-
პოსტები
16.920 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
34
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Siknadmo
-
კარდუ და უზულა მოაწერდა ხელს
-
ვახ, რატომ არა აქვთ დევნილებს თავისი ორგანიზაცია, რომ მათი წარმომადგენლების აზრი გავიგოთ
-
საბჭოთა კავშირი იშლებოდა და კეგებეს საქმიანობაც არ იყო გამართული და სწორხაზოვანი, ისინიც ხშირად სპონტანურად მოქმედებდნენ, უბრალოდ აქ მათ ნოყიერი ნიადაგი შეექმნათ ტვინცხელი ლიდერების გამო, ვინაიდან რუსეთს ბერკეტები ეცლებოდა ხელიდან, ამის გამო მათ გადაწყვიტეს არა პრორუსული პოლიტ ძალების გაძლიერება, არამედ ქაოსის შექმნა, რომ ქართველებს სურვილი დაჰკარგვოდათ დამოუკიდებლობის, შესაბამისად კეგებეშნიკები მუშაობდნენ არა რუსეთთან ჩახუტებაზე არამედ არეულობებზე
-
გაააჩნია, გააჩნია, მიშას ჰყავს ჭკვიანი პიარტექნოლოგები, თუმცა, მისი უკვე აღარ ჯერათ, მის მომხრეებსაც კი, ისინი ამბობენ რომ ნუ თავისებური ადამიანი არისო, იტყუებაო, მაგრამ სხვას ჯობიაო, რაც შეეხება შალიკოს, არის კატეგორია ვინც მას უჯერებს, ხელისუფლებაში ჯვარი გვწერია თუკი მოვიდა (რაც გამორიცხულია) იმ ადამიანთა რიცხვი ვინც მის ნათქვამს დაიჯერებს პირველ ხანებში გაიზრდება
-
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები
Siknadmo replied to Saturn's თემა in შემეცნებითი ფორუმი
მე- არხზე ვუსმინე ერთ ქალბატონს, ეხლა დაწვრილებით არ ვიცი, მოკლედ რაცხა უმამაძაღლია შაშკინს ტესტებთან დაკავშირებით და მონაწილეთა რიცხვიც გაუბერია რომ ხელოვნურად ასეთი კატასტროფული შედეგი დაედო, რაც იმ ქალბატონის განცხადებით სიყალბეა, ტესტები ორაზროვანი ყოფილა, ანუ ორი სწორი პასუხი ყოფილა, საინტერესო გამოსვლა იყო ალბათ გამეორებითაც აჩვენებენ, მე-2 არხი საკმაოდ საინტერესო და მართლაც დემოკარტიული არხი გახდა, საღოლ პირადად ჩემი დამოკიდებულება შაშკინის მიმართ უარყოფითი-მიზეზი მუდმივად ტელევიზორშია, არ მევასება ეს პიარისტები, თუკი ხშირად ჩანს ტელში ე.ი. ცდილობს გადაფაროს უსაქმურობა, იზობრაჟაია ბურნუი დეატელნოსწ, ისე რა მაინტერესბს, აშკენაზია თუ რუსი? ალბათ ნარევია -
ავიღოთ მაგალითისთვის ეროვნულ განმანთავისუფლებელი მოძრაობა, ამ ხალხს არ ჰქონდა ფული, არც ინსტრუქტორები დასავლეთიდან მაგრამ მაინც ახერხებდნენ მასებზე ზემოქმედებას, ხო, დიდი არაფერი ტვინიც არ ქონდათ, უბრალოდ ისინი გამოხატავდნენ და ამბობდნენ იმას რაც ხალხს სურდა რომ გაეგონა, ყოველგვარი პიარ ტექნოლოგიების გარეშე, აზრზე არ იყვნენ
-
ჰე, ჰე, იყო დრო ირაკლი წერეთლის ჭკუაზე დადიოდა ხალხი
-
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები
Siknadmo replied to Saturn's თემა in შემეცნებითი ფორუმი
მშობლები ძირითადად ინგლისურის მასწავლებელს ქირაობენ, მთავარია ბავშვმა ინგლისური იცოდეს და არ დაიკარგება -
კარგი სტატიაა, კოკოითი ყაჩაღ ბანდიტ, რუსეთI მართლაც ბლომად მაყუთს დებს მანდ, აფხაზები კი, როგორც არა ერთხელ მითქვამს, იბრძვიან საკუთAრი ინტერესებისთვის, მათთვის რუსეთი ინსტრუმენტია, მათ არ სურთ არც გაქართველება არც გარუსება, თუმცა დიდი პრობლემის წინაშე დგანან, ცოტანი არიან, ეს მათი უმთავრესი პრობლემაა, ამხელა ნოყიერ ნიადაგზე მცირე ხალხი ცხოვრობს, ერთ სულ მოსახლეზე ვგულისხმობ, რაც შეეხება ევროპა-ამერიკას, აქაც ზუსტი პოზიციაა, მათ ურჩევნიათ რუსეთის გავლენა შEსუსტდეს ამ რესპუბლიკებში, აფხაზეთს ევროპელების აზრით უფრო დიდი შანსი აქვთ მიაღწიან რეალურ დამოუკიდებლობას რუსეთისგან, ხოლო რაც შეეხება სამ. ოსეთს მათ სერიოზულად მხოლოდ მაშინ აღიქვავენ თუკი ჩრდილო და სამხრეთ ოსეთი გერთიანდება ერთ რესპუბლიკაში და რუსეთის შემადგენლობაშI არ იქნებიან, ნუ, ბუნებრივია რომ რუსეთს უფრო დიდ ძალისხმევას გასწევს ამ ტერიტორიების შEნარჩუნებისთვის ვიდრე ევროპა, ვფიქრობ რომ რუსეთის დასუსტების შემთხვევაში ევროპა უფრო მეტად გააქტიურდება, ევროპა ამერიკისთვის მნიშვნელოვანი არაა საქ. ტერიტორიეული მთლიანობა, მათთვის მნიშვნელოვანია რუსეთის გავლენის შესუსტება კავკასიაში და არა იმიტომ რომ ევროპა-ამერიკელები საქ. მტრები არიან და რამე, ისინი პრაგმატიკოსები არიან, რა თქმა უნდა, თუკი აფხაზების და ოსების მხრიდან იქნება სურვილი რომ ისინი საქ. შემადგნელობაში შევიდნენ დასავლეთი, რუსეთისგან განსხვავებით ამის წინააღმდეგი არ იქნება, ანუ, თუკი ჩვენ, აფხაზები და ოსები გამოვთქვამთ ერთ სახელმწიფოში ცხოვრების სურვილს დასავლეთი დაგვეხმარება, თუკი არა, მაშინ ევროპა შეეცდება რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რუსეთისგან ამ ტერიტორიების ჩამოშორებას
-
მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგები
Siknadmo replied to Saturn's თემა in შემეცნებითი ფორუმი
რა საჭიროა ეს კომუნისტური გადმონაშთი რასაც განათლება ქვია, როდესაც სხვა გზითაც შეიძლება ფულის შოვნა და ოჯახის გამოკვება -
ეკლესია არაფრის პროპგანდას არ ეწევა, ეს მიუღებელი ტერმინია, პოლიტექნოლოგიის ერთ ერთი ნაწილია, ხალხის დაბოლების, ეკლესია ეწევა შეგონებას, სიტყვით, პოლემიკით (სხვათა შორის ამ მხრივ ყოველთვის ძლიერი იყო მართლმადიდებლური ეკლესია) და რაც მნიშვნელოვანია მორწმუნე ადამიანი თავისი ცხოვრებით, რაც შეეხება ტელევიზიებში გარყვნილობის პროპგანდას, ეს აკრძალულია დასავლეთის ქვეყნებშიც, გავეცანი მე სათანადო მასალას და აქაც დავდე, თუკი სამართლებრივ სიბრტყეში სურს დისკუსიის გადატანა ეკლესიას, ეს შესაძლებელია და უნდა მოითხოვოს კანონში ცვლილებების შეტანა, გეი აღლუმი ვერ შებღალავს ჩვენს ეკლესიას, ის ზიანს მოუტანს იმ ადამიანებს ვინც მასში მიიღებს მონაწილეობას, ერთადერთი თუკი ეკლესიის წინ დაიწყებენ ტაკუნების ქიცინს მერე შეიძლება ავუშვათ აფრები, სხვა მხრივ კი, რა თქმა უნდა პოზიცია უნდა დაფიქსირდეს, მაგრამ მიტინგებზე სასულიერო პირები არ უნდა ჩანდნენ, არც მამაო ჩვენოს ბოდიში და ყვირილი-ეს მკრეხელობაა, ლოცვას ხმამაღლა წარმოსთქვამს სასულიერო პირი, ხოლო მრევლი უსმენს, ეს ყველაფერი ეკლესიური ტრადიციებით და კანონებით არის დადგენილი მოციქული პავლეს სიტყვებით ცათა სასუფეველში ვერ შევლენ Не обманывайтесь: ни блудники, ни идолослужители, ни прелюбодеи, ни малакии, ни мужеложники, ни воры, ни лихоимцы, ни пьяницы, ни злоречивые, ни хищники – Царства Божия не наследуют» ეკლესიის პოზიცია გამოიხატა პატრიარქის მიმართვაში და მე ვაკრიტიკებ ამ მიმართვას?
-
gruzian_ka სიძვაში შედის მამათმავლობაც, რომლეიც სიძვის უმძიმესი ფორმაა, მაგრამ ის ისეთივე მომაკვდინებელია როგორიც დანარჩენი ცოდვები, გარდა ამისა არსებობს მისი განკურნების გზა უმანკობაა და საერთოდ ეკლესიური ცხოვრებაა მარხვა, ლოცვა, აღსარება, ზიარება, მონაწილეობა საეკლესიო საიდუმლოებებში, მოთმინება, მორჩილება, ბრძოლა საკუთარ ცოდვებთან, სხვა გზა არ არსებობს
-
მერე კაცო თუკი ვინმე ცოდვას ჩადის, მითუმეტეს თუ გეია და ეკლესიასთან შეხება არა აქვს, ეს მისი პრობლემაა, მისთვის სულერთია როდის რას იზამს, არსებობს 7 მომაკვდინებელი ცოდვა და მისი 7 მკურნალი, სიძვას უპირისპირდება უმანკობა და არა მიტინგი . ამპარტავნება - სიმდაბლე. 2. ანგარება - მოწყალება. 3. სიძვა - უმანკოება. 4. მრისხანება - სიმშვიდე. 5. ნაყროვანება - მარხულობა. 6. შური - სიყვარული. 7. სასოწარკვეთილება - სასოება.
-
ეხლა ძმაკაცს ვებაასები ბატუმშია და არაფერი არ ხდებაო, ბულვართან ცხოვრობს
-
ხელისუფლება იქცევა როგორც ნაძირალა რომელიც პირდაპირ არ ამბობს რომ გეი აღლუმი არ გაიმართება, რაღაცას ჩალიჩობენ
-
ჯერესერთი თუკი ასეთი დიდი სურვილია გეების დარბევის კი ბატონო, დაარბიონ, თუკი ბევრს გაახურებენ მეც მივიღებ ამაში მონაწილეობას, ოღონდ ეკლესია არ უნდა ჩანდეს, სასულიერო პირები არ უნდა იყვნენ მიტინგზე და მამაო ჩემო არაა მიტინგებზე საყვირრელი სიტყვა, ესაა ლოცვა, პატრიარქის მოწოდებას ვეთანხმები, ეკლესია ვალდებულია დააფიქსიროს თავისი ნეგატიური დამოკიდებულება, მერე რას ნიშნავს მამაო ჩვენო ვათქმევინე რომ გაჰყვირის მღვდელი მიკროფონში, რა არის ეს, ვათქმევინე რა, სიტყვაში ჩაიჭირა? ლოცვა ნებაყოფლობითია და არა მექანიკურად ნათქვამი სიტყვები, რომ ცუდი ტიპი არ გამოჩნდეს, სიმშვიდე, მოკრძალება, მოთმინება, შეგონება, ესაა მართლმადიდებლური გზა
-
ამ მიტინგს თუ თავყრილობას თუ რაც იყო მართლმადიდებლობასთან არანაირი კავშირი არა აქვს, ჩემს კითხვებს შენ პასუხს ვერ გასცემ ვერანაირად, თქვენ ხართ ის ხალხი ვინც ლიბერასტებს აძლვეთ მოქმედების ნოყიერ ნიადაგს და სასაცილოდ აგდებინებთ ეკლესიას, თქვენს დამარცხებას ადვილად შEძლებენ
-
\ეს კაცი უძლიერესი დიპლომატია
-
ღვინოს რამდენი მიაქვს საინტერესოა :nekro: ჩვენთან სამკაციანი ოჯახის გამოკვებას, ნორმალურად, თავი რომ არ გაიგიჟო 700 ლ ყოფნის
-
ნამდვილად არ ველოდი ასეთ დაბალ ფასებს, ეტყობა გადასახადებში მაგრა იწეწებით, საინტერესოა ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის (თუ გაქვთ) და საწვავის ფასი
-
თუკი არ ხუმრობ იქნებ შენს თემაში მოგვითხრო უფრო ვრცლად
-
ნაცმოძრაობა მოსახადი ჭირია, წინააღმდეგ შემთხვევაში მას მოვიშორებდით, ეტყობა იქ, ზევით აწყობთ თორემ რავა მე არ გამოვრიცხავ და ვერ გამოვრიცხავ იმას რომ ჩემი სურვილიდან გამომდინარე, იმ პერიოდში გრეჩო რომ მოსიულიყო ხელისუფლებაში, უსისხლოდ-ყველაზე უკეთეს ვარიანტს განვიხილავ, ვინ იცის, ეს უფრო გაააძლიერებდა ნაცმოძრაობას და მერე სიხარულით და ტაშფანდურით გვაყვირებდნენ კი არა ვიყვირებდით, მოდი მიშააა, მოდიიიიი მიუხედავად ამისა, ყოველთვის ოპოზიციას დავუჭერ მხარს და თუკი იქნება საპროტესტო აქციები მაინც მივიღებ მონაწილეობას, ანუ, რეჟიმი ბოროტებაა კი, მის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებელია, მაგრამ თუკი ვერ ვამარცხებთ, ეტყობა არის ამის ობიექტური მიზეზები და შესაძლოა რომ მათი მმართველობა საბოლოო ჯამში სასარგებლო იყოს ქართული საზოგადოებისთვის,
-
გეების აღლუმის ჩატარება მართლაც იგეგმება, დევნილები თავად არიან ჩუმად, არ სოლიდარობენ ერთმანეთს და მეტი საქმე არა მაქვს მე ვირბინო მაგათ პრობლემებზე, რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებებს პოლიტიკური პარიტები ამჯობინებენ დუმილს და მოსახლეობამ რა უნდა ქნას? მოსახლეობას შეიძლება ჰქონდეს სოციალური მოთხოვნები, ასე, სპონტანურად, მაგრამ პოლიტიკური მოთხოვნები ოპოზიციური პარტიების ხელმძღვანელობის გარეშე არ არსებობს,
-
თუ არ დაგეზარება რომ კითხო მადლობთ შაქარი-1.80 ლ საქონლის ხორცი-8.5 ლ ზეთი-მზესუმზირის 3 ლ წიწიბურა-3.20 ლ ბრინჯი-მეც არ მახსოვს კარტოფილი-1 ლ პამიდორი-1.ლ კიტრი-1.ლ (საშუალო)