდერგარდენ იბიომატ, მიშიკო ზღვაში არ აგდებს ნეტა ამ ბავშვებს, თუ მარტო თავისას იმეტებს
-
ბაბუ, მიუხედავად თქვენდამი ჩემი დიდი პატივისცემისა, არ გეთანხმები რაღაცეებში. ნამდვილად სტერეოტიპებით საუბრობ ამერიკის შესახებ. დამერწმუნე სანამ ჩემი თვალით არ ვნახე მანამდე მეც სხვანაირად ვუყურებდი. ის რაც შენ ეხლახანს ჩეხეთში გადაგხდა აქ უბრალოდ არ მოხდებოდა იმიტომ, რომ წარმოუდგენელია მაგ დონის ქსენოფობიური გამოხტომა რაც შენ შეგემთხვა. ------ კიდევ ერთი რამე რაც არ მომწონს ამერიკაში არის ის რომ პროსტიტუცია არალეგალურია. ნამეტანი კონსერვატიული საზოგადოებაა ამერიკელები და იჭერენ მაგ ამბავზე. ამ მხრივ ვფიქრობ ევროპა უსწრებს. ------ დიტო კარგი ხელი გქონია ყოჩაღ.
-
მე საერთოდ არ ვცხოვრობ ამერიკაში, მხოლოდ 2-3 თვე მიწევს წლის განმავლობაში, ასე რო რა მაქ სამარიაჟო. რაც არის იმას ვამბობ
-
asesino_141 უნდა განახა რა ომით გააქვთ სოციალური საკითხები დემოკრატებს (იტალია რო იწყებს ხოლმე ჩემპიონატებს ისე, შტანგითნოლი და ერთი ხმით მოგება..). რესპუბლიკელები მეორე წელია ობსტრუქციის მეტს არაფერს აკეთებენ. ჯანდაცვის რეფორმის ჩაგდება სცადეს, სამაგიეროდ მხარი დაუჭირეს ავღანეთში ჯარის გაზრდას და რატო უფრო მეტად არ ვზრდითო ჩეინი ყვიროდა. შევამციროთ ჯანდაცვის ხარჯი და გავზარდოთ ტყვიაწამალიო. არადა რაც თალიბანთან ომში დახარჯეს იმ ფულით სათითაოდ იყიდიდნენ ყველა თალიბს. ჩემი აზრით ობამა ოქროს ასოებით შევა აშშ-ს ისტორიაში. მართალია მიშისტები ლანძღავენ და ბუშს აქებენ, მაგრამ ბუში უკვე შევიდა როგორც ყველაზე ძონძი ისტორიაში და ამაზე არ დაობს არავინ და ობამა კიდე ალბათ იქნება ერთერთი ყველაზე მაგარი. აგერ ვნახოთ.
-
კიდე რაც არ მომწონს არის ევროპასთან შედარებით სოციალური დაუცველობა. ადრე სირცხვილი იყო სოციალურ საკითხებზე ლაპარაკი კომუნისტობას დაგაბრალებდნენ, მაგრამ უკვე საკმაოდ მომწიფდა ამერიკელი საზოგადოება და დემოკრატების მოსვლით ალბათ ბევრი რამე გამოსწორდება ამ მხრივ. ვფიქრობ ამერიკას მაგრად წაადგება დემოკრატების კიდე უფრო გამარცხენება და რესპუბლიკელების მხრიდან ნეოკონსერვატორების საერთოდ სანაგვეზე გადაყრა. რესპუბლიკური პარტია აუცილებელია ამ ქვეყნისთვის, მაგრამ დიკ ჩეინის ნაირი ჰალსტუხიანი თალიბები მოსაშორებელია.
-
ევროპაში ვცხოვრობდი ბოლო 10 წელი და ნამდვილად კარგ დალაგებულ ქვეყანაში, თუმცა თავს ყოველთვის უცხოელად ვგრძნობდი. საქართველოს მერე ერთადერთი ქვეყანაა ამერიკა სადაც თავს არ ვთვლი უცხოელად. ამ გრძნობას მიხვდები მხოლოდ მაშინ, როდესაც აშშ-ი იცხოვრებ. პრაქტიკულად ყველაფერი ან მომწონს ან ვეგუები აშშ-ში, ერთადერთი რასაც ვერ შევეგუები არის ოჯახის წევრებს შორის ურთიერთობა, როდესაც მშობელს უნდა შეუთანხმო მისვლის დრო და შეიძლება უარი გითხრას არ მცალიაო.
-
ისე ჩათლახობაა ეგ კანონი. რომ დაფიქრდე ყოფილი არალეგალი ემიგრანტები ეწინააღმდეგებიან ახალ არალეგალ ემიგრანტებს. რატომ რითი არის მათი გაამერიკელება უფრო "ღვთიური"? მე მაინც იმედი მაქვს, რომ ჩაფლავდება ეგ კანონი. აბსოლუტურად გეთანხმები. ყველაზე მეტად კი ის მომწონს, რომ არავინ არის უცხოელი. თავს გრძნობ ისე როგორც საკუთარ სამშობლოში, განსხვავებით ევროპისაგან (აღარ ვამბობ არაცივილიზებულ სამყაროს). ბასკეთში შენ უცხო ხარ, ამერიკაში კიდე ისეთივე გრძნობა გაქვს, როგორც საკუთარ სამშობლოში. ამერიკაში ყველა უცხოა, ან უფრო სწორად ყველა კარინნოია ერთი მოგასმენინათ აშშ-ს საზოგადოებრივი რადიო მაუწყებელი. მერე მიხვდებით რას ნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებელი. ჩვენი ზღრენი საზოგადოებრივი უფრო ზღრენი ხდება ამის მერე(კარდუსთან ბოდიში ) ადამიანები ფაქტიურად არ იტყუებიან. იმიტომაც ჩანან ქართველთან შედარებით იდიოტებად. ბავშვობიდან ასწავლიან რომ ტყუილი არის ცუდი, ამიტომ ნამდვილად გულახდილები არიან ამერიკელები და ამიტომ ჩანან ზედმეტად მიამიტებად. ჩვენთან ხომ რაც უფრო მაგრად იტყუება უფრო მაგარია.
-
აშშ-ს ამ შტატში სადაც მე ამჟამად ვიმყოფები ქართველი არ ცხოვრობს. მოკლედ დღეს ერთ მაღაზიაში შემთხვევით გავიცანი თბილისელი სომეხი კაცი. 1 საათი ერთად ვიტირეთ, ქართულად რა თქმა უნდა. 17 წელია წამოსულია და მეორედ შეხვდა ქართველს ამ ხნის განმავლობაში, ხოდა წარმოიდგინეთ რა ემოციები ექნებოდა. მიმინოს დანამა დანამა სიუჟეტი გამახსენდა.
-
ისე მეც მომწონს შავი იუმორი :018:
-
მე მგონი ის ტიტველი ქალი მინისტრად ამიტომ დანიშნეს, რომ ჭორიკანა ქართველებს მთელი ყურადღება ძუძუებზე გვქონდეს და კონსტიტუციას ისე მოარგებენ მიშიკოს მეჩვიდმეტე ვადას, რომ ვერც გავიგებთ. გვეყოლება მერე შუქურა ჩავესივით