Jump to content
Planeta.Ge

Grig

პლანეტელი
  • პოსტები

    2.268
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    5

ყველა პოსტი Grig

  1. dire მაგ ასაკში შენ სხვა რამეზეც ფიქრობდი?
  2. ვალებიც გადაიხადა და ლილოს ბაზრობაზე პატარ-პატარა წილებიც აირტყა :018: ყველაზე ჭკვიანი ეს ყოფილა
  3. ძუკუ აპელბაუმი 'ვაშინგტონ პოსტის' კოლუმნისტია და რამდენიმე მწარე სვეტი აქვს გამოქვეყნებული სააკაშვილზე. მათ, შორის 2007 წლის ნოემბერში. აი, ერთ-ერთი მათგანი: http://www.anneapplebaum.com/2007/11/13/georgias-leap-backward/
  4. მეორე ტურში 90%-იანი ალბათობით კომაროვსკი იგებს. მესამე ადგილზე გასული კანდიდატი მემარცხენეა და მისი ხმები, ძირითადად, კომაროვსკისკენ წავა. განსხვავებული აზრის მქონეს შემიძლია გავუმაზო
  5. ძუკუ ეს ანეგდოტი თუ გაგიგიათ: ხრუშჩოვი და კენედი გადაწყვეტენ, დაძაბულობის განმუხტვის მიზნით მოაწყონ შეჯიბრი სირბილში. მეორე დღეს 'პრავდაში' იბეჭდება შეჯიბრის შედეგი - ნიკიტა სერგეიჩმა საპატიო მეორე ადგილი აიღო, დამპალმა კენედიმ კი სამარცხვინო ბოლოდან მეორე-ვო. ისე, რა განსხვავებაა კომაროვსკისა და კაჩინსკის შორის? ვგულისხმობ, ჩვენ გიჟთან მიმართებაში. სიმართლე გითხრათ, დრო არ მაქვს და ამ არჩევნებს ვერ მივადევნე თვალი.
  6. babuagiorgi ახლა გიყურებთ ლეჟავას გადაცემაში, და ვფიქრობ, რომ ის ინფო, რაც მოგაწოდეს 100%-იანია.
  7. მაესტროზე ცინდელიანზე სიუჟეტის ანონსი გავიდა. სხვათაშორის, პირველად ეს თემა მე და ერთმა ჩემმა კოლეგამ ამოვწიეთ პრესაში, ასე წელიწადნახევრის წინ. ისევე, როგორც შავაძის ამბავი და კიდევ ერთი ანალოგიური ამბავი, რაც ზუგდიდში მოხდა. იქაც დაიკარგა ერთი ოფიცერი, ქარდავა იყო გვარად, როგორც მახსოვს.
  8. დაჩი ხაზარები რა შუაში არიან? ხშირად მესმის გადაშენებული მომთაბარეების ასეთ კონტექსტში მოხსენიება და მიტომ მაინტერესებს.
  9. newstudio ედიკას დროსაც ასე ნაგლობდნენ, მაგრამ ეშინოდათ, დღეს არის კატეგორია, რომელსაც არაფრის ეშინია.
  10. არა, ტიტველი ქალები არიან მსოფლიო ბატონ-პატრონები @ რადიო105
  11. მასონების მონებიც არიან მაგენი და გაზპრომსაცა ჰყვანს ჯიბეში ჩასმულები, მაშ :018:
  12. რაც მთავარია, სსფ-ს, მსოფლიო ბანკისა და ცეერუს მონაცემებით, სომხეთი გვისწრებს მშპ-ს რაოდენობით ერთ სულ მოსახლეზე http://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_GDP_%28PPP%29_per_capita რუსეთი კი ამ მონაცემით თითქმის სამჯერ გვისწრებს.
  13. 2009 წლის მონაცემები მშპ-ს ზრდის ტემპებზე (წყარო - აშშ-ს ცეერუ): საქართველო - 7% (მინუს შვიდი) სომხეთი - 15% (მინუს თხუთმეტი) http://en.wikipedia.org/wiki/List_of_countries_by_real_GDP_growth_rate 2008-ში გვისწრებდა 0.5%-ით http://www.photius.com/rankings/economy/gdp_real_growth_rate_2008_0.html 2007-ში 4%-ით გვისწრებდა http://www.photius.com/rankings/economy/gdp_real_growth_rate_2007_0.html 2006-ში - 6.9%-ით http://www.photius.com/rankings/economy/gdp_real_growth_rate_2006_0.html წყარო ყველგან იგივეა
  14. რაღაც დიდი ცვლილებები რომ არის საერთაშორისო ფრონტზე, ფაქტია. პრინციპში, საინტერესო ინფოა.
  15. ვანოა ასეთი, ვანო - რატომაც არა?
  16. საქართველოს არეული არჩევნები open-democracy იაკობ პარუსინსკი იმსახურებს, თუ არა პრეზიდენტი სააკაშვილი საერთაშორისო საზოგადოების აპლოდისმენტს იმის გამო, რომ მისმა პარტიამ 2010 წლის 30 მაისის არჩევნებში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა? ის, რაც იაკობ პარუსინსკიმ საკუთარი თვალით ნახა და რაც თავისი კოლეგა დამკვირვებლებისგან მოისმინა, იმის ვარაუდს აჩენს რომ პროცედურული დარღვევები და გამიზნული გაყალბების შემთხვევები ბევრად უფრო მეტი და ორგანიზებული იყო, ვიდრე ეს თავდაპირველად გახდა ცნობილი http://foreignpress.ge/?p=13447 წაიკითხეთ, საინტერესო სტატიაა, ძალიან ნაცნობი ფაქტებით
  17. ოპოზიციამ ვერ შეძლო დაერწმუნებინა ეს ადამიანები, რომ გაყალბებაზე დაიჯებოდა. ეს რომ გაეკეთებინა, სხვა შედეგი იქნებოდა. მეორე, ხალხმა ნახა, რომ ოპოზიციობისთვის თუ გამოყრიდნენ სამსახურიდან ან სხვაგვარად დაჩაგრავდნენ, მათი დამცველი არავინ იყო, ამიტომ ბევრმა ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა. და კიდევ. ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი გამოვიდა და ამბობს, დაქსაქსული ოპოზიცია უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ერთიანიო. ჰოდა, ასეთი ხალხი როგორ გაიმარჯვებს საერთოდ რამეში?
  18. newstudio ერთ-ერთ შეხვედრაზე ლევან რამიშვილმა თქვა, რა კარგია ეს იაპონური ერთპარტიული სისტემაო. დასკვნები თქვენთვის მომინდვია.
  19. ესაა ბენდუქიძისეული 'ლიბერტარიანიზმი' - ანუ, ბენდუნომიკა. გარკვეულწილად ეფექტური, მაგრამ არსობრივად არაადამიანური მიდგომა. ეს გარეწრები რომ მიუშვა, პენსიებს საერთოდ გააუქმებენ და სკოლებსაც მხოლოდ ფასიანს დატოვებენ. სამწუხაროდ, რაც უფრო გადის დრო, მეტად ვრწმუნდები, რომ ქართველი 'დასავლელი ადამიანი' არ არის, პორტუგალიელების, ესპანელებისა და იტალიელებისგან განსხვავებით. რომლებიც გვგონია, თითქოს არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან, მაგრამ, აი, რაღაცით მაინც განსხვავდებიან.
  20. სხვების საწყენად არ ვამბობ, მაგრამ ერთადერთი ადეკვატური პოსტია ამ თემაში (ჩემ პოსტებსაც ვგულისხმობ არაადეკვატურებში, ცხადია). შამილს პლიუსი ჩემგან.
  21. ისე, შუა აზიაშიც ისეთივე შუღლია, როგორც კავკასიაში. ნუ, თითქმის ისეთი. ვერ იტანენ ერთმანეთს და ყველანი ერთად ვერ იტანენ უზბეკებს. ბორატში რომ არის ეპიზოდები, ეს მოგონილი არაა.
×
×
  • შექმენი...