საქართველოს მოსახლეობის 95% რეალურად არმცოდნეა საკუთარი საქმისა დაწყებული იურისტიდან და ეკონომისტიდან, დამთავრებული სანტექნიკოსისა და მალიარამდე... რეალურად 95% მუშაობს მისი რეალური ინტერესების შეუსაბამოდ, ანუ აკეთებს იმას, რაც არ ეხალისება, არ უნდა, ჰკიდია... მოსახლეობის 95%-ს წარმოდგენა არა აქვს რა უნდა, რისი გაკეთება შეუძლია, რატომ, რამდენი, როგორ... აჰა, აი მე, ყველაზე კარგი მაგალითი - საშუალოსტატისტიკური ქართველი: ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი, ბევრი წიგნები მაქვს წაკითხული, ვიცი კომპიუტერი და ინგლისური, ვაყენებ პროგრამებს მეზობლების ტელევიზორებზე და ვაინსტალებ ვინდოუსებს, ყველას კარგად ვესალმები, პიანინოზე ვუკრავ და სახლში გიტარაც მაქვს, ფანდურიც, დავდიოდი კარატეზე და კალათბურთზე, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ყურებიდან სქელი ინფორმაციული ნივთიერება გადმომდიოდა და რაც ყველზე მთავარია უნივერსიტეტი მავქს დამთავრებული და იურისტი ვარ! ღმერთო ურო ჩამცხე! სინამდვილეში 29 წლის ორმეტრიანი დაოჯახებული ოყლაყი ვარ, რომელმაც დღემდე არ იცის რა შეუძლია, რისი გამკეთებლია რეალურად... სინამდვილეში არც ერთი საქმის გაკეთება არ შემიძლია კვალიფიციურად და პროფესიონალურად, იმიტომ, რომ არაფერი არ ვიცი... ერთი კრედიტების გაცემა და ხალხის დაბოლება ვიცოდი და ისიც ყელში ამომივიდა, მეზიზღება ეგ საქმე. ჰოდა წამოვედი ეს საშუალოსტატისტიკური ქართველი ესპანეთში ემიგრაციაში და ეხლა ვფიქრობ ახალი პროფესის შეძენაზე, რომელიც დამაინტერესებს, მომეწონება და.... ამ დროს მეზარება :TAT: აბა ქართველი ეკონომიკას და ქვეყანას ააშენებს ეხლა მითხარით თქვენ?