Jump to content
Planeta.Ge

ვეფხვი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.667
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ვეფხვი

  1. აი ამაში კი ძალიან ცდები!!! თუ ნამდვილი ქართველი ხარ უცხოეთში გატარებულმა წლებმა შენს ქართველობაზე გავლენა არ უნდა იქონიოს!!! უსუსური არგუმენტია!!! ... სხვათა შორის ჩემთვის უცხოეთში ჩამოსვლის მერე უფრო ძვირფასი გახდა საქართველო, ქართველობა და ქართული ფასეულობები!!!
  2. წვერებით ათრიეს იმის გამო რომ მართლმადიდებლობის სულიერი მამა იყო და კათოლოკობა მიიღო! მოღალატეობისათვის!!! მაგი რომ მართლმადიდებელი მღვდელთმსახური არ ყოფილიყო არც არავინ მიაქცევდა მის აღმსარებლობის გამოცვლას დიდ ყურადღებას!!!
  3. რისი ზიზღი და შიში??? რას ლაპარაკობ? ... ანდა იმ ადამიანზე შენ დასკვნებს და შეფასებებს როგორ აკეთებ??? იმის გულში ზიხარ თუ ნათელმხილველი ხარ? ეგ ჩემო კარგო უკვე შენისეული ინტერპრეტაციაა და სხვას ნურაფერს აბრალებ... მასეთი რამე არავის უთქვამს!!!
  4. შენ ეხლა მაგათ უცხოეთში ყოფნის საათებსა და წუთებს უთვლი??? ერთით მეტი ერთით ნაკლები... მაგას რა მნიშვნელობა აქვს??? უსუსური არგუმენტია!
  5. ჭანო ერთ-ერთმა კანდიდატმა თქვა, რომ მისთვის მამათმავლობა მიუღებელია, რადგან ამას სჯულის კანონი კრძალავს. გამოხატა საკუთარი მრწამსი და თქვა ის, რასაც ფიქრობდა. მას არ უთქვამს, ციხეში ამოვალპობ და კედელთან მივაყენებ სექსუალურ უმცირესობებსო. მან თქვა, რასაც ფიქრობდა და არ უთქვამს, რომ პატივს არ სცემს და არ ემორჩილება კანონმდებლობას. ჩვენში არასოდეს ყოფილა ადამიანების დაყოფა აღმსარებლობის ნიშნით, არ ყოფილა ინკვიზიცია და ბართლომეს ღამე. იყო სამოქალაქო ომი, მაგრამ სად არ ყოფილა?
  6. ჭანო ახ... ეხლა როცა არ გვაწყობს მაშინ არ არის თურმე სამაგალითო ქვეყანა??? გადავხედე მე უკვე ევროპას აგერ უკვე 10 წელია... დღესაც იქ ვარ... რა მერე??? შენ გგონია კარგი რამეები ხდება ევროპაში??? ადრე ზოგიერთი ქართველისთვის მზე ჩრდილოეთიდან ამოდიოდა... დღეს დასავლეთიდან ამოდის... ანუ ვის რა ფასეულობები და მორალი გააჩნია იმის მიხედვით ამოიყვანს მზეს თავის თავისთვის და საქართველოსთვის... არადა წესით, მზე ჭეშმარიტად აღმოსავლეთიდან ამოდის!!! და კარგია მერე ეგ??? მართალი ხარ ამერიკულ კუპიურაზე ახალგაზრდა ევროს კუპიურაა... რა მერე???
  7. ჭანო მაშინ სახელმწიფო ენა რუსული იყო მარტო სსრკ-ში... დანარჩენ ნახევარ მსოფლიოში რუსული იყო ,,ურთიერთობის ენა''!!! გამოკეტვას რაც შეეხება ნეტა მარტო ინგლისურის უცოდინრობა იყოს საქართველოს უბედურების მიზეზი... :hm:
  8. ჭანო მაშ როცა არ გვაწყობს სხვა შემთხვევაა არა? საეკლესიო გადასახადები ნებაყოფლობითია, გეთანხმები, მაგრამ ფაქტია რომ არსებობს და მათი ამოღება ცენტრალიზებულად ხდება სახელმწიფო აპარატის მეშევეობით! .. და მერე ვინ გითხრა რომ საქართველოში მარტო ერთი რელიგია უნდა იყოს წარმოდგენილი და სხვა აკრძალული??? აი ამას კი აბსოლიტურად საერთო არაფერი არა აქვს ქართული ენის სიწმინდესთან... უადგილო და უსუსური მაგალითი იყო! რაც შეეხება ღმერთს და რელიგიას! ახლახანს კამათში მომიწია ჩართვამ. ერთი ცნობილი პიროვნება, ექსპერტი, ეკლესიისა და რწმენის როლზე და ადგილზე საუბრობდა. საუბრობდა ცოტათი დამცინავად. ხშირ-ხშირად ამბობდა კითხვაძახილის ნიშნიან “ოცდამეერთე საუკუნეში?!“ და ამერიკის გამოცდილებას იშველიებდა. მას იმ წუთას, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე შეეძლო დაეწერა “ბედნიერი სახელმწიფოს სრული დეკლარაცია“, რომლის დასრულებაც ვერ მოასწრო ყვარყვარე თუთაბერმა. შევთავაზე, კარგად დაეთვალიერებინა დოლარის კუპიურა. დაათვალიერა. მოდი, ერთად დავათვალიეროთ. დოლარის ნებისმიერი ღირებულების კუპიურას საკმაოდ მსხვილი შრიფტით აწერია IN GOD WE TRUST, ანუ “ჩვენ გვწამს ღმერთი“. ამერიკაში გზებზე ხშირად მოგხვდებათ თვალში უზარმაზარი ბილბორდები - IN GOD WE TRUST. მათ სწამთ ღმერთი. მათ სწამთ ის ღმერთი, რომელიც სწამდათ ჯორჯ ვაშინგტონს და ბენჯამინ ფრანკლინს. მათი სახელმწიფო ამ რწმენაზეა აგებული და რატომ უკვირს ვინმეს, რომ მე მწამს ღმერთი, რომელიც სწამდათ ილია ჭავჭავაძეს და ვაჟა-ფშაველას, ექვთიმე თაყაიშვილს და მერაბ კოსტავას?! ... და ეს ყველაფერი ის ქვეყანა რომელიც მულტინაციონალურია! IN GOD WE TRUST... განა რომელიმე ამერიკელ მუსულმანს, ბუდისტს ან ათეისტს როდესმე მოუვა თავში, რომ ეს გააპროტესტოს? მას უყვარს თავისი ქვეყანა და ახსოვს, რომ ვინც შექმნა ამერიკის სახელმწიფო, მანვე გამოაკრა ყოველი ფეხის ნაბიჯზე ყველას დასანახად IN GOD WE TRUST. ჩვენში არასოდეს ყოფილა ადამიანების დაყოფა აღმსარებლობის ნიშნით! ერთ დროს მოდაში იყო “რაც კარგები ვართ, ქართველები ვართ“. დღეს ის ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს “სამოქალაქო საზოგადოებას“ უწოდებენ, გვარწმუნებენ, თითქოს “რაც ცუდები ვართ, ქართველები ვართ“. სინამდვილეში კი ჩვეულებრივები ვართ. რაღაც – კარგი, რაღაც – ცუდი, ალალ – ჩემი, ალალ – სხვისი... მე მიყვარს ტრადიციები. როდესაც ამას ვამბობ მაშინვე მიპირისპირდება “სამოქალაქო საზოგადოება“: “უსაშველოდ გაწელილი სუფრა და ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოები მოგწონს?“. არ მომწონს და არც არის ეგ ტრადიცია. ვიღაცას უნდა, რომ ეგ ჩვენს ტრადიციად წარმოადგინოს, ისევე, როგორც ვიღაცეებს უნდათ, რომ გვეგონოს, თითქოს მთავარი დასავლური ღირებულება ჰომოსექსუალიზმია, ხოლო მთავარი ტრადიცია – გეი-პარადი. ერთ-ერთმა კანდიდატმა თქვა, რომ მისთვის მამათმავლობა მიუღებელია, რადგან ამას სჯულის კანონი კრძალავს. გამოხატა საკუთარი მრწამსი და თქვა ის, რასაც ფიქრობდა. მას არ უთქვამს, ციხეში ამოვალპობ და კედელთან მივაყენებ სექსუალურ უმცირესობებსო. მან თქვა, რასაც ფიქრობდა და არ უთქვამს, რომ პატივს არ სცემს და არ ემორჩილება კანონმდებლობას. ,,სამოქალაქოელებმა'' სიცილი დააყარეს. რა აცინებდათ? შესაძლოა, არგუმენტი არ გააჩნდათ და სიტყვის ბანზე ასაგდებად ირონიას მიმართეს. შესაძლოა, ამ სიცილში გულწრფელები იყვნენ და მაშინ, როდესაც ამ ქვეყანაში ყველასა და ყველაფრის უფლებები ირღვევა, მათ გულწრფელად ჰგონიათ, რომ ადამიანის მთავარი უფლება სექსუალური თავისუფლებაა. ახლახანს ერთ-ერთ ინტერნეტ-საიტზე ცნობილი ქართველი “ლიბერალის“ ინტერვიუ ვნახე. აზრებს აფრქვევდა: “ჩემი ნება იყოს, ოთხ მილიონ ქართველს ხუთი წლით საზღვარგარეთ წავიყვანდი სასწავლებლად და რომ დაბრუნდებოდნენ, შემდეგ შევძლებდით ნორმალური ქვეყნის და საზოგადოების აშენებას“... კი მაგრამ მთელი მთავრობა და პარლამენტი დასავლეთშია განსაწავლული, მაგრამ მერედა ამით რა? პირველი ლედი ჰოლანდიელი გვყავს, მაგრამ ვერ გადმოსცქერის მდიდრული რეზიდენციიდან გასაცოდავებულ, გაუბედურებულ ხალხს? ვერ აყვედრიან ამ ხალხს მათივე ფულით უხარისხოდ გარემონტებულ გზებს? სად მივყავართ ამ გზებს? ძალიან გამიგრძელდა. არ ვაპირებდი ამდენს, თუმცა დიდი ხანია ვაპირებდი ამის თქმას - გაზაფხულის შემდეგ.
  9. fashisti ეს ,,უნდა იცოდეს'' ინგლისურის სავალდებულოდ თავზე მოხვევას ხომ არ ჰგავს??? ზუსტად მაგ ფრაზებს ამბობდნენ კომუნისტების დროსაც მაგრამ იქ სიტყვა ,,ინგლისური''-ს მაგივრად ,,რუსული'' იდგა... და თანაც მაშინ ეს ინგლისური სულაც არ იყო ,,მთელი მსოფლიოს'' სავალდებულო ენა არამედ მხოლოდ ნახევარი მსოფლიოს სალაპარაკო ენა იყო... მეორე ნახევრისთვის კი რუსული იყო სავალდებულო - ,,უნდა იცოდეს'' ენა!!! ეროვნული მოძრაობა იმიტომ კი არ დაიწყო რომ კონკრეტულად რუსები არ გვაწყობდა არამედ იმიტომ რომ ქართული ცხოვრებიდან საერთოდ ამოღებულიყო ეს ,,უნდა იცოდეს'' სავალდებულო ენები, ქართულის გარდა!!! ჩემთვის, როგორც ნამდვილი ქართველისთვის ,,უნდა იცოდეს'' არსებობს მხოლოდ ერთადერთი ენა - ქართული... დანარჩენი არჩევითია ყველაფერი!!! მაგაში კი გეთანხმები!!! თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა ჰქონდეს ადამიანს!
  10. ნუ საქმე იმაშია რომ მიშამ რაც გააფუჭა მაგით დღეს ვერც ნატოში ვერ შევალთ და ვერც ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ!
  11. fashisti აბსოლიტურად გეთანხმები... მაშინ რუსულის სწავლების ტენდენცია იყო საზოგადოებაში და არ მოგვწონდა ეს ჩვენ... ეხლა კი ინგლისურის სწავლების ტენდენცია არის საზოგადოებაში და მაგ ლოგიკით არც ეს არ უნდა მოგვწონდეს დღეს ჩვენ... მაშინ რუსულს გვახვევდნენ თავზე ეხლა კი ინგლისურს!!! ზუსტადაც მაგიტომ დაიწყო მაშინ ეროვნული მოძრაობა რომ ეს რუსიფიცირება არ მოსწონდა ქართულ საზოგადოებას რასაც ვერ ვიტყვი დღევანდელ ჩვენს ქართულ საზოგადოებაზე ინგლისურის მიმართ... პირიქით დღევანდელ ქართულ საზოგადოებაში ისეთ მოდაშია ინგლისური როგორც ჩვენს ,,სვეტსკი'' საზოგადოებაში 1800 წლებიდან იყო მოდაში რუსული... არცერთია მოსაწონი და არც მეორე! fashisti და ეს ,,სავალდებულო''... ღმერთმა დაგვიდგინა ასე? ბიბლიაში სწერია თუ კონსტიტუციაში ასე? მაშინ რუსულიც ძალით თავსმოხვეული ენა იყო ჩვენთვის და ეხლა ინგლისურიც ,,ძალით'' თავსმოხვეული ენაა ჩვენთვის...
  12. Saturn ენა და მამული ქართველებს საერთო აქვთ... ეჭვი გეპარება??? სარწმუნოებას რაც შეეხება მირიანმა ქრისტიანობა განმოაცხადა სახელმწიფო რელიგიად, თუმცა არც სხვა ეთნოსების რელიგიები შეზღუდულა საქართველოში ოდესმე და ნუ ცდილობ არაფრისგან პრობლემა წარმოქმნა! ბადრი_წიქორაძე რა არის საქართველო??? არის ეს ენა, მამული, სარწმუნოება საქართველო თუ არა??? ჭანო შენთვის თვითმიზანი ევროპის გაერთიანებაში შესვლაა თუ საქართველოს აყვავება? ევროპაში შესვლა ქართული ფასეულობების სანაცვლოდ? ჭანო ინგლისური კითხვა თუ იცი წაიკითხე დოლარიანზე რა აწერია!!! სხვათა შორის ვატიკანიც ევროპული სახელმწიფოა და ევროპაში არსებობს საეკლესიო გადასახადიც კი... ბადრი_წიქორაძე აბსოლიტურად გეთანხმები... ტენდენციაა ასეთი საქართველოში... უნდათ დაგვაჯერონ რომ ცუდი, უვარგისი და ავადმყოფი ერი ვართ და მხოლოდ ამერიკული ფასეულობები გადაგვარჩენს... (თურმე 200 წლოვანი ისტორიის მქონე სახელმწიფო - ამერიკის ფასეულობები გადაარჩენს 2000 წლოვანი ისტორიისა და ფასეულობების ქვეყანას, საქართველოს!!!) bebiko ვისთან ერთობაში? ნატოელებთან, ევროპელებთან, დესეთელებთან თუ უცხოპლანეტელებთან? ... თუ აქ ლაპარაკია შიგნით ქართულ საზოგადოებაზე? რამ შეიძლება გააერთიანოს ქართული საზოგადოება, რა იდეამ? ვინმესთან რომ გაერთიანდე საერთო ფასეულობები უნდა გქონდეთ, ეს ეხება საშინაო პოლიტიკასაც და საგარეო პოლიტიკასაც! რა უკეთეს იდეის ირგვლივ შეიძლება გაერთიანდეს ქართული საზოგადოება თუ არა ენა=ქართული, მამული=საქართველოს (ისტორიული) ტერიტორია, სარწმუნოება=მართლმადიდებლური ქრისტიანობა... ??? რომელიც ქართული კულტურის, ტრადიციებისა და სულის ურყევი ნაწილი გახდა! თუმცა არც სხვა რელიგიები და მეტყველება აკრძალულა საქართველოში ოდესმე!
  13. fashisti 200 წლის მერე რომ ქართველი მარტო ინგლისურად ან რუსულად ილაპარაკებს ის აღარ იქნება უკვე ქართველი!!! ამის ტენდენცია უკვე არსებობს ქართულ საზოგადოებაში... დღეს ჩუმად და ნელა, გაიძვერულად არ მიდის ჩვენი გადაგვარება და გაამერიკანიზმება? ზოგიერთი ტელეარხი უკვე ,,ნაგლად'' ინგლისურ ენაზე ისე უშვებს ფილმებს არც კი თარგმნის ქართულად...
  14. აქ ლაპარაკია საერთოდ რწმენაზე და არა კონკრეტულად მართლმადიდებლობაზე!
  15. ვირების დოღია და ესე გაგრძელდება სამუდამოდ... იმიტომ რომ ჩვენს საზოგადოებას გაუცნობიერებლად კულტის, ავტორიტარიზმისაკენ ლტოლვის ბძაფრი მიდრეკილება გააჩნია... ... იმიტომ რომ ქვეყანა მართლა არჩევნებიდან არჩევნებამდე ცხოვრობს და პოლიტიკოსების მთავარი მიზანი მათთვის ხელისუფლების და შესაბამისად ძალაუფლების შენარჩუნებაა... პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივი...
  16. ვანო უკრაინაში აბა რას იზამდა... მაგის კომპეტენციებს სცილდებოდა...
  17. ხო ახლა რაც ფუჭდება თურმე მარტო მიშას ბრალი არ არის და რაც გაკეთებულა საქართველოში ეს მხოლოდ მიშას გაუკეთებია და მანამდე კარგი საქართველოში არაფერი კეთდებოდა! უარესი ის იქნება Yვერებით როცა დაკიდებენ მიშას
  18. ეეხ ჩემო კარგო ძაანაც არ უნდოდათ ხარკის გადახდა მაგრამ... ზუსტად მასეთებმა შეინარჩუნეს და მოიტანეს საქართველოს ტრადიციები დღემდე ყველაფრის და მიუხედავად...
  19. ჯოსეფ ქეი ფენომენი გახდა უკვე? ვაი მაგის გადაკეთებული გვარი რა ვთქვი მე...
  20. მიშამ ისე გააფუჭა საქმე რომ დღეს ვერც ნატოში ვერ შევალთ და ვერც ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ!
  21. იქ ლაპარაკია ზუსტადაც რომ საერთოდ რელიგიაზე, სარწმუნოებაზე და არა კონკრეტულად მართლმადიდებლობაზე... საერთოდ ურწმუნო კოსმოპოლიტანებზე არის აქ აქცენტი...
  22. ერს თავში შესაცვლელი არაფერი არ სჭირს... ერი ბრძენია!
×
×
  • შექმენი...