ვთქვათ ღმერთმა მოგვივლინა სასწაული, გაიმარჯვა თბილისში ალასანიამ და საკრებულოშიც უმრავლესობა გაიყვანა, ნაცებმაც აღიარეს დამარცხება (დასავლეთი დააწვა) და .... დანარჩენ საქართველოს რას უპირებთ? თბილისია მთელი საქართველო და თბილისშია მხოლოდ არჩევნები? რუსთავში, სიდიდით მეორე თუ არა, მესამე ქალაქში ნაციონალების გარდა თუ ვინმე იყრის კენჭს არც კი იცის ხალხმა. ადგილობრივი ტელევიზია არ არის, ადგილობრივი გაზეთი არ არის, უბნებში შეხვედრა ნაცების გარდა არავის ჰქონიათ... 7 მაისია უკვე... გკიდიათ რუსთავი? თბილისში რომ აპირებთ ჯანდაცვისა და დასაქმების პრობლმების მოგვარებას, რუსთავში ვინ გადაარჩენს ხალხს? მამაღმერთი ჩამოვა და ის ჩამოგვიტანს დაზღვევას და ფულს? რა გინდათ, ვინ ხართ თქვენ? ეჭვი მაქვს თქვენც ასევე დიდი სიხარულით იზეიმებდით თბილისის არდაბომბვით მთელი საქართველოს გადარჩენასა და გამარჯვებას.... თბილისი ხომ საქართველოა, თბილისი საქართველოს გულია... ;)