მთელი ეს სამყარო, გალაქტიკების ერთობლიობა, ჰარმონია, რომელიც ამ უსასრულო სივრცეში სუფევს - თავად უფალია. მე კიდევ უფლის ნაწილი ვარ. სხეული, რომელიც ჩემი სახით დედამიწაზე ცხოვრობს, უფალთან სულით ერთდება, როგორი ცხოვრებითაც ვიცხოვრებ ისეთ სივრცეში განთავსდება ჩემი სულიც. მანამდე კი, უფალთან სულის კავშირი რწმენით და ლოცვით განმტკიცდება და დაიხვეწება, მოემზადება ნათელ სივრცეში ნავსაყუდელის დასამკვიდრებლად.