Jump to content
Planeta.Ge

Anima Libera

პლანეტელი
  • პოსტები

    8.140
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Anima Libera

  1. განმარტებები არსებობს ორი სახის გაფრთხილება: 1.სიტყვიერი გაფრთხილება 2.WARN - გაფრთხილება, რომელიც აისახება მომხმარებლის პროფილში (warn status). გაფრთხილებას გააჩნია 30 დღიანი ვადა. 5 გაფრთხილების შემდეგ მომხმარებელის ყოველ დარღვევაზე ავტომატურად გაიცემა ბანი გაფრთხილებების ვადის გასვლამდე. არსებობს სამი სახის პოსტინგის, ფორუმში მონაწილეობის შეზღუდვა (ბანი) 1. მსუბუქი - "დასჯილი" აქვეყნებს გამოხმაურებას, მაგრამ ეს გამოხმაურება (პოსტი) ყველასათვის მისაწვდომი და ხილულია მხოლოდ მოდერატორის "დაწკაპუნების" შემდგომ. 2. საშუალო - მთლიანად შეზღუდულია პოსტინგი, მომხმარებელს უფლება აქვს მხოლოდ წაიკითხოს თემები. (დროებით არ მუშაობს) 3. მძიმე - მომხმარებელს სრულიად შეზღუდული აქვს როგორ პოსტინგის, ასევე ფორუმზე შემოსვლის საშუალებაც. აკრძალვები 1.აკრძალულია ნებისმიერი თანაფორუმელის შეურაცხყოფა, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა. 2.აკრძალულია ადამიანთა ჯგუფისა და გაერთიანებების, რელიგიის მიმდევართა, ეთნიკური კუთვნილების მიხედვით (სომხების, რუსების, ოსების, ზვიადისტების, პუტჩისტების, მხედრიონელების, შსს, იეღოველების, მართლმადიდებლების, ათეისტების, ჰომოსექსუალების და ა.შ) შეურაცხყოფა 3.აკრძალულია ბილწსიტყვაობა და ნებისმიერი ადამიანის უცენზურო ლექსიკით მოხსენიება. დროებით გაუქმებულია 4.აკრძალულია თანაფორუმელების მიმართ იარლიყების მიწებება (მიშისტი, ჟოპო, გაიშნიკი, მედროვე და ა.შ.) 5.აკრძალულია მუქარა და ცილისწამება ფორუმელების მიმართ. 6.აკრძალულია განყოფილების მიზანმიმართული დაფლუდვა. 7.აკრძალულია განყოფილებისთვის შეუსაბამო თემების გამოქვეყნება. (დაიშვება გამონაკლისები) 8.აკრძალულია ოფტოპიკი თემაში მოდერაციის გაფრთხილების შემდეგ. 9.აკრძალულია მოდერატორის მიმართ პრეტენზიების გამოხატვა პოლიტიკის განყოფილებაში. 10.აკრძალულია დახურულ თემაში პოსტინგი. 11.აკრძალულია პარალელური ნიკნეიმის გამოყენება პოლიტიკის განყოფილებაში, გარდა ფორუმის გაუმართაობით გამოწვეული აუცილებლობისა. პარალელური ნიკნეიმი დაიბლოკება სამუდამოდ. ნებისმიერი დარღვევა ისჯება მოდერატორის შეხედულებისამებრ "warn"-დან 10 დღიან მძიმე ბანამდე. სასჯელის სახეები დაზუსტდება უახლოეს მომავალში. ეს წესები და აკრძალვები მოქმედებს გამოქვეყნებისთანავე!
  2. analgin მოვიძიე კანონი და პარლამენტის რეგლამენტი მართლაც ითვალისწინებს ხელმოწერების დამოწმებას. ასე რომ კანონიერად არ გაატარეს რეგისტრაციაში.ვერ ხედავ აშშ-საც კი აშანტაჟებს ირანით? :018:
  3. T_A_T როდისა ვთქვი სჯობია მეთქი, უბრალოდ ერთადერთი პლიუსია. წეღან შემეშალა, თვალწინ კი არა, ცხვირწინ, ნუ ქალის ძებნა არ გჭირდება
  4. სამხრეთელები უფრო სწრაფად მწიფდებიან სქესობრივად, ჩრდილოელები – უფრო გვიან. სქესი არის ორგანიზმის მორფოლოგიური და ფიზიოლოგიური თავისებურებების ერთობლიობა, რომელიც ემსახურება გამრავლებას. XY ქრომოსომა-მამრობითი გენოტიპი XX ქრომოსომა- მდედრობითი გენოტიპი 300 მილიონი წლის წინ დედამიწაზე სქესი არ იყო… ყველა ცხოველი მრავლდებოდა პართენოგენეზის (ქალწულებრივი გამრავლება) გზით; შთამომავლობა კი მშობლის სრული ასლი იყო. პართენოგენეზი http://s012.radikal.ru/i319/1011/45/cf6f0f1f4a72.jpg დღესდღეობით არსებობს შემდეგი სახეები: 1. არენოტოკია გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება მხოლოდ მამრობითის სქესის შთამომავლობა (ფუტკრები, ტკიპები, ზოგიერთი სახეობის ინდაური) 2. ტელიტოკია გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება მხოლოდ მდედრობითი სქესის შთამომავლობა (ზოგიერთი პეპლები, კიბოსნაირები, ხვლიკები) 3. დეიტეროტოკია გაუნაყოფიერებელი კვერცხუჯრედიდან იბადება ორივე სქესის შთამომავლობა მწერები (პეპლები) კიბოსნაირები (დაფნია) სქესის ტრანსფორმაცია სქესი და ტემპერატურა მოლუსკი მიდია, რომელიც ბევრ ცვენგანს ასე ძალიან გვიყვარს, წყლის ტემპერატურის შესაბამისად, პერიოდულად იცვლის სქესს. 20-22 გრადუსზე მამრი მიდიები წელიწადში ერთხელ მდედრებად “გადაიქცევიან”, 14-16 გრადუსზე კი 3-4 წელიწადში ერთხელ არსებობს კიდევ ერთი მოლუსკი, სახელი არ ვიცი, სამწუხაროდ.. გამრავლების მეტად საინტერესო ფორმა აქვს.. მოვიდა გამრავლების დრო… მდედრები და მამრები წყლის ზედაპირზე ტივტივებენ. მამრს მოსძვრება სასქესო ორგანო ( )… მამრი წავა თავის გზაზე. სასქესო ორგანო კი მიტოვებული და მიგდებული ტივტივებს.. გამოჩნდება მდედრი და ეცემა მოტივტივე ფალოსს. მიიერთებს და განაყოფიერდება. მალევე ახალ თაობას მოგვცემს და რა ხდება? მამრი, რომელიც დასაჭურისდა, ხდება მდედრი, მდედრი კი, რომელიც ხამივით ეცა მოტივტივე ფალოსს, მიიხორცებს მას და ხდება მამრი. სქესთა მიმოცვლა… 32 დან 33 Сº -მდე ტემპერატურის პირობებში იჩეკებიან მამრობითი სქესის ნიანგები, 31-ზე უფრო დაბალი ან მაღალი ტემპერეატურის პირობებში – მდედრი. ბუდეში (ფსკერზე და ზედაპირზე) სხვადასხვა ტემპერატური გამო ნაშიერების ნაწილი მამრია, ნაწილი -მდედრი. სქესი და დედის ჰორმონული ფონი ავიღოთ საქათმე.. ცხოვრობს 10 ვნებიანი დედალი და ერთი დონ-ჟუანი მამალი. უბედური შემთხვევის შედეგად მამალი ჩემს კუჭში აღმოჩნდა.. რა ხდება? დაქვრივდა 10 ქალი. კაცი უნდათ, ბუნებრივია… ათივე დედალში იწყება მამრობითი სასქესო ჰორმონების კონცენტრაციის მატება და თუ რომელიმე მამლად არ გადაიქცევა, მაშინ… ყველა კვერცხიდან, უმამროდ განაყოფიერებულიდან, მამრები გამოიჩეკებიან. ბალანსი აღდგება. ანალოგიური ახასიათებსთ სხვა ფრინველებსაც, მაგალითად ბეღურებს. ჰერმაფროდიტული ფორმები მცენარეების უმრავლესობა, ბევრი უმარტივესი (ჭია, კიბოსნაირი, მწერი, მოლუსკი და სხვა.) იშვიათად უმაღლესი ხერხემლიანები სქესის ქრომოსომული ინვერსია ახასიათებს ძუძუმწოვრების 17 სახეობას. . . 20 000 მამაკაციდან 1 მამაკაცი ხასიათდება XX გენოტიპით (სტერილურია) სქესობრივი დიფერენციაცია და გეომაგნიტური ველი თუ სიმინდის ჩანასახი ორიენტირებულია ჩრდილოეთისკენ, მიღებული თაობის 80% მდედრია. თუ სამხრეთისკენაა ორიენტირებული, 80% მდედრია. … ყოველ 500 წელიწადში დედამიწაზე მკვეთრად მატულობს სქესის შუალედური ფორმები. ამ მოვლენებს თან ახლავს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური ძვრები.. 300 მილიონი წლის წინ Y ქრომოსომა არ არსებობდა. ცხოვლთა უმრავლესობას ჰქონდა მხოლოდ X – და სომატური ქრომოსომები. სქესს განსაღვრავდა ტემპერატურა, დღის (განათების) ხანგრძლივობა, დედის ჰორმონული ფონი და სხვა. X (სომატური) ქრომოსომებს შორის მიმდინარეობდა გენების მიმოცვლა (კროსინგოვერი). გენთა დრეიფის პროცესში ერთ-ერთ X ქრომოსომაში დაიწყო გენების აბერაცია, დაკარგვა და წარმოიქმნა Y ქრომოსომა. ზოგიერთ ცხოველში დაიკარგა Y ქრომოსომა (მაგალითად მღრნელებში). დაკარგული Y ქრომოსომის ფუნქცია აიღო X (სასქესო) ქრომოსომამ. ევოლუციის ადრეულ საფეხურზე X და Y ქრომოსომებში გენთა რაოდენობა მცირედ განსხვავდებოდა. ორივე ქრომოსომა 1100-დან 2000 გენს შეიცავდა და მათ შორის აქტიურად მიმდინარეობდა გენთა “დრეიფი”. როცა ერთი Х ქრომოსომა Y ქრომოსომად გადაიქცა, წარმოიქმნა “ქრომოსომული მდედრი”- XX და ”ქრომოსომული მამრი” – XY. ეს იყო ევოლუციური ნახტომი: უსქესო გამრავლების დროს გენომი თითქმის არ იცვლებოდა ან იცვლებოდა ძალიან ნელა; შთამომავლობა იღებდა მხოლოდ იმ მუტაციას, რომელიც მის უშუალო წინაპარს – მშობელს ქონდა. ”კლონური ტიპის” გამრავლება. “სქესობრივმა” ფორმებმა დედამიწიდან განდევნეს “უსქესო” ფორმები. სქესობრივი გამრავლების დროს ხდება გენების უწყვეტი რეკომბინაცია. გენების ერთი ნაწილი გადაეცემა დედისგან, მეორე ნაწილი – მამისგან. მუტაციებიც შესაბამისად ბევრად უფრო სწრაფად ვრცელდება. ამრიგად, სქესობრივი გამრავლების შედეგად, ყოველი შემდგომი თაობა იყო უფრო მრავალფეროვანი, რაც ახალი, უფრო დახვეწილი, “გარემოზე მორგებული”, ძლიერი ინდივიდების გაჩენის პირობებს ქმნიდა. Y ქრომოსომა “ქრება”… დღეისათვის ადამიანის Y ქრომოსომაში 1100 გენიდან 200 გენია დარჩენილი. 80 – 130 მილიონი წლის წინ X და Y ქრომოსომებს შორის გენთა მიმოცვლა შეწყდა. Y ქრომოსომამ “დამოუკიდებლად” განაგრძო ცვლილება, რაც, როგორც სასიკეთო მუტაციების, ასევე Y ქრომოსომიდან გენების დაკარგვის გაძლიერებაში გამოიხატა. “გენეტიკური ევა” და “გენეტიკურ ადამი” ახლა მიხვდებით, რა შუაში იყო ეს პოსტი: აჯანყება ედემში “გენეტიკური ევა” – კაცობრიობის მიტოქონდრიული დნმ-ს “პირველწყაროა”. ”გენეტიკური ევა” 143 000 წლის წინ ცხოვრობდა და ყველა ადამიანის მიტოქონდრიული დნმ-ს პირველად ვერსიას ფლობდა. მიტოქონდრიული დნმ დედიდან ქალიშვილს გადაეცემა და უჯრედის “ენერგეტიკული პოტენციის” გენეტიკური კოდია. 59 000 წლის წინ გაჩნდა “გენეტიკური ადამი” ანუ “გენეტიკური ევა” 84 000 წლით უფროსია “გენეტიკურ ადამზე”! ჰმმ.. თუ ჯერ ადამი იყო და შემდეგ ევა.. თუ ემბრიონი განვითარების სწორედ ამ გზას გადის, მაშინ რა ხდება? ანალიზი? არც იფიქროთ. ანუ 143 000 წლის წინ “ადამიანის” მიტოქონდრიულ დნმ-ში მოხდა ისეთი სასიკეთო მუტაცია, რომელმაც ანთროპოგენეზი ახალ საფეხურზე გადაიყვანა. ამ მუტაციის მქონე ადამიანებმა “აჯობეს” სხვებს. . .და შთამომავლობას მიტოქონდრიული დნმ-ს გაუმჯობესებული ვერსია გადასცეს. Y ქრომოსომაში მსგავსი სასიკეთო მუტაცია მოხდა 84 000 წლის დაგვიანებით. DAZ გენთა კომპლექსი “turbo-charged sperm producer” ალბათ გსმენიათ, “მამაკაცური ტვინი”, “კაცური აზროვნება”, უამრავი ისტორია მამაკაცის ტვინის განსაკუთრებულ შესაძლებლობებზე… 21-ე საუკუნეში ეს საკითხი ეჭვის ქვეშ დადგა, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ და სულ ტყუილად, ეს მართლაც ასეა და ამას ბიოლოგიური საფუძველი აქვს. “დამნაშავე DAZ გენთა კომპლექსია. ვნახოთ რა ხდება: SR გენი, რომელიც მამრობითი სასქესო ორგანოების განვითარების მართავს და სპერმატოგენეზის პროცესს არეგულირებს. PCDHY გენები, რომლებიც თავის ტვინის რუხი ნივთიერების ნეირონების გარსის ცილებს აკოდირებენ. … DAZ გენთა კომპლექსი…. აქ მოთავსებულია SR გენი… DAZ ეს არის ტრასპოზონი – მხტუნავი გენების კომპლექსი, რომელიც 20-40 მილიონი წლის წინად “ესტუმრა” Y ქრომოსომას. სადან? - X ქრომოსომიდან! ვიცი, რომ საინტერესოა.. )) DAZ გენთა კომპლექსი – Y ქრომოსომაში მხოლოდ ადამიანში (!) გვხვდება. 3 მილიონი წლის წინ მან მუტაცია განიცადა. . . ამ პერიოდს ემთხვევა ადამიანის –ჰომინიდების თავის ტვინის ზომის მატება და პირველი შრომის იარაღების შექმნა. 120-200 000 წლის წინ მოხდა ამ გენების შემდეგი მუტაცია. . . ამ პერიოდს ემთხვევა მეტყველების და სიმბოლოების საშუალებით ინფორმაციის გადაცემის უნარის გაჩენა. ამრიგად: X ქრომოსომიდან Y ქრომოსომამდე გზა ასეთია: 1) 300 მილიონი წლის წინ… Y ქრომოსომა არ არსებობდა:. 2)80 – 130 მილიონი წლის წინ X და Y ქრომოსომებს შორის გენთა მიმოცვლა (კროსინგოვერი) შეწყდა: 3) 20-40 მილიონი წლის წინ DAZ გენი X ქრომოსომიდან Y ქრომოსომაში “გადავიდა” 4) 3 მილიონი წლის წინ მოხდა DAZ (ტრანსპოზონი) გენის პირველი მუტაცია: გაჩნდა შრომის იარაღები. . . 5) 143 000 წლის წინ “ადამიანის” მიტოქონდრიულ დნმ-ში მოხდა სასიკეთო მუტაცია. 6) 120 000 წლის წინ მოხდა DAZ გენების მეორე მუტაცია. . . ადამიანმა დაიწყო მეტყველება, გამოჩნდა პირველი სიმბოლოები. 7) 59 000 წლის წინ – Y ქრომოსომაში არსებული DAZ გენების მესამე სასიკეთო მუტაცია: გაჩნდა მითოგენური და საგნობრივი აზროვნების ჩანასახი. . . ამრიგად, ქრომოსომული, ფენოტიპური და ფსიქოლოგიური ადამი და ევა. ესაა კულტურის და ცივილიზაციის დასაწყისი ქცევის მოდელი, ხასიათი და ყველა დაავადება სქესობრივად არის დიფერენცირებული. ქალისა და მამაკაცის განსხვავებული ქცევის მოდელი თავის ტვინის სქესობრივი დიფერენციაციის შედეგია ! დიფერენციაცია არასოდეს არ არის მკაცრად პოლარული!!! ქალის, მამაკაცის და ჰომოსექსუალის ტვინი სხვადასხვა “შენებისაა”: მუტაცია ► შემეცნეაბა ► საკუთარი რაობის აღქმა ► “ეგო-მე” ► გრძნობების ევოლუცია და მაინც, საიდით მიდის სქესის ევოლუცია? კიდევ ერთხელ გადაითხეთ პოსტი და მიხვდებით. http://zur.ge/2010/04/sex.html
  5. რითა და ძუძუები სულ თვალწინა გაქვს....
  6. 40 მილიონისთვის მართლა არ ვარგა... პ.ს. ბებო მართლა იცინოდა....
  7. babuagiorgi მნიშვნელობა არა აქვს რა იგულისხმება ამ ტექსტში. ბანი 1 დღე, ნამეტანია მართლა ასეთი შეურაცხყოფა.
  8. გუბაზისაც გამოადგება ეს მეთოდი...
  9. თსუ ხომ დიპლომმარკეტია, ეგ კიდევ დიპლომგიფთია... ფუ...
  10. http://new.interpres...-daeskhnen.html მოგიდღანთ ენა და ემერჯენსი..
  11. Saturn რატომ ვითომ, ბავშვებს თუ არ ახვევს აზრებს და იზვრაშენეცი არაა, რატომაა პრობლემა ჰომოსექსუალი?
  12. თავიდან ერთი მიზანი მამოძრავებდა, ედო სჯობია თუ მიშა, მაგრამ მერე ჩავამატე დანარჩენები. აქტიურად ამხანაგებო.
  13. დილით კალენდარში ჩავიხედე და დღეს ახალი თემის გახსნის დღე მაქვს როგორც მოდერს. არადა არაფერი მაფიქრდება, ეტყობა იმის ბრალია, რომ ლოგინიდან ადგომისას მარჯვენა ფეხი მყარად ვერ დავდგი იატაკზე და მომიცურდა (თავი არ დამირტამს). ჰოდა გთავაზობთ ასეთ გამოკითხვას: აწყობილ და გამართულ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ და საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას და რატომ? 1. ედუარდ შევარდნაძე 2. მიხეილ სააკაშვილი 3. გიორგი თარგამაძე 4. ირაკლი ალასანია 5. გუბაზ სანიკიძე 6. ქართლოს ღარიბაშვილი გამოკითხვა ღიაა
  14. analgin ძალიან ბევრი სტუდენტი და უბრალოდ მოგზაურის პონტში. ხალხი სუდანში და კამბოჯაში მიდის, აქ რატომ არ ჩამოვლენ?
  15. ავირა არა აზებრა კიდევ ავასტი დააყენეთ და მორჩა. ფაირვოლი კიდევ ვინდოუსისაც მშვენივრად ქაჩავს.
  16. analgin მაიცა სადაა ეგეთი რამეები ჩვენთან? მგონი ყველაზე დიდი დეფიციტი ამაში უნდა იყოს.
  17. newstudio ფილმში ყველაზე ძვირი რა ჯდება? მაგალითად სერიალში, ოღონდ არა შუაქალაქის მსგავსი, მაგალითად სოპრანოს კლანის მსგავს ფილმში. გაუმართავი წინადადებასავით გამომივიდა მარა ჯანდაბას.
  18. ნაც-კაპიტალ-თალიბები უნდოდა ეთქვა ალბათ
  19. chombe ჩომბე ველკომ. თემა იხურება. ავცდით თემას, თანაც წყაროები დაშრა. © კაატინგა
  20. newstudio ჰოდა ქლიბია მერე. პოლიცია რა შუაშია, დაარღვია ქლიბმა კანონი, შეეცადა გამოძალვას კრიმინალური გარჩევების საშუალებით და კი მიიღო მისაღები. ზედგენიძეც და სლოტკლუბიც საღოლ, საუკეთესო გარიგებაა.
×
×
  • შექმენი...