ზიზღით და სიძულვილით კეთილი საქმე არ გაკეთდება, მათ შორის შენ წარმოიდგინე სამშობლოს დაცვაც კი არ მოხერხდება, პირველ რიგში ღირსების გრძნობა უნდა გააჩნდეს ახალგაზრდობას და კეთილისა და ბოროტის გარჩევის უნარი, აგერ რამდენი ზიზღი და ბოღმა იღვრებოდა რუსეთის მიმართ ფორუმ ჯის მელოჩ ნე პრიატნას განყოფილებაში და რამე ქნეს ამ ხალხმა? პარტიზანული რაზმი მაინც უნდა შეექმნა, მაგრამ ეს კი არა, შურდული მაინც ესროლეს მტერს? არა და რატომ თუ იცი, ეს ზიზღიც ყალბია, მტერი მაშინ შეიძლება გეზიზღებოდეს როდესაც სამშობლო გიყვარს და იმას რაც გიყვარს შეურაცხყოფას აყენებენ, ხოლო თუკი სამშობლო რეალურად არ გიყვარს და მტერს გაზიზღებენ ეს მხოლოდ და მხოლოდ ისტერიაა, ხოლო ისტერიას სიკეთე არ მოაქვს