Lo Janko ჩემის აზრით რაც დავინახეთ ზუსტად იმის თქმა უნდოდა - პოლიციელებმა კოლექტიურად არ იციან ვინაა დემეტრაძე, საქართველოს ნაკრების ერთერთი ყველაზე გამორჩეული და კოლორიტული თვდამსხმელი. ამის არცოდნა რას ნიშნავს ალბათ ნათელია ყველასთვის. დემეტრაძე საქართველოს ნაკრების დონეზე საკმაოდ კარგი და წარმატებული ფეხბურთელი იყო. დემეტრაძის საქმიანობა არ იყო კრიმინალი და მისი ცნობადობის დაკიდება უბრალოდ უფრო ხმამაღლა ყვირის ვიდრე უბრალო გლეხის, ან გაჭირვებული ადამიანისა, რომელიც უკანონოდ ზის ციხეში. ხელისუფლება, მარტივად რომ ვთქვად, უამრავ სატოპკე მასალას იძლევა, მაგრამ რად გინდა... ოპოზიცია ნულს ქვემოთ გარბის, არასამთავროები კიდევ ინდაურის პეროებს იმარაგებენ გამეტებით... უბრალო ხალხი კიდევ უკვე გადარჩენაზე, უბრალოდ კვებასა და თავქვეშ ჭერზე ფიქრობს და კოლექტიური, ზოგადი საზოგადოებრივი პრობლემები სულ მამლაყინწაზე ჰკიდია. გაამტყუნებ თუ...?