GeoStream ეს კი თორნიკე ტყემლაძის (დაზარალებულის) ჩვენებაა “სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, ერთი თვით ადრე გავეხუმრე, 50 ლარი მასესხე-მეთქი. არ მაქვსო, მითხრა, პირიქით, მე შენთვის უნდა მეთხოვაო. ჩემს დაჭრამდე ერთი კვირით ადრე გვანცამ მკითხა, ფული ისევ გინდაო? კი, მინდა-მეთქი, ვუთხარი. ხუთშაბათს ქართულის გაკვეთილი მქონდა. გვანცამ მითხრა, დედაჩემმა არ მინდა, დაინახოს, ფულს რომ გაძლევ, სკოლის ეზოში მოფარებული ადგილია (ფანჯრიდან დამანახვა ის ადგილი) და იქ ჩამოდი და მოგცემო. ფიზკულტურის გაკვეთილიდან გავედი, პირველად ქუჩიდან, ალაყაფის კართან კედელზე გადავძვერი და ხუთი წუთი ეზოში ვიცადე. მერე უკან გადმოვძვერი. გვანცა ნათაძის ქუჩის ასასვლელში დამხვდა, მითხრა, წამო, ერთად გადავძვრეთო. გვანცამ მითხრა, ფული ფეხბურთის სტადიონზე მაქვს დამალული “ჟეშტის” ქვეშ და ამაწევინეო. უცბად რაღაც მომხვდა უკან, თავიდან ზურგზე დანა მომხვდა. რომ შევძელი, ხელი მოვიქნიე და გამოვიქეცი. გვანცამ დამიძახა, თოკო, მაპატიეო. მერე დავიყვირე, მიშველეთ-მეთქი. მანდ რას აკეთებო, მკითხა თამაზი მასწავლებელმა. მერე გრძნობა დავკარგე. შემიყვანეს მედპუნქტში. მკითხეს, რა მოხდაო. თავიდან არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ მეგონა და არ ვთქვი სიმართლე. ვთქვი, სკოლიდან ვიპარებოდი და მეორე სართულიდან გადმოვხტი-მეთქი. ხუთი დღის მერე რომ დამკითხა გამომძიებელმა, მაშინ ვთქვი სიმართლე. დანით რომ ვიყავი დაჭრილი, არ ვიცოდი. ოპერაცია რომ გამიკეთეს, ექიმებმა მითხრეს, – დანით ხარ დაჭრილიო.დანა არ დამინახავს, ვერ დავინახავდი. ძირს ვეგდე და უკნიდან მირტყამდა გვანცა… დანას როგორ დავინახავდი? თავიდან თავში ვიგრძენი დარტყმა, გავბრუვდი, ვეღარ ვგრძნობდი ვეღარაფერს, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც შემდიოდა და გამომდიოდა, მაგრამ რა, არ ვიცი. თუმცა გონება არ დამიკარგავს. დავიბენი და ძირს დავეცი, მაგრამ გონება არ დამიკარგავს. გვანცას ცალი ხელი მხარზე ედო და, ალბათ, ერთი და იმავე ხელით მირტყამდა,მე ამ დროს ვხოხავდი. მერე შემეშინდა და გავიქეცი. http://ucnauri.com/07/04/2010/%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%90-%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%99/