Jump to content
Planeta.Ge

paolo

პლანეტელი
  • პოსტები

    335
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი paolo

  1. უზნეობად მიმაჩნია აშშ-ს და რუსეთის ერთ სიბრტყეში დაყენება და ამერიკის მტრად გამოცხადება. ეხლა მეტყვიან ალბათ, ბოლომდე არ წაგიკითხავსო, აღშფოთებული ვარ. პოლიტიკაში სიყვარული არ არსებობს, არსებობს ინტერესების თანხვედრა ან დაპირისპირება, რუსეთის ინტერესი იყო და არის საქართველოს ფიზიკური არარსებობა და მეტი არაფერი. ამერიკა ფაქტიურად ერთადერთია, ვინც გვეხმარება და ის ყოფილა მტერი. როგორ გგონიათ, მიშამ შეაჩერა რუსის ტანკები? თუ მოერიდათ თბილისში შემოსვლა როცა აქ წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ? დიახ, მჯერა, რომ ამერიკას არ აუნთია მწვანე შუქი ომის დაწყებისთვის და სააკაშვილმა თავისი უვიცობით მსოფლიოს დიდი თავსატეხი გაუჩინა. ამერიკული პროექტები ასეთი კრახით არ მთავრდება. შეგიძლიათ ლანძღოთ საშუალო ამერიკელი და იდიოტი უწოდოთ, თუმცა ამ იდიოტებმა უძლიერესი ქვეყანა ააშენეს და სტაბილური პოლიტიკური სისტემა შექმნეს ბევრისგან განსხვავებით. თუ დემოკრატია თქვენთვის არ წარმოადგენს ფასეულობას და ამ მხრივ და ვერ ხედავთ განსხვავებას რუსეთთან, ამერიკის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერება ხომ ეჭვს არ იწვევს? მიპასუხეთ, როგორ გააკეთეს ეს იდიოტებმა? თან პარალელურად ამერიკისგან ისეთი დონის მხარდაჭერას ითხოვთ, რომ ლამის მესამე მსოფლიო ომი უნდა დაიწყოს ჩვენი გულისთვის. ჩვენ ნეტავ ვისთვის გაგვიკეთებია მსგავსი რამ ისტორიის მანძილზე? გვეხმარება ოცი წელია ლამის და ვერ ვიყენებთ. მაპატიეთ გაცხარება მათ ვისაც ეს არ ეხება.
  2. ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საქმეები, რომელიც ბურუსით მოცული იყო თავის დროზე, ასეთად დარჩა შემდგომშიც. სამწუხაროდ მე ვფიქრობ, რომ ჟვანიას საქმესაც ასეთი ბედი ელის.
  3. თუ აპოკალიფსი არ მოხდება, ამ შემთხვევაში იცით სიცოცხლის მიზანი?
  4. უნდა სარგებლობდეს თუ არა თავისუფლებით ის პოლიტიკური თუ რელიგიური ჯგუფი, რომელიც თავისი შინაარსით თავისუფლების წინააღმდეგია და რომლის გამარჯვება თავისუფლების მოსპობას გამოიწვევს? ყველას გეკითხებით.
  5. ხალხის მტრები თქო, უფრო კარგად ჟღერს :lolz:
  6. მცდარი მოსაზრებაა. მკვლელობათა აბსოლუტური უმრავლესობა ხდება აფექტის მდგომარეობაში და არა წინასწარ განზრახვით; ამ დროს თუ დანა ან სხვა იარაღი გაქვს, მაშინ მოკლავ, ხოლო თუ არ გაქვს - ვერ მოკლავ.
  7. მიშა გაძაღლებულად იპრეზიდენტებს 2013 წლამდე და შემდეგ მოვა ალასანია; რუსეთთან ურთიერთობა ოდნავ დათბება, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება.
  8. ალბათ გულისხმობთ, რომ დასავლეთი ჩაერეოდა მანამ, სანამ ცხინვალს დავკარგავდით. მაგრამ დასავლელი ლიდერების ომის პირველი დღეების განცხადებები, ასევე ტალიავინის ანგარიში, გვიჩვენებს, რომ ისინი რუსეთის მოქმედებას სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საკმაოდ გამართლებულად თვლიდნენ და მოითხოვდნენ სტატუს-კვოს აღდგენას საქართველოსგან. მხოლოდ შემდეგ დაადანაშაულეს რუსეთი არაპროპორციული ძალის გამოყენებაში. სამწუხაროდ ასეა. ამიტომ ჩემი ვარაუდით ისინი მაინც დაელოდებდენ იმ მომენტს, როცა რუსები მთლიანად გამოაძევებდნენ ქართულ ნაწილებს ცხინვალის რეგიონიდან და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერეოდნენ.
  9. დასავლეთი ჩაერეოდა სამხედრო ძალით? ეს არ მოხდებოდა. პოლიტიკურად დასავლეთი ჩაერია და ამის შედეგად თბილისი შევინარჩუნეთ.
  10. Nukriko როგორც იოსებ ბესარიონოვიჩი ამბობდა, ისტორიული პარალელების გავლება სახიფათო საქმეა მოდი ისევ ამ ომზე ვისაუბროთ. რა შანსები ჰქონდა საქართველოს?
  11. კი ბატონო, ფინეთმა დიდი ზიანი მიაყენა საბჭოთა კავშირს, მაგრამ ამ ომის შედეგად საბჭოთა კავშირმა ფინეთს წაართვა კარელია და სხვა ტერიტორიები. ანუ მაინც გაიმარჯვა. თანაც ფინეთი არც ისე პატარა ქვეყანა იყო, მას ეხმარებოდა შვედეთიც... მეც უფრო ამაყად ვიქნებოდი, უკეთ რომ გვებრძოლა, მაგრამ ქართველი კაცი ვერ იომებს უიმედო ომში, მას სხვაგვარი ფსიქოლოგია აქვს და უცებ კარგავს საბრძოლო სულისკვეთებას წარუმატებლობის შემთხვევაში. ვერც პარტიზანულ ომში იომებს ვიეტნამელებივით და ავღანელებივით. ანუ, მთავარი მაინც პოლიტიკა იყო. ეს ომი თავიდან უნდა აგვეცილებინა.
  12. რათქმაუნდა იმიტომ, რომ მტერი ძლიერი იყო. როგორი არმიაც არ უნდა გვყოლოდა, რუსეთი მას დაუპირისპირებდა თავის პრაქტიკულად უსასრულო რესურსებს. უკეთესი მართვის შემთხვევაში შესაძლებელი იყო წარმატებული წინააღმდეგობის გაწევა რამდენიმე კვირის განმავლობაში, მაგრამ მერე რა იქნებოდა იქნებ მიპასუხოთ? შედეგი იგივე, ხოლო მსხვერპლი და ნგრევა გაცილებით მეტი?
  13. :lolz: დამისახელე ერთი მომხიბვლელი კომუნისტური ქვეყანა.
  14. ინდივიდს გააჩნია. ზოგი ძალიან კარგად მოერგო კომუნისტურ წყობას.
  15. არ ვიცი რატომ, მაგრამ ვადასტურებ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უარყოფენ ყოველგვარ სიახლეს უკვე იმიტომ, რომ სიახლეა. ალბათ მაინც კონსერვატიზმი... ჩვენი ეკლესიაც ეხმარებათ. თუნდაც გუშინდელი "პროფილი" გავიხსენოთ სუროგატ დედებზე. "ეს როგორ შეიძლება". რატომ არ შეიძლება, ვერ აგიხსნიან. კომუნისტური გადმონაშთიცაა. როცა ყველაფერი აკრძალული იყო და ყოველი ბაღის გამგე ან სხვა ვინმე თავს უფლებას აძლევდა რაღაც კანონები თვითონ გამოეგონებია.
  16. მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში გადაშენება ელოდება ყველას, განურჩევლად იდეოლოგიისა. რაც არ უნდა გახდეს მისი დაწყების უშუალო მიზეზი, მიზეზთა მიზეზი იგივე იქნება რაც ყველა დანარჩენი ომის იყო. ის ზედაპირზე ძევს. ანუ სახელმწიფოთა ინტერესების შეჯახება, რაც საბოლოო ჯამში ისევ ეთნიკურ (შესაძლოა კიდევ რელიგიურ) განსხვავებებზე დადის ( სიტყვაზე შენ ფრანგი ხარ და მე ინგლისელი, ამიტომ უნდა ერთმანეთი გავჟლიტოთ). ნაწილი კაცობრიობისა ალბათ მაინც გადაურჩება ბირთვულ ზამთარს და შემდეგ მეტი დრო ექნებათ იფიქრონ იმაზე, თუ რამხელა სიგიჟე იყო ეს ყველაფერი, ბევრ რამეს გადააფასებენ, მაგრამ ცოტა დაგვიანებული იქნება. ასეთია ჩემი პროგნოზი.
  17. და რატომ შემოდის მტერი, ვითომ იმიტომ რომ სძულხარ? - არა. იმიტომ, რომ მასაც შენსავით უყვარს თავისი სამშობლო და მისი გაძლიერება და აყვავება სწადია, თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ის უფრო ძლიერია, ან ყოველ შემთხვევაში ასეთად თვლის თავის თავს მოცემულ ეტაპზე. საქართველოს შეიძლება ეს ყველაზე ნაკლებადაც ეხებოდეს, მაგრამ როცა ძლიერები ვიყავით ხომ არ გვითქვამს უარი დაპყრობით ომებზე? თანაც ვფიქრობთ, რომ ისტორიაში ნათელი პერიოდები იყო მაშინ, როცა ჩვენ ვიპყრობდით, ხოლო ბნელი მაშინ, როცა ჩვენ გვიპყრობდნენ (ჰოტენტოტების მორალი). მე იმას ვგულისხმობ, რომ ასეთი აზროვნება მინდა მთელ მსოფლიოში გავრცელდეს, თორემ ცალმხრივი პაციფიზმით რათქმაუნდა არაფერი გამოვა. დღეს ვცხოვრობთ იმ უსამართლო მსოფლიოში, რომელშიც ვცხოვრობთ (სამართლიანი არც არასდროს ყოფილა) და არსებული რეალობები უნდა გავითვალისწინოთ. პაციფისტური დოქტრინის მქონე სახელმწიფო იმთავითვე დასაღუპადაა განწირული.
  18. არავინ. უბრალოდ მე ვარ ლიბერალიც და პაციფისტიც. არ მგონია შეუთავსებელი ცნებები იყოს.
  19. ეს ალბათ ფსევდოლიბერალების და ფსევდოპაციფისტებისთვის. ჩემთვის ყოველგვარი ომი მიუღებელია. ომებმა შეიძლება ხელი შეუწყო ტექნიკურ პროგრესს, მაგრამ ის არ ყოფილა ერთადერთი განმსაზღვრელი. დღეს კი, ბირთვულ ეპოქაში, საკითხი ასე დგას: რა გირჩევნიათ, რაღაც ცრუ ღირებულებებისათვის ამავე ტექნიკური ცივილიზაციის და საერთოდ პლანეტის სრული განადგურება თუ ტრაიბალისტური და სხვა ინსტიქტების ცოტაოდენ მოთოკვა?
  20. ჩვენ არც არასდროს ვყოფილვართ უმრავლესობა. ამანაც მოიტანა უამრავი ომი და უბედურება.
  21. დათა თუთაშხიაზე მაინტერესებს თქვენი აზრი. ამ ფრაგმენტზე განსაკუთრებით. http://burusi.wordpress.com/2009/09/13/data-tutashkhia/ რას ფიქრობთ? ვისი აზრი უფრო მოგწონთ? ან მოგწონთ რომელიმესი? დაპოსტეთ როცა ამის ხასიათზე იქნებით.
  22. კომენტარიც არ ღირს მაგ ერთუჯრედიანი ვაიინტელიგენტის გამონათქვამებზე.
×
×
  • შექმენი...