Jump to content
Planeta.Ge

Siknadmo

პლანეტელი
  • პოსტები

    16.920
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    34

ყველა პოსტი Siknadmo

  1. მხოლოდ მართლმადიდებლობას შეუძლია აქციოს ქართველი ადამიანად, უკიდურესი ეგოიზმი, სიზარმაცე, განცხომისადმი მიდრეკილება, უდარდელობა, უვიცობა, აი ის თვისებები რომლითაც გაჯერებულია ქართველი, ხოლო ეკლესია პირველ რიგში სწორად ასეთი თვისებების წინააღმდეგაა მიმართული, შრომისმოყვარეობა, პატიოსნება, წიგნიერება, ასკეზა-ესაა საფუძVველი ერის სიჯანსაღის ქრისტიანობის თანახმად ადამიანში არის ორი საწყისი, ცხოველური და ანგელოზური, ღმერთის გარეშე ადამიანი ემსგავსება ცხოველს, ღმერთის კი არა, რელიგიის არასწორე გაგების შEმთხვევაშიც კი ცხოველს ემსგავსება
  2. ქსენოფობია (ბერძნ. ξενοφοβία - „უცხოს შიში“, — ξένος ქსენოს - „უცხო“ და φόβος ფობოს - „შიში“) ნიშნავს უცხოსა ან უჩვეულოს მიმართ შიშს. ტერმინი ხშირად გამოიყენება უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ შიშის ან სიძულვილის მინიშნებად. მაგ. რასიზმი ხშირად ქსენოფობიის ერთ-ერთ ფორმად განიხილება. მეცნიერულ ფანტასტიკაში ქსენოფობია უცხოპლანეტელთა ან არადედამიწური წარმოშობის საგანთა მიმართ შიშს ნიშნავს. ქსენოფობია ემყარება რწმენას, ცრუს ან ნამდვილს, რომ განხილვის სუბიექტი (ან ობიექტი) რაღაცით უცხოა. ქსენოფობიაში ფობიის ორი ობიექტია. პირველია საზოგადოებაში მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ საზოგადოების წევრად არ მიიჩნევა. ხშირად ესენი არიან ახალი იმიგრანტები, თუმცა ქსენოფობია შეიძლება მიმართული იყოს ამ საზოგადოებაში საუკუნეების განმავლობაში არსებული ჯგუფის წინააღმდეგაც. ამ ფორმის ქსენოფობია შეიძლება მიზეზი გახდეს ისეთი ძალადობრივი რეაქციებისა, როგორიცაა იმიგრანტთა მასობრივი დევნა, ან უარეს შემთხვევაში, გენოციდი. ქსენოფობიის მეორე ფორმა ძირითადად კულტურულ განსხვავებებს ეყრდნობა და ფობიის ობიექტი კულტურული ელემენტებია, რომელიც საზოგადოების მიმართ უცხოდ მიიჩნევა. ყველა კულტურა გარე სამყაროს ზეგავლენის ქვეშ იმყოფება, თუმცა კულტურული ქსენოფობია ხშირად სპეციფიურია, მაგ. უცხო სიტყვათა სესხება ეროვნულ ენაში. ის იშვიათად იწვევს ადამიანთა წინააღმდეგ აგრესიას, თუმცა შეიძლება საფუძველი გახდეს პოლიტიკური კამპანიებისა კულტურული და ლინგვისური სიწმინდის დაცვისთვის. ქსენოფობია მწვავე პრობლემა იყო პირველი და მეორე მსოფლიო ომების შემდეგ დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში, როცა დაბრუნებულ ომის ვეტერანებს სამსახურისა და საცხოვრებელი ადგილისთვის უცხოელებთან მოუწიათ კონკურენცია. მას შედეგად ამბოხი, რასობრივი კონფლიქტები და საერთო არასტაბილურობა მოჰყვა.
  3. ვთქვათ შენმა ძმაკაცმა არ იცის კაფელის დაგება, შენ კი იცი, ვინ უკეთ იზრუნებს შენს ძმაკაცზე? ანდა ჩხუბო მოგივიდა და გვერდში გიდგას შენი ბაქსიორი დზმაკაცი, საერთოდ, ზოგადად, როდესაც ადამიანი სხვება არ აღიქვავ როგორც მგელს ან როგორც ცხვარს, არამედ როგორც შენიანს და სხვაც ასე გიყურებს, ამას ქვია უკვე ნორმალური ურთიერთობა ადამიანებს შორის, მამენტ, იმის ნაცვლად რომ რესტორანში 500 ლარი დახარჯო, შენს ავადმყოფ მეზობელს წამალს რომ უყიდი ეს უფრო დიდი სიხარულია ალბათ, ვიდრე რესტორანში ჯდომა, ნუ მაშინ თუკი ის მეზობელი შენთვის ძვირფასია
  4. მოკლედ რა, ან ქართველი გადაჭარბებულად პოფიგისტია ან გადაჭარბებულად კეთილსინდისიერი, რას უწუნებ შენ ტავს ტო, იყავი
  5. გუგუშვილი ნორმალური ადამიანი იყო და არის,
  6. მე ანტიკომუნისტიც ვიყავი, ანტიზვიადისტიც და ანტიედიკისტიც და საერთოდ ყველაფრის მიმართ ანტად ვარ განწყობილი რაც ჩემს წარმოდგენაში ეწინააღმდეგება ადამიანობას
  7. უცოცხლოს კაცო, დიდხანს დიდხანს, ჰოლანდიის ან გერმანიის რომელიღაც სახელოვანი ფსიქიატრის კლინიკაში
  8. Saturn ვახ, კმაყოფილი ხარ ქვეყანაში არსებული გაბედული რეფორმებით და საკადრო პოლიტიკით და ვის რატომ უნდა აგინო კმაყოფილმა კაცმა, ანტიმიშისტები მიშისტებს აგინებენ, მიშისტები რუსებს, რუსები ამერიკლებს, ამერიკელები კი არავის არ აგინებენ, ჯერჯერობით
  9. ედო იმდენად უმაქნისი იყო რომ ესენი ამათ ფონზე ჩანს რომ რაღაცას აკეთებენ, ასფაააალტეეეე ედოს პერიოდთან შედარებით ალბათ 500 ჯერ მეტი ასფალტი დაიგო, მეეხოვებმა ხომ დაგლიჯა საერთოდ, ქუჩები ნაგავს მიჰქონდა, ამის არ დანახვა..... :018:
  10. ღრმად ვარ დარწმუნებული რომ ანტიმიშისტების უდიდესი ნაწილი ანტიედიკისტი იყო, მანამდე ანტიზვიადისტი, მანამდე ანტიკომუნისტი, არის ასეთი კატეგორია მუდმივად რომ უკმაყოფილოა ხელისუფლების და უკეთესი და უკეთესი კი არა, ნორმალური და დალაგებული, ადამიანური საქართველო უნდა
  11. ასიანი ვიცი რომ თუკი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება საპრეზიდენტო ფონდიდან თანხის უკანანო ხარჯვას გამო პასუხს აგებინებენ, სხვათა შორის, 202 ზე იყო სიუჟეტი დიზელის დარიგების შსახებ 5 წლის წინ გლეხებს საპრეზიდენტო ფონდიდან დიზელისთვის თანხა რომ გამოუყვეს, მანდ ბევრი გადაცდომა მოხდა, მაღალ ფასებში შესყიდულ იქნა დიზელი, ნუ, კიდევ უამრავი რამ, ისევ საპრეზიდენტო ფონდთან დაკავშირებით, თუ გავიხსენე, მაგრამ ფონდი გაჭედავს მინიმუმ 3 წლით, ალბათ, ნუ იტყვის რომ არ იცოდა და რამე, თუმცა, თუკი სააკაშვილის პადდელნიკები აღმოჩნდებიან განსასჯელის სკამზე მე არა მგონია რომ ჩვენების მიცემისგან თავი შეიკავონ :nekro:
  12. შენ რომ ასეთ რამეს გაბრალებდნენ მშვიდად იქნებოდი? პირიქით, უდანაშაულო რომ ხარ და რომ გტენიან ნახალკას, თAნ ასე ნაგლად ეს უფრო ტეხამს
  13. რატომ უწოდე მოშიმშილე კი არა შიმშილისაგან დაუძლურებულ ადამიანს, რომლესაც აშკარად დაზიანებული აქვს ჯანმრთლეობა უტრაკო ყარაჩოღელი, რატომ გაიმეტე შენთვის უცნობი ადამიანი, ვინც არაფერი არ დაგიშავა აფსოლუტურად და უსამართლობამ აიძულა რომ ეშიმშილა, რატომ გაიმეტე ასე, ახსენი შენი საქციელი თუ შეგიძლია რომ მომკვდარიყო რას იტყოდი, ძაღლი მიაკვდა სულშიო ხო??
  14. და საერთოდ, ყველას საყურადღებოდ ნახეთ კაცი რა გამხდარია და ვინ იცის ჯანმრთელობაც დაიზიანა და ეხლა ჩვენ ვზივართ აქ კომპტთან მაძღები და კმაყოფილები ამ კაცს ვაკრიტიკებთ, არაა ეს ლამაზი
  15. ესენი ისინი არიან? ირლანდიელი მოშიმშილეები http://russianremote.com/1973.html ძალიან მაგარი ფილმია სვაბოდაზე, გაგისწორდება და შენ მაგაზე მეტი გაგიკეთებია ასე რომ მოიხსენიებ, მაგან რაც შეძლო გაააკეთა და ნამდვილად არ იმახურებს რომ მასზე რამე თქვან-უდიერი
  16. საკუთარი თავისთვის ზიანის შეგნებულად მიყენება ცოდვაა, ქრისტიანული წესის თანახმად, მხოლოდ ბრძოლის ველზე ან რაღაც ექსტრემალურ გარემოში შესაძლებელია რომ ადამიანმა თავი სასიკვდილო გაიმეტოს, ისიც მხოლოდ და მხოლოდ სხვისი სიცოხლის გადარჩენის მიზნით, თუკი ადამიანი ბრძოლის ველზე ვთქვათ ყუმბარას აიფეთქებს იმ მოტივით რომ ტყვედ ჩავარდნის ეშინია ეს საქციელი თვითმკვლელობად ითვლება, ხოლო თუკი ვთქვათ მან ხელყუმბარა თავისი თანამებრძოლების გადარჩენის გამო აიფეთქა ეს უკვე მოყვასის გულისტვის თავგანწირვას ნიშნავს რაც ადამიანის სულისტვის უდიდესი სიკეთეა
  17. შიმშილობა, როგორც პროტესტის უკიდურესი ფორმა, ზუსტად არ მახსოვს, ირალნდიური თუ შოტლიური წესია, როდესაც გავლენიანი ადამიანი უსამართლოდ მოექცეოდა ადამიანს, ხოლო მას არ ჰქონდა იმის უნარი რომ მისთვის პასუხი მოეთხოვა, დაზარალებუი ამ გავლენიანი ადამიანის კარმიდამოსთან იწყებდა შიმშილობას სანამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდებოდა, თუკი არა, მოშიმშილე შიმშილობდა ბოლომდე, ანუ თავს იკლავდა შიმშილით, ხოლო მის გვამი ბუნებრივია ეგდო იმ ბოროტი ტიპის სახლთან, ახლობლები არ მარხავდნენ, გვამი ეგდო და ყარდა და იმ ტიპის დასამარხი ხდებოდა,\ შესაბამისად გავლენიანი ირლანდიელი ან შოტლანდიელი სერიოზულად დაფიქრდებოდა სანამ თავის თანამემამულეს აწყენინებდა გახსოვთ ხომ მარგარეტ ტეტჩერის მმართველობის დროს რამდენიმე ირლანდიელმა ციხეში სიცოცხლე რომ სწორად ასეთი ფორმით დაასრულა??? მოკლედ ეს იმ ერების ტრადიციაა და იქიდან მოდის რა, ქართველი კაცი და შიმშილობა ეს ძაან ცუდი რამაა თუმცა კომუნისტების მმართველობის დროს, ციხეებში პოლიტ პატიმრები შიმშილობის საშუალებით მართლაც აღწევდნენ რაღაც რაღაცეებს
  18. აი ის რა ქვსი, ჩუქნის თურმე 24143-prezidentis-codvebi-da-qsimboluri-sachuqrebiq პრეზიდენტის ცოდვები და "სიმბოლური საჩუქრები" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ პირდაპირი წესით სახელმწიფო ქონების განაწილება უკვე მასშტაბურ სახეს იღებს. ბოლო 3 წლის განმავლობაში პრეზიდენტმა 70-მდე ობიექტი გააჩუქა, ზოგჯერ სიმბოლურ და ხშირად მიზერულ თანხად. აქედან 5 საქმე სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ შეისწავლა. კერძოდ, როგორ გადასცა მიზერულ თანხად პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-ს რამდენიმეათასიანი ქონება, ასევე, როგორ აჩუქა 1 აშშ დოლარად ტელეკომპანია "რეგიონ ტვ-ს" ("ალანიას") მთაწმინდაზე ქონება, საკრებულოს წევრ ინგა გრიგოლიას მამას რომან გრიგოლიას როგორ მისცა მიზერულ თანხად პეკინზე მიწა, ასევე როგორ დაასაჩუქრა საკონსტიტუციო სასამართლოს 10 მოსამართლე ძვირადღირებული სახლებით. ამას ეხებოდა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც გუშინ "ფონდ ღია საზოგადოება საქართველო"-ს ოფისში გაიმართა. ჟურნალისტურ გამოძიებაში ასევე მოთხრობილია ტელეკომპანია "რეალტივი"-ს ოფისის შესახებ. "რეალტივის" ოფისი გორგასლის ქუჩაზე 3-სართულიან სახლშია განთავსებული. "სტუდია მონიტორი"-ს მიერ მოძიებული დოკუმენტაციით ეს სახლი "რეალტივის" არ ეკუთვნის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნის, აწ გარდაცვლილი დავით კეკუას ოჯახის საკუთრებაა. "მონიტორის" ჟურნალისტმა ვერც სახლის რეალური მფლობელებიდან და ვერც ტელევიზიის ხელმძღვანელებიდან ვერ მიიღო პასუხი, თუ რის საფუძველზე გადაეცათ განკარგვის უფლებით ეს სახლი ტელეკომპანიის ხელმძღვანელებს. ფილმის მიხედვით დოკუმენტურადაა დადასტურებული, რომ პრეზიდენტი სახელმწიფო საკუთრებას უმრავლეს შემთხვევაში სიმბოლურ ან მიზერულ ფასად განკარგავს. იურისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ქონების სიმბოლურ ფასად გადაცემას ქართული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და პრეზიდენტის გადაწყვეტილებები ბევრ კითხვას ბადებს. საქართველოს კანონმდებლობით პრეზიდენტს არ აქვს უფლება, სახელმწიფო ქონება ამ ფორმით განკარგოს და გაასაჩუქროს. თუ რის საფუძველზე ან რა მოტივაციით გააჩუქა პრეზიდენტმა ზემოთ ჩამოთვლილი ქონება, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად პასუხი ვერ მიიღეს. ფილმში ნაჩვენები გამოძიების მიხედვით, პრეზიდენტმა მიზერულ თანხად ქონება გადასცა მუსიკოს დავით ფორჩხიძეს. კერძოდ, 137 კვ მეტრი ფართი პეკინზე ფორჩხიძეს 14 ათას ამერიკულ დოლარად გადაეცა. ექსპერტების შეფასებით, ეს ფართი ბევრად მეტი - დაახლოებით 100 ათასამდე დოლარი ღირს. თავად მუსიკოსი მიზერულ თანხად ქონების შეძენას მისი გამორჩეულობით ხსნის "მონიტორის" ჟურნალისტთან საუბარში. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კი ერთთვიანი ლოდინის მიუხედავად ჟურნალისტს ინფორმაცია არ მიაწოდა, თუ რის საფუძველზე მისცა პრეზიდენტმა ფორჩხიძეს ქონება მიზერულ ფასად. მეტად საინტერესო შემთხვევაა, როდესაც საკონსტიტუციო კომისიის 10 მოსამართლეს, ბათუმში პრეზიდენტმა სახლები გადასცა ასევე სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად, რეალურად ამ სახლების ღირებულება ბევრად მეტია. თავად მოსამართლეების მიერ შევსებული დეკლარაციების მიხედვით, ამ სახლების ღირებულება რამდენიმე ათასია, 120 ათასი, 250 ათასი და ასე შემდეგ. მთლიანობაში 10 მოსამართლისთვის 10 ათას ლარად გადაცემული 10 სახლის ღირებულება მოსამართლეების მიერ შევსებული დეკლარაციების საფუძველზე 700 ათასი ლარია. თუმცა, როგორც ბათუმელი უძრავი ქონების ექსპერტები ამბობენ, ამ სახლების ღირებულება კიდევ უფრო მეტია. საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი მგელაძეს პასუხი ვერ გასცეს, თუ რის საფუძველზე აიღეს ეს ქონება მოსამართლეებმა. 1000 ლარად გადაცემული სახლები 2-წლიანი ცხოვრების შემდეგ პირდაპირ მოსამართლეების საკუთრებაში გადადის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს კი 10 წლიანი ვადით ირჩევენ, ანუ 10-ვე სახლი უკვე მათი საკუთრებაა. რაც შეეხება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს, პრეზიდენტმა ამ ტელეკომპანიას საბურთალოზე, სანდრო ეულის ქუჩაზე 226 ათასი კვ მეტრი მიწა გადასცა. ეს ის ადგილია, სადაც პროექტ "ვარსკვლავების აკადემია" მიმდინარეობდა და შენობაც ჩამოინგრა, რის ნიადაგზეც ორი ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ადგილზე მიწის ღირებულება ძალიან ძვირია, ამავე მიწაზე 19 შენობა დგას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ შენობები დაზიანებულია, მონიტორის ჟურნალისტმა მხოლოდ მიწის ღირებულება დაიანგარიშა და გამოვიდა, რომ "რუსთავი 2"-ს ერთ კვ მეტრში 40 ლარი აქვს გადახდილი მაშინ, როდესაც მერიას კანონის მიხედვით საბურთალოზე 1 კვ მიწის ნაკვეთის გაყიდვა 68 ლარზე ნაკლებად არ შეუძლია. აქაც კანონი დარღვეულია. აქაც რეალურად, ბიუჯეტმა ძალიან დიდი დანაკარგი განიცადა, თუმცა რა მოტივაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არც ამაზე გასცეს ჟურნალისტს პასუხი. რაც შეეხება ტელეკომპანია "ალანიას", აწ უკვე "რეგიონ ტვ", ამ არხს პრეზიდენტმა მთაწმინდაზე ზუბალაშვილების #34-ში 234 კვ მიწა სიმბლურ ფასად - 1 ევროდ აჩუქა. თუმცა ვერც ამ შემთხვევაში "მონიტორის" ჟურნალისტს ვერც არხის ხელმძღვანელობამ და ვერც ადმინისტრაციამ პასუხი ვერ გასცა. ფილმში ასევე საუბარია რომან გრიგოლიას, საკრებულოს წევრის ინგა გრიგოლიას მამას, როგორ მიჰყიდეს მიზერულ თანხად მიწის ნაკვეთი პეკინზე. კერძოდ 1310 ლარად რომან გრიგოლიამ 30-დან 50 ათას დოლარამდე ღირებულების ქონება შეიძინა. თავად რომან გრიგოლიამ "მონიტორის" ჟურნალისტთან საუბარი არ ისურვა. ინგა გრიგოლია კი აცხადებს, რომ მამის ბიზნესთან მას შეხება არ აქვს, თუმცა რამდენიმე წლის წინათ ეს ქონება დროებით ინგა გრიგოლიას სახელზეც კი იყო გაფორმებული. ამის მიუხედავად გრიგოლია ამბობს, რომ რომან გრიგოლია იმიტომ, რომ ინგა გრიგოლიას მამაა, ბიზნესსაქმიანობას ვერ აიკრძალავს. გრიგოლია ვერც იმაზე პასუხობს, თუ რა დამსახურებისთვის გადაეცა მამამისს მიზერულ თანხად ქონება. რაც შეეხება ტელეკომპანია "რეალტივის" ფაქტს, აქ უფრო ბუნდოვანი შემთხვევაა - სახლი, სადაც "რეალტივის ოფისია", რეალურად ყოფილი შსს მაღალჩინოსნის, დავით კეკუას სიმამრს იაშა ბოჭორიშვილს ეკუთვნის, შეგახსენებთ, რომ, ოფიციალური ვერსიით, დავით კეკუამ 2008 წელს ციხეში თავი მოიკლა. "მონიტორის" ჟურნალისტი გარდაცვლილი კეკუას მეუღლესა და ოჯახის წევრებს ესაუბრა, მაგრამ მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. ჟურნალისტმა ასევე მიმართა "რეალტივის" კითხვით, თუ რის საფუძველზე არის მათი ოფისი განთავსებული ამ სახლში, ასევე ოფიციალური წერილითაც მიმართეს "რეალტივი"-ს, მაგრამ ტელეკომპანიიდან პასუხი ვერ მიიღეს. ჟურნალისტი ასევე ეცადა, მოეპოვებინა საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, სახლის ან ქირავნობის ან გირავნობის შესახებ, მაგრამ ასეთი დოკუმენტი საჯარო რეესტრში არ არსებობს. კითხვის ნიშნებს გარდაცვლილი კეკუას ოჯახის წევრების დუმილი და "რეალტივის" მიერ პასუხის გაცემაზე უარი კიდევ უფრო ამძაფრებს. თავად სტუდია "მონიტორის" ხელმძღვანელი ნინო ზურიაშვილი შეფასებების გაკეთებისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ 26-წუთიანი ფილმი თავად სცემს ძალიან ბევრ კითხვას პასუხს. "ფილმში ნაჩვენები ყველა შემთხვევიდან ნათელია, რომ პრეზიდენტი სხვადასხვა პირებს ჩუქნის ქონებას, ძირითადად მის მხარდამჭერებს, რისი უფლებაც, იურისტების განცხადებით, მას არ აქვს. გამოდის, რომ ფორმალურად პრეზიდენტი კანონს არ არღვევს, მაგრამ რეალურად კანონი დარღვეულია. 1000 ლარად რომ 120 ათასის ღირებულების ქონებას ყიდი, დანარჩენი 119 ათასი სად მიდის? გამოდის, რომ ნაჩუქარია და კანონი დარღვეულია",- განუცხადა "რეზონანსს" ნინო ზურიაშვილმა. მედია ექსპერტი ია ანთაძე აცხადებს, რომ აქ საქმე კორუფციის ნაირსახეობასთან გვაქვს. "ფილმი ძალიან მომეწონა. პრაქტიკულად არ იყო ფილმში არაფერი, რამაც კითხვები დამიტოვა. რაც შეეხება ამ ფაქტების შეფასებას, ეს არის კორუფციის ნაირსახეობა და როდესაც პრეზიდენტი გადასცემს მიზერულ თანხად ამხელა ქონებას ადამიანებს ან ორგანიზაციებს, ამის მიღმა აუცილებლად იმალება პოლიტიკური ლოიალობა პრეზიდენტის და მისი გუნდის მიმართ. ძალიან საინტერესოა თავად ქონების მიმღები პირებისა და ორგანიზაციების ვინაობა. ერთი, ეს არიან მოსამართლეები. ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არსებობის საკითხი ამ ფილმის მერე კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, და მეორე, ეს არის მედია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მართვისთვის. აქაც მოსყიდვის მცდელობას აქვს ადგილი, მესამე კი, არის პირდაპირი პრეზიდენტის და ხელისუფლების პიარი, ამ შემთხვევაში დათო ფორჩხიძის სახით. ასე რომ, ყველაფერი კეთდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად და ამისთვის ადამიანებს ჩუქნიან რაღაცებს მიზერულ ფასად, რაშიც ცვლიან პოლიტიკურ ლოიალობას", - განუცხადა "რეზონანსს" ფილმის ჩვენების შემდეგ მედია ექსპერტმა ია ანთაძემ. ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ხელმძღვანელი ქეთი ხუციშვილი, რომლის ფონდმაც ეს გამოძიება დააფინანსა, ამბობს, რომ ახლა მთავარია, ამ გამოძიების შედეგად დაიწყოს სასამართლო მოკვლევა. "ეს საქმე აქ არ უნდა დამთავრდეს და არ დაივიწყოს საზოგადოებამ, რადგან როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი გამოძიება კეთდება, აუცილებელია, მას ლოგიკური და სამართლიანი გაგრძელება მოჰყვეს". რესპუბლიკური პარტიის წევრი სოფო ხორგუანი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, რომ პრეზიდენტს არანაირი უფლება არ აქვს, მიზერულ და სიმბოლურ თანხად ვინმეს სახელმწიფო ქონება მისცეს. ეს არც ერთ კანონში არ წერია. "ყველა ქმედება, რომელიც ფილმში ვნახეთ, არის ანტიკონსტიტუციური, მაგრამ როგორ შეიძლება კონსტიტუციურობაზე საუბარი, როდესაც სწორედ ის ადამიანები იღებენ პრეზიდენტისგან საჩუქრებს, რომლებიც კონსტიტუციის სადარაჯოზე უნდა იდგნენ, ანუ მოსამართლეები. პრეზიდენტის ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე ისინი ხმას ვერ ამოიღებენ, რადგან თავად არიან ამ უკანონობის მონაწილეები. პრეზიდენტის ყველა ეს განკარგულება არის ანტიკონსტიტუციური და მათი ბათილად ცნობა შეიძლება, მაგრამ სად უნდა დააყენო ეს საკითხი, როდესაც თავად მოსამართლეების მოსყიდვას ემსახურება ეს ჩუქება და ისინი თავად არიან ამ დანაშაულში ჩარეულნი?" - განუცხადა "რეზონანსს" სოფო ხორგუანმა. მისივე თქმით, ამ ყველაფერში მედიაც არის გარეული, თან ძალიან ცუდად, და ამის მაგალითია ისიც, რომ ფილმის ჩვენებაზე არც ერთი ნაციონალური არხის ჟურნალისტი არ მივიდა გასაშუქებლად. ლანა ბერიძე გაზეთი ”რეზონანსი” მასალების გამოყენების პირობები წყარო/Source: http://www.ambebi.ge/politika/24143-prezidentis-codvebi-da-qsimboluri-sachuqrebiq.html#ixzz0vHY8kzRK მიშა ქურდია ძმაო, პრასტოი ქურდიიი კი არაა ძალიან მძიმე რამკით, ვერავინ პასუხს ვერ სთხოვს და რასაც უნდა იმას აკეთებს, ნუ, რა თმქმა უნდა საქ. მასშტაბით მიშააა ავლაბარსკიიი
  19. ევროპა მე ვიცი ადამიანის უფლებები, დამოუკიდებელი სასამართლო, განვითარებული ეკონომიკა, სადაზღვევო სისტემა, ჯანდაცვა, განათლება, სოციალური დაცვა, რავა სულ ჭყ-პყ-ზე გადის ამათი გზა ევროპისკენ ახლახან იყო გადაცემა, რამდენიმე კულტურის მუშაკს გადასცეს სიმბოლურ ფასებში ქონება მათ შორის ანსამბლი სახეს სოლისტი რომ იყო ფორჩხიძე თუ რაღაც მაგდავარი
  20. ეს ჩვენთვის კი, მაგრამ თავად პრეცენდენტი რომ ეროვნული მოღვაწე, რომელსაც არ ჰქონდა რაიმე დამსახურება ეკლესიის ან მართლმადიდებლობის მიმართ აღიარეს წმინდანად, ეს არაა ასე ვთქვათ კანონიკური საქციელი
  21. ჩვენმა საპატრიარქომ დაუშვა დიდი შეცდომა და ეროვნული რელიგიურზე მაღლა დააყენა როდესაც ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა, არავინ არ აიძულებდა საპატრიარქოს რომ ეს გაეკეთებინა, მაგრამ სწორედ იმის გამო რომ ეროვნული ღირებულები ზოგჯერ სჭარბობს მართლმადიდებლურ ღირებულებებს ეს კი საბოლოო ჯამში კარგ შედეგს ვერ გამოიღებს, მიუღებელია მარტლმადიდებლობა და ტყუილი, ეხლა კი, თუკი ილია აღიარეთ წმინდანი და ვიცით რომ ის არ გამოირჩეოდა რელიგიურობით და ეროვნული მოღვაწე იყო მხოლოდ, რატომ არ შეიძლება წმინდანი იყოს ზვიადი, რა თქმა უნდა ზვიადს წმინდანად არ აღიარებენ, გამორიცხულია, მაგრამ წავა უმსგავსო თავდასხვები საპატრიარქოზე, რომლის უკან რა თქმა უნდა თავისუფლების ინსტიტუტი იდგება, კარგა ხანია შეხმატკილებულები არიან გა.. ზვიასიტები და ლიბერასტები, ტუნდაც ის წვერებინი ამირეჯიბი გაიხსენეთ
  22. მარადიული დისკომფორტი გელი შე საბრალობელო, მაგას გეუბნები, ამ ფორუმზე ჯდომას წადი ცოდვები მოინანიე და სულზე იფიქრე, თუკი ჯერ კიდევ დაგრჩა
×
×
  • შექმენი...