Jump to content
Planeta.Ge

OldUncle

პლანეტელი
  • პოსტები

    1
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

პოსტები დაპოსტილი OldUncle -ს მიერ

  1. newstudio

    choxa

    გმადლობთ ყურადღებისათვის.

    მოდერ-ომბუდსმენის პასუხი ამ დილასვე ვნახე, თუმცა არც მიფიქრია, მის მიერ მოცემული უფლებით მესარგებლა და კიდევ ერთხელ ჩამესწორებინა პოსტი. ასეთ რაღაცას ალბათ 22-23 წლის წინ გავაკეთებდი...

    უფრო სატურნის პასუხი მაინტერესებდა, ვინაიდან კითხვა მის მიმართ იყო დასმული... თუმცა ეს კითხვა მისი მაღალი ყურადღების მიღმა დარჩა სამწუხაროდ.

  2. შეკითხვა მოდერატორ სატურნს:

    ცოტა ხნის წინ დავრეგისტრირდი ამ ფორუმზე იმისათვის რომ დამესვა შეკითხვა ირაკლი ალასანიასთვის.

    მოგვიანებით ისევ შემოვიხედე და აღმოვაჩინე რომ ჩემი პოსტი ნაწილობრივ წაშლილი იყო და მიწერილი ჰქონდა აბსურდული გაფრთხილება თუ რაც ჰქვია

    გამარჯობა ბატონო ირაკლი,

    -------

    მიგაჩნიათ თუ არა მართებულად, საქართველოს ტერიტორიის ნაწილს ერქვას "სამხრეთ ოსეთი" და ამასთან ერთად ვაცხადებდეთ, რომ ეს ტერიტორია საქართველოს განუყოფელი ნაწილია?

    რატომ არ ხდება საერთაშორისო საზოგადოებისადმი განმარტება, რომ ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" არის ხელოვნურად შექმნილი და რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის ერთერთი შედეგი?

    თვლით თუ არა რომ დამოუკიდებელმა საქართველომ არ უნდა დაუშვას მის ტერიტორიაზე ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" მსგავსი ავთვისებიანი წარმონაქმნების დაკანონება?

    წინასწარ გმადლობთ.

    ჩამოაყალიბეთ პირველი კითხვა კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე.

    პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Saturn: დღეს, 09:32 PM

    ესეც სატურნის მიერ გამოქვეყნებული წესები:

    მოდერაცია ვალდებულებას იღებს, რომ

    1.1. პოლიტიკის განყოფილებაში მოქმედი წესი თანაბრად გავრცელდება ყველა ფორუმელზე მიუხედავად ფორუმელის პოლიტიკური თუ რელიგიური მრწამსისა.

    1.2. არ მოხდება არც ერთი კორექტულად ჩამოყალიბებული აზრის დევნა მოდერაციის მიერ (პოსტების წაშლა / რედაქტირება, თემის დახურვა / წაშლა და ა.შ.)

    1.3. ფორუმელზე პოსტვის შეზღუდვის შემთხვევაში, მას არ შეეზღუდება პირადი PM ბოქსით სარგებლობის უფლება.

    1.4. ე.წ. ოფტოპიკებზე ვორნი ან ბანი არ გაიცემა, თუმცა თემის მასიური დაფლუდვის შემთხვევაში შეიძლება ოფტოპიკები წაიშალოს.

    1.5. ერთ კვირიანი ბანი არის უმაღლესი სასჯელი, რაც შეიძლება გაიცეს პოლიტიკის განყოფილებაში. არავითარ შემთხვევაში არ მოხდება ფორუმელის ნიკის გაუქმება.

    1.6. ყველა სადაო საკითხი გადაწყდება ფორუმის ომბუდსმენთან თანამშრომლობის საფუძველზე და მისი დასკვნა სადაო საკითხზე იქნება გადამწყვეტი.

    აკრძალულია:

    2.1. ფორუმელის შეურაცხყოფა. სასჯელი: შეურაცხყოფის სიმძიმის და სიხშირის მიხედვით შეიძლება ვარირებდეს სიტყვიერი გაფრთხილებიდან ერთ კვირიან ბანამდე.

    2.2. იარლიყ(ებ)ის მიწებება ფორუმელზე. სასჯელი: სიტყვიერი გაფრთხილებიდან ვორნამდე.

    2.3. უცენზურო ლექსიკის გამოყენება არა ფორუმელთა (საჯარო პირები, პოლიტიკოსები) და პოლიტიკური კონფესიების მიმართ. ამ ტიპის დარღვევაზე მოხდება პოსტის რედაქტირება, ფორუმელი კი სიტყვიერად გაფრთხილდება. ფორუმელის მხრიდან იგივე ქმედების არა ერთხელ განმეორების შემდეგ შეიძლება მასზე გაიცეს ვორნი.

    2.4. ისეთი თემის გახსნა, რომელიც არ შეესაბამება განყოფილების თემატიკას. ასეთი თემები დაიხურება. განსაკუთრებულ შემთხვევებში შესაძლებელია გამონაკლისების დაშვება.

    2.5. ეროვნული და რასობრივი შუღლის გაღვივება, სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის შურაცხყოფა და მათი დამცინავი მეტსახელებით მოხსენიება.

    საკითხში მეტი სიცხადისათვის დავამატებ, რომ ჩემი ერთადერთი პოსტის პირველ კითხვაში (რომელიც სრულად წაიშალა) ნაცმოძრაობა მოხსენიებული იყო, როგორც ნაციონალ-ბოლშევიკები. ის პოსტი ჩავასწორე და კითხვა თავიდან დავწერე ვინაიდან მართლა მაინტერესებს ალასანიას პასუხი მაგ თემაზე.

    მაგრამ ახლა მაინტერესებს თუ აქვს საერთოდ აზრი ამ ფორუმზე შემოსვლას და რაიმეს დაპოსტვას. თუ აქ მიღებულია, რომ საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების მიხედვით აედიტებენ მოდერატორები პოსტინგებს, მაშინ აქ არაფერი მესაქმება.

    და თუ ეს ასე არაა მაშინ ამიხსენით ამ წინადადების ადექვატურობა

    ჩამოაყალიბეთ პირველი კითხვა კორექტულად, შეურაცხყოფის გარეშე.
    ?

    ის ავადსახსენებელი პირველი შეკითხვა ასეთი იყო

    რა აზრის ბრძანდებით წითელი ბოლშევიკების მიერ შემოღებულ და ნაციონალ-ბოლშევიკების მიერ აღდგენილი ტერმინის - "სამხრეთ ოსეთის" თაობაზე?

    ამ ფორუმის რომელ წესს არ შეესაბამება და წინააღმდეგობაში მოდის ზემოთმოყვანილი წინადადება?

    ნუთუ ამასთან?

    2.3. უცენზურო ლექსიკის გამოყენება არა ფორუმელთა (საჯარო პირები, პოლიტიკოსები) და პოლიტიკური კონფესიების მიმართ. ამ ტიპის დარღვევაზე მოხდება პოსტის რედაქტირება, ფორუმელი კი სიტყვიერად გაფრთხილდება. ფორუმელის მხრიდან იგივე ქმედების არა ერთხელ განმეორების შემდეგ შეიძლება მასზე გაიცეს ვორნი.

    სატურნ თქვენ ფიქრობთ რომ ნაციონალ-ბოლშევიკი "უცენზურო ლექსიკიდანაა"?

  3. გამარჯობა ბატონო ირაკლი,

    -------

    რა აზრის ბრძანდებით წითელი ბოლშევიკების მიერ შემოღებულ და საქართველოს ამჟამინდელი მმართველი რეჟიმის მიერ საეჭვოდ აღდგენილი ტერმინის - "სამხრეთ ოსეთის" თაობაზე?

×
×
  • შექმენი...