Jump to content
Planeta.Ge

T_A_T

პლანეტელი
  • პოსტები

    10.498
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    13

ყველა პოსტი T_A_T

  1. shavlego91 ფული არ მაქვს -დამპატიჟე Ostap არა კიდე ჩიჩია ვართ ამ სენდვიჩის შუა----გვპრესავენ ორივე მხრიდან...ისე გაბაშვილებს რურუები მიუწყვილეთ რა...ამაგს ნუ უკარგავთ
  2. shavlego91 ნწუ რახან 92 წლის იანვარი ვახსენე -გამოვძვერი ესეგი ოფიდან კაია რომ გამოჩნდი...ადრეც გკითხეს და გრეჩიხას სიბრიყვეების პარალელურად მIშიკოს სიბრძნეებს რატომ ა რ ციტირებო? :TAT:
  3. ჩეგესტოს ნუკრიკოს და ნიკუშა მარქსისტს
  4. უცხო_პლანეტელი რა კეთილი ხარ
  5. უცხო_პლანეტელი პური და სანახაობა გავიწყდება....და ამის დამკვეტი მასის საშუალოსტატისტიკური აიქიუ
  6. დუხჭირი ცხოვრება უფრო და უფრო მძიმდება. ყველა გათვლით, უარესია მოსალოდნელი. ფასების ზრდას და ინფლაციას ხელისუფლება მსოფლიო ბაზარს უკავშირებს. ქვეყნის ბიუჯეტი შვიდი მილიარდია, მაგრამ ეს ციფრი მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე არ მეტყველებს. ეროვნულმა ფორუმმა უშიშროების საბჭოს საიდუმლო განკარგულებები ჩაიგდო ხელთ, სადაც, როგორც თვითონ ამბობენ, კაი მოზრდილი შავი ხვრელებია. საიდუმლო გრიფით აღჭურვილ განკარგულებებში, ეშმაკმა უწყის, მილიონობით ლარი რა საქმეს ხმარდება. ფორუმის წევრის, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ნოდარ ჯავახიშვილის ინფორმაციით, აღნიშნული ხვრელი ქვეყნის ბიუჯეტში 2008 წელს გაჩნდა. იმ წელს უშიშროების აპარატმა გათვალისწინებული 566 ათასი ლარის ნაცვლად ასტრონომიული თანხა – 19, 902 მილიონი, ანუ 35–ჯერ მეტი დახარჯა. 2009 წლის ბიუჯეტში უშიშროების საბჭოს აპარატის გეგმური დაფინანსება 2,3–ჯერ გაიზარდა და 1, 300 მილიონი ლარი გახდა, თუმცა ფაქტობრივმა ხარჯვამ 17 280 ათასი ლარი შეადგინა. მიმდინარე წელს უშიშროების საბჭოს აპარატმა გამოყოფილზე 16–ჯერ მეტი, 20 მილიონი ლარი დახარჯა. 2010 წლის ბიუჯეტი გასული წლის დეკემბერში დამტკიცდა და უკვე 12 იანვარს პრეზიდენტმა გამოსცა ორი საიდუმლო განკარგულება, რომელთა შესასრულებლად უშიშროების საბჭოს 10 მლნ ლარი დაერიცხა. სულ მიმდინარე წლის ცხრა თვეში, 25 საიდუმლო განკარგულებით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 16, 2 მლნ ლარია ჩარიცხული. იანვარში 2 საიდუმლო განკარგულება აქვს გამოცემული, რომელთა საფუძველზე უშიშროების საბჭოში 3, 326 მილიონი ლარია გადარიცხული. "ან უსაზღვროდ იმპულსურ და არაორგანიზებულ ხელისუფლებასთან გვაქვს საქმე და ორი კვირით ადრე არ იციან, რა მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევას აპირებენ, რაც თავისთავად საშიშია სახელმწიფოსთვის, ან უფრო მეტად, ისეთ დანაშაულებრივ ხარჯებს ეწევა, რომელთა ბიუჯეტში ასახვა შეუძლებელი და დაუშვებელია", – ეჭვობს ნოდარ ჯავახიშვილი. დასმულ კითხვას – რა ხარჯებს უმალავს საზოგადოებას ასე გულდაგულ მსოფლიო დემოკრატიის მანათობელი ვარსკვლავი უშიშროების საბჭოსადმი გაცემული საიდუმლო განკარგულებებით? – თავად პასუხობს: "არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს თანხები, რომლებიც მილიონებს შეადგენს, ხმარდება მიხეილ სააკაშვილისა და მხოლოდ მისთვის ხილული ბედნიერი საქართველოს ვირტუალური იმიჯის შექმნას მთელ მსოფლიოში, საერთაშორისო მედიასა თუ სარეიტინგო სააგენტოებისთვის ფოკუსის გასწორებას". ბატონ ნოდარს თავისი ეჭვის დაკონკრეტება ვთხოვეთ. თან დღეისთვის ყველაზე აქტუალურ თემაზე, არსებულ მძიმე სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობის მიზეზებზეც ვესაუბრეთ. ნოდარ ჯავახიშვილი: – სამწუხაროდ, არ გვაქვს საიდუმლო განკარგულებების მოძიების არანაირი საშუალება, რადგან ხელისუფლება ამ ხარჯებს ასაიდუმლოებს. ასეთი ეჭვი გვრჩება, რომელიც სანდო ინფორმაციაზეა დაფუძნებული, ბუნებრივია, წყაროსაც გასაგები მიზეზების გამო ვერ დავასახელებ. მსოფლიო მედიის დიდი ნაწილი ბატონი სააკაშვილის მიმართ კეთილგანწყობილია. მის მიერ გაკეთებულ ნებისმიერ განცხადებას, რომელსაც არ შეიძლება საღი უწოდო, შესანიშნავ ტირაჟირებას უკეთებს. ეროვნული ფორუმი თვლის, რომ ეს არ არის სააკაშვილის დამსახურება. როცა ქვეყნის და მისი ლიდერის რეიტინგი რეალობასთან კავშირში არაა, გიჩნდება ეჭვი, რაღაც სხვა ხდება. სააკაშვილი არც ალენ დელონია და არც სტალონე, რომ პიროვნული მომხიბვლელობის გამო ჰქონდეს პრესას მის მიმართ სიმპათია. ეს უზარმაზარი ფული მათ დელიკატურ მოსყიდვაზე მიდის. ქართველი ხალხის მოაზროვნე ნაწილი გაოცებულია, რომ ეკონომიკის განვითარების ზოგიერთ სახეობაში ზოგან ათეულში ვართ, ზოგან – სამეულში და საერთოდ, პირველობას ვთხოულობთ. თუ ოთხმილიონიან მოსახლეობაში მილიონ რვაასი ათასი სიღატაკის ზღვარს იქითაა, ეკონომიკის რა წარმატებებზე შეიძლება ლაპარაკი?! ქვეყანა, რომელიც ყველაზე კორუმპირებულია, როგორაა კორუფციასთან ბრძოლაში ერთ–ერთი წამყვანი? ასეთი რეიტინგები რომ დაწერონ იმ საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებისთვის, როგორიც მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდია, თვალებზე ლიბრი უნდა გადაიკრან. ეს თავისით არ ხდება. კეთილი უნდა ინებონ და აგვიხსნან, როგორ ხდება ასეთი პარადოქსული დასკვნების გამოტანა ან უნდა ვიფიქროთ, რომ აქ სხვა ძალები მოქმედებენ. – ბოლო კვლევების მიხედვით, კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით, მესამე ადგილზე ვართ, თქვენ კი ამბობთ, ყველაზე კორუმპირებული ქვეყანა ვართო. პირადად თქვენ, ამ წლების მანძილზე ქრთამი მიგიციათ? – კორუფცია მარტო ქრთამის მიცემა არაა. არ სჭირდება მერაბიშვილს ქრთამი. საქართველოს ნახევარი ეკონომიკა მისია. 2003 წლის შემდეგ ვლაპარაკობ კონკრეტულ ფაქტებზე. არ შემიძლია ვთქვა, რომელ იმპორტიორთან არიან შეკრულები მერაბიშვილი, ადეიშვილი, სააკაშვილი და სხვა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოში ფასები არანაირად არაა დაკავშირებული არც თავისუფალ საბაზრო ეკონომიკასთან, რომელიც არ გვაქვს და არც მსოფლიო ფასებთან. როცა სააკაშვილს ეუბნები, რომ შენი სააფთიაქო სექტორი რვაას პროცენტიან მოგებაზე მუშაობს, ხმას არ იღებს და არაფერს აკეთებს... – ამაში არ დაგეთანხმებით. მედიკამენტების ფასებზე მკაცრი განცხადებები გააკეთა. – კი, ერთხელ თქვა, ფასები მედიკამენტებზე ძალიან მაღალიაო. ფასებმა ხუთი პროცენტით დაიწია და მერე დაანება თავი. დღეს ნავთობის ფასი იმდენია, რამდენიც იყო, როცა მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი 155 დოლარია. – პრეზიდენტმა თქვა, ბენზინი და პროდუქტი იმიტომაა ასეთი ძვირი, რომ მსოფლიოშია სიძვირეო. – ნავთობაზე მსოფლიო ფასი განახევრებულია. ვკითხულობ, რატომ დარჩა იმდენივე? როცა პასუხი არ აქვთ, დასკვნა ერთია – წილში არიან. კორუფცია ესაა, ყველაფრის წილში ზიხარ და ქრთამი ვინ უნდა მოგცეს? ქრთამი არ არის, ჩემ მიერ შექმნილი საწარმოს მოგების ორმოცდაათი პროცენტი შენ რომ გეკუთვნის?! შემოწმება არ სჭირდება იმ დასკვნის გაკეთებას, რომ საქართველოში არ არის საბაზრო ეკონომიკა, იმიტომ, რომ ფასები არ არის დამოკიდებული არც თვითღირებულებაზე და არც მსოფლიო ბაზრის სიტუაციაზე. ქვეყანაში, სადაც პრეზიდენტი აუქმებს ანტიმონოპოლიურ სამსახურს, იმის იქით წასვლა საჭირო აღარაა. – მიზეზად ის თქვა, კორუფციის ბუდე იყო შევარდნაძის დროსო. – კორუფციის ბუდე შეიძლება იყო, მაგრამ გაუქმება კი არა, კორუფციისგან გაწმენდა სჭირდებოდა. საქმეც მაგაშია, რომ გააუქმეს მხოლოდ იმიტომ, რომ კორუფცია დამალულიყო. – ეგ როგორ? – ჩვენთან ყველაფერი მონოპოლიურია. ისევ საწვავს მივუბრუნდები. როგორაა, რომ "სოკარი" აზერბაიჯანული ნავთობით ვაჭრობს, "ვისოლი" – იტალიურით, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაცილებით ძვირია აზერბაიჯანულზე. ჩვენთან რატომ ღირს ერთი ფასი, თუ შეთანხმებულები არ არიან და არ გვატყუებენ?! გამოდის, რომ ის საწვავი იტალიური არ არის. – ორივე ამ კომპანიის სახელი სააკაშვილებს უკავშირდება. – თუ უკავშირდება, არის თუ არა ეს უკვე კორუფციაზე მინიშნება? იმ საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომელმაც კორუფციაზე შეგვაფასა, რა შეისწავლა? მხოლოდ ის, რას ლაპარაკობს და წერს სააკაშვილი? მისი ლაპარაკი რომ ქმედებისგან დიამეტრულად განსხვავდება, ამის მიხვედრას დიდი ტვინი და მსოფლიო ბანკის რამდენიმე ათასიანი კოლექტივის დაძაბული მუშაობა სჭირდება? მაგრამ თვითონაა მსოფლიო ბანკი კორუმპირებული ორგანიზაცია. – საინტერესოა, ვის აყრიან ამ რეიტინგებით თვალებში ნაცარს? ჩვენ ხომ კარგად ვხედავთ საკუთარ მდგომარეობას? – მსოფლიოსაც და ჩვენც. საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბევრ რამეს იჯერებს. რაც მთავარია, როგორც კი გაჩნდება ეს კვლევები, მეორე დღეს გამოვარდებიან ეს ჩვენი პრეზიდენტი და მისი დამქაშები და გაჰკივიან. ისიც ხომ ფაქტია, რომ არც ერთი ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენელი რადიკალურად არ აფასებს საქართველოში შექმნილ მდგომარეობას. ბევრმა კარგად იცის, რა დღეში ვართ, მაგრამ ჩუმად არიან. იმიტომ, რომ ხუთი წელი რომ იძახდი, დემოკრატიის შუქურააო და უცებ რომ თქვა, გაუგებარი რაღაცეები ხდება, დიქტატურა მყარდება და საბაზრო ეკონომიკის სურნელიც არააო, ძნელია. – ეტყობა, არც იმათ სჯერათ მაინცდამაინც. ბიზნესის კეთების კუთხით პირველ ადგილზე კი ვართ, მაგრამ ინვესტორები არ მოგვსკდომიან. – ვიღაცამ დაიჯერა, რომ სააკაშვილი საქართველოში ათ მილიონ ტურისტს ჩამოიყვანს. გაუგებარი ბლეფია, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია ასეა მოწყობილი, რაც უფრო დიდ ტყუილს ეუბნები, მით მეტად სჯერა. – ახალი ეკონომიკური ტალღის დაწყებას როგორ აფასებთ? – კი არ დაიწყო, თქვეს. რაში მდგომარეობს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა? ამ განცხადების გაკეთებით სააკაშვილმა მსოფლიოს უთხრა, რომ თურმე ჩვენი საგადასახადო ინსპექტორები აქამდე ბიზნესს ატერორებდნენ და ახლა უნდა შევცვალოთო. რა უნდა შეცვალოს? რა, ადრე ამბობდა, უნდა დავატეროროთო, რომ ატერორებდნენ? ამით ამბობს, რომ როცა ამტკიცებდა, ლიბერალური გარემოაო, ეშლებოდა და ტერორი მიდიოდა. ეს კი დანაშაულია. ფინანსთა მინისტრი, საგადასახადოს და საბაჟოს უფროსები ისევ თავის ადგილას სხედან. იგივე ხალხი შეცვლის კურსს, ვინც აფუჭებდა? რა ნაბიჯი გადადგა სააკაშვილმა, რომ ეს ტერორი მოიხსნას?! – განცხადება გააკეთა, რომ შეცდომის გამო აღარ დაიხურება ბიზნესი. მივლენ საგადასახდოს თანამშრომლები და მეწარმეს კი არ დააწიოკებენ, პატრულივით კეთილ შენიშვნას მისცემენ. – თუ აღიარებ, რომ აქამდე ატერორებდი და დანაშაულს ჩადიოდი, პირველ რიგში, იმ ხალხს წართმეული უნდა დაუბრუნო. თუ, ვინც დატერორდა, ჯანდაბას? ახალ–ახალ თავისუფალ ეკონომიკურ ზონებს რომ აცხადებს სააკაშვილი, რომელიც უკვე გამოცხადებული იყო, აშენდა? რამდენი წელია ფოთში აკეთებს თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, მაგრამ გაკეთდა? "რაკინი" წავიდა და არავის უთქვამს, მასთან რა ხელშეკრულება ჰქონდათ. ასე თავისუფლად მოვლენ და წავლენ? – არც ახალი სახელმწიფო ტერმინალი მოგწონთ? – ამ კაცს არც ერთი თავისი სიტყვა არ შეუსრულებია და ახლა რა მოხდება? ესეც ისევ მეწარმეებს დაარტყამს. დამოუკიდებელი საბაჟოები მაგათი მოგონილი არაა? ააწყვეს ავად თუ კარგად და ახლა დაიხურება. ის შემოსავლები ისევ სახელმწიფო ტერმინალში გადაიქაჩება. სახელმწიფო, რომელიც წილში ზის იმპორტის ყველა სახეობაში, საბაჟოსაც რომ თვითონ დაიქვემდებარებს, ამით რატომ გაუმჯობესდება მდგომარეობა? – რა იცით, რომ ყველა ბიზნესის წილში არიან? – თქვას სააკაშვილმა, რომ არ ზის, მომცეს უფლება და ორ კვირაში იურიდიულად დავუმტკიცებ, რომ ყველა საიმპორტო პროდუქციის წილშია. თუ ხელისუფლება არ ზის წილში, შეუძლებელია მსოფლიო ფასების განახევრების შემთხვევაში აქ ფასი იგივე დარჩეს. – კერძო სექტორი ჩივის, ყველაფერი სუფთადაც რომ იყოს, საგადასახადო რომ შემოვა, ჯარიმას მაინც წერსო. მართალია? – უფრო მეტად პატიოსანი გადამხდელები ისჯებიან, იმიტომ, რომ უპატიოსნოს უკან ვიღაც ოდიოზური ფიგურა დგას. კორუფცია არაა, ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტში შეგაქვს, მაგრამ შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, ხომ გაყაჩაღებენ? – შეგიძლიათ ამიხსნათ, რატომ? ვითომ ჩვენი დაქცევა უნდათ? – რასაკვირველია, უნდათ. არ არის მოგონილი, საქართველო რომ ქართველების გარეშე უნდა დაგვტოვონ. ბურების იდეაც ამიტომ მოდის. რა პირობებიც ბურებს უნდა შეუქმნან, ქართველებს შეუქმნან და თუ არ იმუშვებენ, ნახონ. მეორე მხრივ, გაუჭირდათ, ბატონო! აღარ მოდის ის მილიონები უცხოეთიდან. ხარჯების შემცირება კიდევ არ უნდათ. არც სახლში წასაღები ფულის შემცირება უნდათ. სხვანაირად არ გამოდის. მთავრობა მეწარმეებს ბოლო თეთრსაც წაართმევს! – ინფლაციას როგორ ახსნით? ერთი ბღუჯა ფული რომ გინდა, ერთი კილო წიწიბურას საყიდლად. – ზოგიერთი ტვინგახურებული ექსპერტი წერს, რომ თურმე საქართველოში ეკონომიკური ზრდა არის და ამიტომაა ინფლაცია. იქნებ პირიქითაა? საქართველოში ფასები მატულობს და ეს ზრდის მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობას და მეტი არაფერი. – ხმა გამოვიდა, რომ მთავრობის ერთ–ერთ სხდომაზე ადეიშვილს, მერაბიშვილს და უგულავას ბიუჯეტის შესრულების პირობა დაუდიათ. რაში ეკითხებათ ან რისი იმედით დადეს ასეთი პირობა? – ამ შეკითხვით დასკვნა უკვე გააკეთეთ, მაგრამ პოლიციური და პროკურატურული სახელმწიფო რომაა, ესაა მთავარი. რეალურ ფაქტს გავიხსნებ: სააკაშვილი მაშინ იუსტიციის მინისტრი იყო და გააკეთა ასეთი დოკუმენტი – "ჩემი მინისტრობის ასი დღე". დაგვირიგა ყველას, მათ შორის – პარლამენტში. მობრძანადა და დიდი ვაშათი და ტაშით წაგვიკითხა. იუსტიციის სამინისტროში ყველა მისი წარმატება ერთ მონაცემზე დაიყვანებოდა. ბრძანა, რომ ის, რაც არ გაკეთებულა საქართველოში არასოდეს, მე გავაკეთე, მნიშვნელოვნად გავზარდე სააღსრულებლო დეპარტამენტის ხაზით სასამართლოს გადაწყვეტილების ამოღება და ბიუჯეტს ხუთი მილიონი შევმატეო. დაუკრეს ტაში, ატყდა ერთი ამბავი. ავდექი და ვკითხე, ბატონო მიხეილ, კარგად მოგეხსენებათ, რომ იუსტიციის სამინისტროს საქმე არაა ბიუჯეტის შესრულება. სასამართლოს გადაწყვეტილებების სახელმწიფოს სასარგებლოდ აღსრულება რომ გაზარდეთ, სახელმწიფოს რომ აქვს მოქალაქისთვის გადასახადი, იქ რამდენი პროცენტით გადააჭარბეთ–მეთქი? რას იტყოდა, როცა საერთოდ არ უმუშავია ამ მიმართულებით? მაშინ იუსტიციის სამინისტრო სამართლიანობის სამინისტრო კი არა, ფისკალური ეფექტის სამინისტრო იყო, ანუ მუშაობდა პრინციპით – რაც შეიძლება მეტი წავართვათ ხალხს. იუსტიციის მინისტრი ხარ თუ ბანდიტი? ამ კაცის ტვინი ასეა მოწყობილი. თუ მე მაქვს ვალი, არ ითვლება, თუ შენ გაქვს, უნდა წაგართვა. – ასე რომ არ ეძალავათ, ბიუჯეტი შვიდი მილიარდი გახდებოდა? – მარტო ინფლაციაზე დაითვალეთ რამდენია და მიხვდებით, რომ თითქმის არ გვაქვს ზრდა. მაშინ კილოგრამი პური ოცდაათი თეთრი ღირდა, დღეს – სამი ლარი. ათჯერ თუ გაიზარდა პურის ფასი, ათჯერ გაიზარდა დღგ, შესაბამისად – ბიუჯეტის შემოსავალიც, მთლიანი შიდა პროდუქტიც და ეკონომიკის მაჩვენებლებიც. არ დაგავიწყდეთ, რომ ხელისუფლების შენახვაც მთლიან შიდა პროდუქტში შედის. შევარდნაძის დროს სამასი ათასი ლარი გვიჯდებოდა ხელისუფლების შენახვა, ახლა ორ მილიარდნახევარს ხარჯავენ. აი, სად გვაქვს ზრდა. – ხელფასები იმიტომ გაზარდეს, კორუფცია აღარ იქნებაო. – მარტივი რამ გითხარით იმის დასამტკიცებლად, რომ დღეს კორუფცია იმდენია, როგორც არასოდეს არც ერთ ქვეყანაში. ერთი თეთრიც არ ნაწილდება კორუფციული ჩარევის გარეშე.
  7. shavlego91 უი ესენი რატომ ჩააწყვილე? ხერხეულიძემ ან წიკლაურმა არ გაგიგონ ეწყინებათ
  8. shavlego91 ამ სურათზე მარცხენა კუთხეში მდგომი ხომ არა? პ.ს. ფსიქოლოგი ისე ზიზღს სკაბეზს და იუმორს ან დაცინვას კი აუნდა ანსხვავებდეს...ფეტიშიზმის ელემენტებს კი ყველაში ხედავდეს :TAT:
  9. ჯდიომს..... ჭანტურიას სად გადავიყვანტ სადო? რომელი მარეგულირებლის ან სამეთვალყურეო საბჭოს რამდენიმეათAსიან კარმუშკაშიო? კინწურაშვილნადირაძეგაძღარისმაილი
  10. mtidan -69? მანამდე სად იყოო( თუ უხერხული არაა ამის კიტხვა).... რა საშინელი დღე იყო ისე 6 იანვარი...92-ში გახსენებაც კი მზარავს.. მეტყობა ხომ?
  11. "საზოგადოებრივ მაუწყებელს შესაძლოა ახლო მომავალში ახალი ხელმძღვანელი ჰყავდეს - საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გია ჭანტურიამ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. ჭანტურიამ ამ თანამდებობაზე თამარ კინწურაშვილი შეცვალა. თავის დროზე ოპოზიციის ნაწილი ჭანტურიას დანიშვნას ოვაციებით არ შეხვედრია. უფრო მეტიც - რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ მისი დანიშვნა მწვავედ გააკრიტიკა, თუმცა შემდეგ ეს პროტესტი მინელდა. არაოფიციალურად უკვე სახელდება ორი გვარი, ვინც შეიძლება ტელევიზიის გენერალური დირექტორის სავარძელი დაიკავოს - ლევან გახელაძე ან ხათუნა ბერძენიშვილი", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით გია ჭანტურიას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან უშვებენ. კარდუ?
  12. mtidan ) ) ) აქამდე როგორ ვერ მოვიფიქრე გამენეიტრალებინა შავლეგო...ხარივიტ ბნედები დამეწყო ამ წიტელზე რა გენიალური პოსთი მოგწერა ბატონო შავლეგ აჩიკო1972.....კომენტარს არ საჭიროებს.მზოლოდ რეზუმირებას
  13. asds კითხვიტი წინადადებაც დამიკომენტე რა :TAT:
  14. ამ გურჯისტანში ერტი ჰორმონების მოძალებას უწოდებენ სიყვარულს სექსის ნდომას გათხოვება/ცოლმოყვანას და საპირისპირო სქესის მეგობრულ ურტიერტობებს კი ხ.ე.რას... ისწავლეთ დანაწევრება ვისტაანაც მეგობრობ იმასთან სექსი ან სიყვარული საავლდებულო აუცილებლობა არაა და არც კატასტროფული პირუკუ შედეგი
  15. მეზობელ ფორუმზე დედიკოების საჭორაოში ჩავიჭყიტე -ინფოს ვეძებდი და მაგარ დაგნარს წავაწყდი: პატრულსი ცოლები კლიპს აქებდნენ და არაცოლებს უმტკიცებდნენ ქურდული მენტალიტეტის შვილები გაგეზრდებათ ტუ ეს კლიპი არ გევასათო :018:
  16. Siknadmo :TAT: ) პ.ს. ისე ზვიადი რომ მუდამ ცოცხალია ნუ აგვიწყდება...პოსტავს ეტყობა :018:
  17. asds რავა ხარ ბოშო? სპირტის ბიზნესმაო მე კი ხრომმა შემაწუხა ...არადა როგორ ტეხავს გოიმური ბრაუზერის შემოსვლა
  18. shavlego91 გიხსნით ხელმეორედ: ერტიდაიგივე ტემის გახსნა არის ფლუდი პრეტენზია სად უნდა დაწეროტ როცა ვინმეს ქცევა დასაგმობი ან გასარჩევია მოგაწოდეთ ლინკები: http://planeta.ge/in...173---პრეტენზია აქ აახლეთ ნუკრიკოს დანარჩენებს შესაბამის პრეტენზიების განყოფილებაში http://planeta.ge/in...p?showforum=159
  19. shavlego91 6.აკრძალულია განყოფილების მიზანმიმართული დაფლუდვა. სიტყვიერი გაფრთხილება http://planeta.ge/index.php?showtopic=49173---პრეტენზია აქ აახლეთ ნუკრიკოს დანარჩენებს შესაბამის პრეტენზიების განყოფილებაში http://planeta.ge/index.php?showforum=159 პ.ს. პმ-ში შეგიძლიათ იუზერს საქმეები გაურჩიოტ
  20. shavlego91 მოკლედ მე ივანეზე გებაასები შენ ბალვანეზე მეპასუხები.... იყო აქ უზერი ერთი.... თემა მონოლოგებით...მარა უფრო ლამაზად აბოლდებდა...
  21. shavlego91 როგორც ვხვდები კითხვა- თემა- პრეტენზიაა წავიდა შესაბამის ალაგს
×
×
  • შექმენი...