Jump to content
Planeta.Ge

Anima Libera

პლანეტელი
  • პოსტები

    8.140
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Anima Libera

  1. იქით ვნახე... გული დამეწვა.. დღევანდელ პრაიმტაიმში დაიბეჭდა.. წყარო აფხაზი ჟურნალისტები ( აფხაზმა ჟურნალისტებმა მიაწოდეს... გასაგებია რატომაც ) 14 მაისი - გუდაუთის სამხედრო ბაზაზე რამოდენიმე რუსი ჯარისკაცი დათვრა, სასმელი შემოაკლდათ, დაქოქეს ვილისი და გუდაუთელი აფხაზის ოჯახს ესტუმრენ. ზაურ ნივიჯბა ღვინოსა და არაყს ყიდის სახლიდან. იმ დროს შინ არ იყო. მისმა მეუღლემ მომხდურებს 10 ლიტრი ღვინო და 3 ლიტრი არაყი მისცა. ჯარისკაცებმა იცოტავეს, სახლში შეცვივდნენ და მთვრალებმა იქაურობა მილეწ მოლეწეს. ცხადია იმ სასმლის გარდა ოჯახიდან კიდე 50 ლიტრი არაყი და 200 ლიტრი ღვინო წამოიღეს. 62 წლის ჟენია ნავიჟბა კი ორმა ჯარისკაცმა ავტომატის კონდახითა და წიხლებით სცემა. ხმარზე მეზობლებიც გამოცვივდნენ, ამ დროს რუსები მანქანაში სხდებოდნენ და ავტომატის ჯერი მიუშვეს ხალხისკენ ფეხებთან მათ გასაფანტად. ერთი ტყვია 12 წლის ალიკ აგირბას მუცელში ღვიძლში მოხვდა და საავადმყოფოში იმავე დღეს გარდაიცვალა. ჟენია ნავიჟბა კი ადგილზე დაიღუპა. მას კისრის მალა ჰქონდა გადატეხილი და თავის ქალაზე მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა 22 მაისი - გუდაუთაში. სოფელ აბღარხუჟში ასევე მთვრალი ჯარისკაცები ბესლან ხაშიგამ შინ მიიწვია და გაუმასპინძლდა. როცა ეს ექვსი ჯარისკაცი გამოთვრა. ქალები მოუნდათ და მასპინძელს მეძავების მოყვანა უბრძანეს. ბესლანმა შორს დაიჭირა. სუტინიორი კი არ ვარო. ჯარისკაცებმა ბესლანს ხელფეხი შეუკრეს პირში ჩვარი ჩასჩარეს და ბოსელში შეაგდეს. მერე მის ცოლ-შვილს მიხედეს. მეუღლე ნელი ხაშიგა რიგრიგობით გააუპატიურეს. მთვრალებს გაახსენდათ რომ მის ოჯახში პატარა გოგონაც იმყოფებოდა და დაიწყეს მისი ძებნა. სხვენიდან 14 წლის ნაილი ხაშიგა ჩამოათრიეს და ისიც რიგრიგობით გააუპატიურეს. წასვლისას ბესლანს ბოსელში შესძახეს: მადლობა გვითხარით რომ ამ ამბებს არ გაყურებინეთო. ამ ექვსი მოძალადიდან ერთ ერთის გვარია ბორტონიკოვი მეორისა საველიევი. 27 მაისი - ისევე გუდაუთა, სოფელი ყულაწურხვა. სოფლის ერთადერთი მაღაზიას რუსები დაესხნენ თავს, ავტომატის ჯერით გატეხეს კლიტე და მთელი სურსათი და სასმელი ურალში ჩატვირთეს. ოცა ატეხილ ხმაურზე მაღაზიის მეპატრონეები სხვებთან ერთად ადგილზე მიცვივდნენ სულ ავტომატის კონდახებით ცემეს თუმცა მათ მეზობლები და ნათესავები გამოესარჩლენ, იარაღი მათ ხელშიც გაჩნდა. შედეგად მოკლულია შვიდიდან 3 რუსის ჯარისკაცი - იარცევი, ვაილოვი და ჩეჩენი ჯაბარაევი. გუდაუთელთაგან 7 მკვდარია. მათ შორის მაღაზიის მეპატრონეები ბჟიჟბა და ღურწკაია. დილით რუსმა სამხედროებმა გუდაუთის მილიციასთან ერთად 12 გუდაუთელი დააპატიმრეს. მათ შორის ღურწკაიას ორი ვაღი და ბჟიჟბას სიმამრი. ცხადია მთავარი დამნაშავეთაგან რუსი ჯარისკაცებიდან არავინ დასჯილა 1 ივნისი - სოხუმი, ეშერა. 14 წლის ეკა მარღანია ორმა რუსმა ჯარისკაცმა გზიდან ვილისით გაიტაცა. ტყეში გააუპატიურეს მაგრამ სანამ გოგონას ერთ ერთი მოძალადე აკავებდა მან მანქანიდან საკუთარ ძმასთან დარეკვა მოახერხა რამდენიმე სიტყვის თქმა მოასწრო. სწორედ ეს გახდა გოგონას მოკვლის მიზეზი. ის კალაშნიკოვის ჯერით დაცხრილეს. გოგონას 18 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი არტიომ მოივა და ანდრე ზარაზოვი დააკავეს. ჩვენებები ჩამოართვეს, მაგრამ ერთ კვირაში გამოუშვეს და სოხუმიდან სამხედრო სამსახურის დასასრულებლად რუსეთში გადაიყვანეს. მარღანიები დღემდე ამაოდ ეძებენ სამართალს 14 ივნისი - სოხუმი აჩადარა. მთვრალი რუსი ჯარისკაცები ბესო ბესელიას საკუთარ სახლთან აუხირდნენ. ან არაყი მოგვეცი ან ფულიო. ბესელია რუსებს არ შეეპუა. მაგრამ. როცა იარაღი შეაყენეს შინ შევარდა ერთი ჯარისკაცი ეზოში შეჰყვა და სახლში ლიმონკა შეუგდო. კარი კი გამოიხურა. 27 წლის ბესო ბესელია მისი მეუღლე და ორი წლის გოგონა ადგილზე გარდაიცვალნენ. მისი 9 წლის შვილი და 56 წლის მამა მრავლობითი ჭრილობის მიუხედავად გარდაიცვალნენ. 14 ივნისი -ოჩამჩირე ჯეყმური. სამმა მთვრალმა რუსმა ჯარისკაცმა და ერთმა ოფიცრემა - კაპიტანმა. საკუთარ სახლში გააუპატიურეს რძალ-მული 19 წლის ლანა ბაძაღუა და 24 წლის ნია. სახლში გოგონების მეტი არავინ იმყოფებოდა. სამხედროებმა წყურვილის მომიზეზებით შეაღწიეს სახლში. გოგონები სარდაფში ჩაათრიეს და ასე აისრულეს რიგრიგობით საწადელი. მერე მათ პირი აუკრეს და ხელები გაუკვრეს და 6 საათის მანძილზე სარდაფში გამოამწყვდიეს. ლანა ბაძაღუა ამჟამად სოხუმის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობს 30 ივნისი ოჩამჩირე. მერხეული. ლავრენტი ბერიას მშობლიურ სოფელში 62 წლის ლიზა დარასელია გააუპატიურეს მოხუც ქალს მაშინ მიუსწრეს, როცა მაღაზიას კეტავდა, სადაც გამყიდვლად მუშაობდა. საწყობში შეათრიეს და.. როცა დარასელიას ახლობლები რუს ოფიცრებს საჩივრად მიადგნენ მოკლედ მოუჭრეს: მეგონა მადლობას მეტყოდით ჩვენმა ბიჭებმა 62 წლის ქალს ახალგაზრდობა გაახსენებინეს თქვენ კიდე ჩივიხართო 18 ივნისი. ტყვარჩელი, თხინა. ლეონიდ კრივჩაკმა და ვოვა ბონდარჩუკმა, რომლებიც აფხაზურ ოჯახში ქორწილში იყვნენ მიწვეული არც მეტი არც ნაკრები პატარძალზე გაიწიეს. თარბების ოჯახში ფეხქვეშ გაიგდეს ორივე რუსი ჯარისკაცი და ცემა ტყეპით გამოათრიეს ოჯახიდან. მეორე დღეს 20 ამდე შეიარაღებული რუსი მიადგა თარბებს დაახლოებით 60 ამდე კაცი სცემეს. ხოლო ნეფე - რუსლან თარბა ადგილზე მოკლეს. წამოსვილსას მოკლეს რაულ თარბაც. რუსანის მამაც. რომელმაც ავტომატის ამოღება ვერ მოასწრო, ეზოდან გამოვარდა და რუსებზე შურისძიებას აპირებდა.. მას 6 კაცი ესროდა. 108 ტყვია აქვს მოხვედრილი 4 ივლისი -სოხუმი შროშა. რუსმა ჯარისკაცებმა მოკლეს პეტრე ალასანია რომელმაც საკუთარი მაღაზიიდან სამი ბოთლი არაყი აჩუქა რუსებს. არადა ეს ამ 4 კაციანი ბანდის მეასე ბიზიტი მაინც იყო. ალასანიას პატარა მაღაზიაში ლამის ყოველდღიურად 2-3 ბოთლ არაყსა და ხშირად სიგარეტს სძალავდნენ. ბოლოს ყელში ამოუვიდა ალასანიას და სიცოცხლის ფასად დაუღდა ღირსების და ქონების დაცვა 5 ივლისი - გუდაუთა , პრიმორსკოე თემიურ ბუთბა მხოლოდ იმის გამო მოკლეს რომ 20 წლის ბიჭმა უარი თქვა რუს ჯარისკაცებთან ერთად ანაშის მოწევაზე. მას საკუთარ უბანში მანქანაში ესროლეს და დაჭრილი გადმოაგდეს. 14 ივლისი - სოხუმი ამბარიხუწუა. რუსის ჯარის ჩეჩენმა მებრძოლებმა ავტომატები მიყიდეს სერგო ბეწვაიას, დილით კი გამოფხიზლებულები შინ მიადგნენ და ავტომატების დაბრუნება სთხოვეს. ბეწვაიამ მათი საფასურის 8000 რუბლის დაბრუნება სთხოვა. კამათში ბეწვაიას მეუღლე და მისი მეგობარი ჩაერივნენ. საქმე შინ, ოჯახში ირჩეოდა. ჩეჩნებმა ბევრი არ ალაპარაკეს აფხაზები - ოჯახის უფროს ბებუთით ყელი გამოჭრეს. ორი ქალი კი იგივე ბებუთით მოკლეს. ავტომატი იპოვეს და შიგნიდან გამოცვივდნენ. ამ დროს ეზოში უამრავი ხალხი ტრიალებდა მაგრამ ჩეჩნების შიშით მეზობლებმა მიხმარება ვერ გაბედეს. ხალხის დანახვაზე გაღიზიანებულმა ჩეჩნებმა ჰაერში დაიწყეს სროლა უმისამართოდ. ერთი ტყვია 4 წლის გოგონას მოხვდა რომელიც 5-6 სახლით იქით საკუთარი სახლის ჭიშკართან იდგა. ბავშვი დედას ხელში ჩააკვდა ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეც არ აღძრულა
  2. მე ჩამწერეთ სიაში ჩვეულებრივ, ოღონდ არ (ვერ) მოვალ
  3. naftucha გილოცავ... ჯანმრთელი იყავ და საინტერესო ცხოვრება არ მოგკლებოდეს... ღმერთი იყოს შენი მფარველი
  4. ჭანო ძალიან ცდები სახსრების არასწორ განვითარებასთან აქვს კავშირი
  5. ჭანო ყოველთვის ნახევარს ვეწევი, ვეწევი მხოლოდ გარეთ და აივანზე, ვყარვარ კი, მაგრამ მე ვერ ვგრძნობ , თითები და კბილები არ მაქვს ჩაყვითლებული - ბიჩოკებს არ ვეწევი, მადა ძალიან კარგი მაქვს და საჭმელიც ძალიან გემრიელია - უზმოზე არ ვეწევი არასდროს, ცურვაზეც ყოველდღე დავდივარ.... მაინც ვეწევი, თან საკმაოდ ბევრს - არ ყოფილა ჩემი საშველი...
  6. რო არ დაგეშო ვერც პოინტერი ინადირებს და ვერც სეტერი... ვერც ერთი მეძებარი ვერ ინადირებს.. ჰო კაი, ვიცი რისი თქმაც გინდა...
  7. maliari შენ წარმოიდგინე დვარნიაჟკა რო დაგეშო პოინტერზე არანაკლებად ინადირებს...
  8. ელექტროობაში კარგად ვერ ვერკვევი, მაგრამ ხომ აქვთ სოფლებში 0.5, 1 და 1,5 კილოვატიანი მზის ენერგიის წყაროები... ქვანახშირს გავარკვევ.
  9. ოკუპანტებმა ექვსი ქართველი გაიტაცეს 01.12.09 15:54 რუსმა ოკუპანტებმა კიდევ 6 ქართველი დააკავეს. აგრესორებმა ხურჩა-ნაბაკევის საზღვარზე სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი გოჩა შამუგია და 5 მგზავრი აიყვანეს. შამუგია გალის რაიონის სოფელ ქვემო ბარღების მკვიდრია. მას ზუგდიდის მიმართულებით თხილი და საკვები პროდუქტები გადაჰქონდა. ოკუპანტებმა დატვირთულ მიკროავტობუსთან ერთად მგზავრები გალის მიმართულებით წაიყვანეს. ამ დრომდე უცნობი რჩება დაკავებულების ადგილსამყოფელი. რუსი სამხედროები მგზავრებს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში ადანაშაულებენ და მათი ოჯახებისგან თანხის გადახდას ითხოვენ. http://rustavi2.com/news/news_textg.php?id...g=1&im=main
  10. სწორად გეშინია, სხვა გზას არ დატოვებენ ესენი... არადა უფრო ღრმად შევძვრებით ამ გზით თრაქში...
  11. რაღაც არქაული სუნი მცემს... თან არ მგონია იაფი ღირდეს მაგის მომსახურება.. გაზი ძვირია მართლაც, მაგრამ უფრო მე რომ მინდა იმ მასშტაბს სათბურებისთვისაა ძვირი... რაც უფრო დიდია სათბური, მით უფრო ნაკლებად იგრძნობა გაზის სიძვირე... მე მზის ენერგიას ვფიქრობ (ვფიქრობ კი არა უფრო ვოცნებობ) ანუ მზით წყალი და წყლით სათბური... ვეძებ ნეტში, მაგრამ ვერაფერი ვერ ვიპოვე მსგავსი...
  12. სამაიეროდ უფრო ზეით არიან დარწმუნებულები...
  13. ჰამარჩოფათ... იდეების გენერატორი თემა მინდა იყოს... რა საქმეში ჩადებდით ფულს? ასე 40-50 ათასი მწვანე ტუგრიკი რომ გქონდეთ გადადებული მცირე კერძო ბიზნესისთვის... არ მაინტერესებს გენიალური იდეები, ინუ პიზდეცინტელექტუალური იდეები... შეიძლება ეს იდეები პრაქტიკულადაც გამოვიყყენოთ შემდგომ.... გავუზიაროთ რჩევები ერთმანეთს... მაგალითად. მე ვაპირებ მომცრო, მაგრამ გამართული და არაერთჯერადი სათბურის მშენებლობას, ხარისხიანი მასალით და მართლა სულის ჩადებით. მიწა მაქვს უკვე სათბურისთვის ზედგამოჭრილი. წყლის, ელ-ენერგიის და გაზის კომუნიკაციებით. ერთი ეგაა გათბობის პრობლემა მაშინებს, გაზი ძვირია..., და ამიტომ ალტერნატიულ საშუალებას ვეძებ ისეთს, რომ მონტაჟი თუნდაც ძვირი იყოს, მაგრამ შემდგომი ექსპლუატაცია იაფი და მარტივი. ჰე მოყარეთ იდეები...
  14. ვიპოვე, იმას სათვალე უკეთია...
  15. ჰოდა მერე ჩვენთან ეგ ძალიან კარგი ხელფასია... ძალიან კარგი კი არა შესანიშნავი ხელფასია
  16. ბრახ და არჩევნებში უგულავამ გაიმარჯვა, არადა ბრახ კი არა, დარწმუნებული ვარ ეგრეც იქნება, მაგრამ მოდით წინასწარ დავფიქრდეთ... რა გველის, რა დარჩენია ოპოზიციას, რა დარჩენია ხალხს??????? რა ვქნათ? 2013 წლის ლოდინი ლეგენდაა... უსისხლო რევოლუცია მარაზმია... ზღაპარია ამ ხელისუფლების პირობებში... შემდეგი არჩევნები - უბრალოდ სტატისტიკა... ჩავიწყოთ ხელები ჯიბეებში და ვიაროთ თავჩაღუნულებმა?
×
×
  • შექმენი...