Jump to content
Planeta.Ge

ვეფხვი

პლანეტელი
  • პოსტები

    1.667
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    3

ყველა პოსტი ვეფხვი

  1. fashisti მდაა... მეგონა რომ იცოდი... ... და გერმანიას მაშინ რა ტერიტორიული პრობლემები ჰქონდა ვინმესთან?
  2. ნატო ტერიტორიების სანაცვლოდ? აი საით მიყავთ პოლიტიკა...
  3. ვისგან ვისგან და მამუკა არეშიძისგან ამას ნამდვილად არ მოველოდი... 22-06-2011 მამუკა არეშიძე: "აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა ვაღიაროთ" სოხუმის დაცემიდან თითქმის 18 წლის შემდეგ, საქართველოში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე ალაპარაკდნენ. თემაზე, რომელსაც დღემდე ტაბუ ადევს, კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ინიციატივით მიმართავს. არეშიძის თქმით, აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის ამაღლება ერთადერთი რესურსია, რომლსაც აფხაზური ეთნოფონდის შენარჩუნება, გაუცხოებულ ქართველებსა და აფხაზებს შორის ყინულის ლღობა და მათი შერიგება შეუძლია. როგორ მიიღებს ხელისუფლება ინიციატივას, რომლის ავტორსაც ამ იდეის წამოჭრის გამო საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერჯერობით მხოლოდ კიცხავს, ამ ეტაპზე უცნობია... - ბატონო მამუკა, საქართველოში პირველად გაჩნდა ინიციატივა, რომ ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს და ეს იდეა თქვენ გეკუთვნით. რით ასაბუთებთ ამ მიდგომის განხილვის საჭიროებას? - არგუმენტი არის ის, რომ პროცესი ჩიხშია შესული. ჩვენი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საკმაოდ სიმპათიური „ახალი სტრატეგია" აქვს შემუშავებული, ვერ ახერხებს მის ამუშავებას და პროცესის შექმნას. დასავლელი პარტნიორები კი, სამწუხაროდ, დღეს ამ მიმართულებით აქტიურები აღარ არიან. მათ სხვა უამრავი პრობლემა აქვთ, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკასთან, ავღანეთთან დაკავშირებული. ასევე რუსეთთან გადატვირთვის პროცესი. მოკლედ, სიტუაცია ჩიხშია შესული. დღევანდელი მდგომარეობით, აფხაზეთი დაკარგული გვაქვს, მაგრამ გარდა იმისა, რომ დაკარგული გვაქვს, არც სიტუაციის შეცვლის პერსპექტივა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან აღიარებულია ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთი ამ თვალსაზრისით, დისკომფორტს გრძნობს, ის მხოლოდ დისკომფორტს გრძნობს და მორჩა. ჩემი გადასახედიდან ერთადერთი შანსი, იმისთვის, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს, არის სწორედ ის ინიციატივა, რომელიც მე გავაჟღერე (მით უმეტეს, რომ რუსეთი არ იმყოფება ისეთ ეკონომიკურ კოლაფსში, როგორშიც 80-იან წლებში, როცა დასავლეთის ნებისმიერ შეთავაზებაზე თანახმა იყო. პირიქით, ძალიან მორგებულად გრძნობს თავს სიტუაციაზე და თუ ვინმე დღეს არის აქტიური სამხრეთ კავკასიის, კერძოდ აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით, ეს არის სწორედ რუსეთი. ყველა სხვა დაინტერესებული მხარე, ანუ საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა, ხელფეხშეკრულია). აქედან გამომდინარე, რადგან ვხედავ ჩიხურ სიტუაციას და მისი გამოსწორების უპერსპექტივობას, მიმაჩნია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება საინტერესო პროცესის დასაწყისი უნდა იყოს. აუცილებელია პროცესის შექმნა. იმისთვის კი, რომ ეს ასე მოხდეს და აფხაზები მოუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, საჭიროა სამართლებრივი სტატუსის მაქსიმალურად მაღლა აწევა. ამ სიტუაციაში, ჯერ ერთი, ახალი სტიმული მიეცემათ დასავლელ პარტნიორებს, უპირველესად გაეროს, მეორე მხრივ კი, ის რუსეთს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს (რუსეთი მუდმივად ლაპარაკობს იმაზე, რომ აფხაზებმა დამოუკიდებლობა უნდა მიიღონ და ამისთვის გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამს. თან მეთოდი აქვს ასეთი: პატარა ქვეყნების აღიარებით უნდა მიაღწიოს აფხაზეთის ცნობადობას საერთაშორისო არენაზე და ამ საკითხის გაეროს მაღალ ტრიბუნაზე დაყენებას). ასეთ სიტუაციაში საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მას მანევრის საშუალებას აღარ უტოვებს. - რა პირობებით წარმოგიდგენიათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა? - მთავარი პირობა უნდა იყოს რუსეთის ჯარების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიიდან. თუ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მასთან გავაფორმებთ შეთანხმებას „თავდაუსხმელობის შესახებ" და ასე ვთქვათ, გარანტორი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საომარი მოქმედება არ განახლდება, რუსეთის ჯარის იქ ყოფნას სამართლიანი საფუძველი აღარ ექნება. სხვა საქმეა ის, რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით აფხაზები და რამდენად მოინდომებენ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების დარჩენას. ზუსტად ამას ვამბობ, რომ პროცესი უნდა შევქმნათ - შევეცადოთ აფხაზები მაქსიმალურად მოკავშირეებად ვაქციოთ. ვიცი აფხაზური საზოგადოების განწყობები და ეს მიდგომაც ამიტომ გამიჩნდა. ხომ არ ვამბობ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც იმავე მიდგომების დემონსტრირება შესაძლებელია? იქ ასეთი რამ გამორიცხულია, მაგრამ აფხაზეთში სხვა სიტუაციაა. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ მათი ეთნოფონდის შენარჩუნების ბოლო წლებია. აფხაზების ეთნოფონდის შენარჩუნება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დღეს თუ ხვალ, აფხაზების მდგომარეობა აფხაზეთში იქნება ძალიან მძიმე. აფხაზი შეიძლება საერთოდ აღარ დარჩეს აფხაზეთში. რაც შეეხება სხვა პირობებს, ერთ-ერთი უნდა იყოს დევნილების დაბრუნება საერთაშორისო გარანტიებით. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაზედაც ვლაპარაკობ, ჩემი აზრია და პირობები საქართველოს ხელისუფლებისა და ქართულ საზოგადოების გადასაწყვეტია. მე მინდა, ჩემი ინიციატივით მივაღწიო იმას, რომ ჯერ ერთი, ჭაობიდან გამოვიყვანო სიტუაცია და მეორე, ერი და ბერი, რომელიც ახლა ბალიშზეა მიწოლილი და ჰგონია, რომ სხვა გადაწყვეტს მის მაგივრად აფხაზების პრობლემას, ცოტა გამოფხიზლდეს და ხელისუფლება და საზოგადოება ერთობლივად იყოს კონცენტრირებული ქვეყნის საერთო სატკივარზე. - რატომ ფიქრობთ, რომ პროცესის ჩიხიდან გამოყვანის ყველა სხვა რესურსი ამოწურულია და სწორედ ახლაა თქვენი ინიციატივა დროული? - რაც შეეხება იმას, რამ განაპირობა ამ განცხადების ახლა გაკეთება: საქმე ისაა, რომ შიდა სიტუაციას ვიცნობ. ჩემთვის საერთო სურათი იმისა, თუ როგორ ახდენს რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიის დაკავებას, საბოლოოდ ახლა ჩამოყალიბდა. რუსეთი მოქმედებს მეთოდით, როგორი მეთოდითაც მე-19 საუკუნეში, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებდა და მას ჰქვია „სამხედრო დასახლებები": ჯერ ჯარის შემოყვანა, შემდეგ მცირე გამაგრებული ზონის შექმნა და მერე ამ ჯარისკაცების ოჯახების ჩამოყვანის მეშვეობით სამხედრო დასახლებების შექმნა. აი, ეს პროცესები მიდის ახლა აფხაზეთში. ამას მოჰყვება ტერიტორიის მისაკუთრება და შემდგომში ამ ტერიტორიის თავის სამშობლოდ გამოცხადება. ასე იყო ყუბანის ნაპირების, თერგის ნაპირების შემთხვევაში, როცა რუსეთმა ასეთივე მეთოდებით მოახერხა მათი მითვისება და დღეს უკვე იქაური კაზაკების სამშობლოა. ასევე მოხდება აფხაზეთში. გარდა ამისა, აფხაზეთში მოქმედებს ე.წ. ხელისუფლებასა და რუსეთის სასაზღვრო ძალებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ სამხედროს, რომელიც სასაზღვრო ჯარში მსახურობს (ოფიცრებს ვგულისხმობ), უფლება აქვს, ჯარის დამთავრების შემდეგ იქ საცხოვრებელი ბინა ან მიწა მოითხოვოს. ამის გამო, უამრავი რუსი მესაზღვრე ოფიცერი დაიძრა აფხაზეთისკენ. მართალია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასეთი ხელშეკრულება არ გაუფორმებია აფხაზეთთან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, სხვადასხვა მანქანით ხდება მიწების მისაკუთრება და საცხოვრებელი ფართის მიღება. ერთი სიტყვით, ხდება აფხაზეთის ტერიტორიის დაკავება. გასათვალისწინებელია მეორე ფაქტორიც. რუსეთის ეკლესია მოქმედებს ძალიან აქტიურად და ბოლო ერთი წელია აფხაზეთის სხვადასხვა კუთხეში მომლოცველთა თემების შექმნას ახდენს - მომლოცველები ჩადიან აფხაზეთში, იქ რჩებიან და რელიგიურ თემს ქმნიან. ეს ხალხი ჯერჯერობით ბევრი არაა, 300 კაცამდეა, მაგრამ პროცესი გაგრძელდება. მესამე ფაქტორი არის ის, რომ რუსეთი სერიოზულად მუშაობს იმ კანონის შეცვლაზე, რომელიც აფხაზეთში სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიწის შეძენას უკრძალავს. თუ რუსეთს ეს მცდელობა გაუვიდა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იმ თანხების მოცულობა, რითაც რუსები აფხაზებს დაუპირისპირდებიან. აფხაზები ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას და რუსეთი შეიძენს იქ სტრატეგიულ სივრცეს - მთელ შავიზღვისპირეთს. ფულაღებული აფხაზები კი ან აფხაზეთში აღარ დადგებიან, ან გამართლდება ჟირინოვსკის სიტყვები: „ოსები და აფხაზები ჩვენი მონები უნდა იყვნენო". შეიძლება ჩემზე ვიღაცამ იკითხოს, რატომ იკლავს აფხაზების გამო თავს, როცა ქართველები ასეთი გაჭირვებულები არიანო, მაგრამ მინდა მათ გასაგონად ვთქვა: ძალიან კარგად მესმის, ვინ რა მდგომარეობაშია და პირველ რიგში, ზუსტად ქართველების გამო ვღელავ, რადგან აფხაზებისგან გათავისუფლებულ აფხაზეთს ჩვენ არასდროს არავინ დაგვიბრუნებს. ამიტომაც გვჭირდება, აფხაზები შევინარჩუნოთ და მოკავშირეებად გავიხადოთ, რათა მომავალში რაღაცის შეცვლის შანსი გვქონდეს. - ხელისუფლების წარმომადგენლებთან გქონდათ უკვე საუბარი ამ ინიციატივის შესახებ? - არავისთან ლაპარაკი არ მქონია. ჯერ იდეას ვაჟღერებ და ვსაუბრობ მის გარშემო. მე ამ იდეას მხარს ვუჭერ, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზენტირების პროცესში უამრავი შეურაცხყოფა გადამხდა. - ანუ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება უარყოფითია? - თუ იმათ ავიღებთ, ვინც დამიკავშირდა, 80 % ამ იდეის დადებითი შემფასებელია (საუბარი მაქვს მოქალაქეებზე, რომლებმაც ან ელექტრონულ ფოსტაზე ან „facebook"-ის საშუალებით მომწერეს). დანარჩენი 20 % კატეგორიული წინააღმდეგია. ფორუმებზე კი მხარდამჭერთა რიცხვი ძალიან დაბალია. - და ბოლოს, მსოფლიო ისტორიას თუ ახსოვს პრეცენდენტი, როცა ცენტრალურ ხელისუფლებას ჯერ უღიარებია თავისი კონფლიქტური რეგიონის დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ტერიტორიული მთლიანობა ისევ აღუდგენია? - მაგალითისთვის გავიხსენებ: ჩინეთის ტერიტორიაზე არსებობდა იაპონელების მიერ შექმნილი სახელმწიფო მანჯოუგო (ოღონდ იქ სხვა სიტუაცია იყო). ის მსოფლიოს 26-მა ქვეყანამ ცნო, მაგრამ ახლა სადაა მანჯოუგო? აღარ არის. ბევრი სხვა მაგალითიც გვინახავს. სხვათა შორის, არის მსოფლიოში ქვეყნები, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობაში გარდამავალი პერიოდი აქვთ. ავიღოთ ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდია. არ ვლაპარკობ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მაინცადამაინც იმ ფორმით უნდა მოხდეს, როგორც ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია. შესაძლოა, ამის სხვადასხვა ფორმა მოიძებნოს. იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს, აფხაზები დიდი ინტერესით ელოდებიან, რა შეფასებას მისცემს ქართული საზოგადოება საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების იდეას.
  4. ძუკუ :givi: ჯერ სადა ხარ... მიშას მაგი კი არა ისეთი რამეები შერჩება რომააა...
  5. Lo Janko შევარდნაძე ხომ არის ტკბილად კრწანისში?
  6. DonCaredo ეგრეა... სამწუხაროდ ძალის კანონი ყოველთვის მუშაობს პოლიტიკაში... ვინც უფრო თავზეხელაღებულია და ყველაფრის მკადრებელია ის იგებს ყოველთვის ... ანუ მთავარია შედეგი და არა საშუალება!
  7. ძუკუ მერე შენც ნუ შემოუშვებ ნებით... უცხო ჯარისკაცი უცხო ჯარისკაცია... რატომ უშვებ მაგათ აქეთ ნებითა თვისითა???
  8. სააკაძეც სომეხი იყო? ხალხნო... აი სად უნდა მოხდეს საზოგადოების ლუსტრაცია...
  9. verusi მაგი ჩემო კარგო სახელმწიფო როცა გეტყვის სომეხზე მტერიაო მაშინ გახდება ხაჩიკა მტერი... მანამდე მაგათზე აუგის თქმა რავა შეიძლება??? ზევით ხომ იცი რომ მეტი ესმით და მშვენივრადაც იციან ვინ არის საქართველოს მტერი...
  10. კი მაგრამ ეს ჩვენი ნონო ანზოროვნა როგორ დაავიწყდათ სომხებს? დედამისი ხომ სომეხია... 19-06-2011 ანდრანიკ მიგრანიანი: „საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებული პრობლემის ფესვები საქართველოშია“ „ნათელია, თუ რატომ იყო საქართველო კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების წინააღმდეგი. საქართველოში შიშობდნენ, რომ რუსეთი დასავლეთის ქვეყნების მაგალითს მიბაძავდა და აღიარებდა ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას, რადგან რუსეთის ლიდერები აცხადებდნენ, რომ კოსოვოსა და აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის განსხვავება არ არსებობდა“, - ამბობს ამერიკის დემოკრატიისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის დირექტორი ანდრანიკ მიგრანიანი The Voice of Russia-თან საუბრისას. მისი თქმით, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ისევე როგორც კოსოვოს, შემთხვევებში ეთნიკური წმენდის ნიშნები იყო კონფლიქტებში მონაწილე ორივე მხარის მიერ. „გვახსოვს კოსოვოელების მიერ სერბების ეთნიკურ წმენდა და პირიქით, სერბების მიერ კოსოვოელების ეთნიკურ წმენდა. საქართველოში, გალის რაიონი ქართველებით არის დასახლებული, რაც ნიშნავს, რომ ყველა ქართველი არ გამოყარეს აფხაზეთიდან, ზოგიერთი დარჩა და დღემდე იქ ცხოვრობს. თუმცა, სამწუხაროდ, ეთნიკური დაპირისპირების შედეგად ბევრ ქართველს აფხაზეთის დატოვება მოუწია“, - აცხადებს მიგრანიანი. ჟურნალისტის კითხვაზე - „სწორია თუ არა რუსეთის მიერ აფხაზეთის მხარდაჭერა?“, მიგრანიანი პასუხობს, რომ რუსეთი მხარს უჭერს აფხაზეთს, მაგრამ იგი საქართველოს აფხაზეთის მიმართ პატივისცემის გამოხატვასაც სთხოვდა და რუსეთი მართალი იყო. „საქართველო რამდენჯერმე შეიჭრა აფხაზეთში და ჩაიდინა უამრავი დანაშაული... გამსახურდიასა და შევარდნაძის დროს ძალისმიერი გზით კონფლიქტის მოგვარების მცდელობები იყო, რამაც ორ ერი ერთმანეთს დააშორა და კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელი გახადა... ქართველი საკუთარ პრობლემებში მოსკოვს ადანაშაულებენ და უარყოფენ აფხაზებს. ადრე ჩვენ ვეუბნებოდით ქართველებს, რომ აფხაზებს მეტი პატივისცემის მოპყრობოდნენ, მიეღოთ ისინი, როგორც თანასწორები და ეცადათ პრობლემის რეალური მოგვარება, იმის ნაცვლად, რომ საკუთარი პრობლემები რუსეთისთვის დაებრალებინათ... საქართველოსა და აფხაზეთს შორის არსებული პრობლემის ფესვები საქართველოშია, და არა აფხაზეთში, ან რუსეთში“, - აღნიშნავს მიგრანიანი. 19-06-2011 ერევანსა და ბათუმს შორის ჩქაროსნული მატარებელი ზაფხულის სეზონის ბოლომდე იმოძრავებს ერევანსა და ბათუმს შორის ჩქაროსნული მატარებელი ზაფხულის სეზონის ბოლომდე იმოძრავებს . საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, ერევანი-ბათუმი-ერევნის რეისი ყოველდღე ორი შემადგენლობით სრულდება. ამასთან, ჩქაროსნულ მატარებელთან ერთად ერევანი-ბათუმი-ერევნის მიმართულებით დამატებით სამგზავრო მატარებელი 402/401-ც დაინიშნა, რომელიც ერთი შემადგენლობით კვირაში ორჯერ (სამშაბათი, პარასკევი) ივლის. ერევანი-ბათუმის რეისის ხანგრძლივობა, ძველ რეისთან შედარებით, 33 წუთით შემცირდა, ხოლო ბათუმი-ერევნის რესის ხანგრძლივობა - 1 საათით. საქართველოსა და სომხეთის რკინიგზები ვარაუდობენ, რომ წელს სომხეთიდან ტურისტთა რაოდენობა 3-ჯერ გაიზრდება. სომხეთისა და საქართველოს რკინიგზებს შორის 9 აპრილს ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვით, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ითანამშრომლონ მგზავრთა გადაყვანის, სარკინიგზო გადაზიდვების, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების, ინფორმაციის გაცვლისა და სხვა სარკინიგზო ღონისძიებების საკითხებში.
  11. Anima Libera ამიხსენით ხალხნო რატომ ეძახით კარდუს? საიდან შეერქვა კარდუ? საიდან მოდის ეს ტერმინი?
  12. verusi შენ ოდნავ მაინც ლოგიკასთან თუ ხარ ახლოს? დამისახელე ბერკეტი რომელიც ნაცებს აიძულებს გაყალბებაზე უარი თქვას... აბა მითხარი როგორ ასხავს ბოიკოტი ნაცბის წისქვილზე წყალს? შენ გინდა სთქვა რომ ნაცებს იდენი თავისი მოხრეების მიყვანა შეუძლიათ რომ მიმსვლელების ქვოტა შეავსონ??? მაშინ ოპოზოცია უმცირესობაში გამოდის და რაღას ატრაკებენ ნეტავი... verusi ასლანასთან პირადი დამოკიდებულებით არ განისაზღვრება მისი კაიკაცობა და კაი პოლიტიკოსობა... მერე ალბათ მოვა დრო და მასე მაგული ალასანიას დაკრძალვაზეც მივა ოდესღაც... Grig დროულია ნამდვილად... სირიის მოქალაქე რომ იქნები ძაან საამაყო გვექნება ქართველებს! Siknadmo ამაში მიშამ მეც დამარწმუნა უკვე, მიშა მაგარია!
  13. mama შენ საერთოდ დასწრებიხარ არჩევნებს კომისიაში ან დამკვირვებლად მაინც??? ახლით რომ არავინ ცვლის ძველ ბიულეტენს ეს შენ უნდა იცოდე წესით... არამედ იმ ოფიციალურად ჩაყრილებს ზევიდან ამატებენ ერთი იმდენს ლევად კიდევ... პლიუს ამას სანამ ბიულეტენს შეავსებ მანამდე რეგისტრაციას გადიხარ და პირადობის მოწმობით ხელს აწერ მდივანთან... ეხლა წარმოიდგინე სად 10 ცალის ჩაყრა რომ მოუწევთ და სად 100 ცალის... გარდა ამისა გაყალბება ხდება მერეც როცა საოლქო კომისიაში ოქმი სდგება... ხოდა სად მასიურად რომ ხალხი არ მივა არჩევნებზე და მარტო თავიანთი ამომრჩევლების მიყვანა რომ მოუწევთ უბნებზე... თანაც ყველას რომ ეცოდინება რომ ხოლოდ ნაცების მხარდამჭერები მივიდნენ საარჩევნო უბნებზე... ძალიან დიდ და აბსურდული გაყალბების დაფიქსირება მოუწევთ, იმენნა თვალშისაცემი გაყალბების! ყველე ხელმოწერასაც ხომ ვერ გააყალებენ რეგისტრაციის ჟურნალში? და კიდევ ბევრი ისეთი დეტალია ასაც ვერ გადაახტებიან მასიური ბოიკოტის შემთხვევაში!
  14. verusi დამისახელე ბერკეტი რომელიც ნაცებს, ხელისუფლებას აიძულებს გაყალბებაზე უარი თქვას... შენ თუ ნაცების წინააღმდეგ დემოკრატიული პრინციპებით თამაშს/ბრძოლას დაიწყებ ამით მხოლოდ ნაცების წისქვილზე დაასხამ წყალს, თუ არა და სხვა ბრძოლის მეთოდებით ავტომატურად ცხადდები რუსეთის აგენტად და რუსეთუმედ... აი ეს ორი არჩევანი აქვს საქართველოს! mtidan სამაგიეროდ გამწარებულ ხალხს უნდა არჩევნებზე მისვლა და/ან სხვა მეთოდით/საშუალებით არსებული სიდაპლის შეცვლა... შენ კარგად მოფიქრებული წინააღმდეგობა დაანახე ხალხს და ქუჩაში/არჩევნებზე განმოვა კი არა და საკუთარ ოჯახის წევრებსაც სულ წკეპლით გამოყრის გარეთ! არ დაგავიწყდეს სტადიონის 60 000 კაცი! ... მაგრამ იქ ოპოლიდერებმა გადააგდეს ხალხი! ამიტომ აღარ გაჰყვება ხალხი მეორედ მაგ ლიდერებს! lasha_alo არსებობს სულ ორი გზა: 1. არჩევნებზე მასიურად არ მისვლა და მიზანმიმართულად ბოიკოტირება; 2. რევოლუციურ/ძალადობრივი გზა! არჩევნებზე მისვლით შენ იღებ ნაცების თამაშის წესებს რითაც ნებისმიერ შემთხვევაში გაგიყალბებს და ლეგიტიმურად გამოგიცხადებს არჩევნებს! :yes:
  15. SSDK ნაცებს უნდათ ერთადერთი რამ... რაც შეიძლებბა ბევრი ხალხი მიიყვანონ არჩევნებზე... არა აქვს მნიშვნელობა ოპოზიციური ხმები იქნება ეს თუ პოზიციური... მთავარია მიმსვლელების რაოდენობა იყოს მაღალი, მერე კი უკვე თვითონ მოახდენენ ხმების მანიპულირებას და რამდენსაც უნდა იმდენ ხმას დაიწერენ თავისთვის... ხალხი რომ მასიურად არ მივა მერე უკვე ხელფეხი ექნებათ შეკრული... ვერაფერსაც ვეღარ გააყალბებენ! ვინც მივა ეგ იქნება სულ ნაცების ხმები და ვეღარც რესპებს და ვეღარც სხვას მაგ ხმებს ვეღარ გაუყოფენ... მარტო თავისთვისაც კი არ ეყოფათ მაგ ხმები ნაცებს და იმიტომ... პლიუს ის რომ მიმსვლელების ქვოტა არ შესდგება და არჩევნები გამოცხადდება ბათიილად... პარალელურად ოპოზიციური ხმები შეიკრიბება სადმე ერთ ადგილას, ვთქვათ სტადიონზე და ყველა დაინახავს პოზიციას უფრო მეტი ამომრჩეველი ჰყავს თუ ოპოზიციას!
  16. SSDK გულუბრიყვილო ისაა ვისაც ჰგონია რომ არჩევნებზე მისვლით რამეს შეცვლის... ქრისდემებს, კოკოს, დავითაიას, ჯონდის და ეგეთებს კიდევ რამე უნდა ვუქნათ ნეტავი? მაგენი რა... ისევ ოპოზიცია ჰგონია ვინმეს? ეგ ხომ უკვე ყველასთვის ნათელია რომ ნაცების სატელიტები არიან... მაგათი რატომ უნდა გვეშინოდეს ნეტავი და საერთოდ რატომ უნდა ვუწევდეთ ანგარიშს? დაე მივიდნენ არჩევნებზე... მაგათ ისდაც არა ჰყავთ დიდპროცენტიანი ამომრჩეველი... მაგათ ისედაც არა აქვთ დიდპეოცენტიანი მაჩვენებლები... მაგათ მოწოდებას ხალხი არ გაჰყვება! რაღა მაგენი და რაღა ნაცები, ერთ ხმაში მღერიან... როდის იყო ეგ??? რატომ იტყუები??? საქართველოში როდის მომხდარა რომ ხალხს მასობრივი ბოიკოტირება გამოეცხადებინოს არჩევნებისთვის???
  17. mtidan ეს რა დაწერე საერთოდ ვერ გავიგე... მოწინააღმდეგე ხალხში ვის გულისხმობ? ნაცებს? ხომ იცი მაგენი რა მშვენივრადაც უკეთებენ ორგანიზებას თავიანთ ამომრჩეველს....
  18. lasha_alo babuagiorgi არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის ერთადერთი ვარიანტი არსებობს, ეს არის სახალხოდ არჩევნების პოტესტი და არჩევნებზე არმისვლა! ანუ უნდა გამოვიდნენ ეს ოპოზიციური პარტიები და თავის მომხრეებს ერთობლივად მოუწოდონ არჩევნების ბოიკოტირება და არჩევნების დღეს არჩევნებზე არმისვლა... და ეს ხალხი არჩევნების დღეს უნდა შეკრიბონ სადმე ცალკე სტადიონზე მაგალითად რამე კონცერტზე ან რამე ღონისძიებაზე... და შეატოვონ ნაცებ მთლიანად ეს არჩევნები... შესაბამისად ყველა დაინახავს რამდენი მივა არჩვნებზე და ვინც მივა ის ავტომატურად გამოდის ნაცების მხარდამჭერი... ვინც კონცერტზე მივა კიდე ის ავტომატურად გამოდის ნაცების მოწინააღმდეგე... მოკლედ თუ საქმე არცევნებამდე მივა საჭიროა ყველა ოპოზიციური პარტიის მიერ ამ არცევნების ბოიკოოტირება! ასე მასიურად ნაცები არცევნებზე მიმსვლელების რაოდენობას ვერ გააყალბებენ!
  19. "როდესაც ნაც-ისტებმა წაიყვანეს კომუნისტები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ კომუნისტი; როდესაც წაიყვანეს პროფკავშირელები, მე გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ პროფკავშირელი; როდესაც წაიყვანეს ებრაელები, გავჩუმდი, რადგან არ ვყოფილვარ ებრაელი; კათოლიკებზე გადავიდნენ და ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვყოფილვარ… შემდეგ მე მომადგნენ… და აღარავინ იყო დარჩენილი, ხმა რომ ამოეღო…" -მარტინ ნიმოელერი-
  20. Siknadmo დასავლეთი არის საკუთარ ფინანსურ და ეკონომიკურ ინტერესებზე დამყარებული პოლიტიკა, ეკონომიკა და რელიგიაც კი... რომელიც ფარად იყენებს ,,დემოკრატიას'' რათა ხალხი არ აუჯანყდეს მას! ეს პრაქტიკითაა დამტკიცებული! Siknadmo ქვეყანას რომელსაც თავისი წარსული და ეროვნული ინტერესები გააჩნია მისთვის კოლექტიური საზოგადოების, სახელმწიფოს უსართხოება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ცალკეული ადამიანის უფლებები! nika3012 დასავლეთში უფრო მეტი დაიარება ეგეთი სექსუალური ,,გადახრებით''! იმას ვისაც მაღალი თანამდებობები უკავიათ მათ არ გააჩნიათ თავიანთი ,,სექსგადახრების'' დაკმაყოფილების პრობლემა! ასე რომ ისინი დაკმაყოფილებულები არიან... რა თქმა უნდა ეგეც ჩასატარებელია მაგრამ არა ეხლა... ლიბერასტებისა არ იყოს - ქვეყანა თავზე გექცეოდეს და შენ კიდევ პედერასტების მიტინგის ჩატარებისთვის იბრძოდე! Siknadmo +10
  21. ეს კლიპი არის რუსების მიერ კონკრეტულად ბუშების დისკრედიტაციისთვის გადაღებული პროპაგანდა... შეიძლება რაღაც ფაქტები ჭორის დონეზე მართლაც არსებობს მაგრამ ამ კლიპში ისე არის დამახინჯებული და ტენდენციურად გადმოცემული რომ სწორ წარმოდგენას ნამდვილად ვერ შეგიქმნის თუ რა ხდება სინამდვილეში! მე ერთი ვიცი ნამდვილად! ჯვაროსნებმა რა საიდუმლოც ჩამოიტანეს იერუსალიმიდან ეს არის მევახშეობის ინსტიტუტი-სისტემა მოგონილი ებრაელების მიერ... ანუ ფინანსების აკუმულირება და შემდეგ გასესხება პროცენტის მიღების მიზნით... ზუსტად ჯვაროსნული ეპოქის შემდგომ ჩაეყარა კაპიტალიზმის განვითარებას საფუძველი... თუ რატომ ეს თქვენ თვითონვე მიხვდით! ზუსტად ჯვარსნების შემდეგ ჩაეყარა საბანკო სისტემას საფუძველი მსოფლიოში... და თანაც არა ევროპაში არამედ ამერიკაში... ჯვაროსანმა რაინდებმა ზუსტად ამ მევახშეობის სისტემის ცოდნა ჩამოიტანეს იერუსალიმიდან რომლის განვითარებაც უნდოდათ ევროპაში... ჰქონდათ დაპყრობებითა და ძარცვით მოპოვებული ქონება/ფინანსები და სურდათ რომ ეს დიდძალი ქონება ამ მიმართულებით დაებანდებინათ... ანუ მგებას მოგება მოეტანა, თანაც ისე როომ თვითონ თითიც კი არ გაენძრიათ! ეს არის ზუსტად დღევადელი საბანკო სისტემა რაც აძლევს ბანკებს საშუალებას ფირმები, კორპორაციები და მოსახლეობა დაიქვემდებაროს-დაიმორჩილოს! შესაბამისად ბანკირები გახდნენ ყველაზე მდიდარი ადამიანები მსოფლიოში რომელთა ხელთ არის აკუმულირებული მსოფლიოს ფინანსები... არჩევნებს კი ფინანსები სჭირდება... დანარჩენი თქვენ გააგრძელეთ... ეს რაც დავწერე არის ძაან ზოგადი მონახაზი!
  22. ტიპიური ,,მასონები”! მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობა 12 %-ით გაიზარდა მსოფლიოში მილიონერთა რაოდენობა გაიზარდა. ზრდა სინგაპურისა და ჩინეთის ხარჯზე დაფიქსირდა. მილიონერთა რაოდენობა 12,2 %-ით გაიზარდა და მთლინაბაში 12,5 მლნ. ადამიანი შეადგინა. ყველაზე მეტი მილიონერი, რომელთა ქონებაც დოლარებშია აკუმულირებული, აშშ-ში ცხოვრობს და მათი რაოდენობა 5,2 მლნ-ს შეადგენს. შემდეგ მოდის იაპონია 1,53 მლნ-ით და ჩინეთი 1,11 მლნ-ით, ამის შესახებ კვლევა Boston Consulting Group (BCG)-მა გაკეთა. მსოფლიოში, აქტივების ჯამი, რომელთაც ფიზიკური პირები მართავენ მეორე წელია ზედიზედ 9 ტრილიონი დოლარით (8%) იზრდება და ამჟამად 121,8 ტრილიონს აღწევს, აღნიშნულიდან მილიონერებს ეკუთვნით ამ სიმდიდრის 39 %-ი. მილიონერების ყველაზე მეტი კონცენტრაცია სინგაპურში ფიქსირდება, სადაც მათი ოდენობა მოსახლეობის 15,5 %-ია, მაშინ როდესაც მსოფლიოში საშუალოდ ეს მაჩვენებელი 0,9 %-ია. სინგაპურელთა რაოდენობა, რომელთაც 1 და მეტი მილიონი გააჩნიათ, 2010 წელს 33 %-ით გაიზარდა. ევროპაში ყველაზე მეტი მილიონერი შვეიცარიაშია და ის მოსახლეობის 9,9 %-ს შეადგენს. BCG-ის მონაცემებით მსოფლიო კეთილდღეობა 2015 წლამდე საშუალოდ 5,9 %-ით გაიზრდება და ამ პერიოდისთვის მისი მოცულობა 162 ტრილიონი იქნება. ყველაზე სწრაფად მილიონერთა რაოდენობა გაიზრდება განვითარებადი ეკონომიკების ქვეყნებში. მაგალითვისთვის ინდოეთში ზრდა 18 % იქნება, ჩინეთში კი 14 %. შესაბამისად აზრია წყნარი ოკეანის რეგიონზე მსოფლიოს აქტივების სტრუქტურის მართვა 2010 წელს დაფიქსირევული 18 %-დან 2015 წლისთვის 23 %-მდე გაიზრდება.
×
×
  • შექმენი...