იქ, სადაც ადმინისტრაციული შენობები აღარ დგას, კოტეჯებამდე მტვრიან გზას მივყავართ. ზოგს კოტეჯისთვის საქათმე მიუშენებია, ზოგს - ავტოფარეხი, ზოგსაც ღობე შემოუვლია ამ ერთფეროვანი შენობებისთვის; აქა-იქ მიწაში ჩაყრილ თონეებთან გამხმარი ფიჩხის კონებსაც შენიშნავ, მაგრამ ცხელი შოთის სურნელი არსად ტრიალებს - ფქვილი შემოელიათ, სახელმწიფომ კი დახმარება ზაფხულის შემდეგ შეუწყვიტა. ............................................... ნინო სააკაშვილი: "შვიდი შვილი მყავს. სოციალური შემწეობის გარდა არაფერს ვიღებთ. მხოლოდ ერთხელ დაგვეხმარა 500 ლარით კერძო კომპანია. მადლობა უფალს, რომ უფროსი შვილები მუშაობენ და უმცროსების რჩენაში მეხმარებიან. კომუნალურ ხარჯებს ვეღარ ვწვდებით, არადა, უმცროსი - ანა სუსტი ბავშვია, ხშირად კრუნჩხვა ემართება, მისი გაცივება არ შეიძლება და გამათბობელი სულ ჩართული მაქვს. ამის გამო დავალიანება დამიგროვდა და გაზი შემიწყვიტეს(!). წყარო/Source: http://www.ambebi.ge/sazogadoeba/30448-uferuli-akhali-tseli-tserovanshi.html#ixzz1AEiGtK7C ასეთ პირობებში ზოგი ახალგორში დაბრუნებასაც კი ფიქრობს