ეს თემა არ დამიხუროთ. ჩემი ქვეყნის პრეზიდენტზე მსურს ლაპარაკი. ნოღაიდელის საუბარს ვუსმინე ტივიში, იმუქრებოდა რაღაცეებს, პუტინისაგან გულანთებული. ცუდ დღეში ვართ ქართველები, მოსალოდნელია რომ ისევ სიბნელემ დაისადგუროს ქვეყანაში, მე მხოლოდ მიშას იმედი მაქვს. მას შეუძლია ქვეყნის გადარჩენა. თუკი ვინმე ეცდება იარაღით მის მოშორებას, მზად ვარ რიგით მეომრად დავდგე მის გვერდით და ვიბრძოლო, რადგან მჯერა, რომ ქვეყნის მომავალი მის ხელშია. კი გვაბოლებს მაგრად თავისი გამოსვლებით, მაგრამ ჯანდაბას, როცა ვუსმენ სტიმული მეცემა. ბევრი რაღაც ვერ გააკეთა, ბევრიც ცუდი გააკეთა, მაგრამ მე პირადად მაინც მიყვარს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოს ნათელი მომავალი მხოლოდ მის ხელში მესახება. მხოლოდ მას ძალუძს სიტუაციის გამოსწრება. ღმერთმა არ ქნას დრო მოვიდეს და მიშა მოგვენატროს, ჩვენ ადამიანის დაფასება გვიან ვიცით ხოლმე, როცა ურემი გადაბრუნდება. პ.ს. ეს არის ჩემი აზრი, მოვითხოვ რომ პატივი ეცეს ჩემს აზრს, ისე როგორც მე ვცემ თქვენს აზრს პატივს.