Jump to content
Planeta.Ge

Anima Libera

პლანეტელი
  • პოსტები

    8.140
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    26

ყველა პოსტი Anima Libera

  1. გექნება, შენ ისწავლე და აგერ იქამდე ჩოხა გახდება პრეზიდენტი და გექნება უეჭველი
  2. შენი ცოდნითაც შეიძლება რომ იშოვო სამსახური, მაგრამ ხელფასი არ გეყოფა არაფერში... ყოველგვარი ნაცნობობის გარეშე ნაშოვნი სამსახური მქონდა საქართველოში. ბანკში ვმუშაობდი ჯერ მოლარე-ოპერატორად, შემდეგ იურისტ-ადმინისტრატორად და შემდეგ საკრედიტო ოფიცრად. რად გინდა, ოჯახს ვერ ვინახავდი, ვალი ვალზე მედებოდა და აგერ ახლა ბილბაოდან ვპოსტავ. ქართული განათლება რას ნიშნავს აგერ გამოჩნდება 6 თვეში ჩემს დიპლომის ლეგალიზაციის პასუხი რომ მომივა
  3. მშობლებისა და მეგობრების სანახავად მხოლოდ. ვერა. რაში უნდა გაქაჩოს? შეიძლება თანამდებობა გქონდეს, მაგრამ შემოსავალი თუ არა გაქვს ეგ გაქაჩვა არსებობას გულისხმობს მხოლოდ და მეტს არაფერს. მეცნიერება მკვდარია. იურისპრუდენცია მკვდარია. ეკონომიკა მკვდარია რაც მთავარია განათლებაა მკვდარი.
  4. რას გულისხმობ? მოვინდომებდი თუ არა ამერიკას? სიმართლე რომ გითხრა სილამაზიდაც, ეკონომიურადაც და ხალხის მხრივაც ბასკეთი მთელ ესპანეთს სჯობია. ნამყოფი ვარ მადრიდშიც და ბარსელონაშიც. ერთი უდაბნოა, მეორე საბოზეთი.
  5. ჩემი მშობლებისა და მეგობრების გარდა არაფერი არ მენატრება მანდ ისე, რომ აუცილებლად მანდ ვიცხოვრო. ერთადერთი რაცაა, ჩემს შვილს მინდა ქართველი მეგობრები ჰყავდეს. მხოლოდ მშობლებით შვილი ქართველად ვერ გაიზრდება ასე მგონია.
  6. ეჰ მივქარე მე რო ამერიკაში არ წამოვედი... ეხლა ესპანეთში ვარ და ისევ მაგაზე ვფიქრობ. არადა მცირე, მაგრამ შანსი იყო რომ ჩამოვსულიყავი არ გავრისკე უბრალოდ.
  7. კარგად შეგცვლია რა გინდა... როგორც ხაშური და თბილისი ეგრეა
  8. ვა... დიდ პოსტსა ვწერდი და სანამ დავამთავრე წახვედი მიმინოს საყურებლად.
  9. შამოგეჭრებით მცირე ხნით
  10. დალევით ალბათ არა სვავ და მარანში ხომ არ იყავი ექსკურსიაზე?
  11. T_A_T ყველა სფეროში იგივე სიტუაციაა. რომელი ჩამოვთვალო? ერთადერთი საჯარო და სამოქალაქო რეესტრია შედარებით მოწესრიგებული, რითაც ასე თუ ისე კმაყოფილი ვარ. მარა საჯაროშიც კაი ბარდაგია ისევ და ისევ არაპროფეიონალიზმის გამო, თორემ სისტემას არაუშავს. სოცსისტემა 0. დიპლომატია 0. პარლამენტი 0. სასამართლო -1. კანონმდებლობა 0. სასჯელაღსრულებითი სისტემა უკეთესია, მაგრამ არა საუკეთესო. თვითმართველობა 0. განათლება -1. ეკონომიკა 0. პატრული ჯანდაბას 4. ჯარი 3. საგადასახადო კანონმდებლობა მისივე ორგანოთი 0. კიდევ შემახსენეთ რამე და დავუწერ ნიშნებს. Siknadmo ერგნეთის ბაზრობა არ ვიცი და ცხინვალში ნამდვილად დავდიოდი თან ჩემი მანქანით. იქაურ გაიშნიკებსაც ვყავარ გაჩერებული და 100 მანეთად გამოშვებული.
  12. ეს მიუერთონ და ეგაა. ანალგინის თემა უფრო თემაა, ჩემი თემა დასტურივითაა..
  13. ვინ არი ხალხებო ეგ შორენა? კოლონკელიძეაა?
  14. აჰა, მე ვიცი უნდა ვირბინო ერთხელაც უბანში შენი პლაკატებით
  15. Saturn სტატუსი "განვითარებადი" ჩვენ აღარ გვეკუთვნის, უკვე განუვითარებელზე გადავედით.
  16. ეჭვი მეპარება მეთქი უკვე ვეღარ ვიტყვი. ვაღიარებ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროინდელი საქართველო მირჩევნია დღევანდელ საქართველოს. ღმერთმანი პატრული მართლა კარგი რამაა. რამდენიც გამაჩერეს მხოლოდ სამართლიანად და სამართლიანად მივიღე ჯარიმები (სამჯერ), ერთხლელ გამაჩერეს მეგობართან ერთად მხოლოდ უმიზეზოდ და ისიც საბუთების შემოწმების შემდეგ გაგვიშვეს (ფეხები მქონდა ფანჯრიდან გამოყოფილი) მაგრამ წუმპეში ვართ უკვე! გაცილებით მღვრიე წუმპეში, ვიდრე ეს ედუარდის დროს იყო. რასა ჰფიქრობთ?
  17. პლანეტა ქეი-პაქს... მთელი კინო საყვარელი მომენტია!
  18. შპროტი მიყვარს ძალიან, ხიზილალაც... კალმახი გინდა შემწვარი, გინდა მოხარშული.... დანარჩენი ჩვეულებრივ.
  19. http://www.gevision.tv/index.php?option=co...d=6&lang=ka არ ვიცი ვინაა და რას წარმოადგენს ეს ქალბატონი, მაგრამ საინტერესო წერილია საქართველოში არ დაგვაყენეს, არც აქ გვასვენებენ, რა გზას დავადგეთ?! საფრანგეთიდან არაერთხელ მომიწერია წერილიც და ინტერვიუც, სტატიაც და რეპორტაჟიც. მისი გამოქვეყნებისთვის მადლობელი ვართქენი გაზეთის და ასევე `რეზონანსის~. არ მინდა `ყოფილი ჟურნალისტი~ მერქვას. კი ამბობენ, არ არსებობს ეს სტატუსიო, მაგრამ ბევრი ყოფილი ჟურნალისტი ვიცი, ახლა ემიგრაციაში რომ იტანჯება, ან სხვის ბავშვს უვლის, ან მოხუცს, ან სახლს ალაგებს, ან პოლიტიკური თავშესაფრის მოლოდინშია. მე უკვე ორი წელი ხდება, რაც აქ ვარ ჩემი შვილებით და შვილიშვილით. ქალიშვილი უკვე უნივერსიტეტში სწავლობს. ვაჟი ცობილ საფეხბურთო გუნდში ყოველგვარი ქრთამის გარეშე მიიღეს. შვილიშვილი სკოლაში პროტეჟეს გარეშე შევიყვანე. ოროთახიანი ბინაც მოგვცეს. თუმცა, მაინც სხვისი ხელის შემყურეები ვართ ჯერ. ერთი სული გვაქვს, ისევ საქართველოში დავბრუნდეთ. მაგრამ ამის შესაძლებლობას ჯერ ვერ ვხედავთ. ამასობაში კი ეს ქალაქი თანდათან გაივსო ქართველებით. ადრე ვიცოდი, რომ კაცები ესპანეთში მიდიოდნენ, ქალები_საბერძნეთსა და იტალიაში. ახლა რაც ხდება საფრანგეთში, არსად მინახავს და არც გამიგია. ახალგაზრდა ოჯახები ჩვილი ბავშვებით ჩამოდიან. ღამეებს ქუჩაში ათენებენ, რომ ფრანგები დარწმუნდნენ, არსად წასავლელი არა აქვთ. მაინც ვერ დააკმაყოფილეს ჯერ დროებითი ბინებითაც და მასწავლებლების დახმარებით ფრანგებმა თავიანთ ბინებში გადაინაწილეს. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ საქართველო საფრანგეთში პრიორიტეტად არის აღიარებული. რაც იმას ნიშანვს, რომ საფრანგეთის ხელისუფლება გვეუბნება, თქვენს ქვეყანაში დემოკრატია დამყარდა, ეკონომიკა კი ყვავისო. ისე აყვავდეს მაგის მთქმელი! აბა ამდენი ხალხი რომ გამორბის საქართველოდან, ფრანგების შესაცოდებლად და შავკანიანების მხარდასაჭერად რომ გაუხდათ საქმე, ეს კარგი ცხოვრების შედეგია?! ჩვენ საფრანგეთში სტატუსის გარეშე იმაზე მეტს გვეხმარებიან, ვიდრე საკუთარ სამშობლოში წლობით ნაშრომ-ნაჯაფ პროფესიონალებს. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა და მთავრობამ საქართველოში არ დაგვაყენა, ახლა კი მსოფლიოს ეუბნება, ჩემს ქვეყანაში ყველაფერი წინ მიდისო, უცხოელებს იმის საშუალებას აძლევს, ქუჩაში გაგვყარონ! ამას წინათ ისიც გავიგეთ, სოროსის ფონდის ყოფილ თავმჯდომარეს, ამჟამინდელ დეპუტატს დავით დარჩიაშვილს უთქვამს, ის ხალხი ვინც, საქართველოდან ემიგრაციაში მიდის, ქვეყნის მოღალატეები არიანო. მაშინ მე მინდა ვკითხო ბატონ დავითს: ვინც ამ ხალხს საქართველოში ცხოვრების საშუალებას არ აძლევს და აიძულებს, ფეხით ტყე-ღრეში იხეტიალოს, სიცივესა თუ სიცხეში თავი საფრთხეში ჩაიგდოს, ან უკეთეს შემთხევაში, მატარებლით უკანონოდ გადაკვეთოს უცხო ქვეყნის საძღვარი, იმათ რას დაარქმევდით, გმირებს?! რატომ არ იკვლევთ მიზეზებს? ქვეყანაში, სადაც პაატა ბურჭულაძეს, ჯემალ სეფიაშვილს, ეკა კვალიაშვილს, რობიკო სტურუას, ქეთი დოლიძეს, დიმა ჯაიანს და ბევრ სხვა პატრიოტს, პროფესიონალს და პატივცემულ ადამიანს ტალახს ესვრიან, სადაც პატრიაქს შეურაცხყოფას აყენებენ და მისი შეურაცხმყოფელი არარაობისვის დაცვის აუცილებლობას დააყენებენ, დემოკრატიაა? და მათხოვრებით რომ გაივსო ქვეყანა, ბუნკერებთან ლამის რიგი რომ დგას, ეს ეკონომიკური აყვავების მაჩვენებელია?! საიდან იგონებთ ამ რეიტინგებს? ეგებ უცხოური პრესის ფურცლებზე ისეთი რამ წაიკითხოთ, რასაც რუსთავი 2 ვერ დაამახინჯებს! ფრანგებს რა მოვთხოვოთ, უცხო ტომის ხალხს ფიანდაზებს თუ არ გვიგებს, როგორ გავაგებინოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ვინც ტყავს გვაძრობს, იმას შენს დაცვას და სამართალს ვერ მოთხოვ, რომ ჩვენი უფლებების დარღვევის, ცემის, თუ დაშინების შემთხვევაში, აზრი არა აქვს სასამართლოს, ან პოლიციას მიმართო, რადგან თევზი თავიდან ყროლდება. ევროპაში ასეთი მცნება, მოსყიდული პოლიციელი და ზეწოლის ქვეშ მყოფი მოსამართლე არც არსებობს ალბათ. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, ასეთი მასიური მაინც არ არის. ფრანგების იმითაც დიდად მადლობელი ვართ, რასაც გვეხმარებიან და ავადმყოფებს უფასო მკურალობის საშუალება მაინც გვაქვს და თავშესაფარი. საქართველოში ყველაფერი თანდათან უკეთესობისკენ მიდისო, ზოგჯერ აქაც ამბობენ ქართველები, რომლებიც მიშას დაპირისპირების მოტივით თავს აცოდებენ ფრანგებს. რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ისინი უფრო იოლად ღებულობენ თავშესაფარს. აქაც თუ მიშას ხელი მოქმედებს აღარ ვიცი. მაგრამ ფაქტია, ვინც მართლა მის რეჟიმს და შევიწროებას გამოექცა, უმეტესად იმათ აწვალებენ, ეუბნებიან, თქენს ქვეყანაში არანაირი პრობლემა არ გაქვთო. ევროპაში პატრიარქის შეურაცხყოფამ არანაკლებად აგვაღელვა, ვიდრე საქართველოში მყოფი ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, თუ სხვა კომფესიის წარმომადგენელი საქართველოს ნამდვილი პატრიოტები. ხელმოწერების შეგროვება და განცხადებების გაგეთება გვქონდა გადაწყვეტილი. მაგრამ ქართველებში ხმები გაავრცელეს, პატრიარქისადმი შეურაცხმყოფელი კამპანიის წამოწყება მიზნად ისახავს ნატოში დაჩქარებული შესვლისათვის სიტუაციის შექმნასო. ზოგმა მართლაც შეიკავა თავი, საქმე არ გავაფუჭოთო. მე კი, ისევე როგორც ბევრი ქართველი, ვფიქრობ, რომ ესეც სააკაშვილის ხრიკია: ერთი ხელით პატრიაქს უპირისპირდება, მეორეთი გაუგებარ განცხადებას აკეთებს და მისი მარიონეტი თუთბერიძის ნაცვლად, ამ საქმეში მედიას ადანაშაულებს, მერე ხმებს ავრცელებს, ეს საქართველოს ნატოში შესასვლელად წაადგებაო. მოტივაცია ასეთი იყო: `სანამ ეკლესია ძლიერია, ნატოში არ მიგვიღებენო~! ნუთუ ასე ბნელი ვგონივართ ამ თვითმარქვია პრეზიდენტს, რომ დაგვავიწყდეს, რა პირობებს ითხოვენ ნატოში შესასვლელად?! ან საერთოდ, რას მოგვცემს ასეთს ნატო, რომ მანამ ნახევარი საქართველო გავწყვიტოთ და ცეცხლის ალში უნდა გავახვიოთ?! ახლა ყოველ დღე გულს გვიხეთქავს ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციები ომის განახლების საშიშროებასათან დაკავშირებით. ეს გაუთავებელი პრვოკაციები, ქართლში ადამიანების გატაცების, თუ პანკისში შეიარაღებული ადამიანების არსებობის შესახებ, ძალიან საგულისხმოდ გვეჩვენება. ხელწერა და სცენარი ხომ ისევ მეორდება. ასე იყოს აფხაზეთის ომის, პანკისის დაბომბვის და აგვისტოს შემზარავი მოვლენების წინაც. დაკვირვებული და აზრიანი ადამიანისთვის აუცილებელი არაა სამხედრო ექსპერტი იყო, თუმცა, საიდუმლო დოკუმენტაციებამდე არც მათ მიუწვდებათ ხელი, რომ მიხვდე, ეს მარტო რუსეთის ინტერესებში არ შედის. მართალია, აბობოქრებული ოპოზიციური ტალღა ჩაცხრა და ბევრს იმედები გაუცრუვდა. მაგრამ ამ აქციებმა ის მაინც ნათლად დაგვანახა, რომ სააკაშვილს საკუთარი ხალხის ბედიც და პოზიციაც, უკაცრავად, მაგრამ უნდა ვთქვა, სულ ფეხებზე ჰკიდია. მისთვის მთავარი მხოლოდ მისი კლანის გადარჩენაა და ამისათვის ახალ ომსაც წამოიწყებს. მაგრამ თავის ჰალსტუხს მარტო იმიტომ კი არ დაღეჭავს, რუსებს მადა გაეზარდათ და მეც არ მიმაყოლონო, ეს მისი ბავშვობის ჩვევაა, რომელსაც ისევე, როგორც სახელოთი, თუ საჩვენებელი თითით ცხვირის მოხოცვასაც, ვერ გადაეჩვია. დავუშვათ სააკაშვილი მართლაც არაფერ შუაშია და რუსეთი თავის ვერაგობას ვერ იშლის. კიდევ რომ შემოუტიოს საქართველოს, რომლის ნაპერწკალსაც მიშა აუცილებლად ისევ მისცემს, ვინ დაიცავს საქართველოს ჯერაც გადარჩენილ ტერიტორიას, მის გაუბედურებულ მოსახლეობას? ნუთუ ის მხედარმთავარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მასზე უფროსი და დაუცველი კაცი ჟურნალისტებს რომ შეატოვა და კუდამოძუებული გაიქცა დასამალავად?!. მთელმა მსოფლიომ ნახა მისი შეშლილი სახე, აწეწილი თმები და დამცავი ჟილეტების გროვა მის თავზე. აი ის იყო ნამდვილი სახე მიხეილ სააკაშვილისა. ეს რატომღაც არ უნახავს ხერხეულიძეს, წიკლაურს და ოჩიაურს, რომლებიც ჩვენზე ზრუნვისთვის შევიდნენ თითქოს პარლამენტში, მაგრამ მიშას დაცვის მეტს არაფერს აკეთებენ. მიწაში გადატრიალდებოდნენ ჩვენი გმირი წინაპრები და მხედართმთავრები იმ დღეს! და ვისაც ასეთი მხედარმთავარი გმირად მიაჩნია და დღესაც გაიზახის `მიშა მაგარია~ო, ჩვენ კი `ვაიქართველებს~ გვეძახის, იმ ხალხს უნდა დარჩეს ჩვენი ბედკრული სამშობლო?! ნუთუ რამდენიმე ქუჩაზე უვარგისი ასფალტის დაგება, შიგნიდან ჩამოშლილი სახლების გარედან გალამაზება, ქუჩების არანორმალურად განათება და მსგავსი, ფულის გასათეთრები პროქტები საკმარისია სააკაშვილის მომხრეთათვის. ისინიც რომ არ ითბობდნენ ხელს ამით და საკუთარ ოჯახებზე გრძნობდნენ ვითარების სიმძიმეს, ალბათ არც მათ მოეწონებოდათ ასეთი ხელისუფლება. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბევრი მისი მედროშე გამოიქცა უკვე საქართველოდან და როგორც ვხედავ, კიდევ იზრდება მათი რიცხვი. სანამ ოპოზიციაში არ გადავლენ მისი ბანაკიდან, მანამ ვერ ვგებულობთ ვის რას ჩუქნის ხელისუფლება სიმბოლურ ფასად. ახლა ბურჯანაძის სახლი მწყნეთის კულტურის სახლს უნდა გადაეცესო გავიგეტ, მაშინ რატომ გაიტანეს სამჯერ აუქციონზე? რომ გაყიდულიყო ამ ბავშვებს ხომ არ მისცემდნენ? კიდევ ვინ იცის, რომელს ჩაუგუბეს პირში წყალი, ერთლარიანი სასახლეებით, ამ წარმატებული, უკონკურენტო ბიზნესით?! ესაა დემოკრატია? ექიმმა რომ არასწორი დიაგნოზი დაუსვას ავადმყოფს ან ვერ შეაფასოს მისი კრიტიკული მდგომარეობა და ის გარდაიცვალოს, ხომ არ ვპატიებთ იმ ექიმს არაპროფესიონალიზმს?! ან მოჭადრაკემ ერთი არასწორი სვლა რომ განახორციელოს დაფაზე, პარტიას ხომ წააგებს? მაშინ რატომ ვანდობთ ქვეყნის ბედს სამხედრო საქმის უცოდინარ, ამბიციურ და გაუმაძღარ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად ღუპავენ საქართველოს და გადარჩენის შანს არ უტოვებენ?! კიდევ რამდენიმე საგანგაშო ინფორმაცია გავრცელდა ევროპაში. ერთის მხრივ, ეს ექსმინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის გააქტიურებას და ემიგრანტთა მხარდამჭერების ძებნას უკავშირდება. გავლენიან ქართველებს მის გვერდით დადგომას ისეთი ხალხი სთხოვს, რომლებიც ევროსტრუქტურებთანაც არიან დაახლოებული. მეორეს მხრივ კი, უარეს პროგნოზს ვგებულობთ. არსებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილის ამერიკაში ვიზიტი სააკაშვილის კომპრომატების ჩატანას ისახავდა მიზნად. თურმე ამის გამომზეურებას 2010 წლიდან გიგა ბოკერია დაიწყებს. და როგორც ოქრუაშვილის შემთხვევაში მოხდა, ისიც გმირი გახდება. საბოლოოდ კი ახალ პრეზიდენტადაც ის მოგვევლინება! ამისათვის უკვე იეღოველების გააქტიურებაც შეინიშნება. ნუთუ ჭკუა ვერ ვისწავლეთ და ისევ მიშას გრიშათი შეცვლა გვინდა?! მე აქედან კი არ გმოძღვრავთ, საფრთხეს შეგახსენებთ. თუ ასე ბნელი ვგონივართ ვიღაცეებს, ვაი ჩვენს პატრონს! ხალხო გონს მოდით და ტალიავნის დასკვნის საფუძველზე იმოქმედეთ, თორემ საქართველო მალე ქართველების გარეშე დარჩება და მერე უკან დამბრუნებელსაც ვერავის ვიპოვით. ქართველმა ხალხმა უნდა გაასამართლოს იგი და არა რუსეთმა! წერილი ემიგრაციიდან რუსუდან იმედაშვილი, საფრანგეთი
  20. შეიძლება ქველმოქმედმა გაიღვიძოს უცბად ბიზნესმენებში და სახელმწიფოს სასარგებლოდ მთელი ქონება დათმონ...
×
×
  • შექმენი...