Siknadmo ამაზე ამბობ ალბათ. შესაძლოა ერთი შეხედვით მართლა ასე ჩანდეს, მაგრამ არაა სასწაული. მე უბრალოდ მშრალი ფაქტის, სასამართლოს განაჩენისა და მისჯილი წლების შესახებ ვთქვი, თორემ ზოგადად სამართალწარმოებაზე, პროცესზე, შემდგომ შეწყალებაზე ლაპარაკიც არაა... 8 წელი ნამდვილად არაა ცოტა და არც ბევრი, ნებისმიერ ევროპულ სასამართლოს შეიძლება ამდენივე მიესაჯა. აბსოლუტურად სხვა საკითხია თუ როგორ ჩატარდა გამოძიება და თავად სასამართლო პროცესი. რაზე უნდა იდავოს კაცმა როდესაც დღეს, ჩვენს რეალობაში ადამიანი იხდის საჯელს განზრახ მკვლელობისთვის და არსებობს "მსხვერპლის" ჩვენება მასზედ, რომ ის ცოცხალია...