ამასწინათ ჯგუფელები ქაშვეთის ეკლესაში შევედით, გვინდოდა სანთელი დაგვენთო და გველოცა. შევედით ტაძარში და გავიშალეთ, ზოგი რომელ ხატთან მივიდა ზოგიც რომელთან, მე წმინდა გიორგის ხატთან მივედი, ვემთხვიე და სანთლის დანთება ვცადე, არაფრით არ დამაგრდა სანთელი, კაი ხანი ვეწვალე და ამ წვალებაში სხვისი სანთელიც ჩამომიმავრდა, ჩემი წვალება კიდევ გაორმაგდა...ძლივს როგორც იქნა ავანთე და დავამაგრე, ძალიან შევშინდი, გულმხურვალედ ვილოცე იმ დღეს, პატიება ვითხოვე უფლისგან, ლამის კანკალმა ამიტანა, ვიფიქრე რომ ჩემი სანთელი არ მიიღო უფალმა.. აღმოჩდა რომ მე ერთადერთი არ ვყოფილვარ, როცა ლოცვას მოვრჩი გვერდზე გავიხედე და დავინახე, რომ ყველას სანთლები ცვიოდა, მათაც უჭირდათ დანთება.. ეკლესიიდან გამოსულები ჩუმად მივდიოდით, კაი ხანი არცერთს არაფერი გვითქვამს, მოგვიანებით ჯგუფელმა აღნიშნა, რომ სანთელი ძლივს დაანთო, ამის გაგონებაზე ყველა ავლაპარაკდით ამაზე. ხუთნი ვიყავით და ხუთივე ძალიან დაგრუზულები, ეს უფლის ნიშნად მივიღეთ. ალბათ უფალი ჩვენ სანთლებს აღარ იღებს, პაკაზუხა მორწმუნე ერი რომ ვართ ალბათ ამიტომ. იმედია უფალი განასცდელს არ გვიმზადებს