
Grig
პლანეტელი-
პოსტები
2.268 -
შემოუერთდა
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
5
Content Type
პროფილები
ფორუმი
ბლოგები
ვიდეოები
ყველა პოსტი Grig
-
Lo Janko კოპირაიტი ჩემი არ არის, მეზობელი ფორუმიდან მოვტეხე.
-
ავტოკრატიული (დიქტატურა ავტოკრატიის ერთ-ერთი ფორმაა) მმართველობაა უფრო ეფექტური თუ დემოკრატიული, ამაზე მრავალი სოციოლოგიური კვლევაა ჩატარებული. შედეგი ასეთია - ნორმალურ სიტუაციაში დემოკრატიული სტილი უფრო ეფექტურია, მარგინალურ სიტუაციებში (ძალიან მძიმე, მტრულ მდგომარეობაში ან პირიქით, ძალიან კარგი პირობებისას) - ავტოკრატიული. სწორედ ამიტომაა ნებისმიერი ტირანი გარე, ან შიდა, მტრის ხატის შექმნასა და ვითარების ხელოვნურად დაძაბვას რომ ცდილობს. ან პირიქით ხალხს თავში უტენის, სამოთხეში ვცხოვრობთო. აი, რატომაა ჯეიმსტაუნის ნეოკონსერვატიული, ანუ ბუშისტური, ცენტრის ექსპერტი ფელგენგაუერი პერიოდულად რომ უგორებს კოჭს მიშას, არიქა ომი იქნებაო. ზუსტად იგივეს აკეთებს პუტინი რუსეთში, არიქა ნატო ჩვენთვის ალყის შემორტყმას ცდილობსო. უნდა ვაღიარო, რომ პუტინის მედია ამას ნაცი-ანალების მედიაზე უკეთესად ახერხებს. lasha1997 სად "იქით"?
-
Nukriko იმიტომ, რომ კალიგულას და მის შნირებს ასე აწყობთ. ეს საერთოდ უფრო პოლიტოკურ მეცნიერებათა სფეროა, მაგრამ მთლად ასე რომ არ არის, ამაზე "ცივი ომის" შედეგიც მეტყველებს.
-
შალვა რამიშვილი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა
Grig replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ძუკუ licemer არ არის სწორი - თუ მე, ჟურნალისტს, მირეკავს ვთქვათ ლიცემერი და მეუბნება, ამაზე არ დაწერო და, აჰა, შენ ფულიო, ეს შანტაჟი არ არის. ეს უბრალოდ ბიზნესია (თუ, რა თქმა უნდა, მერე ბუღალტრულად გააფორმებ). აი, თუ მე დავურეკე იქით და ფული მოვთხოვე, მაშინაა შანტაჟი. აბსოლუტურად შეთითხნილი საქმეა, წმინდა იურიდიულად ვგულისხმობ. მორალურად კი... მაგრამ ამაზე სროკი არ არის. სწორედ ამიტომ იქაჩებოდა შალიკო სასამართლოზე სატელეფონო ჩანაწერები ამოიღეთო და მოსამართლე სულ უარს ეუბნებოდა, არ გახსოვთ? -
კმაყოფილი ხართ ძალოვანი სტრუქტურების მუშაობით?
Grig replied to lasha1997's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
პროფესიული კუთხით ბევრად უკეთესად მუშაობენ, ვიდრე საქართველოს-ნაირ ქვეყანას შეეფერება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ -
შალვა რამიშვილი პატიმრობიდან უკვე გათავისუფლდა
Grig replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
vitaminC რეზონანსის დღევანდელ ნომერშია, ე.ი. გუშინ. რა ეტკინებაო, არ აკონკრეტებს. მაგრამ, თუ დარდუბალა ან რამე მსგავსი გააკეთა, მაგრა დაგლიჯამს. თუ პოლიტიკაში წავიდა, ვიფიქრებ, რა Y-ც იყო, ისევ ის დარჩა მეთქი. -
დროშის ტარი
-
დღეს რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის 70 წლისთავია
Grig replied to Lo Janko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
Lo Janko კი ბატონო, მაგრამ გერმანიის ძირითადი ძალები აღმოსავლეთის ფრონტზე ომობდნენ. მართალია, მაგრამ ზუსტად ასევე ხდებოდა და ხდება პირიქითაც. ეს სადავოა - აი, აზერებს და სომხებს დიამეტრულად განსხვავებული აზრი აქვთ. მაინტერსებს, მათი არგუმენტები თუ გაქვს მოსმენილი? აი, ამაში ვერ შეგეკამათები. კარგია, თუ ასეა. მე ვმსჯელობდი მათი ოფიციალუირი პირების განცხადებებზე დაყრდნობით, და კიდევ ის ნაძირალა გალეშილი "დამკვირვებელი" რომ გამოვიდა არჩევნების შემდეგ, შარშან მაისში... მაგრამ, მაინც მგონია, რომ ბალტებს სულ ვკიდივართ და ურჩევნიათ რუსებთან ბრძოლაში ყინულმჭრელის როლი ვითამაშოთ. ძალიან გამიხარდება, თუ ვინმე საწინააღმდეგო აზრზე დამაყენებს. -
დღეს რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის 70 წლისთავია
Grig replied to Lo Janko's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ერთხელ ამერიკელი სტუმრები მიმყავდა ვარძიაში. გორის შემოვლითზე ისე, სხვათაშორის ვუთხარი, აქ სტალინი დაიბადა მეთქი, კინაღამ მანქანა ააყირავეს, იქ გვინდაო. ხოდა, მე ვარძიაშიც ვიყავით და ხერთვისშიც - ნულოვანი რეაქცია.... მოკლედ, მოგვწონს თუ არა, სტალინი იყო ყველაზე დიდი ქართველი და, პრინციპში ერთადერთი ქართველი მსოფლიო მასშტაბისა. ადამიანი, ვინც მოიგო კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ომი, ბოლოსდაბოლოს. ისე, ჰიტლერთან მისი გაიგივება არაკორექტულია. ყოველ შემთხვევაში ქართველების მიერ, თორემ ბალტიელები ამოჟუჟა და აბა, რას იტყვიან. ეს ის ბალტიელები ხომ არ არიან, მიშაზე რომ, უკაცრავად და - ათავებენ? -
გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს
Grig replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ჰოო, ამას ჩვენი ჩეჩენ-ვეჩენი "ძმები" რომ გაიგებენ, საქართველოს მიმართ მათი სიმპათიები ერთი ათად გაიზრდება. -
licemer მეც ასე მგონია, მაგრამ თამაში ხომ იცი - მორევაზეა.
-
გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს
Grig replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
საქმე იმ აშია, რომ მუსლიმები აზროვნებენ არა რაციონალურად, არამედ ემოცი(ონალ)ურად - მათთვის გუანტანამო უფრო დიდი ტრაგედიაა, ვიდრე დაბომბვების შედეგად დაღუპული ასეულობით ბავშვი, როგორც მაგალითად ღაზაში მოხდა ახლახან. სამწუხაროდ, ქართველებსაც ასე გვაქვს მოწყობილი ტვინი, მათ შორის ამ ფორუმის ბევრ ღრმადპატივცემულ უზერს (ჩემ თავსაც არ გამოვრიცხავ). მაგალითად კი გვერდით თემას მოვიყვანდი ჩრ. კავკასიაზე. -
მე სხვანაირად დავსვამდი კითხვას - რომ გამოვა, სად მიდის? რამე დარდუბლის მაგვარ რამეს ხომ არ აპირებს?
-
ეს ისეა, როგორც ბენზინზე ფასი - როცა ნავთობი ძვირდება, ფასიც იზრდება, მაგრამ როცა იაფდება - უკან უკვე აღარ ჩამოდის. "კლაპანის ეფექტი" ჰქვიან მაგასა.
-
გუანტანამოს ტყვეები, შესაძლოა, საქართველომაც მიიღოს
Grig replied to ლ ი ც ი's თემა in პოლიტიკა და საზოგადოება
ამან შეიძლება მუსლიმანურ ქვეყნებ ში მყოფ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს საფრთხე შეუქმნას. -
newstudio შავი ზღვის შელფზე არისო ნავთობი, ამერიკული "ანადარკო" აწარმოებდა მოძიებას. 2006-ში, თუ არ ვცდები უნდა დაედო დასკვნა, მაგრამ მერე ყველაფერი გაასაიდუმლოეს. საბჭოთა პერიოდში იყო ეჭვები, რომ დიდი მარაგები იყო, განსაკუთრებით აფხაზეთის შელფზე. თუმცა, მარაგები შეიძლება იყოს, მაგრამ იმ სიღრმეზე, მოპოვება ტექნიკურად იყოს შეუძლებელი არსებული ტექნოლოგიებით.
-
newstudio არ ვიცი, არ ვიცი...
-
თუ მიღებულია, საიტზე უნდა იყოს და რა ჰქვია?
-
ვებერი წერდა, ერთადერთი რელიგია, რომელიც დიქტატურას ვერ გუობს, არისო კალვინისტური დენომინაციები. მართლაც, ამ ქვეყნებში (აშშ, ინგლისი, შვეიცარია) არასდროს ყოფოლა რაიმე დიქტატურის მაგვარი. მიზეზი მარტივია - კალვინიზმი გამორიცხავს პოლიტიკოსების მიმართ აღფრთოვანებს, მადლიერებასაც კი. ჩვენ პოლიტიკოსებსაც კალვინისტურად ხომ არ მივუდგეთ? მიშისტები თუ გაიგებენ, კარგი იქნება. ისე, ესა. მაგრამ, მეორე მხრივ, ერთი მაგისიც...