Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. თუ დაუდგება ერი და ეროვნულად მოაზროვნე ხალხი გვერდში გაქაჩავენ . საერთოდ ეროვნული ძალების მთავარი პრობლემა იცით რა არის ? ქართველი ერის უდიდეს ნაწილში მეტასტაზებივითაა მოდებული ვერცხლისმოყვარეობა და სნობიზმი . მაშინ როდესაც ქართული ტელევიზიები ოცდაოთხი საათი ატრიალებენ კაცმა არ იცის რა ფულით დაფინანსებულ ამერიკიდან ქართულ პოლიტიკაში ბანდეროლით გამოგზავნილ ირაკლი ალასანიას და რესპუბლიკელების ალიანსს , რომელთაც აბსოლიტურად ანტიეროვნული პროგრამა და პოლიტიკური კურსი აქვთ . მაშინ როდესაც ტელევიზიები ოცდაოთხი საათი ატრიალებენ რუსული ფულით დაფინანსებულ გაჩეჩილაძე , ბურჯანაძე , წითელი ინტელიგენციის ალიანსს და ოცდაოთხი საათი ატრიალებენ გაურკვეველი წყაროებიდან დაფინანსებულ და წელიწადნახევარში ორკაციანი პარტიიდან ყველაზე მრავალრიცხოვან პარტიად ქცეულ ფსევდოეროვნულ პრორუსული კურსის ეროვნულ ფორუმს რომელთაც საქართველოში ნაციონალების შემდეგ ყველაზე გამართული პარტიული სტრუქტურა აქვთ და ნაციონალების მერე ყველაზე მეტი ოფისი გააჩნიათ ?????!!!!! , რომელთა ლიდერი სანიკიძეც სიამაყით აცხადებს რომ თბილისში მანქანების კოლონებით შემოსვლისას ყველაზე მეტი 470 !!! ავტომანქანა მათ შემოიყვანეს და კაციშვილს არ უჩნდება კითხვა საიდან ამდენი ფინანსები და რესურსები ფორუმს რომელიც პრორუსული ორიენტაციისაა , საიდან ამდენი ოფისების გახსნის ფული ? ნაციონალების მერე ყველაზე მეტი ოფისი მათ აქვთ საქართველოში , რა ოქროს თევზი დაიჭირა გუბაზ სანიკიძემ ისეთი რომ ორკაციანი პარტიიდან ფორუმი ამხელარესურსებიან პარტიად იქცა ? აი ამ ხალხს აპიარებენ დღესდღეობით გარკვეულ მიზეზთა გამო ქართული ტელევიზიები და ამ სნობიზმითა და ვერცხლისმოყვარეობით დაავადებულ ხალხსაც არ უჩნდება კითხვა საიდან . მათთვის მთავარია რომ მაგ ლიდერებს ყოველდღიურად ატრიალებენ საინფორმაციოები და მათთვის საკმარისია რომ ეგ ლიდერები კენედებად და დე გოლებად ჩათვალონ . ალასანია ბაიდენს შეხვდა ესეიგი ეგაა რა ეხლა გადამრჩენელი და მამამარჩენალი როგორც თავის დროზე შევარდნაძის მსოფლიოს მიერ ცნობის გამო სიხარულით კუნტრუშობდა ჩვენი ინტელიგენცია , ბაიდენს შეხვდა ალასანია ? შეხვდა , ტელევიზიები ატრიალებენ ნიუსებში ? ატრიალებენ , ინტერნეტ საიტებზე დევს მთავარ გვერდზე მისი ინტერვიუები ? დეეევს ... აბა რაღა მნიშვნელობა აქვს მის პროგრამას , იდეალებს , დაფინანსების წყაროს და მიზეზს ... იმასაც ვერ ხვდება ეს ხალხი რომ ალასანია რომ ეროვნული ყოფილიყო და რაღაც მანქანებით ამხელა პოლიტიკური გუნდის შექმნა , ამხელა ფინანსების მოზიდვა და ამხელა პიარის აგორება მოეხერხებინა ( რაც აბსურდია რადგან დღეს ნებისმიერ ეროვნულ და ამავდროულად პროგრესულ ძალას არ მისცემენ ელემენტარულ ტრიბუნას საქართველოში და ყველანაირად დაბლოკავენ ტელეეთერიდან და ფინანსურად გაანეიტრალებენ ) აქამდე გია ჭანტურიასავით ჩაცხრილავდნენ ( ჯვარი წერია ) , დღეს საქართველოში ეროვნული ლიდერის მოსვლა არც რუსეთს აწყობს და არც ამერიკას . რუსეთს არ აწყობს პროდასავლური საქართველო და არც საქართველო საერთოდ ... , ხოლო ამერიკას არ აწყობს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროდასავლური , ეროვნული , ძლევამოსილი საქართველო , არამედ მათ ურჩევნიათ კანადის მსგავსი რესპუბლიკა საქართველოში , ანუ იგივე საქართველოს შეერთებული შტატები . დღეს ეროვნული და ამავ დროულად პროგრესულად მოაზროვნე ლიდერები აქა იქ კი არსებობენ , მაგრამ ხდება მათი დაბლოკვა ყველანაირი საშუალებებით , ხოლო რაღაც მანქანებით მაინც რომ მოეხერხებინათ ამ ეროვნულ პროგრესულ ძალებს მოძლიერება და გაჩენილიყო დიდი შანსი მათი ხელისუფლებაში მოსვლის მათაც გია ჭანტურიასავით ჩაცხრილავდნენ და მაქსიმუმ ერთი ან ორი ადამიანი გადარჩენილიყო მათგან ცოცხალი რომელიც გააგრძელებდა ბრძოლას , დღეს ეს ეროვნული პროგრესულად მოაზროვნე ლიდერები ჯანმრთელები რომ არიან მათი უფინანსობის და შესაბამისად პოლიტიკურ თამაშგარეში ყოფნის დამსახურებაა . ძალიან ცუდი გრძნობაა ამას რომ ვწერ მაგრამ ასეა . ჯვარი წერია ყველას . ამ საზოგადოებაში ამ ვერცხლისმოყვარეობითა და სნობიზმით დაავადებულ სოციუმში რა თქმა უნდა გაუჭირდებათ პოლიტიკურ ასპარეზზე თავის დამკვიდრება ისეთ ეროვნულ , დაფინანსების არმქონე და საინფორმაციო საშუალებებიდან საგანგებოდ დაბლოკილ ძალას როგორიცაა ეროვნულ პარტიათა ალიანსი . ვაჟა ადამია მარტში გამოდის ციხიდან და სავარაუდოდ მაგ პერიოდიდან გააქტიურდება ხალხის გვერდში დადგომის შემთხვევაში ეს ალიანსი . ვაჟა ადამია არ არის ის ადამიანი მსოფლიო გლობალური ძალების და კრემლის სპეცაგენტურის რომ შეეშინდეს და საქართველოსთვის ბრძოლა შეწყვიტოს , ის მერაბ კოსტავას ბავშვობის მეგობარია და მასთან ერთად ერთი იდეალებით გაზრდილი ზემოთ ვახსენე რომ ამერიკას და ზოგადად დასავლეთს არ აწყობს აქ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროდასავლური , ეროვნული , ძლევამოსილი საქართველო , არამედ აწყობს დასავლეთის პროექტი , მათ მიერ მართული ანგლოსაქსური ფასეულობების მქონე კანადის მსგავსი ექსპერიმენტი სახელმწიფო , სწორედ იმაში მდგომარეობს ამ ალიანსის პროგრამის უნიკალურობა რომ ისინი პოულობენ ოქროს შუალედს და საქართველოს განსაკუთრებული გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული მდებარეობის გათვალისწინებით , ევროპის მიერ ალტერნატიული გაზსადენისა და ნავთობსადენის პროექტის უდიდესი მოთხოვნილების გათვალისწინებით მათ აქვთ პროგრამა რომლის მიხედვითაც შეუძლიათ დასავლეთი დაითანხმონ თანასწორუფლებიან მოკავშირეობაზე , სუვერენიტეტისა და ეროვნული კულტურის უმკაცრესი დაცვით და დაითანხმონ რომ აიძულონ რუსეთი გადათქვას აფხაზეთისა და სამაჩაბლოს აღიარება , აიძულონ რუსეთი გაიყვანოს ჯარი უკანასკნელ ჯარისკაცამდე და მოხდეს საქართველოს სრული დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა . დღევანდელ ანგარებითა და სნობიზმით დაავადებულ სოციუმში ვის რაში აინტერესებს ვაჟა ადამიას ეროვნული იდეალები და ვაჟა ადამიას , თამარ ჩხეიძისა და ნოდარ ნათაძის ეროვნული იდეისა და თანამედროვე გამოწვევებისა და პროდასავლური პოლიტიკის უმტკივნეულო , სინთეზირების ეროვნულ ინტერესებთან უნიკალურად თანხვედრილი სანიმუშო პროგრამა . თუმცა მე მაინც იმედი მაქვს რომ ქართველი ერის ნაწილი მაინც გააკეთაბს სწორ არჩევანს და დაუდგება გვერდში ჭეშმარიტად ეროვნულ , პროდასავლურ ძალებს
  2. ეროვნულ პარტიათა ალიანსი წარმოადგენს ეროვნული მოძრაობის წიაღში წარმოშობილი ეროვნული ლიდერებისა და პოლიტიკური ორგანიზაციების ალიანსს . შედგება ოთხი პოლიტიკური სუბიექტისგან - ,,მერაბ კოსტავას საზოგადოება '' - ლიდერი ვაჟა ადამია , ,,სახალხო ფრონტი'' - ლიდერი ნოდარ ნათაძე , ,,ილია ჭავჭავაძის საზოგადოება - ლიდერი თამარ ჩხეიძე და ,,სახალხო პარტია''- ლიდერი მამუკა გიორგაძე . ეს პოლიტიკური ალიანსი წარმოადგენს პროგრამულად გამართულ უკიდურესად პროდასავლური პოლიტიკური კურსის , ეროვნულ - პატრიოტული სულისკვეთების პოლიტიკურ ალიანსს რომლის პრიორიტეტებია ეროვნული დამოუკიდებელობის განმტკიცება , საქართველოს სრულმასშტაბიანი დეოკუპაცია და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა , ამერიკასთან უშუალო სამხედრო - პოლიტიკური მოკავშირეობის საფუძველზე ჰიპერმილიტარისტული , ულტრათანამედროვე სამხედრო ტექნიკით არჭურვილი ძლევამოსილი შეიარაღებული ძალების შექმნა , კავკასიის რეგიონში ლიდერის როლის განმტკიცება , ქვეყნის სულიერი , კულტურული , ეკონომიკური აღმავლობა და ზნეობრივი , ეროვნული , პროგრესული , დემოკრატიული , ძლევამოსილი სახელმწიფოს შექმნა
  3. რანი ვიყავით და რანი ვართ ეხლა , საძოვარს გადაგებული ყოფილი ერი . ეკუთვნით აფხაზეთი აფხაზებს სეპარატისტებს და ბასაევის ჩრდილოკავკასიელებს აბა არ ეკუთვნით , აბა არ ეკუთვნით ამ დამპალი ერიდან გამოყოფა ? ხო ამოგვიხოცეს კაცები და ხო გვარგუნეს ამ უფერული მასის ყურება სამუიდამო სატანჯველად
  4. თქვენმა მამამარჩენალმა და მსოფლიო დონის პოლიტიკოსმა ხო შეძლო სამაგიეროდ 2003 წლამდე სკამის შენარჩუნება ხურდა ფულივით რომ ჩააბარა რუსეთს სამაჩაბლო და აფხაზეთი , სნგ-ში რო შეათრია ქვეყანა და ბალტინის ჯარებს არბევინა სამეგრელო , შევარდნაძისთვის დაჩოქება რომელი მენტალობა იყო ქართული , რუსული თუ ანგლოსაქსური ?
  5. ზვიადი აპირებდა ლუსტრაციის კანონის მიღებას მე ვაჟა ადამიასგან ვიცი რომ საქართველოდან განდევნამდე რამდენიმე კვირით ადრე წარუდგინა აგენტთა სია ზვიადს როგორც უშიშროების კომიტეტის ტავმჯდომარემ , მაგრამ განვითარებული მოვლენების გამო ვერ მოასწრო და კოლხურ კოშკში როგორც შენ წერ მხოლოდ ასლები ინახება . ციმბირში მერაბ კოსტავას უფლებების დაცვისთვის და შედარებით ადამიანურად მოპყრობისთვის ზვიადმა მსოფლიო ააწრიალა და პირადად ფრანსუა მიტერანს მისწერა მისი აუტანელი ყოფისა და უსამართლო პატიმრობის შესახებ , რამაც გარკვეული ზეგავლენა იქონია საბჭოთა კავშირზე . ზვიადს რომ არ ,,მოენანიებინა'' მაშინ დღეს ისევ საბჭოთა იმპერიის ნაწილი შეიძლება ვყოფილიყავით ხოლო ზვიადი და მერაბი დღეს ციმბირის ლაგერებში ყოფილიყვნენ ჩამარხულები და თქვენ მათ ქაქუცას მსგავსად ყაჩაღებად მოიხსენიებდით რომლებიც ხელს უშლიდნენ საბჭოთა ახალგაზრდობას ,,ბედნიერი საბ ჭოეთით'' ტკბობაში . წაგიკითხიათ მერაბ კოსტავას ციხიდან გამოგზავნილი წერილი იმდროინდელი დისიდენტებისადმი სადაც ის გარდაუვალი აუცილებლობით ხსნის ზვიადის ეგრეთწოდებულ ,, მონანიებას'' . საქართველოს დამოუკიდებლობა ვინ გამოაცხადა ? ეგ შენი ეგრეთწოდებული დისიდენტური მოძრაობა სუკის მიერ იყო შეთითხნილი საქართველოში , ლიტვაში ლატვიასა და ესტონეთში ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობების შესასუსტებლად , თავის დროზე ზვიადი და მერაბიც იყვნენ მათთან ერთად მაგრამ რომ შეატყვეს რომ მათი გონება საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაციის იქით აღარ მიდიოდა გაეთიშნენ მათ , მათთან ერთად დისიდენტურ მოძრაობას გამოეყვნენ გია ჭანტურია , ირაკლი წერეთელი , თამარ ჩხეიძე და ზვიადის და მერაბის თაოსნობით წამოიწყეს ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა . მას შემდეგ რაც შეატყო რომ ეგრეთწოდებული დისიდენტური მოძრაობა საბჭოთა კავშირის დემოკრატიზაციის მიზნის იქით არ მიდიოდა და სახაროვისტების ხედვა ხრუშჩოვის გარდაქმნის გეგმისგან დიდად არ განსხვავდებოდა ზვიადმა ღიად ამხილა ისინა კაგებესთან თანამშრომლობაში და მაგიტომ ვერ იტანენ ზვიადს , ეგენი გმობდნენ საქართველოს და ბალტიისპირეთის ქვეყნების სწრაფვას თავისუფლებისადმი . ზვიადის როლი საბჭოთა კავშირის დაშლაში სწორედ ბალტიისპირელ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებს კითხონ და არა კაგებეს მიერ მართულ დისიდენტებს . ლანდსბერგისი არის თუ არა დღესდღეობით მსოფლიოში ერთერთი ყველაზე პატივსაცემი ადამიანი , კითხონ აზრი ზვიადის შესახებ . ვიმეორებ ზვიადს მაშინ რომ არ მოენანიებინა დღეს ალბათ ისევ საბჭოთა იმპერიის ან სახენაცვალი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე იმპერიის ნაწილი ვიქნებოდით და ზვიადი და მერაბი ციმბირის ტრამალებში იქნებოდნენ დამარხულები და თქვენ მათ ქაქუცას მსგავსად ყაცჰაღებად მოიხსენიებდით რომლებიც ხელს უშლიდნენ საბჭოთა ,,ბედნიერ'' ახალგაზრდობას ,,დიადი საბჭოეთით'' ტკბობაში
  6. მამარდაშვილმა რა ჩაიდინა და ეწეოდა შპიონაჟს ჩეხოსლოვაკიაში ანტისაბჭოურად განწყობილი ინტელიგენციის წინააღმდეგ . ამას ვიმეორებ გამოაჩენს ლუსტრაციის კანონი . ზვიადი ისტორიაში და წმინდა მოწამეთა ზეციურ პანთეონში დიდებით ამაღლდა და არ აქვს მნიშვნელობა რას იტყვიან მასზე ორჯონიკიძეები , კიტოვანები , ბერძენიშვილები , მამარდაშვილ - სახაროვისტები და უფერული და უსახური უეროვნებო მასა
  7. რითი იყო ზვიადი კაგებეს აგენტი საბჭოთა კავშირი რომ დაანგრია ? რა ვიდეო უნდა დადო მონანიებას გულისხმობ ? ეს სახაროვისტების პროპაგანდა ხო აღარ და აღარ დამთავრდა , თქვა გასაგებად მერაბ კოსტავამ ეს რომ არ გაეკეთებინა ჩაიშლებოდა ეროვნული საქმე დაზვიადის მოუნანიებლობის შემთხვევაში ვინ წყალში იყრებოდა მათი ნამოღვაწარი ათხუთმეტი წლიდან . საბჭოთა კავშირი რო დაანგრია მაგით იყო კაგებეს აგენტი ? თუ თქვენი მამარდაშვილივით და სახაროვივით მხოლოდ საბჭოთა რუსეთის იმპერიის დემოკრატიზაციისთვის უნდა ეღვაწა ? დღემდე ვერ ვხვდები ყველა არასრულფასოვნების კომპლექსით გატანჯული არსება რატომ პოვებს შვებას ზვიადის და საერთოდ ღმერთკაცობრივი თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანების ლანძღვაში . ოპოზიციაში ვაჟა ადამიაც იყო მაგრამ მაინც ვამბობ რომ ეროვნული და ვაჟკაცი ადამიანია . აი ჩემი ჩამოთვლილი ადამიანები მართლა სუკის აგენტები იყვნენ და არიან და იმ ფსევდონიმებს კიდევ დაიმახსოვრეთ და ლუსტრაციის კანონი დაადასტურებს
  8. მის გარდა სამ სუკის აგენტს კიდევ გეტყვი გინდა ფსევდონიმებით - რამაზ კლიმიაშვილი - ,,საშა'' , გურამ მამულია - ,,სანაძე'', ლევან ღვინჯილია - ,,ოდიშარი'' . სამწუხაროდ გოგა ხაინდრავას , ლევან ბერძენიშვილის , ჯანრი კაშიას და სხვების ფსევდონიმები ზუსტად არ ვიცი და არ მინდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია დავწერო
  9. და არ იყო სუკის აგენტი ? გსმენიათ რამე ჩეხოსლოვაკიაში მისი ,,მოღვაწეობის'' შესახებ ? მალე გამოქვეყნდება საჯაროდ ლუსტრაციის კანონის მირების შემდეგ მისი ,,ნამოღვაწარი''
  10. მაგარი იდეაა . იმედია მართლა განხორციელდება . ძალიან კარგი იქნება ახმედ ზაკაევის ოფიციალურად თბილისში მოწვევა და მისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება თუ მოხდება და ამ არხის მთავარი იდეოლოგი ის იქნება
  11. ძალიან ძნელი იქნება ხალხისთვის იმის დაჯერება რომ გულუბრყვილობით მოგდით ფედერაციულ მოწყოპბას რომ უჭერთ მხარს და კონკრეტული ანტიეროვნული პოლიტიკური ძალა არ მართავს ამ საიტს
  12. ძალიან გთხოვთ ჩვეული დიპლომატიურობით არ აარიდოთ თავი ჩემს მიერ დასმულ შეკითხვას და გამცეთ კონკრეტული პასუხი ზემოთ დასმულ ორ შეკითხვაზე . აუცილებლად ჩემს ყველა ნაცნობს შევატყობინებ თქვენს პასუხს ნებისმიერი პასუხის შემთხვევაში
  13. რა გინდათ ხალხს აფიქრებინოთ რომ ებრალიძე და კრემლი მართავს ამ საიტს ?
  14. გამაგიჟებთ თქვენ . ვინმემ რომ ოჯახი გაგილანძღოთ იტყვით რომ დემოკრატია და სიტყვის თავისუფლებაა და რა ვუყოთო ? პოლიტიკური ტერმინებით თუ უნდათ მეძახონ კორუმპირებული და დამადანაშაულონ ავტორიტარიზმში და ასე შემდეგ მაგრამ ოჯახს რატომ ეხებიან , ოჯახი რომ ქართველი კაცისთვის წმინდათაწმინდაა მაგის დაწერაც საჭირო გახდა ? ჭეშმარიტი დემოკრატია ადამიანზე შეურაცხყოფის მიყენებას არ ნიშნავს , თუმცა მას შემდეგ რაც აშუშუში ბუშის ძირს მხოხავ ფიტულს პანღურები ურტყეს ყველა გამვლელ გამომვლელმა და ამას ტელევიზიები პირდაპირ ეთერსი გადმოსცემდნენ და ამერიკა დემოკრატიის სიმბოლოდ ითვლება რაღაზეა ლაპარაკი , გასაგებია რასაც ეძახის უმეტესობა აქ დემოკრატიას . დემოკრატია არ ნიშნავს რომ ნებისმიერმა გახრწნილმა ადამიანმა ნებისმიერ ადამიანს საჯაროდ მიაყენოს ნებისმიერი შეურაცხყოფა . სხვათა შორის სააკაშვილის ადგილზე ვაჟკაცი პრეზიდენტი რომ გვყოლოდა ამდენი შეურაცხყოფის მიყენებას არ აპატიებდა გრეჩიხას და ოპოზიციის ლიდერებს და კვერცხებით დააკიდებინებდა იმ კურდღელო კურდღელოს ძახილისა და სტაფილოების სროლისთვის
  15. მე რო პრეზიდენტი ვიყო და ჩემი ოჯახი ვინმემ აუგად მოიხსენიოს სიკვდილამდე თუ არა სისხლის ღებინებამდე მაინც ვაბერტყინებ და რაც უნდათ ის იყეფონ მერე ლიბერალებმა
×
×
  • შექმენი...