Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. საკმაოდ დიდი აქციები იყო და გრეჩიხასნაირების უნიათობის გამო უშედეგოდ წარიმართა ყველაფერი, გარდა ამისა ნოღა იგივე კამსამოლაა, კარგი მისი ხელისუფლება იმით იქნება რომ სტაბილურობას მივიღებთ და ტეროტორიების დაკაგვა შEჩერდება, გარდა ამისა რუსეთის ბაზარი გაიხსნება, მაგრამ დემოკრატიასა და სამართლებრივ სახელმწიფოს ვერ მივიღებთ
  2. დაავადებლი საზოგადოება თავისით არ იცვლება, ის მხოლოდ ხელისუფლებამ ან საზოგადოებაში არსებულმა ზნეობრივმა ადამიანებმა უნდა შეცვალონ, ხელისუფლებამ რეფორმებით, ადამიანებმა კი პირადი მაგალითით, ამის მაგალითია მე-19 საუკუნის საქართველო როდესაც ილია ჭავჭავაძემ და სხვა საზოგადო მოღვაწეებმა უდიდესი ძალისხმევა გასწიეს ამ მიმართულებით, ანუ ყიჟინი რომ საზოგადოება არ ვარგა ეს არის უნაყოფო ძახილი და თავის მოტყუება, ამპარტავნული შეძახილი, რომელსაც ძირითადად ხელისუფლების მომხრე ბრიგადნიკები ან სნობები მიმართავენ, იტოგში ეგ სნობიზმია უკეთეს შემთხვევაში ვაუუ, რა ბანძი საზოგადოება გვაქვს
  3. კრიმინალის განადგურება ეს არის სააკაშვილის მმართველობის დამსახურება და თუკი მიშას ან მიშასმაგვარი ხელისუფლება არ იქნებოდა საქ. სათავეში საზოგადოება თავისი რესურსებით ვერანაირად ვერ დაძლევდა კრიმინალურ სამყაროს, მეტსაც ვიტყვი, კრიმინალის განადგურება არც ყოფილა საზოგადოების პირდაპირი დაკვეთა
  4. აი, ამ აზრს ვერ გავიზიარებ, სახელმწიფომ საზოგადოებას ფართო არჩევანი უნდა შესთავაზოს, მხოლოდ ტურიზმი და ჰიდრორესურსები ვერ დააკმაყოფილებს საზოგადოების მოთხოვნილებას, მხოლოდ ჭამა სმა და მატერიალური კეთილდღეობაა არაა ეს ცხოვრება, პიროვნებამ უნდა მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია, ხოლო საკუთარი თავის რეალიზაცია მაშინაა შესაძლებელი როდესაც საზოგადოების წევრებს დიდი არჩევანი ექნებათ იმის რომ თავის სასურველ პროფესიას დაეუფლოს, აგერ ძმაო, თუ იგერ, იაპონია, სამხრეთ კორეა, ერებმა ტრადიციებიც შეინარჩუნეს და ტექნოლოგიების განვითარების თვალსაზრისით უდიდეს წარმატებებს მიაღწიეს, ქვეყანა სადაც უახლესი ტექნოლოგიები არ ვითარდება მას მომავალი არა აქვს, ყოველთვის მაჩანჩალა იქნება
  5. Saturn გასაგებია, მაგრამ მანამდე რატომ არ იყო შესაძლებელი მანამდე, ან ქურდები და კრიმინალები რატომ აღარ აწუხებენ საზოგადოებას, კაი, 20 000 კაცი ციხეშია, ვთქვათ კიდევ რამდენიმე 10 000 კრიმინალი წავიდა საზღვარგარეთ მაგრამ დანარჩენები რატომ აღარ ჩანან? ოკ და გამყიდველები რატომ იძლევიან ჩეკებს, ესენიც გასამხედროებულ ჯგუფს განეკუთვნებიან?, ან რატომ აღარ იღებს ქრთამს საგადასახადო? რატომ იყო თბილისის ქუჩები ჩაბნელებული და ეხლა რატომ განათდა, რა შეიცვალა ისეთი ქართველი ენერგეტიკების მენტალიტეტში რო ასე კეთილსინდისიერად ასრულებენ თავის მოვალეობას და ფიდერებიც რატომღაც აღარ ფეთქდება
  6. აბა ეხლა მიპასუხებთ გენიოსებო, რატომ არ იღებს კორუფციით ცნობილი ჩვენი საგზაო პოლიცია, ამჯარად პატრული ქრთამს და რატომაა დღეს საქართველო კრიმინალური თვალსაზრისით უსაფრთხო მაშინ როდესაც სულ რაღაც 6 წლის წინათ ქურდების სამშობლოდ ითვლებოდა საქართველო, ამიხსენით რა მოხდა? ქართველი ხალხის მენტალიტეტი შეიცვალა თავისით თუ რაღაც სხვა განხორციელდა ხელისუფლების მხრიდან რატომ არ ტყდება ბინები, სად წავიდნენ კარმანნიკები, რატომ აღარ იპარავენ ავტომობილებს??? ქურდული მენტალიტეტის ხალხი თავისით გამოსწორდა და პატიოსანი ცხოვრება დაიწყო?
  7. მოდი გავწყვიტოთ ქართველები რას იტყვი? აგერ საქართველოს ერთი ნაწილი ნაცმომ უკვე გადასცა აფხაზებს და ოსებს, ნაწილი მივცეთ აზერებს, სომხებს, თურქეთს. პრადვინუტმა ნაწილმა აახვიოს ევროპა ამერიკაში და ასე გადავწყვეტთ პრობლემას
  8. ეგ გიჟი კი არააა მხოლოდ დასაჯელი არამედ ნაცმოძრაობის აქტივისტებიც, მე დიდი სურვილი მაქვს, რომ მათ გაიზიარონ ქართველი კრიმინალების ბედი, ანუ აღმოჩნდნენ ციხეში ან საზღვარგარეთ და ვერანაირი ზემოქმედება ვეღარ მოახდინონ ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ანუ უნდა მოხდეს კომკავშირის წელში გადატეხვა მაგან ხომ გადაიიიი............. თუ მართლაც საინტერესო მასალა აქვს და სენსაციური აქამდე ან დაბრიდავდნენ ან იყიდიდდნენ
  9. საერთაშორისო გამჭვირვალობა“ შემდეგ განცხადებას ავრცელებს: „ცოტა ხნის წინათ საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სარეკლამო კამპანია წამოიწყო. რეკლამაში საქართველო ნახსენებია, როგორც „მსოფლიოში ნომერ პირველი ქვეყანა კორუფციასთან ბრძოლაში მიღწეული პროგრესის კუთხით“. ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობაზე“ დაყრდნობით გაკეთდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ არასდროს გაუკეთებია ასეთი განცხადება. რეკლამაში არასწორად იქნა ინტერპრეტირებული „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მონაცემები. ზემოხსენებული სარეკლამო რგოლი BBC-ზე და CNN-ზე თებერვალში გავიდა. „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ სამდივნომ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ უკმაყოფილება გამოთქვეს ამ რეკლამის მიმართ და ორივე ტელეარხს სარეკლამო რგოლის შესწორებული ვერსიის გაშვებაზე შეუთანხმდნენ. [/b] http://republicans.ge/index.php?module=%E1...lay&sid=839 ეს ხელისუფლება პროდასავლურობაზე თავს დებს, არადა როგორც ვხედავთ უკვე დასავლეთი არსებული დემოკრატიული ინსტიტუები ტყუილში ამხელს დემოკრატიის შუქურა სახელწმიფოს
  10. ბუა-ხა, ხა, ხა, ისე ამ ინფოს ჩემთან გადავიტან
  11. lasha_alo გადასარევია რამეააა,, ისე კი, მათი ჩარეცხვა ... აი ვინ უნდა ჩარეცხოს ამაშია საქმე, არსებობ კი ქართულ საზოგადოებაში ისეთი ფენა ვინც კომკავშირელებზე უკეთ გაუძღვება სახელწმიფოს
  12. ეგ რა შუაშია, შეიძლება რაღაც არ მოგწონდეს, მაგრამ სამართლიანად მიგაჩნდეს, არ გინდოდეს რამის გაკეთება, მაგრამ გააკეთო იმიტომ რომ ეს საჭიროდ ჩათვალო
  13. კი ბატონო, ჩარეცხეთ მაგრამ რა გარანტია გაქვთ რომ მოქკავშირელები ან მათი სულიერი თუ ხორციელი შვილები რამდენიმე წლის შემდეგ კიდევ არ მოვლენ ხელისუფლებაში, დარაზმულები, იგივე ზიზღით ქართული საზოგადოების მიმართ და იგივე დამანგრეველ პოლიტიკას არ განახორციელებენ? ლაშა, გადახედე ფორუმებს, სწორად ნაცმოელები საუბრებენ ყველაზე ბევრს სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე, მაგ 7 ნოემბრის დარბევა ვთქვათ რეკურსოს ეს სახელმწიფოებრივი აზროვნების გამოვლინებად მიაჩნია და ასეთი უამრავია
  14. ისტორიის ცოდნა არავისთვის არაა ზედმეტი
  15. ნაცმოძრაობის დიდუბის ფილიალში, ბორის ძნელაძესთან
  16. არ უნდა იყოს კომსომოლა, ეს ვიგულისხმე, კომსომოლების სამჭედლო კი პირველ რიგში გურია იყო, კომსომოლები ძირითადად საკმაოდ გაწონასწორებული და ადეკვატური ხალხია, მაგრამ რად გინდა, ქიხები არიან მაინც
  17. კომკავშირი ეს მთელი ფილასოფიაა, მის წარმოშობას აქვს თავისი მიზეზები და განვითარების სხვადასხვა ეტაპები, ქართველი ნეო-კომკავშირლები ჩვენი საზოგადოების ნაწილია, ტანაც საკმაოდ აქტიური და დარაზმული, მათ წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტური მხოლოდ მაშინ იქნება თუკი დასაწყისში სწორად მოვახდენთ ამ ადამიანების კლასიფიკაციას
  18. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს კომკავშირელი, ეს საკითხი ძალიან ადვილი შესასწავლია, საზოგადოებას უნდა აუხსნათ ვინაა კომკავშირელი, ანუ დადეთ კომკავშირელის სტანდარტული განმარტება და მერე ასეთი კრიტერიუმების მიერ პოლიტიკოსის შეფასება საკმაოდ გაადვილდება მოქალაქეებისთვის, პირადად მაქვს ასეთი კითხვა, როგორი უნდა იყოს ნამვდილი კომკავშირელი?
  19. სამშობლოს მოღალატესი რა გითხრა, მაგრამ ნათაძე ნაღდად შიზოიდია, ეგ ალიანსსაც მიალანძღავს, ასეთი მასტები ყველას ლანძღავენ, ცოდოა,
  20. ოკ, კანონმორჩილება მაშინაა მისაღები-თუკი საზოგადოების მიერაა არჩეული საკანონმდებლო ორგანო, რომელიც გამოსცემს საზოგადოებისთვის მისაღებ კანონებს და მისი აღსურლება ეხება ყველას-სოციალური კუთვნილების მიუხედავად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი კანონი არის მხოლოდ და მხოლოდ გაბატონებული ფენის ინტერესების გამომხატველი და მისი შესრულება ეხებათ მხოლოდ და მხოლოდ სოციალური საფეხურს დაბალ ფენებს, რომელიც თავის მხრივ საზოგადოებას ანიჭებს მხოლოდ და მხოლოდ ვალდებულებებს და არა უფლებებს, ხოლო ზედა ფენებს მხოლოდ და მხოლოდ უფლებებს, გამოდის რომ ეგ. წოდებული კანონმორჩილი ადამიანი არის რეჟიმის მსახური, რომელიც იცავს გაბატონებული ფენის ინტერესებს და ხელს უწყობს რეჟიმის წარმომადგენლებს რომ გაყვლიფოს ხალხი, უფრო მოკლდე ვიტყვი, არასამართლებრივ ქვეყანაში კანონმორჩილება ადამიანს ღირსებას არ მატებს, უფრო პირიქით
  21. საზოგადოების შეცვლას ითხოვს ის ვისაც საკუთარ თავზე ზეეეე წარმოდგენა აქვს, ესენი არიან სწორად კომსომოლცები, რომლებიც დღეს მართავენ საქართველოს და ხალხს უყურებენ ქედმაღლური ზიზღით, ხალხი მათთვის არის ბიომასა რომლებიც უნდა მართო ტყუილით, დაპირებებით, შიშით, რომელიც უნდა მოისყუდო, გაატყავო, ამიტომაც ეს სასტავი არასდროს არ დათანხმდება იმას რომ მმართველობის სისტემა შეიცვალოს, უფრო ადვილია ყველაფერი გადააბრალო იმ ხალხს, რომელთა უბედურების ხარჯზე ისუქებენ თავიანთ საჯდომებს
×
×
  • შექმენი...