ნუ ერთი ნაცნობი მყავს - თან მართლმადიდებელია და თან კომუნისტ-სტალინისტი (უფრო სტალინისტი). კი მაგრამ როგორ-მეთქი, ვკითხე. სტალინიო, მპასუხობს, მართლმადიდებელმა ეკლესიამ სპეციალურად ჩანერგა ბოლშევიკებში, რათა ქვეყნის (რუსეთ-საქართველოს) განადგურება არ დაეშვაო პირსისხლიანი ბოლშევიკების მხრიდან, რომლებიც სულ ებრაელები იყვნენ, ლენინის გარდაო. ჰოდა, ხომ დახოცა მერე ყველაო?! ჰო, დამავიწყდა, მანამდეო (ჩანერგვამდე), ტიბეტში იმოგზაურა და განდობილი გახდა-ვო. ქატო იქაო, ფქვილი აქა(ვ)ო...