მოკლედ: ძალიან მჭირდება ფორუმის ძრავის vBulletin™ 4.1.2 გაქართულება. გაქართულებაში ვგულისხმობ ქართული კლავიატურის ჩაშენებას, რაც ძალიან მარტივი უნდა იყოს ალბათ ნებისმიერი ვებმასტერისთვის. არსებობს მზა სკრიპტი, რომელიც უნდა ჩაეკეროს არ ვიცი სად და როგორ. მთელი პრობლემა მოგვარდება სულ რამდენიმე სტრიქონის ჩაწერით, 15 წუთის საქმეა. დამეხმარეთ და გამაქართულებინეთ ფორუმი, რომელიც არ იქნება არც კომერციული, არც პოლიტიკური და არც ვარეზზე აწყობილი. ფორუმი დამუშავების პროცესშია, მაგრამ ზემო აღნიშნული პრობლემის გარდა ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებ. თავად ფორუმის შესახებ მოგვიანებით. ძრავა კი ასე გამოიყურება დაახლოებით - Http://www.geoacademy.net/vbforum/ დამეხმარეთ. ადმინებო, რეკლამად ნუ აღიქვავთ.