ხშირად მიწევს ტაქსით სიარული და ნუ, წუწურაქობის პონტში ვაჩერებ არაპრესტიჟულ ავტომობილებს შევყოფ იქ ცხვირს და რა ხდება ტო, ყარან, ყარს მანქანაც და მძღოლიც ბუნებრივია, რატომ არ იბანენ ტანს, რა არის ამის მიზეზი, წყალი არა აქვთ??? თბილისში არის წყალი, ყარს ახალგაზრდაც, შუა ხნისას და მოხუციც, გამახსენდა პატრიარქის ერთი ქადაგება, მოგვიწოდა ქართველებს რომ სისუფთავი დავიცვათ, ჩვენ არ ვცხოვრობთ უდაბნოში, საქართველო წყლის რესურსით ერთ-ერთი თუ შეიძლება ითქვას მეტიც, ევროპაში ყველაზე მდიდარი ჰიდრორესურსებით, მიუხედავად ამისა კახეთში წყალი არა აქვთ, ბიდონებით მოაქვთ, არადა მილის გაყვანაა საჭირო და როგორც მე მსმენია, არის უცხოური პროექტები სოფლის წყლით მომარაგების შესახებ, უცხოელები იხდიან წყლის გაყვანის საფასურის 60 პროცენტს, ხოლო 40 პროცენტი სოფელმა უნდა გადაიხადოს როგორც მატერიალურად ასევე თავადაც უნდა იმუშავონ, მაგრამ აიიიი, აი აქ იწყება თურმე ქართველი კაცის სულის გამოცენები არ უნდათ მუშაობაი და ფულის გაღებაი საერთო საქმისთვინა :018: კაპიკ ვერ გააგდებინებ, ძველდამწვრები ხდებიან როდესაც საქმე საერთო საქმეეს ეხება თორემ იმ ფულითა წავა და სახიკკლეში ჯიგრულად მოილხენს, ხოდა ამდენი რისთვის ვწერე, მოგიწოდებთ ერთიანი ფრონტით შევუტიოთ სუნიანებს, ვამხილოთ, გადავცეთ საპონი, ან გავწუწოთ ქაფიანი წყლით, მოკლედ რამე მოვიმოქმედოთ