Jump to content
Planeta.Ge

Grig

პლანეტელი
  • პოსტები

    2.268
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი Grig

  1. საქართველოს ოპოზიციის ლიდერს გამარჯვების აღლუმზე იწვევენ der_standard_logo1 სადაო პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში „პერსონა ნონ გრატაა“ ფაშისტურ გერმანიაზე საბჭოთა გამარჯვების 65–ე წლისთავთან დაკავშირებულ 9 მაისის ზეიმზე მოსკოვში საქართველოს ოპოზიციის ლიდერის ნინო ბურჯანაძის სახით იქნება წარმოდგენილი. მოსკოვის ლიდერების მიერ პარლამენტის ყოფილი სპიკერის მოსკოვში მიწვევის ფაქტი მისმა პარტიამ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის“ თბილისში პარასკევს დაადასტურა. მიხეილ სააკაშვილი მოსკოვში „პერსონა ნონ გრატაა“. ბურჯანაძე მოსკოვში მარტში იმყოფებოდა, სადაც მან მოლაპარაკებები გამართა პრემიერ–მინისტრ ვლადიმერ პუტინთან. მოსკოვში გამარჯვების დღის ზეიმზე 25 ქვეყნის პრეზიდენტს ელოდებიან, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის. აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ბოდიში მოიხადეს იმის გამო, რომ ღონისძიებას ვერ დაესწრებიან. წითელ მოედანზე სამხედრო აღლუმში ნატოს ჯარისკაცებიც პირველად მიიღებენ მონაწილეობას. ომი, რომელიც 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილმა გააჩაღა, თბილისისთვის სრული კრახით დასრულდა: მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული რესპუბლიკები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ევროკავშირი შუამავლობდა. შეთანხმებაში, მოსკოვმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრების დაცვის ვალდებულება აიღო. (APA) http://foreignpress.ge/?p=12786 სტატია დიდად საინტერესო არ იქნებოდა, რომ არა ეს წინადადება. ნუ, ამით იმის თქმა მინდა, რომ, ბევრი, მადლობა ღმერთს, სიტყვა 'საქართველოს' არ ხმარობს ამ კონტექსტში.
  2. McLaren ეეეჰ, მგონი მართლა (ჯერჯერობით) ცოცხალ დათვს ვატყავებთ
  3. McLaren აი, მე კი პირიქით მგონია - მთავარი დამნაშავეები დატყდებიან და ჯოხი საშუალო რანგის ნაცებზე გადატყდება.
  4. ევროპა ფერად კონტრ-რევოლუციებს რომ გაღიზიანებით არ უყურებს, ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ჩემი თვალით ვნახე, რა დიდი პატივით მიიღეს სტრასბურგში იანუკოვიჩი ახლა, აპრილში.
  5. ანალიზი: კრემლი ყოფილ საბჭოთა სახელმწიფოებს იბრუნებს, დასავლეთი თანახმაა reuters მაიკლ სკოტი ვლადიმერ პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას დიდხანს მისტიროდა. ახლა, როგორც სჩანს ის მისი ნაწილის უკან დაბრუნებაში, გარკვეულ წარმატებებს აღწევს ანალიტიკოსები და დიპლომატები უკრაინას, ყირგიზეთს და საქართველოს იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებად ასახელებენ, სადაც რუსეთმა დასავლეთის გავლენა ძველ ნიშნულამდე დაიყვანა, თუმცა პირად საუბრებში, ობამას გარემოცვა ბუშის ეპოქის რუსეთთან კონფრონტაციის პოლიტიკას შეცდომას უწოდებს. ასეთი სენტიმენტები იმ განწყობას ეხმიანება, რომელიც კონტინენტურ ევროპაში სუფევს, სადაც რუსეთთან მიმართებაში პრაგმატიზმს ემხრობიან, რაც ევროპელებს სარფიანი საქმიანი შესაძლებლობების გამოყენების საშუალებას აძლევს და ამ ფონზე ადამიანის უფლებების და დემოკრატიის პრობლემები იგნორირებულია. ბელორუსი, რომელსაც შარშან დასავლეთთან ფლირტი ჰქონდა, ისევ მოსკოვს მიუბრუნდა და ცენტრალური აზიის მამოძრავებელ ყაზახეთთან ერთად მოსკოვის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას დასთანხმდა. ფინანსური კრიზისით შეშფოთებული დასავლეთი, ამ სიტუაციას დასთანხმდა რომელიც ცდილობს ისეთი პრობლემების გადაწყვეტაში, როგორიც ბირთვული იარაღის გავრცელება და ირანის სამხედრო ამბიციებია მოსკოვი პარტნიორად შეინარჩუნოს. „პუტინისთვის გავლენის შენარჩუნება (ყოფილ საბჭოთა კავშირში) უკიდურესად მნიშვნელოვანია“ – ამბობს მოსკოვის კარნეგი ცენტრის ჟურნალ „Pro et Contra“-ს რედაქტორი მარია ლიპმანი – „ევროპას ამასთან გამკლავება არ შეუძლია“. უკრაინაში ახლახანს არჩეულმა ლიდერმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მისი წინამორბედის გეგმებს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადახედა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტს გაზის ღირებულების 30%-იანი ფასდაკლების სანაცვლოდ იჯარა 25 წლით გაუგრძელა. წარმატებებით გამხნევებული პუტინი გასულ პარასკევს ინიციატივით გამოვიდა, რომ კიევმა მისი სახელმწიფო გაზის კომპანია „ნეფტოგაზი“ (იმ მილსადენების მფლობელი, რომლითაც რუსული გაზი უკრაინის გავლით დასავლეთს მიეწოდება) რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად კომპანია „გაზპრომს“ მიუერთოს. საქართველოს დასავლელმა მოკავშირეებმა დიდწილად მიატოვეს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2008 წელს მისი დამღუპველი მცდელობის შემდეგ ძალით დაებრუნებინა აჯაყებული რეგიონი სამხრეთ-ოსეთი, რასაც რუსეთთან ომი და საქართველოს კატასტროფული სამხედრო მარცხი მოჰყვა. ფერები მთლიანად შეიცვალა სააკაშვილმა ამის გამო საზოგადოების მხარდაჭერაც დაკარგა და ოპოზიციის ქართველმა ლიდერებმა, რომელთა ნაწილიც რუსეთთან ნაკლებად კონფრონტაციული პოლიტიკის მომხრეა, უკვე იმოგზაურეს მოსკოვში პუტინთან მოლაპარაკებებში ნიადაგის მოსასინჯად. ცენტრალური აზიის ღარიბ რესპუბლიკა ყირგიზეთში, ყოფილმა პრეზიდენტმა ყურმანბექ ბაკიევმა ცნობილი აჯანყების გამო საკუთარი დამხობა მოსკოვს დააბრალა და განაცხადა, რომ კრემლი უკმაყოფილო იყო იმით, რომ მან უარი სთქვა დაპირებაზე რომ ამერიკელების სამხედრო საკვანძო ბაზა დაეხურა. მოვლენების ამგვარი განვითარება იმაზე მიუთითებს, რომ ის ვითარება როდესაც სამივე „ფერადმა“ რევოლუციამ, რომლებშიც მასობრივმა პროტესტმა უკრაინის, საქართველოს და ყირგიზეთის ხელისუფლებებში პრო-დასავლური მთავრობები მოიყვანა, მთლიანად შეიცვალა ან სერიოზულად შეირყა. ” “ნარინჯისფერი“ ადმინისტრაციების კრახი ყველა ქვეყანაში საქართველოს გარდა, რომელიც ახლა იზოლირებულია, სამხრეთ- ოსეთის და აფხაზეთის აღიარება, შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვა და ახალი სტრატეგიული პაქტი უკრაინასთან – ეს ყველაფერი ერთად ქმნის… იდეალურ პოლიტიკურ პირობებს“ – ამბობს თავის კომენტარებში საიტზე kreml.org გლებ პავლოვსკი, პოლიტიკური ანალიტიკოსი რომელსაც კრემლთან ახლო კავშირები აქვს. ორი წლის წინ, სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულად ჩანდა. მაშინ აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ნატო-ს ექსპანსიას და ალიანსში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების საქმეს აგრესიულად აწარმოებდა, ცენტრალური ევროპისთვის აშშ-ს ანტი-სარაკეტო თავდაცვით სისტემებს გეგმავდა და კრემლი რუსეთის ალყაში მოქცევის დასავლურ შეთქმულებებზე გაჰკიოდა. მაგრამ ობამას არჩევამ და გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა ვაშინგტონს განსხვავებული პრიორიტეტები გაუჩინა. მოსკოვი იმ საკვანძო მოთამაშედ იქცა, რომლის ჩართვაც გლობალური დიპლომატიის დღის წესრიგში აუცილებელი გახდა და ის აღარ განიხილება „ცივი ომის“ ეპოქის მტრად, რომლის შეკავებაცაა საჭირო. ამერიკელი ჩინოვნიკები საჯაროდ აპროტესტებენ იმ მოსაზრებას, რომ ისინი თითქოს კრემლის ხელისუფლების აღორძინებას თანხმდებიან. ავღანეთი „ევროპის უდიდეს ნაწილში სულ უფრო იზრდება იმის განცდა, რომ რუსეთთან ახალი, ისეთი კონსესუსის ძიების დროა, რომელიც დაფუძნებული იქნება არა ნატო-სთან და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ ძველ კონფრონტაციულ ხაზზე, არამედ საერთო გეგმების ირგვლივ თანამშრომლობაზე“ – განაცხადა ერთ-ერთმა ევროპელმა ელჩმა. ასეთი სწრაფი ცვლილება ყოფილ საბჭოთა კავშირში არავისთვის მოულოდნელი არ უნდა გამხდარიყო – კრემლი მის გეგმებს არასდროს მალავდა. პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, მმართველ ”ტანდემში” პუტინის უმცროსმა პარტნიორმა, დასავლელ ჟურნალისტებს და მეცნიერებს 2008 წლის სექტემებრში განუცხადა – „ჩვენ ვიმუშავებთ იმაზე, რომ გავაფართოვოთ ჩვენი კავშირები იმ ერებთან, რომლებთანაც ტრადიციულად ახლოს ვიყავით… თუკი ეს ყველას არ მოსწონს, მე ვერაფერს გავხდები“. ამერიკელ რესპუბლიკელებს და ზოგიერთ აღმოსავლეთ-ევროპულ ერს ეს ნამდვილად არ მოეწონება, მაგრამ ყველა არ იზიარებს მათ მოსაზრებას. უკრაინისა და მოსკოვის შეთანხმების მომხრეები ამბობენ, რომ რუსეთი მისი საზღვაო ფლოტის სანაცვლოდ 40 მილიარდი დოლარის ღირებულების გაზის ფასდაკლებაზე დასთანხმდა, რითაც კიევს გაუმართლა, თუკი მის ფინანსურ მდგომარეობას გავითვალისწინებთ. მართალია ოპოზიციამ ეს გარიგება გააპროტესტა, მაგრამ გორშნინის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ უკრაინელთა 56% ამ შეთანხმების მომხრეა. ამერიკელი დიპლომატები იწონებენ რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შემცირებაზე ახალ შეთანხმებას (START), რუსეთის გავლით ნატო-ს ჯარების მომარაგებაზე ხელშეკრულებას და აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ახალი გაუმჯობესებული ურთიერთობების გამო შეიძლება ირანის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭიროს. „დასავლეთში ნელ-ნელა მიხვდნენ, რომ რუსეთის პროვოცირებას პოზიტიური შედეგები არ მოსდევდა“ – ამბობს ლიპმანი – „ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან უკეთესი ურთიერთობებით, ვისარგებლოთ“. „ირანს, ავღანეთს და START-ს ობამას სიაში უფრო წამყვანი პოზიციები უკავია, ვიდრე მთელ მსოფლიოში დემოკრატიის გავრცელების ამერიკულ მისიას“. http://foreignpress.ge/?p=12772 ცხადია, გარე-პოლიტიკური ვითარება იცვლება. თბილისში ამა ვერა ჰხედავენ.
  6. ბურკინა ფასოში წასვლას არ აპირებს?
  7. ვეფხვი ტიპი დაიჭირეს, რომელიც აფრიკულ ქვეყანა გაბონს და საქართველოს იარაღის შესყიდვებში ეხმარებოდა და სმეტას ბერავდა, რა. ადგილობრივი თავდაცვის სამინისტროს ჩინოსნობა კი წილში ეჯდა. ცნობისთვის: ახლახან დააკავეს სამინისტროს ერთ-ერთი ჩინოვნიკი, გვარად ბერძენიშვილი, ახალაიას მოადგილე - მაკარაძე თუ მაკარიძე - კი მოხსნეს მოულოდნელად. ორივე, როგორც ვიცი, ფინანსებს და/ან მომარაგებას კურირებდა.
  8. ძალიან გაუჭირდა ამ უბედურს
  9. Saturn ნუ, ვანოსთან ყავის დალევა მოუნდა მაშინ. http://www.mainjustice.com/2010/04/21/key-...o-plead-guilty/ წიკითხეთ, სინტერესოა. მე ვერ ვთარგმნი, სამწუხაროდ. Bistrong worked as a confidential informant for the government and assisted in gathering evidence against the indicted individuals in the probe. Although the individuals so far have been charged only with the bribery scheme involving Gabon, the investigation has widened to actions in other countries. Already, U.S. prosecutors have alleged bribery in connection with a contract to supply the Caucasian republic of Georgia with ammunition in the run-up to its 2008 armed conflict with Russia.
  10. FBI მუშაობს, როგორც ვიცი, შიდა-ამერიკულ საქმეებზე და არ ეხება საგარეო ამბებს (ამისთვის არის ცეერუ, ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტო და სხვა სპეცსამსახურები). ამის გათვალისწინებით, ერთადერთი, რის გამოც შეიძლება ჩამოსულიყო, არის ე.წ. ალვირეზის საქმე, სადაც ეჭვმიტანილებად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჩინოვნიკობა ფიგურირებს. საუბარია ომის წინა პერიოდზე, როცა მინისტრი იყო კეზერა. მოახერხეს ჯიგრებმა, საერთაშორისო კორუფციაშიც გაებნენ.
  11. ჩვენდა სამწუხაროდ, არც ერთი ვერსიის გამორიცხვა არ შეიძლება, თუნდაც ყველაზე პესიმისტურის - რუსების ტანკებს ვგულისხმობ. ასე რომ,
  12. Siknadmo მე რაც სოც ორგანიზაციები ვიცი, რომლებიც გამოკითხვებს ატარებენ, მათ შორის ცქიტიშვილის კანტორა ყველაზე პრადაჟნია. ნუ, იმდენად პრადაჟნია, რომ ეს დაჟე ანეგდოტში გადადის. ირი-მ იმიტომ დაიქირავა ესენი, რომ გიჟიც საბოლოოდ ირი-ს პროდუქტია (მაკკეინის დირექტორობის ნაყოფი). ასე რომ ნუ გიკვირს
  13. უცხო_პლანეტელი ჰო, პოლიტმითები ეს, ზოგადად, საწოვარაა თავისი არსით. ამიტომაც ჰქვია 'მითი'
  14. უცხო_პლანეტელი ეს არის საქართველოსა და რუსეთში (შეიძლება სხვაგანაც) გავრცელებული პოლიტიკური მითის (კეთილი მეფე) შედეგი.
  15. aiv რომ მომხდარიყო, აი, მაშინ იქნებოდი მართალი. მოკლედ, ახლა იმაზე ვსაუბრობთ, ბადრიჯანს რომ ფრთები ჰქონოდა...
  16. ვეფხვი ისე, საინტერესო იქნება, გიჟს რამდენი კაცის გამოყვანის უკანალი აქვს. ნუ, ცხადია, ავტობუსების გარეშე.
  17. DonCaredo არასოდეს არ თქვა 'არასოდეს'
  18. McLaren ასეთ გამოკითხვებში პროქსით ჩალიჩი მოსულა? თუ სხვანაირად ჩალიჩობ? გეფიცები, არავის ვეტყვი
  19. McLaren ჰო, ასეთი პირი უჩანს. shamili ისე, კონსერვებმაც რომ მოიგონ, დიდად არ შეიცვლება საგარეო პოლიტიკა, რაც მემარჯვენე მერკელისა და სარკოზის გამარჯვებებმაც გვანახა.
  20. fashisti საქმეც მაგაშია, რომ 'ბევრს ჰგონია'. ანუ, მაინც პროვოკაციაა. უფრო დავაზუსტებ, როცა ისეთ რაღაცას აკეთებ, რაც ბევრს ჰგონია რომ პროვოკაციაა, უკვე ავტომატურად გამოდის პროვოკაცია იმისდა მიუხედავად, მართალი ხარ თუ არა. kisa
×
×
  • შექმენი...