Jump to content
Planeta.Ge

DonCaredo

პლანეტელი
  • პოსტები

    4.527
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    59

ყველა პოსტი DonCaredo

  1. შენ ისევ საქართველოზე გადმოხვედი მე ის გკითხე, თუ ჩვენთან არ ტარდება არჩევნები დემოკრატიულად, მაშ რატომ უპრავებენ დემოკრატიული ქვეყნები? ზნაჩიტ, ან არც იმათთანაა დემოკრატია, ან ჩვენთან ტარდება დემოკრატიულად და ჩვენ ვერ ვხვდებით ხომ კარგად ხვდები ეხლა, რომ შენი თქმისა არ იყოს, დემოკრატია საკუთარი უსამართლობის ფარად საქართველოში კი არ აქციეს მხოლოდ, ყველგან ეგრეა, იმიტომ რომ თავად დემოკრატია არის სულელური ცნება, მირაჟია, აფიორაა, მოტყუებაა საკუთარი თავისა და სხვისი, რავი, როგორც გინდა ისე ჩათვალე, ფაქტი სახეზეა
  2. მე ისედაც დიდი ხანია მანდ მაქვს ანგარიში მარა ეს რა სოლიდარობაა, ვერ გავიგე. ანიმას თქმისა არ იყოს, ქართუსთვის ანაბარი, მითუმეტეს ვიღაცეების 100 და 200 ლარი ზედმეტი ბარგია. მაღრაძეს მოფიქრებული სოლიდარობა არ გაიშვას რა
  3. აბა რატომ უპრავებენ მაშინ დემოკრატიული ქვეყნები? მაშინ არც ისინი ყოფილან დემოკრატიულები
  4. რა ვიცი, მანდ პირიქითაც შეიძლება იფიქრო. რადგან მისთვის მილიონები არაფერია, ამიტომ ერთიანად მოგვიდღნავს კარგებს, რომ ეგრევე მილიარდები იშოვოს მე არ მჯერა ქველმოქმედების, ის ფული მაგას ამოსაღები აქვს. აი, მომცეს მე 1 მილიონი და დავიჯერებ რომ ქველმოქმედია, ვითომ იმ მანქანაში 4 მილიონი იყო, რა მოხდა? ჟმოტია
  5. ყველაფერი როდესღაც ხდება პირველად ხოდა, უნდა მოხდეს ეს პრეცედენტიც სხვათაშორის, "ნდობა" და "თვითშეგნება" და მსგავსი რამეები მგონი არის ერთერთ იდეოლოგიაში, კომუნიზმი რომ ქვია, და რომელსაც უტოპიურად მიიჩნევს მეცნიერება, და რაღა ამ "დემოკრატიული არჩევნების" შემთხვევაშია ეს "ნდობა" გადამწყვეტი? მანდ აღარაა უკვე ნდობა და თვითშეგნება უტოპია? რას ერჩით აბა მაშინ კომუნიზმს? ადამიანები ენდობიან ერთმანეთს, და ისეთია თვითშეგნება, რომ იძლევა იმდენს, რამდენიც შეუძლია, და იღებს იმდენს, რამდენიც ჭირდება, რითია ეხლა ეს დემოკრატიული არჩევნები უფრო "რეალური" ვიდრე ეს კომუნისტური იდეები?
  6. ეეეჰ... შენც ვერ გაიგე, იურისტმა კაცმა, რა ვთქვი მე 5 მილიონთან კი არა, კანდიდატი აქვეყენბს თავის "პირობებს" (როგორც ტენდერში), მაგალითად: 1. 2012 წლის 1 აგვისტოსათვის პენსია იქნება 200 დოლარი; 2. 2012 წლის 1 სექტემბრისათვის დენი იქნება 7 თეთრი. აქვე იქნება დარღვევის შემთხვევაში: თუ დაირღვა პუნქტი 1, ციხე 5 წლით; თუ დაირღვა 2 პუნტქტი, დახვრეტა მეორე კანდიდატი აქვეყნებს თავის პირობებს: 1. 2012 წლის 1 მაისისთვის პენსია იქნება 1000 დოლარი; 2. 2012 წლის 1 ივნისისათვის დენი იქნება 1 თეთრი. აქვე იქნება დარღვევის შემთხვევაში: თუ დაირღვევა პუნქტი 1, გადავდგები თუ დაირღვევა პუნქტი 2, გადავდგები. ჩატარდა არჩევნები, და აირჩიეს 1 კანდიდატი. 2012 წლის 2 აგვისტოა, და პენსია არაა 200 დოლარი. მიდის ნებისმიერი ადამიანი სასამართლოში (ფაქტიურად არც უნდა ჭირდებოდეს), და იმ კანდიდატს იჭერენ 5 წლით. ამ პუნქტების დარღვევა საერთაშორისო პონტში ჩაითვლება ისეთივე, და უფრო მეტიც კი, ვიდრე არჩევნების გაყალბება, როდესაც უკვე დედისდღვნაა ლეგიტიმური. რა პრობლემაა? რათ უნდა ამას 5 მილიონ კაცთან ხელშეკრულება, ან 200 მილიონთან? უბრალოდ, იქნება საარჩევნო კანონში ან კონსტიტუციაში ჩადებული და ვსიო. რატომ არ აწყობთ? იმიტომ, რომ მაშინ ვერ დააბოლებენ ალალ ხალხს "დემოკრატიული" არჩევნებით და ვერ გაისქელებენ სტომაქებს. აი, როდესაც ამერიკას გადავწვავთ, მსოფლიო წესრიგს დავამყარებთ და ამ კანონებით ჩატარტება უკვე ტენდერები (ყოფილი არჩევნები) ეხ, გამისკდა თავი, გამოდის უკვე კონიაკი ეტყობა
  7. კი მაგრამ, აფიორაც ხომ კლიენტთა ნდობაში შესვლა და შემდეგ მოტყუებით მისთვის უეჭველ წამგებიან ხელშეკრულებაზე დათანხმებაა, დაახლოებით. ხოდა რა გამოდის? მოსახლეობას არ მოეთხოვება, რომ ყველა იყოს ფსიქოლოგი, კარტოჟნიკი, "გაქექილი".. უმეტესობა არის წესიერი, მშრომელი ადამიანი, რომელიც ადვილად შედის ნდობაში. და, ვღებულობთ იმას, რომ ირჩევენ არა მას, ვინც მართლა რამის გაკეთებას ცდილობს, არამედ იმას, ვინც კარგად შედის ნდობაში, ანუ, ვინც უფრო გაქექილი აფერისტია. ბევრჯერ მითქვამს, და ნიუჟელი ეგეთი უტოპიურია, რომ საარჩევნო დაპირებები ოფიციალურად განიხილებოდეს როგორც ხელშეკრულება, დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი სანქციებით, ანუ, არჩევნები ტარდებოდეს ტენდერის სახით. რატომ ეწინააღმდეგებიან ამას? ის ფული, რაც პიარში იხარჯება, წავა ხელშეკრულების იურიდიულად გაფორმებაში. რატომ უნდათ, რომ მაინცდამაინც ნდობაზე იყოს დაფუძნებული და არა ხელშეკრულებაზე? თუკი წინასწარვე არაა ჩადებული აფერისტობა
  8. მე კი ვთვლი, რომ პიარი არის აფიორა. ოსტაპას ეცოდინება ბენდერი მეტს კი არაფერს აკეთებდა, ფაქტიურად აპიარებდა თავის თავს ხოდა, რატომ არ უნდა უდგებოდეს პიარს თაღლითობის მუხლი? რომ მეუბნება, ამირჩიე და ამას გავაკეთებ და იმასო, და თან არანაირ ხელშეკრულებას არ მიფორმებს, ეგ ხომ ფაქტიურად დაკანონებული აფიორაა?
  9. იმიტომ, რომ და პიარის გამო რომ მოვიდნენ ზემოთხსენებულები, იმიტომაც გვაქვს კარგად საქმე იმიტომაც არ მომწონს პიარი. როდესაც საზოგადოება ვერაა თავის სიმაღლეზე, იქ უკვე პოლისჯოხსაც თუ გააპიარებ, ის გაიმარჯვებს, და რა გამოდის? მთავარია კარგად გააპიარო ხო? აი, მე რომ მქონდეს უფლება და საშუალება, პიარისტებს დავაკისრებდი პასუხისმგებლობას გაპიარებული კლიენტის დანაშაულებებზე აი, იურისტი ყოფილხარ, ხოდა მითხარი, არ შეიძლება, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს ეგ მუხლი? შენ აპიარებ ბიძინას ხო? ამ პიარით ხალხმა მიცა ხმა, და მოვიდა ბიძინა. ხოდა, გააკეთა ეხლა ბიძინამ სირობები. შენ არ უნდა დაისაჯო?
  10. უბრალოდ არ მომწონს ის, რაც არ მომწონდა სააკაშვილის მოსვლის დროსაც. არ მომწონდა ედიკას მოსვლის დროსაც. არ მომწონდა ზვიადას მოსვლის დროსაც. ნიუჟელი არ შეიძლება, რომ არავინ არ ადიდო, არავინ არ ლანძღო, უბრალოდ, გქონდეს შენი პოზიცია, მიხვიდე არჩევნებზე და დააფიქსირო ეგ პოზიცია. თუ თვლი რომ შენი პოზიცია კიდიათ, უბრალოდ არ მიხვიდე და ვსიო. დანარჩენ დროს კი აკეთო ის, რაც ყველაზე კარგად გამოგდის. თუ ამ საქმის კეთებაში გიშლის ვინმე ხელს, გააკეთე ისე, რომ ვეღარ შეგიშალოს ხელი. არანაირი მესიის მოსვლა არ გიშველის, თუ შენ არ უშველე შენ თავს არიქა მესია მოვიდა (ზვიადა, ედიკა, მიშა, ბიძინა...). ჩემ ღლეს მოვა ვინმე მესია. არ არსებობს მესიები ხალხო, მოგონილია ეგ ყველაფერი.
  11. კონკრეტულად ხელფასს უხდიდა. აი, როგორც უხდიდა/უხდის მეცნიერებათა აკადემიას, დაახლოებით ისე. ის აძლევდა ფულს ჯარისთვის, პატრულისთვის რაიმე ჩასაცმელის ან იარაღის/ტყვიების საყიდლად, მეტი რა დაფინანსება უნდა იყოს? კაცი თავად ამბობს, რომ 2008-ში გავწყვიტე ურთიერთობაო, და 2008-მდე 2007 მოხდა, იმედი დაარბიეს, და რატომღაც ხმა არ ამოუღია, არ დაუგმია ნაცების საქციელი. რა, ამ ბოლო 4 წელიწადში გაუჩნდა სამართლიანობის, მედიის თავისუფლების იდეები?
  12. მანდ მეხუთე პასუხიც რომ ყოფილიყო, კარგი იქნებოდა: აქამდეც მეკიდა ივანიშვილი და ეხლაც მკიდია დარწმუნებული ვარ, ეგ იქნებოდა ლიდერი
  13. რა მაჩვის ტოლმა კაცო, რესტორანში ტოლმის ჭამა არ გამიგია მე მწვადი ჩალაღაჯი კალმაზი წიწილა გოჭი ზუთხი დაილია რესტორნებში? რა ტოლმა აგიტყდა ახლა ჰა? ბარემ ხაჭაპური და ღომი მოითხოვე და მაშინ მე გვერდზე მაგიდასთან დავჯდები
  14. აუ აქ რატომღაც "ყ" ასო მომეჩვენა სადღაც შუაში და მეთქი ასე რამ გააბოროტა პლანეტაზე
  15. ანუ, ობამას რაიმე რეჩი რომ წაიკითხო, არ დაიჯერებ, სანამ თავად ობამა არ გაეძრობა მონიტორზე?
  16. შენ შენებურად ნუ გაიგე ეხლა საუბარია სასიკეთოდ შეცვლაზე, და არა იმენა ბიძინას მოსვლაზე რესტორანი კი, თAვად აირჩიეთ ნებისმიერი
  17. აი, მომეხმარა კაი კაცი mtidan იმედია, ამის ლინკის მოძებნაშიც მომეხმარება ვინმე
  18. და არა მხოლოდ იმ დროს, და არა მხოლოდ რუსეთში. მე ვთვლი, რომ ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერ დროს, რომ იშოვო მილიარდები, უნდა ითამაშო ბინძური ხერხებით, უფრო სწორად, იმ ხერხებით, რასაც ჩვენ ვეძახით ბინძურს, თორემ მათთვის ეს დიდ ფულზე თამაშის მიღებული წესებია. რა სერიოზული გავხდი ამ ბოლო დროს, რაღაცა მჭირს მგონი პირადად შენ დაგნიშნავ თამადად, მთელ ფორუმს დავპატიჟებ თუკი ეგრე იქნება (რა მენაღვლება რა, წაუგებელი ვარიანტია ჩემთვის )
  19. ამ ფორუმზე არ ვიცი, მაგრამ მე თუ პირადად არ მივმართავ, და ჩემს მეგობრებთან ვსაუბრობ ვინმეზე, არავის ბატონოთი არ მოვიხსენიებ, რაოდენ დიდ პატივსაც არ უნდა ვცემდე, რადგან მე ვთვლი, რომ ბატონო-თი მოხსენიება არის ოფიციალური ფორმა მიმართვისა, და არა პატივისცემის გამოხატულება. პატივს ვისაც ვცემ, იმას სწორედაც რომ სხვანაირად მოვიხსენიებ, მაგალითად, მე რომ პატივს ვცემდე ბიძინა ივანიშვილს, რაიმე ზედმეტსახელს გამოვუგონებდი და იმითი მოვიხსენიებდი ხოლმე (დავუშვათ, პინგვინა ) რა ვიცი, ფორუმია რა, ვერთობით, ხანდახან რაღაცაზე ავვარდებით კიდეც, მაგრამ მერე ისევ ვწყნარდებით, დრო გაგვყავს, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ აქ ჩვენი აზრების ფრქვევით არაფერი არ შეიცვლება, ანუ, ის მოხდება, რაც დაგეგმილია, ხოდა რავი ახლა ასეთი ოფიციალური ტექსები, ცოტა არ იყოს, მეხამუშება ხოლმე აი, მატეო რომ არის, მოდერი, იმის სტილი მომწონს ძალიანაც კარგი
  20. აუ მაგრა მევასება მეც პინგვინები ვერ ვპოულობ, ადრე ვნახე პინგვინები რომ დადიან ერთად, საკაიფო მუსიკაზეა გაკეთებული, ძაან მაგარი რამე იყო მაგ ამბავში ბიძინას გემოვნება დაემთხვა ჩემსას
  21. სად ვეძებო ახლა მე ეგ ვიდეორგოლები. რომელიღაც წერილში (აი ამ ბოლო დროს რომ აქვეყნებდა), ან რომელიღაცა ჟურნალისტთან, პირდაპირ თქვა, რომ ხალხს რომ ეგონა სოროსიო, სინამდვილეში მე ვაფინანსებდი და ვუხდიდი ხელფასებსო. რავი, ეგ იგივეა, მე რომ ახლა შენ მოგთხოვო მტკიცებულება დამიდე იმისა, რომ ედიკას ხალხმა დაუჩოქა, შენ რა, ძებნას დაუწყებ ვიდეორგოლს? ეგ ხომ მთელმა საქართველომ ისედაც იცის? ეგეთი პონტია ესეც რა ზუსტად იგივე, რაც ზემოთ. ამას მგონი შენს მეტი აღარავინ აყენებს ეჭვქვეშ
  22. ისე, მე ეგრე ვიცი, რომ მიმართვა "ბატონ.." იხმარება მაშინ, როდესაც ან პირადად მიმართავ, ან რაიმე ოფიციალურ კონტექსტში მოიხსენიებ. საინტერესოა, აქ, ფორუმზე პოსტვისას, როდესმე მოგიხსენიებია დაცინვის გარეშე "ბატონი პრეზიდენტი", "ბატონი ბოკერია", "ბატონი ობამა", "ბატონი სარკოზი", "ბატონი დონ კარედო" ვინ ჩემი ფეხებია (© უძინართა მზე) ეგ ბიძინა, რომ ფორუმზე პოსტვის დროსაც კი ბატონობით მოიხსენიებთ? მართლა მაინტერესებს, რა ფენომენთან გვაქვს საქმე? მგონი, არ მიიღებ საწყენად (ახალი ხარ და ნამდვილად არ მინდა რომ არასწორად გაიგო ეს პოსტი)
  23. 5000 ლარი რომ გედოს ჯიბეში, და ვიღაცამ 3 ლარი ჩამოგართვას, და ამ 3 ლარით შენი მაგარი პიარი წავიდეს, რითია ცუდი?
  24. არც არავინ თხოვს პოლიტიკოსობას. ეგ მაგისთვის ბიზნესია: შეთავაზეს ისეთი წინადადება, რაზედაც უარს ვერ იტყოდა (© დონ კორლეონე), ეგ არის და ეგ. ასრულებს ამერიკა-რუსეთის დავალებას, რომლის შესასრულებლადაც საკმაოდ ჭკვიანია, მითუმეტეს როდესაც ამაში მიშამაც უნდა შეუწყოს ხელი. ეს პალიკოები და გოკები რომ აიფხორნენ, ედიკას დროს რაც ხდებოდა, ის პონტია, ხვდებიან, რაშიცაა საქმე, და იბრძვიან ბოლომდე. ჩემის აზრით, ძალიან მარტივი სიტუაციაა, 2002-2003 წლები მეორდება, ცოტა განსხვავებული სცენარით. მიშასნაირი ქარიზმა ოპო ვერ მონახეს, ამიტომ იძულებულები იყვნენ დიდი ფულის მშოვნელი იმიჯით შეეცვალათ ქარიზმა
×
×
  • შექმენი...