Jump to content
Planeta.Ge

Sakartwelo

პლანეტელი
  • პოსტები

    797
  • შემოუერთდა

  • ბოლო ვიზიტი

ყველა პოსტი Sakartwelo

  1. ამხელა რუსულენოვან სტატიებს რომ აცხობთ ფორუმზე,იფიქრეთ ბევრმა,განსაკუთრებით ახალმა თაობამ, არ ვიცით რუსული ენა,თან ქართულენოვან საიტზე ვწერთ.
  2. სააკაშვილის ქმედებებში ლოგიკა მაინცდამაინც ვერ იგრძნობა :hello:
  3. 21. რა ბავშვებში ვყოფილვარ :
  4. პირველი დღესვე დავაინსტალირე და ძალიან კმაყოფილი ვარ :buchti: google chrome :love2:
  5. ყცელა ადამიანშია რაღაცა ბავშვური :hello:
  6. რა ვიცი,მე ყველაფრის მჯერა,რის აზრზეც არ ვარ :hello:
  7. გამარჯობა, ალბათ, ეს თემა ისტორიის განყოფილებაში უნდა გაიხსნას,მაგრამ იქ არავინ შედის. პოლიტ. განყოფილებაში საკმაოდ ბევრი ფორუმის წევრია,ვინც ინგლისური იცის და განათლებასაც არ უჩივის. სამწუხაროდ საქართველოს უტევენ ყველა მხრიდან,ინტერნეტი დღეს დიდ როლს თამაშობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში,ხოლო ვიკიპედია ძალიან პოპულარული საიტია. რაც არ უნდა მოძებნო საძიებო სისტემით,პირველ რიგში აგდებს ვიკიპედიის ლინკს. აქ ერთმანეთს ვჭამთ,მაგრამ იქნებ ცოტათი წავეხმაროთ ქართულ ინტერესებს ინტერნეტ სივრცეში. 1-ელი საკითხი იქნებოდა ამ რუკის წაშლის მოთხოვნა და ამის წყაროებით დამტკიცება. ეს უნდა იყოს ალანიის რუკა 10-12. საუკუნეებში. ამ რუკაზე ტენდენცია იკვეთება,თითქოს დღევანდელი ე.წ. სამხრეთი ოსეთი მაშინ ალანიის ნაწილი იყო+ყაზბეგი. არადა,ზუსტად მაგ დროს საქართველო ყველაზე ძლიერი სახელმწიფო იყო კავკასიაში და მას ეკუთვნოდა დვალეთიც,კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით. ნათხაპნია პეინთში... http://img17.imageshack.us/img17/8836/777pxalania1012.png ფორუმის წევრები შეძლებისდაგვარად მოვიპოვებთ საწინააღმდეგო წყაროებს,ხოლო ერთ-ერთი ჩვენთაგანი გააგრძელებს დისკუსიას,რათა ზემოთაღნიშნული რუკა წაიშალოს. Commons:Deletion requests/File:Alania 10 12.png http://commons.wikimedia.org/wiki/Commons:...lania_10_12.png ----------------------------------------------------- ეს არ არის მისაგდები საქმე,ვითომ დიდი არაფერიაო,მაგრამ მნიშვნელობა აქვს... გასაგებია გუშინ თიანეთში იყო ხინკლის ფესტივალი,დღეს ლაგოდეხში გაიხსნება მწვადების ფესტივალი და ხვალ ალბათ,ისევ ბუზებს დავითვლით ჭერზე...
  8. ფორუმ.გე-ზე იყო ეს თემა და... კვლავ მიწევს ესსეს დაწერა, რომლითაც სავარაუდოდ არავინ იქნება ბოლომდე კმაყოფილი, მაგრამ მადლობა ღმერთს, ჯერ კიდევ არ დამცხრომია კომფორმიზმის შავი ყორანი და არც სოციალური სტატუსის შენარჩუნება მაღელვებს დიდად, გაგიმხელთ და სულ უფრო მეტად ვამსგავსებ თავს ღამურას, ყველასთვის ნაცნობი იგავიდან, არც ცაში და არც მიწაზე რომ არავის მოსწონს. სწორედ ამიტომ მირჩევნია ესსე დავწერო, რითაც ოფიციალურ პასუხისმგებლობას მოვიხსნი, ეს მცირე ტრიუკი ჩვენს დროში ბევრისთვის მნიშვნელოვანია და მეც ვცდილობ რუტინით გამომძღარ საზოგადოებას პრობლემები მოვუხსნა და ხარკიც გადავუხდო, შედეგის მოლოდინში... უკანასკნელი კვირაა ქართულ ინტერნეტ სივრცეში პოპულარულია ომბუცმენის გამოთავისუფლებულ პოსტზე, საპარლამენტო უმცირესობის კანდიდატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის გამოსვლები, რომლებმაც დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ლიბერალურ წრეებში. მე ცხადია არ ვაკადრებ მკითხველს მათ შეფასებას, ყველა ნორმალური მოქალაქისთვის შეურაცხმყოფელია იმ ტრიბუნიდან, საიდანაც ცოტა ხნის წინ ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ქართულ დემოკრატიაზე საუბრობდა, ჰომოფობი ფუნდამენტალისტის ქადაგებათა მოსმენა, რომელსაც ანალოღია და ტრაპეზის ჯვარიც კი ვერ შეალამაზებდა. კიდევ კარგი ამ ფსევდო კლერიკალის გამონათქვამებზე შესძლებიათ სიცილი, თუმც, მხოლოდ ნაკვთების დაგრძელებით პრობლემა ვერც მათში და ვერც საზოგადოებაში მოგვარდებოდა, ღირსეულ სახელმწიფოში ასეთი ადამიანი შეშფოთებული ღრიანცელით უნდა გაეგდოთ საკანონმდებლო ორგანოდან, ხოლო მისი წარმდგენი სამუდამოდ დამშვიდებოდა პოლიტიკურ კარიერას, მაგრამ ეს ხომ ჯერ კიდევ პოსტსაბჭოთა გურჯისტანია... მე როგორც მოქალაქეს მრცხვენია, რომ საქართველოს პარლამენტში ვულგარულ, ჰალსტუხიან ბარბაროსს ხმების მოგროვება შეუძლია, მაგრამ ჩემი საუბრის წამოწყების მიზანი მხოლოდ გაბრაზების გამოხატვა არ ყოფილა, უბრალოდ მოვალედ ვიგრძენი თავი სისულელისთვის საჯაროდ დამეცინა. როდესაც მსგავს აბდაუბდას დამაჯერებელ ტონში ისმენს ქრისტიანი, ალბათ უნდა უჩნდებოდეს კითხვა, მართლაც წერია კი რჯულის კანონში ის, რაზეც აპელირებდა ფუი ეშმაკს და ომბუცმენობის კანდიდატი? რამდენადაც ვხედავ ეს კითხვა არავის დაუსვამს და შესაბამისად არც პასუხი მიუღია... არავინ დაფიქრებულა ქრისტიანულ მორალზე, მათ მოლოდ “რჯულის კანონზე” სიცილი შერაცხეს მკრეხელობად, სიბნელე ხომ არასდროს ფიქრობს ადგილსა და უადგილოობაზე, ის უბრალოდ ჩამოწვება სანამ ვინმე არ იყვირებს; “სინათლე, სინათლე!”! რა შეგვიძლია ვუთხრათ ასეთ ფსევდომორალისტებს ქრისტიანებმა, გარდა იმისა, რომ კატეხიზმო იყიდონ?! ბიბლია ბიოლოგიისა და სამართლის სახელმძღვანელო არ არის და სწორედ მისი დასაზღვრული ფორმით წარმოდგენა აკნინებს ჩვენთვის ესოდენ მნიშვნელოვან საღვთო გამოცხადებას. იმ ადამიანებს კი, რომლებიც არ იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს, ვთხოვ ნუ გაიკვირვებენ ტონსა და ლექსიკას, მე ვერასდროს ვამბობ უარს ველაპარაკო მათ რწმენის შესახებ “კანონიკური ლექსიკით”, მოქალაქესთან ერთად კათოლიკე ქრისტიანიც გახლავართ და საკუთარ წილ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმაზე, რაზეც ქრისტიანული ეკლესიის პირველ ათასაწლეულში, მხოლოდ პაპის რეზოლუციის შემდეგ შეეძლო სავალდებულოდ ქცევა მთელი ეკლესიისთვის, რომელშიც მაშინ აღმოსავლური, ამჟამად კი აღმოსავლურ-მართლმადიდებლური ეკლესიებიც შედიოდნენ. კონკრეტულ კრებათა კანონები იმეორებენ წმინდა წერილის სულისკვეთებას, რომ მამათმავლობა წარმოადგენს ცოდვას (და არა დანაშაულს სახელმწიფოს წინაშე!), მრუშობასთან, ჩუკენობასთან, ამპარტავნებასთან და მრავალთან ერთად.. მე ვერ ვიპოვე ვერც ერთი მუხლი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა გველაპარაკა, საეკლესიო სამართალში ვისმეს დისკრიმინაციისკენ მოწოდებაზე. ცხადია ეპოქალური გარემოებები და განათლება საკუთარ სიხისტეს მატებს ნებისმიერ საეკლესიო თუ საერო გადაწყვეტილებას, მაგრამ მათი წაკითხვა მხოლოდ ამავე ეპოქის პრიზმიდანაა შესაძლებელი და არა საუკუნეთა შემდეგ, ჰომოფობის გაქონილი სათვალიდან. ასეა თუ ისე, ძალიან კონკრეტული ადამიანების წინაშე, ძალიან კონკრეტული საეკლესიო იერარქები სცოდავდნენ და სცოდავენ, რასაც მაგალითად ქცევა კი არა, სინანული სჭირდება. ვწუხვარ რომ მართლმადიდებელ ეკლესიას ამ კრებათა შემდგომ აღარ გამოუხატავს კანონიკური თვალსაზრისით ავტორიტეტული ძალის მქონე წერილში საკუთარი პოზიცია, რამდენადაც ასეთი ორგანო უბრალოდ არ შეკრებილა მეორე ათასწლეულში, მაგრამ დასავლელი ქრისტიანებმა უკვე 21-ე კრებაზე განვაცხადეთ საჯაროდ, რომ დისკრიმინაცია ეს ცოდვაა... ეკლესიისთვის შეუსაბამოა კონკრეტულ ეპოქაში გაქვავება, თუ ის ემსახურება სიმართლესა მარადიულობას, მან არ უნდა მისცეს უფლება რომელიმე წარსულ დროს, იქცეს აწმყოდ, მისი მოვალეობა ჭეშმარიტების შესაფერის ენაზე გადმოცემაა, და გასაგებად ქცევაა, დიახ, ეს სწორედ რომ ეკლესიის სასიცოცხლო დავალებაა და არა ცალკეული სუბიექტების, რომლებსაც სურვილის მიხედვით შეეძლებათ კონკრეტული თავების ინტერპრეტაცია. აქ ისევ პრობლემას ვაწყდებით – მართლმადიდებელ ეკლესიას სჭირდება მსოფლიო კრება, რომელიც საკუთარ სათქმელს იტყვის ეკლესიის სახელით და შემდეგ ნებისმიერ სულელს აღარ მოუნდება სუბიქტური სარჩულის ამოკერება, კანონის მიღებამდე კი საჭიროა შეგნება და უბრალოდ კეთილი ნება. ვატიკანის II-კრების შემდგომ გამოცემულ კათოლიკურ კატეხიზმოში ვკითხულობთ, რომ ნებისმიერი დისკრიმინაცია მიუღებელია, ეკლესია საკუთარ მკვეთრ პოზიციას ამჟღავნებს როგორც ჰომოსექსუალთა ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური გამოხრვრის, ისე მათი პირადი შეგრძნებებისა და დამოკიდებულებების მიმართ, რომელიც დემაგოგიის გარეშე წაკითხული სახარებისთვის ცალსახად მიუღებელია და ვერც ერთი ჯიბის ეკლესია, სურვილის მიხედვით ვერ შეცვლის, ეს უბრალოდ არაპრინციპული მეცნიერული პოზიცია იქნება, თუნდაც არაქრისტიანი მითხველისთვის. ერთის მხრივ აბსოლუტურად აშკარაა ქრისტიანობისა და ეკლესიის პოზიცია, მეორეს მხრივ კი მისი არგუმენტაცია არადამაჯერებლად გამოიყურება. თეოლოგიურ საზრისს უნდა ქონდეს საკუთარი რაციონალური შესატყვისი, მხოლოდ კერპებისთვის არსებობს გაყინული დოგმა, რომელსაც არავითარი შინაარსი არ გააჩნია და გარკვეული ტრანსცენდენტული თუ არატრანსცენდენტული არსებისთვისაა სათნო, ხოლო ცოცხალი ღმერთისთვის საჭიროა რეალობა. ნუ ჩამითვალოთ უსაგნო ყბედობად, მაგრამ ელემენტარული თეოლოგიის პრობლემის გამო მიწევს განმარტება: ეკლესიას აქვს საკუთარი იდეალი, რომლისკენაც სწრაფვა მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი სრულყოფილებისთვის, ისინი მოწოდებულნი არიან გარკვეული მსხვერპლის გაღების აუცილებლობით ემსგავსონ დაუსაბამო სრულყოფილებას, ამისთვის პირველი მსხვერპლი, ანუ პირველი ნაბიჯი, განკაცებულმა ღმერთმა გადმოდგა და საკუთარი მაგალითით (და არა ციდან წიგნებისა და ნორმატივების გზავნით) დასახა აბსოლუტურად რეალური საჭიროებები, რომელშიც ადამიანებს განღმრთობის მიღწევა შეუძლიათ, ცხადია მასთან განუწყვეტელი ურთიერთობით, ლოცვის, მარხვისა თუ ლიტურღიის მეშვეობით. ჩვენ ვდგავართ პრინციპულად მნიშვნელოვანი თეოლოგიური დისციპლინის წინაშე, ის ერთის მხრივ ეწინააღმდეგება არჩევანის თავისუფლებაზე ნებისმიერ ზემოქმედებას, მაგრამ მეორეს მხრივ მოითხოვს ამავე არჩევანს, წინაპირობით, რომ არჩევანს მუდამ ახლავს თან გარკვეული მსხვერპლი, რომელიც უნდა შეწირულ იქნას უმაღლესი მიზნისთვის, - საკუთარი თავისა და ღვთის მარადიული ერთიანობის სახელით, სადაც ადამიანი აღარ იქნება ნაკლოვანი არსება და დაცემული სუბიექტი. რუტინის გავლენით, თუ ქრისტიანთა უვიცობით, ეკლესიურ საზოგადოებაში ჩამოყალიბდა ამაზრზენი ცნობიერება, რომლითაც ჰომოსექსუალები ადამიანზე დაბლა დგანან. ეს ცნობიერება ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას, რომლითაც ვერავითარი ცოდვა, ვერ წაგართმევს ადამიანობას! ცოდვის ყველა კატეგორია არ წარმოადგენს დანაშაულს სახელმწიფოს წინაშე, ეს ორი სხვადასხვა საზრუნავის, ორი სხვადასხვა ტერმინოლოგია და შინაარსობრივი საზრისია, რომლის ერთმანეთისგან გამიჯვნის გარეშე ორივე ზარალდება, ამიტომ სასწრაფოდ გვჭირდება სეკულარული სახელმწიფოს შექმნა. ყველამ უნდა შეიგნოს, რომ ჰომოსექსუალები არიან ადამიანები, ხშირად ჩვენზე უკეთესი მორალისა და სიყვარულის მფლობელნი, რომ ამ ადამიანებს სჭირდებათ ადამიანური მოპყრობა, რომ ადამიანის დამცირება არის მკრეხელობა.. თუ ხატს სჭირდება მოფრთხილება, რასაც ითვალისწინებს ქრისტიანული შეხედულება, რამდენად უფრო სჭირდება ღვთის ცოცხალ ხატს?! მხოლოდ ტყიურს შეუძლია ამ ადამიანებს უწოდოს “დაბალი რანგის ადამიანები”, ამაზრზენად გულის ამრევია ტენდენცია, რომელიც მათ მიჯნავს საზოგადოებისგან, ეს ზიზღი ამორალურია ღვთის თვალში. რატომ ახლა არ ახსენდება მავანს, “არ განიკითხო”?! რატომ ახლა არ იმეორებენ დირესა და ბეწვის მუხლს?! რატომ ახლა არ მოსთქვამენ ჯოჯოხეთის წუმწუმებზე?! იმიტომ ხომ არა, რომ უბრალოდ არ აწყობთ?! მე კი გეუბნებით თქვენ, იქ, ქვევით, თუ სადმე არსებობს ჯოჯოხეთი, პირველი ადგილები სწორედ სიძულვილითა და ფსიქოლოგიური ტერორით აღჭურვილ მიზანთროპებს აქვთ დაკავებული. ქრისტიანობა არის პრივატული რელიგია, რომელსაც სჭირდება არჩევანი, უშინაგანესი, ცნობიერი და რეალური, ის მხოლოდ საღვთო სრულყოფილებისკენ სწრაფვის გადაწყვეტილებითაა მნიშვნელოვანი და დასაფასებელი! არ არსებობს ცოდვა და სათნოება პირადი არჩევანის გარეშე!
  9. წესით ამ დროს მთავრობას უნდა სთხოვდეთ პასუხს და მოგზაურობას არ უნდა იწყებდეთ საქართველოს გარშემო...
  10. მგონი,უადგილოა შენი შენიშვნები. მოვუსმინე კიდეც მაგ პერსონას,არც შემიფურთხებია,არც მიგინებია,არც მილანძღია,ფურთხსაც ვერ გავიმეტებდი ისე ;)
  11. Sakartwelo

    CHAT

    ამხელა მოდერატორი რეებზე ლაპარაკობ :rolleyes:
  12. ძენია გამოკითხვაში. ძენი,ადამიანი,რომელიც რუსეთის ქმედებებს ამართლებს,ამართლებს ქართველების წამებას,გამოყრას,ეთნიკურ წმენდას,დამცირებას აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. ჩემთვის ერთი რუსეთის მიერ დევნილი მიღირს 100000000 ძენს+ამდენივე რუსს.
  13. ამ გამოკითხვაში მონაწილეობაც კი შეურაცხმყოფელია.
  14. zen ის განცხადებები დადე,სადაც რუსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს :buchti:
  15. Sakartwelo

    CHAT

    ააა,ტეხავს
  16. დაკვირვებისაკენ რომ მოუწოდებ ხალხს,შენ... ამ კომენტარის გაკეთება არ ღირდა,მაგრამ მაინც :hello:
  17. Sakartwelo

    CHAT

    კი,ვბომბავდით და სხვა ბევრ რამესაც ვაკეთებდით. არ ვიცი,მე პესიმისტი არ ვარ. უბრალოდ,ამ მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნა ძალიან ძნელია.
  18. 10 ბალიანი სისტემით: ძენს- მინუს 0 ჩოხას - არ ვიცი.
×
×
  • შექმენი...