მართლაც რომ "ნძრევაი საკვირველი". აგერ ჩემი ყურით მოსმენილი შედეგები მაგ "ნძრევაი საკვირველი"-სა. დღეს ერთი ქართველი მხვდება 45-50 წლისა და მეუბნევა: - გაიგე, მიშას ეკონომიკის მინისტრად ვიღაც მეგრელი გოგო დაუნიშნავს, ადრე სტრიპტიზს ცეკვავდა-ო ?! გამეღიმა და - ტყუილია, ჭორებია მეთქი. - რა ჭორები, სურათები აჩვენეს ინტერნეტში როგორ ცეკვავსო სტრიპტიზსო. - სტრიპტიზს კი არა, ქეიფობენ ჩვეულებრივად სადღაც კლუბში ან ბარში და იქ ცეკვავს მეგობრებთან მეთქი, თან კი არ ცეკვავს, ვინც ცეკვავს იმათტან სურათს იღებს მეთქი. - შე მასწავლი ახლა, ჩემი თვალით ვნახე სურათები, ტრუბაზე როგორ არის შემოხვეულიო. :018: ძველქართულბიჭურად ვიფიცები, რომ სადღაც ნახევარი საათის წინ მქონდა ასეთი დიალოგი სრულიად სერიოზული, განრისხებული და ქობალიას დანიშვნის გამო აღშფოთებული სახის მქონე ქართველ მამაკაცთან. ნძრევაი საკვირველი