ვაა, კომუნისტების დროს გავიზარდე და ჩე გე ვარა ერთი ორჯერ თუ მსმენია, სულ ფიდელ კასტროზე ლაპარაკობდნენ, ჩე გე-ს შესახებ სულ რამდენიმე წელია რაც შევიტყვე, კომუნისტებს მგონი მაინცდამაინც გულზე არ ეხატებოდათ ეგ კაცი უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლა ჩემთვის მისაღებია, ერთადერთი რევოლუცია რომელიც არ მევასებოდა ეს იყო ოქტომბრის, რევოლუციები რომ არა ეხლა კიდევ ფეოდალიზმი არ რაღაც მაგდაგვარი მარაზმი იქნებოდა ნიდერლანდის ბურჟუაზიული რევოლუცია (ნიდერ.: Tachtigjarige Oorlog — «ოთხმოცწლიანი ომი») — ომი ნიდერლანდის მიწებსა და ესპანეთის მეფეს შორის, რომელიც 1568-1648 წლებში მიმდინარეობდა. რევოლუციის შედეგად საღვთო რომის იმპერიამ შვიდი გაერთიანებული პროვინციის დამოუკიდებლობა ცნო. ოლქებმა, რომლებსაც დღეს ბელგია და ლუქსემბურგი ეწოდება (იმ ჩვიდმეტთაგანი, რომლებიც ჰაბსბურგების განკარგვაში დარჩა), სამხრეთ ნიდერლანდების სახელი მიიღეს. შეიქმნა ჰოლანდიის რესპუბლიკა.