ბასკეთის პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, დირექტორი (ვერ გავარკვიე ქართულად რა თანამდებობაა ბასკურად ლეიენდაკარი) ამ წელს თავად ბასკებმა აირჩიეს ეროვნებით ესპანელი, მაგრამ აქ დაბადებული, გაზრდილი და მცხოვრები სოციალისტი პაჩი ლოპესი... მანამდე დირექტორი ნაციონალი იბარეჩე იყო... ნებისმიერს რომ ჰკითხო ლოპესი ბასკია, თუმცა ყველამ იცის რომ რეალურად ეს ასე არაა. და რა? მე რომ მკითხო ბასკები ქართველებზე გაცილებით ნაციონალები, ლიბერალები, დემოკრატები და დამოუკიდებლები არიან. ბასკეთის ავტონომიური ოლქი უფრო დამოუკიდებელია ვიდრე სუვერენული სახელმწიფო საქართველო.