ჭანო კონკრეტული ქართული ტრადიციები არ მიხსენებია, მაგრამ არის სხვა ერებიც ხო? იაპონია, ჩინეთი, კომფუციანელობა ასწავლის ერთსაც და მეორესაც, პროტესტანტიზმი-შრომისმოყვარეობას, რაც შეეხება ქართულ ტრადიციებს-კაცის სიტყვას ფასი ჰქონდა და იმას ბეჭედი არ სჭირდებოდა, ყარაჩოღელები გაიხსენე თუნდაც, ბოლო-ბოლო მართლმადიდებლები ვართ და ერი ცხოვრობდა ქრისტიანული წესებით, რელიგიამ ტრადიციებშიც ჰპოვა ასახვა, პატიოსნება, ერთგულება, მამულის სიყვარული, სიმამაცე, ეს იყო თვისებები რომლებსაც უნერგავდნენ ახალგაზრდობას და საკუთარი მაგალითითაც უშვენებდნენ, რაც გინახავს ვეღარ ნახავ მაინც ხომ გაქვს ნანახი? ზოგიერთს ტრადიცია ხაშლამა-ჩაქაფულის ჭამა გონია, მათ შორის ტრადიციონალისტებსაც და ეგრე თუკი მივუდგებით, საკითხს, ზედაპირულად, ქართველობაში კარგს ვერაფერს დავინახავთ-ბუნებრივია ტრადიციებშიც