http://www.rustavi2.com/news/news_textg.ph...p;ct=0&wth= აფხაზეთი აღიარებას წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან ელის 05.01.10 12:22 აფხაზეთი 2010 წელს საკუთარი დამოუკიდებლობის აღიარებას ერთდროულად წყნარი ოკეანის აუზის რამდენიმე ქვეყნისგან ელის. ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ მედიას განუცხადა. `ნაურუს შემდეგ, მთელი რიგი ქვეყნები მზად არიან, განიხილონ ჩვენი აღიარების საკითხი,` - ამბობს შამბა. იგი ადასტურებს, რომ ნაურუს საგარეო საქმეთა მინისტრი საკუთარ გავლენას გამოიყენებს და აფხაზეთს საერთაშორისო აღიარების მოპოვებაშიც დაეხმარება. შამბას თქმით, სოხუმი აღიარებას ლათინური ამერიკის რამდენიმე სახელმწიფოს მიერაც არ გამორიცხავს. ამავე დროს შამბა ირწმუნება, რომ მათ მიმართ სტრატეგიას თანდათან იცვლის ევროკავშირიც. ვინძლო მართალი იყოს... არა?