Saturn ოო, საინტერესო პოსტია, სამწუხაროდ გვიან შევნიშნე. შენ გულწრფელად ფიქრობ ამას - ანუ, რომ მე იმიტომ გავაკრიტიკე ასმუსის წიგნი, რომ ის 'ბუნჩულა რუსებს' ამტყუნებს, ანუ დამადანაშაულე ირიბად იმაში, რომ მე, ქართველს, რუსების ბედი უფრო მადარდებს, ვიდრე ქართველებისა? თუ იქნებ სხვა რეაგირება ვერ მოიფიქრე შენთვის არასასაიმოვნო პოსტზე და, უბრალოდ, მიშისტების 'ძველისძველი არგუმენტი' მოიშველიე? იქნებ სხვა ახსნა აქვს ამ შენ პოსტს? ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი. იმიტომ, რომ მსგავსი რამ პირველად არ ხდება და მინდა, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს.