Jump to content
Planeta.Ge

shamili

პლანეტელი
  • პოსტები

    1.176
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი shamili

  1. რა თქმა უნდა ბევრი ვაჟკაცი ადამიანია რუსეთშიც და ამის დასტურია არა მარტო ეგ წერილი , არამედ თუნდაც ოლეგ პანფილოვი , ნატალია ნოვოდვორსკაია და სხვანი . მე არც ერთ ერს არ ვერჩი , მაგრამ იბერიულ კავკასიური რასის ერები ჩემთვის მაინც ყველა ერზე მაღლა დგას . მე ვთვლი რომ რუსების დემოკრატიულა და ჰუმანურ ნაწილს არაფერი უნდა ჰქონდეთ საწინააღმდეგო კავკასიის დამოუკიდებლობისა და კავკასიური სახლის მარადიული იდეისა , ასეთ რუსებს ჩვენც არაფერს ვერჩით
  2. მე პირადად სანამ არ მოხდება საქ ართველოს სრული დეოკუპაცია , ნებისმიერ პოლიტიკოსს , რომელიც რუსებთთან გამართავს დიალოგს ნებისმიერ თემაზე გარდა საქართველოს დაუყოვნებლვი და უპირობო დეოკუპაციისა , ვუწოდებ მოღალატეს და ნებისმიერ ქართველს ღვთისა და ერისგან ეძლევა კურთხევა მსგავსი პოლიტიკოსების ჩაძაღლების . დიდება ქართულ წმინდა ომს ! დიდება იბრიულ კავკასიური რასის ერთა ბრძოლას თავისუფლებისთვის !!!
  3. დავით სოსლანი ქართველი იყო , ოსეთში გამეფებული ბაგრატონი , გიორგი პირველის ხაზით გიორგი პირველს ,, მეორე ცოლად '' ჰყავდა ოვსთა მეფიუს ასული ალდე და იმასთან შეეძინა ვაჟი , რომელიც გახდა ოსეთის მეფე და აი იმის თამომავალია დავით სოსლანი და იგი იყო ქართველი , თანაც ბაგრატონი , არ ვიცი ვის აწყობს ისტორიის გაყალბება და დავით სოსლანის ოსად წარმოჩენა მაგრამიგი იყო ქართველი , ოსეთში გამეფებული ბარატიონი ბაგრატიონებში ე მოსული პონტი იყო , ქეთევან დედოფალი ბაგრაიონთა მუხრანბაონებისშტოდან იყო , ერეკლე მეორის დედაც ბაგრატიონი იყო და სხვა უამრავი მაგალითია მაგის ჩვენს ისტორიაში
  4. დავით სოსლანი ქართვლი იყო , ოსეთში გამეფებული ბაგრატიონი
  5. გამარჯობა . ყველა თქვენგანი იქნება ალბათ პოლიტფორუმის საიტზე ნამყოფი და ალბათ დამეთანხმებით რომ ეგ საიტი ებრალიძე-კვარაცხელია-ხომერიკის მოღალატეობრივი ხროვის პიარ საშუალებადაა ქცეული , არადა მაგ ფორუმს აქვს პრეტენზია რომ იწოდებოდეს მთავარ ქართულ პოლიტიკურ ფორუმად . ჩემი თხოვნა იქნება ყველა ჩემსავით ანტირუსულად განწყობილი პიროვნება დარეგისტრირდეს პოლიტფორუმზე , დავანახოთ რუსეთუმეებს ეროვნული ძალების სიმრავლე და ერთობა რუსეთუმეების წინააღმდეგ , დავანახოთ მათ საკუთარი უსუსურობა ეროვნული ძალების წინაშე . დაე ნიაღვარივით წავლეკოთ პრორუსული განწყობა მაგ ფორუმზე და ეროვნულ საქმეს მოვახმაროთ ებრალიძის ეგ პიარ საიტი და დავამხოთ პრორუსებისა და საბჭოთა ნოსტალგიით შეპყრობილთა ეგ დღემდე შემორჩენილი ციტადელი . მაინტერესებს თქვენი აზრი
  6. მე ვარ ომის პარტიის მომხრე , ოღონდ არა ამ ომის პარტიის , ეს არის კურდღლების პარტია , აი ნამდვილ ეროვნულ , ანტირუსულ , ომის პარტიას უახლოეს მომავალში იხილავთ
  7. შენთვისაც ? მე არ შევეგუები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე
  8. მაგას მე მიხსნი ? ალასანიამ თქვაო კაცი ამბობს და ეგ რომ შალვას ეთქვა შეიძლებოდა გაგვეტარებინა , მაგრამ პაატა დავითაიას არ მგონია ტყუილად დაებრალებინა , რაღაც ხელჩასაჭიდი მაინც რომ არ ჰქონოდა , იქნებ გაიკითხოთ ზუსტად
  9. ,, ალასანია აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის აღდგენის მომხრეა '' განაცხადა პაატა დავითაიამ . მე პირადად არ მომისმენია ალასანიასგან მსგავსი რამ , მაგრამ არ მგონია კვამლი უცეცხლოდ გაჩენილიყო , მით უმეტეს პაატა დავითაია არის გაწონასწორებული პოლიტიკოსი ( სხვა საქმეა ჩემი პირადი ან თქვენი შეხედულებები მისდამი ) და ნამდვილად არ მიეკუთვნება იმ პოლიტიკოსთა კატეგორიას რომელთაც დაუფიქრებლად და უსაფუძვლოდ სჩვევიათ ბრალდება , მით უმეტეს რომ იგი პარლამენტის წევრია და განსაკუთრებით ფრთხილად მოეკიდებოდა ყოველ განცხადებას და მაქსიმალურად მოერიდებოდა უსაფუძვლო ბრალდებას . როგორ გგონიათ სრულიად უსაფუძვლოდ და ხელაღებით დაადანაშაულა დავითაიამ ალასანია ამ კონკრეტულ საკითხში რომელიც ღალატის ტოლფასია ? თუ გავითვალისწინებთ ალასანიას მოულოდნელად აწეულ რეიტინგს , მის რესპუბლიკელებთან ალიანსს და მათ იდეას საქართველოს კონფედერაციულ მოწყობასთან დაკავშირებით ალასანიას ეს განცხადება ძალიან რეალური ჩანს და არაა გამორიცხული ეს იდეა რუსებისთვის სამშვიდობო მანდატის აღდგენის შესახებ სნგ - ს მსგავსად რუსეთ ამერიკის ერთობლივი პროექტი იყოს , ისევე როგორც ალასანია და ალიანსი საქართველოსთვის . რას ფიქრობთ ამის შესახებ და თუ ფლობთ რაიმე სახის ინფორმაციას
  10. ის მოსაზრებები რაც თქვენ ამ ფორუმზეც წამოაყენეთ ჩემთვისაც ნაცნობია და არც თუ საფუძველს მოკლებული , თუმცა მე ვერ გავბედავ პატრიარქზე მხოლოდ მოსაზრებაზე დაყრდნობით მსგავსი ბრალდების წაყენებას და უმძიმესი ცოდვის დადებას . ასევე გეთანხმებით ამბროსი ხელაიასთან დაკავშირებით და ვოცნებობ საქართველოს ყავდეს მისნაირი პატრიოტი და მებრძოლი პატრიარქი . გამორიცხულია , მაგრამ რომ მოხდეს პატრიარქის მიერ თქვენს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ცილისწამების გამო , თქვენ შეძლებთ თქვენი სიმართლის დამტკიცებას ?
  11. თეა თუ გულწრფელად გჯერათ თქვენი სიტყვების აბსოლიტურად შემეცვალა თქვენზე შეხედულება და დავინახე თქვენში პატრიოტი ადამიანი და აბსოლიტურად გეთანხმებით ზვიადისტების დახვრეტასა და კანონიერი ხელისუფლების დახვრეტის დროს პატრიარქის უმოქმედობასთან დაკავშირებით , თუმცა მე ვერ მივცემ ჩემს თავს უფლებას პატრიარი კაგებესთან კავშირში დავადანაშაულო და უდიდესი ცოდვა დავიდო , გაქვთ ყოველივე ამის კონკრეტული საბუთი ?
  12. ოღონდ ეგ მოხდეს და რუსეთს ნაცარტუტად ვაქცევთ როგორც კ კავკასიონის ქედს გადმოკვეთს , გავიკითხავ ყოფილი უზენაესი საბჭოს უშიშროების კომიტეტის წევრებში მართალია თუ არა , რაღაც მაინც ეცოდინებათ
  13. ეგ ყველაფერი საჭიროა , მაგრამ თქვენ არაფერს ამბობთ სულიერებაზე და ეროვნულ იდეალებზე
  14. მე შეხება არ მაქვს მაგ ალიანსთან , უბრალოდ ვიცნობ მაგ ალიანსიდან ვიღაც ვიღაცეებს და ვიცი მათი მსოფლმხედველობა და პოლიტიკური პროგრამა . ერთადერთი გაზეთს სცემს ყოველთვიურად მერაბ კოსტავას საზოგადოება რომელიც უფასოდ ურიგდებათ მსურველებს , ძირითადად სოლოლაკში სადაც მერაბ კოსტავას საზოგადოების ოფისი მდებარეობს . მე უკვე გასაგებად დავწერე რატომ არის გამორიცხული ეროვნულ ძალებს ჰქონდეთ დაფინანსება და ხალხი დაუდგება თუ არა გვერდში მათი საქმეა , მაშინ დაუდგნენ გვერდში ბოლომდე ვისაც უდგანან , იმ მაღალდაფინანსებიან , ტელევიზიების მიერ გაპიარებულ საზღვარგარეთიდან მართულ ძალებს და რაც მოხდება მერე საქართველოში და ყოფილი საქართველოს ტერიტორიაზე რომ წარმოიქმნება კანადის მსგავსი ,,დასავლური ღირებულებების'' ან ჩუკოტკის მსგავსი რუსულ ჩუჩმეკური მოსახლეობით განსახლებული რუსული ,,ველიკაია ძერჟავას'' საზაფხულო აგარაკი , რო დაიყოფა რამდენიმე დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტისგან შექმნილ კონფედერაციულ ალიანსად რომელიც ამერიკის ან რუსეთის სულის შებერვისთანავე დაიშლება როგორც კი დამოუკიდებლად გაფართხალებას და ეროვნული ინტერესების გატარებას ცდის საქართველოს მმართველი , ანუ ამერიკასაც და რუსეთსაც ჭირდება საქართველოს საკონტროლო პაკეტი , ეს არა მარტო მათი ბრალი იქნება ვინც ამას აღასრულებს , არამედ იმათიც ვინც მათ ედგა გვერდში . ვაჟა ადამიას , ნოდარ ნათაძის , თამარ ჩხეიძის და მამუკა გიორგაძის ალიანსი და სხვა ეროვნული , ანტირუსული ძალები ღვთის , ერისა და წინაპართა სულების წინაშე მაინც იქნებიან მართლები რომ მათ ცადეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ერის ცნობიერების გადარჩენა ხალხის სულით დაცემის , ანგარების , ვერცხლისმოყვარეობისა და სნობიზმის გულისთვის მათ უმოქმედობასა და გულგრილობაში ვერვინ დაადანაშაულებს
  15. ხალხის გვერდში დგომის გარეშე არაფერი , ვიმეორებ არ ჰქონიათ ფინანსები და პიარი ეროვნული მოძრაობის დროს მათ ლიდერებს , ვინ დაუთმობდა მათ ეთერს მაგრამ ეროვნული სულისკვეთება რომ იყო ერში , ხალხი თვითონ მიდიოდნენ მათთან და გვერდში უდგებოდნენ . ფინანსები და პიარი შევარდნაძეს ქჰქონდა არნახული , მერე სააკაშვილს , ეხლა ბურჯანაძეს , პრორუს ფორუმს და ამერიკიდან საქართველოს ,,ურჩობის'' შემთხვევაში მარტივდასაშლელ კონფედერაციულ სახელმწიფოდ გადაწყობისთვის წარმოგზავნილ ალასანიას აქვთ არნახული პიარი და გეკითხებით როგორ მოვიქცეთ ამჟამად დაველოდოთ ქართველ ერზე და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ჩატარებულ მორიგ ექსპერიმენტს ? გაიგეთ რომ აწი ვინც წარმოჩინდება ტელევიზიების მეშვეობით სტრუქტურულად გამართული პოლიტიკური გუნდის მქონე ,,პერსპექტიულ'' პოლიტიკოსად გამორიცხულია ის ეროვნული იყოს . გაიგეთ რომ ფინანსები და პიარები დღევანდელ სიტუაციაში გამორიცხულია პროდასავლური და ამავდროულად ეროვნული იდეის მატარებელ პარტიასა თუ ლიდერს ქონდეს , ყველანაირად დაბლოკავენ მას ფინანსურადაც და ინფორმაციულადაც . როგორ ფიქრობთ მაინც საიდან უნდა ქონდეთ მათ ფინანსები ვინ დააფინანსებს სააკაშვილი ? ამერიკა დააფინანსებს მხოლოდ მის მარიონეტს საქართველოში და არა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე პროდასავლური და პროამერიკული კურსის პოლიტიკოსებს , თუ ბიზნესმენები გვყავს ისეთი თავგადაკლული პატრიოტები ეტყვიან ამ ეროვნულ ძალებს ,, გაფინანსებ , ოგჰონდ რამე ეშველოს ამ ქვეყანას და ჯანდაბას სააკაშვილი თუ ამახევს ბიზნესსო '' ? თუ ბიძინა ივანასვილი დააფინანსებს რუსეთში წარმოებული ბიზნესით პროდასავლური კურსის პოლიტიკოსებს ? თვითონ საიდან უნდა ჰქონდეთ ბიზნესი ჯერ შევარდნაძის ანტიეროვნულ პოლიტიკას ეწინააღმდეგებოდნენ მთელი ცხოვრება და მერე სააკაშვილის , რა გამყრელიძესავით და გრეჩიხასავით თავის ძმისვილთან აუწყობდა ბიზნესს შევარდნაძე ? თუ ბურჯანაძის ოჯახივით და თვითონ ბურჯანაძესავით ნამუსზე აქვთ ხელი აღებული ? თუ ფორუმივით ასპონსორებენ ,,უანგაროდ'' რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები ? საიდან უნდა ჰქონდეს დღესდღეობით ვაჟკაც ადამიანს და ეროვნულ პოლიტიკოსს დღესდღეობით დაფინანსება და რატომ უნდა ატრიალებდნენ დღესდღეობით პროდასავლური კურსის ეროვნულ პოლიტიკოსებს გიფიქრიათ როდესმე ამაზე ? რომ კითხულობთ ფინანსებისა და ინფორმაციული საშუალებების არქონის შემთხვევაში გაქაჩავენო ? ვერანაირად ვერ გაქაჩავენ თუ ერში არ გაჩნდება ეროვნული პოზიციებიდან პროდასავლური ლიდერის მოთხოვნა და ეროვნული იდეის მქონე ლიდერების სათავეში მოსვლის სურვილი და ერი არ დაუდგება მათ გვერდში , ისევე როგორც ეროვნული მოძრაობისას მიდიოდნენ ვაჟკაცი ხალხი არანაირი საინფორმაციო საშუალებებისა და ფინანსების არ მქონე ეროვნული მოძრაობის ლიდერებთან , რომლებთან ათიოდე კაცით დაიწყეს ეროვნული მოძრაობ და უდგებოდნენ გვერდში და ეს ფინანსების არ მქონე ეროვნული მოძრაობა კომუნისტებისა და ანტიეროვნული ხალხისთვის შემაძრწუნებლად მოედო საქართველოს . ვინც თვლის რომ ესა თუ ის პარტია მისაღებია არა მარტო ლოზუნგებით და გულზე მჯიღის ცემით , არამედ ეროვნული , თანამედროვე გამოწვევებთან შეზავებული პროგრამით დაუდგეს გვერდში იმ ძალებს და მერე პიარიც იქნება და ძალაუფლებაც . ეროვნული იდეალებით ანთებული და სწორი , დემოკრატიული პროგრამით გამყარებული ხალხის ძალას წინ ვერაფერი აღუდგება . აბა ესე ტელევიზიების მიერ გაპიარებული და ხელოვნურად რეიტინგაწეული პოლიტიკოსების გვერდში დგომით იქნება სულ სააკაშვილი , ამერიკიდან საქართველოს კონფედერაციულ სახელმწიფოდ გადასაკეთებლად გამოგზავნილი ალასანია , ბურჯანაძე , პრორუსული კავკასიის მიერ გაპიარებული პრორუსი ფორუმი და ვუყუროთ ასე შორიდან ქართული ტელევიზიების და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ გაპიარებული პოლიტიკოსების მიერ ქვეყნის ნგრევას და დაშლა დანაწევრებას
  16. ვაჟა ადამია თებერვალში გამოდის ანტიეროვნული ძალების და უსამშობლო მანქურთების გულზე გასახეთქად . სხვათა შორის ყველანაირად ცდილობდა ციხის ადმინისტრაცია მისთვის ხელი შეეშალა მემუარებისა და პოლიტიკური ნაშრომების წერაში , თუმცა ამაზე თავად ისაუბრებს რო გამოვა . გაიგეთ რომ ფინანსები და პიარი დღევანდელ სიტუაციაში გამორიცხულია რომ პროდასავლური და ამავდროულად ეროვნული იდეის მატარებელ პარტიასა თუ ლიდერს ქონდეს , ყველანაირად დაბლოკავენ მას ფინანსურადაც და ინფორმაციულადაც და პიარი და ფინანსები შევარდნაძეს და შემდეგ სააკაშვილს ჰქონდათ არნახული ... ეხლა ფორუმს , ბურჯანაძეს და ალასანიას აქვთ ... დაველოდოთ ქართველ ერზე და საართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე ჩატარებულ მორიგ ექსპერიმენტს ? არანაირი პიარი არ ჰქონია ეროვნულ მოძრაობას რომლებმაც ათიოდე კაცით დაიწყეს აქციები და მოღვაწეობა , მაგრამ ეროვნული სულისკვეთება რომ იყო დიდი ერში ხალხი თავად მიდიოდა მათთან და გვერდში უდგებოდნენ . ვინც თვლის რომ ესა თუ ის პარტია მისაღებია არა მარტო ლოზუნგებით და გულზე მჯიღის ცემით , არამედ ეროვნული , თანამედროვე გამოწვევებთან შეზავებული პროგრამით დაუდგეს გვერდში იმ ძალებს და მერე პიარიც იქნება და ძალაუფლებაც . აბა ესე ტელევიზიების მიერ გაპიარებული და ხელოვნურად რეიტინგაწეული პოლიტიკოსების გვერდში დგომით იქნება სულ სააკაშვილი , ამერიკიდან საქართველოს კონფედერაციულ სახელმწიფოდ გადასაკეთებლად ბანდეროლით გამოგზავნილი ალასანია , ბურჯანაძე , პრორუსული კავკასიის მიერ გაპიარებული ფორუმი და ასე შემდეგ .
  17. არ გიპასუხებ , არაა ვაჟკაცის საქმე ვირტუალურად ლანძღვა ადამიანის .
  18. მიდით ყოველთვიურად მერაბ კოსტავას საზოგადოებაში და გამოართვით მათი საზოგადოების გაზეთი სარანგი და ნახავთ თუ არ აქვთ აბსოლიტურად სწორად აღქმული ხედვა დღევანდელობისა
  19. პაოლო გინდა თქვა რომ ყავლგასულ პოლიტიკოსებს იმათ ეძახი ვინც შევარდნაძესთან არასდროს ყოფილან , სნგ-ში შესვლის სასტიკი წინააღმდეგები იყვნენ და მხოლოდ იმიტომ რომ ბოზური გზით ფული არ უშოვიათ გრეჩიხა გამყრელიძესავით შევარდნაძის ქება დიდებით და მის ძმიშვილთან ერთად ხალხი არ უტყავებიათ , ნინო ბურჯანაძესავით ნამუსზე ხელი არ აუღიათ და რესპუბლიკელებივით კრემლიდან არ ფინანსდებოდნენ და ამის გამო დაფინანსების გარეშე არიან და ვერ აქტიურობენ მაგიტომ არიან ყავლგასული და ნაფტალინიდან ამოღებული პოლიტიკოსები ? პროდასავლური ეს ხალხი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარეა , რუსეთის ფაქტორის გასანეიტრალებლად , ისევე როგორც მე , თორემ ისე ფეხებზე არ კიდიათ დასავლური შეხედულებები და ღირებულებები ? ჩვენ ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო , ჰაერსაწინააღმდეგო , ტანკსაწინააღმდეგო , ანტიბირთვული ტექნიკა გვჭირდება და არა დემოკრატია ამერიკული გაგებით , დემოკრატია ჩვენ გვჭირდება ამ სიტყვის ჭეშმარიტი და არა დასავლური გაგებით სადაც ბეჭდავენ მუჰამედის კარიკატურებს , პრეზიდენტის ინაუგურაციას ატარებს საეკლესიო პირი რომელმაც დაუშვა მამათმავლებს შორის ჯვრისწერა და არ გვჭირდება დამოკრატია დასავლური გაგებით სადაც ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის ფიტულს ოფიციალური სამხატვრო სააგენტოს მიერ შექმნილს ორი დოლარის გადახდის შემთხვევაში ნებისმიერ მსურველს პანღურს არტყმევინებენ . 91 წლის მერე ეს ხალხიც და საზოგადოებაც პოლიტიკურად დაღვინდა და მათი სამოქმედო გეგმები თუ ადრე მარტო ამერიკა შემოვა და გვიშველის ძახილით შემოიფარგლებოდა ეხლა სერიოზული ეროვნულ ინტერესებთან უნიკალურად შეწყობილი პროდასავლური პროგრამები აქვთ . პირდაპირ გეტყვით დღეს საქართველოში ეროვნული პროდასავლური ძალები რომ ვერ აქტიურობენ ზუსტად ამ ანგარებითა და სნობიზმით დაავადებული ხალხის ბრალია , რომელიც ეროვნულ პროდასავლურ ლიდერებს ყავლგასულებს უწოდებს მხოლოდ იმიტომ რომ მათ ბოზური ფულით შექმნილი ძლიერი პარტიები არ აქვთ , ტელევიზიები საგანგებოდ ბლოკავენ ხალხისთვის ეროვნული იდეის მიწოდება რომარ მოხდეს და შესაბამისად ეს ძალებიც ვერ აქტიურობენ . როგორ გგონიათ ისინი რომ ყოფილიყვნენ ლიდერები ოპოზიციის ამ აქციების , ისევ პრორუსული კუთხით წარიმართებოდა ეს აქციები ? და ისევ ესე მარტივად დაშლით მორჩებოდა ? მაგრამ ქართველი ხალხი რაც შეიძლება ქლესა ხალხს უდგება გვერდში ყოველთვის და არა მართლა ეროვნულ , გამართული პროგრამის მქონე , გულწრფელ , პროდასავლურ ლიდერებს
  20. მოიცადეთ თქვენ გინდათ თქვათ რომ ირაკლი წერეთელი ( თუმცა მაგათთან არაა ) , ვაჟა ადამია და ნოდარ ნათაძე არა არიან პროდასავლურები და სააკაშვილია პროდასავლური ? იცით მაინც ვისი წამოწეულია ეს პროდასავლური პროპაგანდა საქართღველოში ? მაშინ როდესაც ბარამიძე და ჟვანია სნგ-ში შესვლაზე ხელს აწერდნენ ? იცნობთ ირაკლი წერეთლის ან ვაჟა ადამიას ან ნოდარ ნათაძის პოლიტიკურ პროგრამას ? თუ მართლა გგონიათ როგორც ეს პრორუსები ამბობენ რომ მარტო გულზე მუშტის ბრახუნით შემოიფარგლებიან
×
×
  • შექმენი...